გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

პრიმულინა

უცნაური, ნაზი, ეგზოტიკური, მაგიური - ეს ყველა ეპითეტი ერთი მცენარისთვისაა, მათ ადრე ჰირიტად იცნობდნენ, თუმცა დღეს პრიმულინა ჰქვიათ. უნიკალურად სიმეტრული ფოთლები აქვს, ულამაზესი ყვავილი და ძალიან მორჩილი ხასიათი. იგი მათთვისაა, ვინც ეძებს იშვიათ კულტურებს, რომ მერე მათი სილამაზით იამაყოს. ძალიან მარტივი მოსავლელია, გამოდგება ახალბედებისთვისაც. მათი ღირსება ჯერ კიდევ არაა ბოლომდე აღიარებული, მაგრამ მზარდი პოპულარობის მიხედვით იგი ახალი თაობის მცენარეებს შეიძლება მიაკუთვნოთ. პრიმულინა - ეს სახელი ჯერ კიდევ არაა ყველათვის ცნობილი, მაგრამ ვისაც თუნდაც ერთი მცენარე ჰქონია ამ გვარიდან, მის სამუდამო თაყვანისმცემლად რჩება. ჯერ ისევ ხდება ამ მცენარის ახალი სახეობების აღმოჩენა მთიან ჩინეთში, შრი-ლანკაში, ინდოეთსა და მალაიზიაში. იგი გესნერიასებრთა ოჯახს ეკუთვნის, კულტურაში სულ რაღაც 2 ათეული წლის წინ შევიდა.
როზეტით უზუმბარულ იას წააგავს ზომის და გავითარების ტიპის მიხედვით, მაგრამ მათი მსგავსება აქ მთავრდება, პრიმულინას როზეტი მკაცრად სიმეტრიულია და ყველა ფოთოლს საკუთარი მეწყვილე აქვს მოწიინაღმდეგე მხარეს. მცენარე განში იზრდება და ზოგი სახეობა  დიამეტრში 40 სმ ს აღწევს, ზოგი შვილეულ როზეტებს ივითარებს, მაგრამ   დროთა განმავლობაში მაინც არ დეფორმირდება და დიდ ასაკში ისევ ინარჩუნებს ფორმას. სიმაღლეში იგი 20სმ მდე იზრდება, თუმცა ზომის მიხედვით არჩევნის საშუალება მაინც არის - მინიატურულიდან არც ისე მცირე ზომის სახეობებამდე.
სახეობი და ჯიშის მიხედვით განსხვავებულია ფოთლის ფორმა, ზომა, ზოგს ვერცხლისფერი ძარღვები აქვს, ზოგს ღია ფერის ზოლები.
მისი ყვავილობა კონკურენციას უწევს ორქიდეებს, თუმცა ასე რთული აგებულება და ფორმები მას არ აქვს. ყვავილი ფორმით გლოქსინიას ჰგავს. თეთრი ან ღია პასტელური ფერებიანი, 5ფურცლიანი ყვავილები მილისებურია და კონტრასტული იისფერ-ლილისფერი ზოლები დაჰყვება. მაღალ საყვავილე ღერზე 3-7 ყვავილი ზის, მტევნისებრ ყვავილედად შეკრული. დღეს სელექციის წყალობით ფერები გამრავლდა და მხოლოდ ღი ტონებით აღარ შემოიფარგლება, არის ვარდისფერი, ყვითელი, ცისფერი, იასამნისფერი ყვავილები. ყველა ამ სიკეთესთან ერთად, იგი ხანგრძლივმოყვავილე მცენარეა.  ხანმოკლე დასვენების პერიოდი აქვს, სახეობები ზაფხულიდან იწყებენ ყვავილობას, ზამთარში კი დამატებით განათება სჭირდება, რომ გააგრძელონ. ჯიშები კი თითქმის მთელი წელი ყვავილობენ.

სახეობები: სახეობები ისე პოპულარული შეიძლება არცაა, როგორც ჯიშები, თუმცა მათშიც არის მაღალდეკორატიული მცენარეები.
თამბაქოსებრი პრიმულინა - ეს დედა სახეობაა, საიდანაც წარმოიშვა სხვა დანარჩენი, მაგრამ  დღეს იგი გადაშენების პირასაა  და მას იცავენ. აქვს მრგვალი ფოთლები, რომელსაც პიტნის და თამბაქოს სურნელი აქვს ერთდროულად. როზეტები უყუნწოა, ფოთლები დაკბილული კიდით, მაღალ საყვავილე  ღერზე 5-7 მილისებრი ყვავილი 5 ფურცლიანი.
ტამიანას პრიმულინაა - ნახევრადმინიატურული სახეობაა კომპაქტური როზეტებით. 20სმ სიმაღლის, 5-7 თეთრი ყვავილით  მუქი იისფერი ზოლებით მასზე.
ორმაგი პრიმულინა - ხშირფოთლიანი ჯიში. ოვალური ხავერდოვანი  ფოთლებით. ხშირად ამოაქვს შვილეული როზეტები, რითაც მალე იქცევა მრავალიარუსიან მცენარედ. საყვავილე ღერზე 1-2 თეთრი ყვავილია მხოლოდ.
ჯიშები: ჯიშები გაცილებთ მეტი და უფრო პოპულარულია, უმეტესად ჰიბრიდებია და არც ერთი არ ჰგავს ერთმანეთს.
ატსუკო - ატლასისებრი ზურმუხტისფერი ფოთლები, მრგვალი და დაკბილული კიდეებით, სიმეტრიული როზეტი. მსხვილი ცისფერ-იასამნისფერი ყვავილები თეთრი ყელით და ყვითელი ზოლებით.
აიკო - ოვლური ხავერდოვანი ფოთლები კომპაქტურ როზეტებად, მაღალი საყვავილე ღერებით, დიდი ყვითელი ყვავილებით, წითელი ლაქებით ყელთან
კაზუ - ხავერდოვანი ლანცეტისებრი ფოთლებით, დიდი ლავანდისფერი ყვავილებით.
ჰისაკო - ჭრელი ფოთლებით, ვერცხლისფერი ძარღვებით. ლავანდისფერი ყვავილებით და ლიმონისფერი ყელით.
კიდევ უამრავი ჯიში არსებობს - მინეკო, ვერტიგო, ბეტი, სუვენირი, მთვარის შუქი, პიკოლო, ჰუბა, ლოლა, ერიკა და ა.შ
მოვლა:. ძალიან ადვილი მოსავლელი მცენარეა. ადვილად ჰპატიობს დაშვებულ შეცდომებს მოვლში. რაც უფრო ოპტიმლურია პირობები, მით უფრო მშვენიერია მცენარე. მას დაახლოებით იგივე პირობები სჭირდება, რაც იას. თუმცა უძლებს მეტ სიცივეს, იმდენად არაა დამოკიდებული განათებაზე, როგორც ია, არც დაკლებულ მორწყვაზე აქვს პრეტენზია, მოკლედ, საკმაოდ გამძლე მცენარეა.
განათება: მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოარიდოთ, სხვა მხრივ უპრეტენზიოა. შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ ხელოვნურ განათებაზეც და ისევე კარგად იყვავილოს, როგორც დღის განათებაზე. ზამთარში შემცირებული დღის სინათლის პირობებში იგი მცირე ხნით ისვენებს, მაგრამ თუ დამატებით განათებაზე გადაიყვანთ, იგი ზამთარშიც იყვავილებს.
ტემპერატურა: კომფორტულია ოთახის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში. არც მისი ცვალებადობის და არც სიცხის არ ეშინია. მთავარია, არ დაეცეს 0 გრ ზე დაბლა ხანმოკლე დროით და 10გრ ზე არ დარჩეს ხანგრძლივი დროით. ოპტიმალურია  20-26 გრ ზაფხულში და 15-20 გრ ზამთარში.  მოსწონს განიავება, არ ეშინია ორპირის.
მორწყვა: სტაბილური და ზომიერი მორწყვა სჭირდება. არ მოსწონს ზედმეტი მორწყვა, სიმშრალის კი არ ეშინია. მუდმივი ყვავილობისთვის ესაჭიროება რეგულარული ზომიერი მორწყვა, მხოლოდ მოსვენების პერიოდში შედარებით ამცირებენ მორწყვას და მხოლოდ მსუბუქ სინესტეს ინარჩუნებენ. მხოლოდ ერთი პრობლემაა მორწყვის დროს - წყალი არ უნდა მოხვდეს ფოთოლს და როზეტის ძირს, ამიტომ ბევრი მას ძირიდან რწყავს ან ქოთანს დებს წყალში, მიწის კარგად დასველებამდე, შეიძლება მისი გაზრდაც წვეთოვანზე,. პრიმულინასთვის ცივი წყალი არ შეიძლება.
ჰაერის ტენიანობას მისთვის მნიშველობა არ აქვს. არ შეიძლება შესხურება.
კვება: უნივერსალური სასუქი სჭირდება 2 კვირაში ერთხელ შემცირებული დოზებით აქტიური ზრდის ეტაპზე. შეიძლება გახანგრძლივებული მოქმედების სასუქის გამოყენებაც.
გასხვლა: უნდა მოშორდეს მომჭკნარი ნაწილები - ფოთლები, ყვავილები, საყვავილე ღერები და რაც შეიძლება სწრაფად.
გადარგვა:  მიწა სჯობს შეირჩეს სენპოლიისთვის რეკომენდებული, თუმცა გამოდგება ფხვიერი ფორებიანი მიწაც,-  ტორფნარევი და ვერმიკულიტშერეული.
დიდ ქოთანში იგი ივითარებს მწვანე მასას, მაგრამ არ ყვავილობს, ამიტომ ქოთანს ირჩევენ ასე - მისი დიამეტრი 3ჯერ მცირე უნდა იყოს როზეტის დიამეტრზე. სიმაღლეც დიამეტრის ტოლი უნდა იყოს. ახალგაზრდა მცენარეს რგავენ ყოველწლიურად, მოზრდილს -  მიწის გაღარიბების და ფესვებით გადავსების მერე.  სჯობს მიწიანად გადატანა, რომ ფესვები არ დაზიანდეს. ქოთნის ძირში საჭიროა დრენაჟი.  როცა ფესვახლო ფოთლები კვდება, ღერო ცარიელდება და მცენარე ფეხზე იწევს, ასეთ შემთხვევში ქოთანში ამატებენ მიწას. _899) დაავადებები: მცენარე შეიძლება დაზიანდეს ლპობით, რაც ვრცელდება ფესვის ყელიდან ზედმეტი მორწყვის გამო. დაზიანებული ფოთლები უნდა მოიჭრას, გადანაჭერი კი  დამუშავდეს ხის ნახშირით. მცენარე გადააქვთ მშრალ რეჟიმზე ზოგჯერ სჭირდება გადარგვა მშრალ მიწაში. ფუნგიციდები ვერ დაეხმარება. თუ მცენარეს როზეტის ძირი ულპება, მას ვეღარ გადაარჩენენ.
მავნებლები იშვითად უჩნდება.
პრობლემები: ღია ფერის და მშრალი ლაქები ცივი წყლით მორწყვისას: ქვედა ფოთლების გაყვითლება ახალგაზრდა მცენარეებში გადარგვის საჭიროებისას; სიცხეში ან მზის პირდაპირ სხივებზე ყოფნისას ფოთლების დახვევა; მწირი ყვავილობა ბევრი მწვანე მასით - არასწორი კვების ან ზედმეტად ფართო ქოთნის გამო.
გამრავლება: მარტივია და შეიძლება თესლით, ფოთლის დაფესვიანებით იის მსგავსად .ფოთოლს დებენ ქვიშაში, ტორფნარევ ქვიშაში, შეიძლება წყალშიც დაფესვიანდეს დარგვიდან ერთ თვეში უკვე შვილეული ამონაყარი აქვს. მათ აცლიან და ცალკე რგავენ, როცა ცოტა მოიზრდებიან. შესაძლებელია ფოთლის ნაწილებად დაყოფა და ასე დაფესვიანებაც. ბევრი სახეობა შვილეულ როზეტებს იკეთებს. მათ აშორებენ და ცალკე რგავენ დაფესვიანების შემდეგ. თესლი კი ითესება ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე, ზედაპირულად.  კონტეინერს აფარებენ მინას და დებენ 25 გრ ზე, ნათელ ადგილზე. ამოდის 2 კვირაში. პატარა მცენარეებს სჭირდება დამატებითი განათება მთლიანობაში 12 სთ იანი სინათლის ხანგრძლიობით. მორწყვა სჯობს წვეთოვანი გზით. პიკირება ხდება პირველი ნამდვილი ფოთლის მერე, მასთან სიფრთხილეა საჭირო, რადგან ადვილად ტყდება. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/196-furisula.html

24 May 0 4 380

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно