7 ყველაზე მზიანი მცენარე ზამთრის ინტერიერში

ზამთარში მზე ყველას ძალიან აკლია, გარეთ ცივა, თოვს, იშვიათად იჭყიტება მზე და არც  ფერად- ფერადი ყვავილებია გარშემო, თუმცა სახლში შეიძლება სიტუაციის გამსწორება ფერადი საგნებით, სანთლებით, ფარდებით და რა თქმა უნდა, ოთახის ყვავილებით, რომელთა ფერები ამოუწურავია - ლიმონის , ნარინჯისფერი, ყვითელ-წითელი, ასეთი მცენარეები ენერგიით გვავსებენ, კარგ ხასიათზე გვაყენებენ და დადებითად მოქმედებენ ფსიქიკაზე. ოთახის მცენარეები დიდი ხანია,  პოპულარობით სარგებლობენ. მაგრამ მათი ფერები განსაკუთრებით ზამთარში გვჭირდება, კიდევ უფრო მეტად - მზისფერი ყვავილები, კაშკაშა ფერებით. დეკორატიულფოთლიანი მცენარეებიდან თითქმის ყველა სახეობას აქვს ოქროსფერი ჯიში, და მათ შორის საოცარ მცენარეებს ვაწყდებით. ამ მცენარეებს აერთიანებს ერთი ნიშანი -  ისინი ზედმეტ ყურადღებას და გაძლიერებულ მოვლას საჭიროებენ. რეკომენდაციებს ზედმიწევნით უნდა მიჰყვეთ და მხოლოდ ასე მიაღწევთ მათ სრულყოფილებას.
ციტრუსები: ისინი ასოცირდება ცხელ, კაშკაშა მზესთან, ზაფხულთან, ხმელთაშუაზღვისპირეთთან, ზამთარში ეს მცენარეები პატარა ნარინჯისფერი ნაყოფებით მშვენიერი საჩუქარია  საახალწლო დღესასწაულებზე. მათი ყვავილობა და მსხმოიარობა არც ისეთი  იშვიათობაა, ოთახის ჯიშები ხშირად ყვავილობენ, წელიწადში 4 ჯერაც კი. და თუნდაც ერთხელ იყვავილონ, ნაყოფს მაინც 3 თვე სჭირდება დასამწიფებლად და  უცებ ზაფხულში  არ მოისხამენ. არსებობს ციტრუსი, რომლის ნაყოფიც დიდხანს რჩება ხეზე, 5 თვემდეც კი. ზამთარში ბევრ მაღაზიაში ნახავთ მათ შობის ვარსკვლავთან, ყოჩივარდასა და სხვა ზამთრის მცენარეებთან ერთად. დიდი, ხისმაგვარი ბუჩქი გაშლილი ვარჯით, მრავალტოტიანი, არომატული ტყავისებრი ელიფსის ფორმის ფოთლებით - ადვილად საცნობი მცენარეა.  ყვავილობამდეც ხომ ლამაზია, მაგრამ როცა მოვარდისფრო, კრემისფერ, თეთრ ყვავილებს გაშლის, სახლში ციტრუსის სურნელი დგება და თვალის მოშორებაც ჭირს. მერე, მართალია, 80 % ყვავილის ცვივა და არც ყველა ნაყოფი მიჰყვება ბოლომდე, მაინც დარჩენილი ნაყოფი, მრგვალი, მზისფერი ბურთები სურნელოვანი ქერქით და წვნიანი რბილობით - ულამაზესი სანახავია. ყველაზე პოპულარული სახლის ციტრუსებია: მწარე ფორთოხალი, კუმკვატი, ლიმონი და კალამონდინი.
მათ სჭირდებათ სითბო, 18 გრ ზე ზემოთ ზაფხულში და 10-15  გრ ზამთრში- ზოგ სახეობას, სინათლე, ზაფხულში სუფთა ჰაერზე, გარეთ დადგმა ან ხშირი განიავება.
მორწყვა - რბილი წყლით მიწის ზედა ფენის შეშრობისას,
კვება - სპეციალური სასუქით რკინაშემცველი პრეპარატებით ქლოროზის პროფილაქტიკისთვის 2 კვირაში ერთხელ აქტიური ზრდის დროს.
გადარგვა - საჭიროებისას ადრე გაზაფხულზე.
ნიადაგი  - უნდა იყოს ნოყიერი, თიხნარი, ფხვიერი, მჟავე რეაქციით.
გამრავლება - ხდება ტოტით, საჰაერო ფესვის გაკეთებით, ამონაყრით, თესლით.

ყვითელი ზამთარში მოყვავილე ბეგონიები: დეკორატიულფოთლიანი ბეგონიებისგან განსხვავებით, ის კლასიკურ მცენარედ არ ითვლება, მაგრამ დღეისთვის ძალიან მოდური მცენარეა. არცაა გასაკვირი  - იგი უხვად და ხანგრძლივად ყვავილობს.აქვს მიმზიდველი ფოთლები, რთული ყვავილედი ულამაზესი ფერის ყვავილებით და თუმცა მიიჩნევენ, რომ ეს მცენარე ზაფხულში ყვავის, არის სპეციალურად გამოყვანილი ზამთარში მოყვავილე ჯიშებიც,  ძირთადად თეთრ-ვარდისფერ-წითელყვავილებიანი.  და არა მარტო ეს ფერები, უნიკალური ნარინჯისფერი და ყვითელყვავილიანი ჰიბრიდებიც გამოიყვანეს დაისინი  მშვენიერ ფერად ლაქას ქმნის ინტერიერში. განსაკუთრებით კი- ზამთარში აღიქმება ეს ფერები, იზიდავს მზერას, და აღგაფრთოვანებთ მისი სინატიფით.  ისინი 20-50სმ სიმაღლის,  უხვად,  და ხანმგრძლივმოყვავილე დიდყვავილიანი  მცენარეებია. არსებობენ ბუჩქოვანი და ამპელური ფორმებიც ფერადი, მეწამული, მუქი მწვანე ან ლაჟვარდისფერი ფოთლებით, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სილამაზეს სძენენ მცენარეს. მათ მარტივი ან ხუჭუჭა ყვავილები აქვთ 3 სმ დიამეტრი და მეტი ზომის, რომლებიც ბურთა ყვავილედებადაა შეკრული.
ბეგონიას სჭირდება ნათელი ადგილი, ან ნახევრადჩრდილი. ოთახის ტემპერატურა, ზამთარში 20გრ ზე დაბლა არ უნდა ჩამოიწიოს.
მორწყვა -  ფრთხილად, ნადგამი თბილი წყლით, რომ ფოთოლი არ დაუსველდეს.
კვება - იშვიათი ყვავილობისას, თვეში ერთხელ საკმარისია
გადარგვა - ყვავილბის მერე
მიწა - მსუბუქი და ფხვიერი. ნოყიერი.
გამრავლება - ტოტით, ფოთლით, თესლით ან შვილეული ბოლქვებით.
დეკორატიული პიმპილი: ყველაზე უხვმოსავლიანი ოთახის მცენარეა,მისი ამოცნობა მარტივია წითელ-ყვითელ-ნარინჯისფერი პატარა ნაყოფის წყალობით, კომპაქტური ხშირფოთლიანი ბუჩქით.  საკვებად ვარგისი ნაყოფი აქვს, მაგრამ ძლიერ ცხარეა, ჩამოუვარდება მხოლოდ ცნობილ მექსიკურ ჩილის, სირანოს და ჰალაპენიოს. მსხმოიარობს თითქმის მთელი წელი, მსხმოიარობის დასრულების მერე მათ ყრიან,  მაგრამ სანამ ნაყოფს გამოიტანს, რომლის ფორმებიც განსხვავებულია - ცილინდრული, ბრჭყალისებრი, კონუსისებრი, სპირალურად დახვეული, მათ ნახვას არაფერი სჯობს. ნაყოფის გამოტანა არ ხდება ერთდროულად და მცენარეზე ერთადაა სხვადასხვა ფერი სიმწიფის მიხედვით - მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი.
მას სჭირდება ზომიერად გრილი ოთახი - 15-20გრ. ნათელი ადგილი, არც ისე მშრალი ჰაერი და დაცვა ორპირისგან.
მორწყვა - სტაბილური ხშირი,მაგრამ არა-უხვი.
კვება - დიდად არც სჭირდება, შეიძლება უნივერსალური სასუქი - 2-3 კვირაში ერთხელ
გადარგვა - მსხმოიარობის დასრულებისას მცენარეს  აგდებენ.
მიწა - უნივერსალური.
გამრავლება - თესლით.
კალანჰოე: ერთერთი კლასიკური მოყვავილე მცენარე, რომელიც ასევე მუდმივად ყვავილობს, მისი ერთერთი სახეობა - ბლოსფელდის კალანჰოეა. მკვეთრი მკვრივი ყვავილედი პატარა ვარსკვლავსებური ყვავილებით და ხორციანი სქელი ფოთლები- ბევრისთვის კარგად ნაცნობი მცენარეა.ტრადიციულად ყვავილობს ზამთარსა და გაზაფხულზე, მაგრამ თუ ტემპერატურას კარგად შეურჩევთ, გაუჩერებლად შეუძლია იყვავილოს 10 თვემდეც. ყვავილის ფერთა პალიტრა წარმოუდგენლად დიდია. არჩევანის გაკეთება შესაძლებელია ზომის და ფორმის მიხედვითაც. კლასიკურის გარდა, დღეს პოპულარულია მინი კალანჰოეც- პატარა ბუჩქი მუქი წითელი, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილებით. ესეც ალამაზებს ზამთარში ინტერიერს, თუმცა კიდევ უკეთსის არჩევაც შეიძლება ფერის მიხედვით - ყვითელი, ნარინჯისფერი, ნესვის, გარგრისფერი და ა.შ.  მას სქელი ხორციანი ჰორიზონტალურად მზარდი მრგვალი ან ოვალური ფოთლები აქვს დაკბილული კიდეებით, რასაც ზემოდან მაღალ ღერზე  ქოლგა ყვავილედი აგვირგვინებს.
მას სჭირდება მზიანი ადგილი ან კარგი განათება. სიგრილე - 18 გრ. ოქტომბერში კი ზამთრის ყვავილობამდე - 15 გრ.
მორწყვა - ზომიერი, ტენიანობის შენარჩუნებით ნიადაგში.
კვება - სტანდარტულად, 2 კვირაში ერთხელ.
გასხვლა - რეგულარული მოშორება მოყვავილებული ნაწილის
გადარგვა - ყოველწლიურად გაზაფხულზე.
მიწა - მსუბუქი და წყალგამტარი
გამრავლება - ტოტის ზედა ნაწილებით.
უხვადმოყვავილე იუსტიცია ანუ რიცინი: ფერადოვნებით ჰგავს ტროპიკულ ფრინველს. ყვავილობს ნოემბერ-მარტში, მისი სხვა სახეობებისგან განსხვავებით, რომლებიც გაზაფხულზე იწყებენ ყვავილობას.ძალიან მოხდენილი და მკვეთრი მცენარეა. არც ისე დიდი  მოყვითალო, მონარინჯისფრო ყვავილები და ჰაეროვანი ვარჯი უაღრესად მიმზიდველ სანახაობას წარმოადგენს. მას სწორმდგომი ღერო აქვს, რომელიც უხვად იტოტება და ხშირად ქოთნიდან გადმოეკიდება კიდეც. წვრილი ლანცეტისებრი ან ოვალური ფოთლები ფუმფულა ბუჩქს ჰაეროვანს ხდის. ყვავილი კი ძალიან საინტერესო აქვს- წვრილი მილისებრი ფორმის ორფერი, ყვითელი წვერით და წითელი ძირით, საკმაოდ უხვი ბუჩქზე გრძელ ყუნწზე მოხდენილობას კიდევ უფრო  ჰმატებს მას.
მას სჭირდება გაბნეული განათება, სიგრილე- 12-15 გრ (ოქტომბერ-მარტში)
მორწყვა - უხვი, მიწა არ უნდა შეშრეს
კვება - თებერვლამდე თვეში ერთხელ
გადარგვა - მოყვავილებისთანავე
მიწა - მსუბუქი და ნოყიერი
გამრავლება - წვეროს ტოტების გადანაჭრებით.
ფურისულები: დეკემბერში გამოჩნდება ხოლმე გასაყიდად. არჩევანი დიდია, მაგრამ ყველაზე პოპულარული ფერი-ყვითელია, მცენარე ნაზი, მოხდენილი, ორფერი ყვავილებით - ყვითელ-ნარინჯისფერი. მშვენიერია ზამთარში ინტერიერის გასახალისებლად.
მას საოცრად დადებითი ენერგია შექავს სახლში, ადრე ბაღის მცენარედ ცნობილი, დღეს სახლებშიც შევიდა ახალი ჯიშების წყალობით. იგი კომპაქტური მცენარეა, ფესვახლო როზეტებით, რაც ხავერდოვანი მომრგვალო ან ენისებური ფოთლებთაა შექმნილი, მათ თავზე კი მაღალ საყვავილე ღერზე ქოლგა, ფარისებრი ან მტევნისებრი ყვავილედებია საკმაოდ მკვეთრი ყვავილებით. დღეს გამოყვანილია ჯიშები, რომლებიც ზამთარში ყვავიან: ვარიაბელური - მაღალი, 30სმ მდე სიგრძის საყვავილე ღერით; ჩვეულებრივი - ყვავილი გრძელი ღერის გარეშე, პირდაპირ როზეტთან ზის; ნაზი - სურნელოვანი ყვავილებით. ყვავის დეკემბრიდან; ასე, რომ არჩევანი საკმაოდ დიდია.
მას სჭირდება სიგრილე 13-16გრ, ძალიან კაშკაშა სინათლე, მაგრამ დაცვა მზის პირდაპირი სხივებისგან, ხშირი განიავება ორპირის  გარეშე,
მორწყვა - უხვი, მუდმივად ტენიანი მიწა და ჰაერი, მოსწონს შესხურება
კვება - არ სჭირდება, მაგრამ შეიძლება ნოემბრიდან თებერვლამდე ერთხელ ბეგონიის სასუქის შეტანა.
გასხვლა - ყვავილობის დასრულებისთანავე უმოკლებენ ტოტებს, ახალი ყვავილის გამოსატანად.
გადრგვა - ყვავილობის მერე
მიწა - სპეციალური ფურისულებისთვის ან უნივერსალური ფვიერი, მსუბუქი და ნოყიერი
მოსვენების ეტაპი - მოყვავილების შემდეგ მას ან აგდებენ ან გადარგავენ და დებენ ჩრდილში სუფთა ჰაერზე მინიმალური მორწყვით
გამრავლება - თესლით
კოდიეუმი და სხვა დეკორატიულფოთლიანი მცენარეები: ყვითელი და ოქროსფერფოთლიანი მცენარეებიც არანაკლებ მიმზიდველად გამოიყურება ზამთარში, კაშკაშა და ეფექტური მცენარეები ხშირად ყვავილებსაც ეჯიბრებიან სილამაზით.ყველაზე ლამაზი მათ შორის ჭრელი კოდიეუმია მისი ტყავისებური მკვრივი ფოთლებით, რომლებსაც სხვადასხვა ფორმა აქვს, სხვადასხვა ზომა, მაგრამ ზედ ყველას აქვს ნათელი კონტრასტული ძარღვები. სხვადასხვა ფოთოლს სხვადასხვა ზომის და ფორმის ლაქები აქვს, მაგრამ მუდამ კონტრასტული, - მეწამული, ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერრი, მუქი მწვანის ფონზე.  მისი უამრავი ჯიშიდან ზამთარში განსაკუთრებით მიმზიდველია შემდეგი:
„ბრავო“ - ყვითელ-ლიმონისფერი ლაქებით და ყვითელი ძარღვებით
„ყვითელი თოვლი“ - ლანცეტისებრი ფოთლებით, რომლებზეც წვრილი მზისფერ-ყვითელი წერტილებია, ასაკოვან ფოთლებზე კი ეს წერტილები და ლაქები ერთდება.
„მასკარენა“- წვრილი ბრტყელი, გრძელი ფოთლებით, რომლებიც დაბლაა დახრილი და ფორმით მარცველულის ბუჩქს ჰგავს, მხოლოდ მწვანე ფოთლის ნაცვლად ყვითელი ფერი სჭარბობს.
მას მოსწონს ჰაერის მაღალი ტენიანობა, სტაბილური ოთახის  ტემპერატურა, ვერ იტანს ორპირს, ზედმეტ ან ნაკლებ მორწყვას.
კოდიეუმის გარდა, კიდევ რამდენიმე ყვითელ-ნარინჯისფერფოთლიანი დეკორატიულფოთლიანი მცენარეც დაამშვენებს ინტერიერს ზამთარში: დიფენბახია, ფიკუსები, დრაცენა, ეპიპრემნუმი,  ჭრელი სურო და სხვა. 
https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/237-mcenareebi-samzareulostvis.html

22 May 0 10 881

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно