ტოპაზი
წარმოადგენს სისტემური მოქმედების ფუნგიციდს, ტრიაზოლების ქიმიურ კლასს, მოქმედი ნივთიერება: პენკონაზოლი, კონცენტრაციით 100გრ/ლ, გამოშვების ფორმა - ემულსია. ადამიანისთვის და ფუტკრებისთვის საშიშროების მესამე კლასი. (ზომიერად საშიში). შენახვის ვადა 4 წელი.
მოქმედების მექანიზმი: თრგუნავს ინფექციას, სპორების ზრდის დროს და ზრდის მილის ფოთლის ქსოვილში ჩანერგვისას.
მოქმედი ნივთიერება ვრცელდება მცენარეში კაპილარული სისტემით და ხვდება ახალ, მზარდ ფოთლებსა და ტოტებში.
ეფექტურია ნებისმიერ ამინდში, რის გამოც ფართოდ გამოიყენება როგორც სახლის, ისე ბაღის მცენარეებისთვისაც,
ფუნგიციდური მოქმედება ჩანს უკვე პირველივე დღეს და მომდევნო 10-14 დღის მანძილზე ეფექტი ნარჩუნდება.
ერთერთი ძლიერი პრეპარატია, რომლის გამოყენებაც ნებადრთულია სახლში.
არ არის ფიტოტოკსიკური.
ეფექტი აქვს ტემპერტურის ფართო დიაპაზონში, გამოიყენება ადრე გაზაფხულიდან.
შესაძლებელია მისი შერევა სხვა პესტიციდებთან.
ტოპაზის გამოყენება:
პრეპარატი მაღალეფექტურია ცრუფარიანას დროს, განსაკუთრებით პირველად დაზიანების შემთხვევაში, ნაყოფის ლპობის, მეწამული ლაქოვნების, უჯრედული ლაქოვნების, ნაცრისფერი ლპობის, ჟანგას, ქეცის, სეპტორიოზის,ცერკოსპორელოზის, ოიდიუმის დროს. მომზადებულ ხსნარს მშრალ უქარო ამინდში გულმოდგინედ ასხურებენ მცენარეს.
ყურძენს და კურკოვან მცენარეებს პირველად სჭირდებათ ყვავილობამდე, მეორედ - ყვავილობის მერე. სულ მისი გამოყენება შესაძლებელია 3-4 ჯერ.
ბოსტნეულზე და ოთახის მცენარეებზე მას იყენებენ დაავადების აღმოჩენისთანავე.
კენკროვნებს კი ამ პრეპარატით ამუშავებენ პირველად - კოკრობისას, მერე - ნაყოფის მოკრეფის მერე. სულ მხოლოდ 2 დამუშავებაა შესაძლებელი.
განსაკუთრებით ეფექტურია კუპროკსატთან ერთად. შესაძლებელია განვითარდეს მცენარის რეზისტენტობა ფუნგიციდის მიმართ. ამიტომ ბაღებში, სადაც მეტია დაავადების გავითარების ალბათობა, სჯობს ფუნგიციდების ხშირი შენაცვლება სხვადასხვა ქიმიური ჯგუფებიდან.
ნორმები:
2მლ ტოპაზი იხსნება საშუალოდ 10ლ წყალში უმეტესი დაავადებებისთვის. მხოლოდ ჟანგასთვის - 4მლ 10ლ წყალზე.
სახლის მცენარეებისთვის მას ხსნიან შედარებით მცირე რაოდენობის წყალში. ნემსში იღებენ ამპულიდან მთელ რაოდენობას - 2მლ, და ნაწილს ხსნიან წყალში, ნემსში დარჩენილ ნაწილს კი ახურავენ თავზე თავსახურს და ინახავენ ოთახის ტენპერატურაზე ბავშვებიდან შორს. შესაძლებელია მომატებული კონცენტრაციის მიღებაც - 3-4 მლ 10ლ წყალზე. თუ მცენარემ მოიწყინა, ეს შეიძლება მცენარის რეაქცია იყო არა ფუნგიციდზე, არამედ მოვლის წესების დარღვვევაზე -მაგ, გადამეტებულ მორწყვაზე.
მომზადებული ხსნარის გახარჯვის ნორმა: 2ლ - ერთ საშუალო ზომის ხეზე. 5ლ მდე - მოზრდილ ხეზე, 2ლ - ბუჩქზე, 5ლ - ბოსტნეულისთვის 100კვ.მ ზე.
ტოქსიკურობა:
ტოპაზი ზომიერად ტოქსიკური პრეპარატია ფრინველის და ფუტკრისთვის, თევზის ზოგი სახეობისთვის და წყლის ორგანიზმებისთვის. პენკონაზოლი გროვდება ნიადაგში. დაშლის პერიოდი დასაწყისში 14 დღეა, ხშირი გამოყენებისას კი 21 დღე. ამის გათვალისწინებით მას ერთსა და იმავე ბაღში არ იყენებენ 3 წელზე მეტ ხანს.
უსაფრთხოების წესები - მასთან მუშაობა საჭიროა ხელთათმანებით. ერიდეთ მის მოხვედრას კანზე, თვალში. მუშაობისას არ შეიძლება ჭამა-სმა და მოწევა. ბოლოს აუცილებლად უნდა დაიბანოთ ხელ-პირი.
პირველი დახმარება: კანზე მიხვედრისას - ჩამოიბანეთ დიდი ოდენობის წყლით.
თვალში მოხვედრისას - გამდინარე წყლით კარგად დაიბანეთ თვალი,
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოხვედრისას - დალიეთ ერთად 3-4 ჭ წყალი, გამოიწვიეთ ღებინება, მიიღეთ რამდენიმე აბი გააქტივებული ნახშირი, მიაკითხეთ ექიმს. https://yvavilebismovla.ge/preparatebi/