გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ხეხილის გაზრდა შპალერზე

ბევრ მებაღეს პატარა ტერიტორია აქვს და ადგილი არ ჰყოფნის, რომ საოცნებო ხეხილი საკუთარ ბაღში გაახაროს, იქ მხოლოდ ორიოდე სათბური და რამდენიმე კვალი ეტევა. გამოსავალი მოიძებნება - ხეხილის გაზრდაა შესაძლებელია შპალერზე, რაც საყრდენზე მაგრდება. ამ მეთოდის გამოყენება პირველად ბელგიაში და საფრანგეთში დაიწყეს.
მეთოდის აღწერა: ხეების ასე გაზრდისას მისი ტოტები ერთ სიბრტყეში იზრდება საყრდენზე,ასეთ მეთოდს ბევრი დადებითი მომენტი აქვს:
-მაქსიმალური განათება.
-ჰაერის კარგი ცირკულაციის გამო დაავადების დაბალი რისკი.
-მორწყვის მეტი ეფექტურობა.
- კარგი მოსავლიანობა.
-მისი გამოყენება ყველა ხეზე და ბუჩქზე შეიძლება.
შეარჩიეთ შედარებით მცირე ზომის ხეები, რომლებიც ნელა იზრდებიან. აუცილებლად დააზუსტეთ,  რაზეა დამყნობილი, - ძირი ხშირად განსაზღვრავს ხის სიმაღლეს. შპალერზე გასაზრდელად გამოდგება მცენარე, რომლის ძირი ხის სიმაღლეს შეზღუდავს ჯუჯა ან ნახევრადჯუჯა პოზიციამდე, ფორმირებული ხე არ უნდა აღემატებოდეს 3,5მ ს სიმაღლეში.
ვარჯის ფორმირება - ჰორიზონტალური კორდონი - ამ მეთოდს იყენებენ მსხლის, ვაშლის და ქლიავისთვის. ღერო უნდა იყოს ერთი, რომელიც საყრდენი იქნება ხის მთელი ვარჯისთვის, 2 ძირითად რტოტს განზე წევენ და მიწის პარალელურად აბამენ ღობეზე. გვერდითა ნაზარდები დაახლოებით 0.5 მ უნდა დარჩეს სიგრძით, დანარჩენს აჭრიან. ვარჯის დახრის კუთხე შეიძლება თოვენი სურვილისამებრ შეარჩიოთ და ხეს ნებისმიერი ფიგურის ან საგნის ფირმა მისცეთ. თუ ტოტები მეტი იქნება, გამოგივათ ორმაგი კორდონი.
მარაო -ხის ღეროს ამოკლებენ ნახევარ მეტრამდე, გვერდითა ტოტებს სხივისებურად შლიან ჰორიზონტალური და დიაგონალური მიმართულებით, მათზე ფორმირდება  დამატებითი ტოტები, ეს უნივერსალური მეთოდია და მისი გამოყენება ნებისმიერი ხისთვისაა შესაძლებელი

შპალერი და პალმეტი:  შპალერისთვის ხის ტოტები მიწის პარალელურად იარუსებად ემაგრება საყრდენს, მათ შორის დაშორება დაახლოებით 30 სმ უნდა იყოს. პალმეტი კი განსხვავდება იმით, რომ იქ ხის ტოტები 45 გრ იანი კუთხითაა აწეული ზემოთ.
შპალერის მოწყობა და დარგვა:  მომავალი ღობისთვის გამოდგება კარგად განათებული ადგილი. კონსტრუქციის ძირითადი ნაწილი ბოძებია, რომლებსაც ემაგრება ხის ან მავთულის თამასა. ბოძზე აბამენ  ხის მთავარი ღეროს, ტოტები კი სასურველი მიმართულებით -  მავთულზე ან ხის თამასებზე მაგრდება. დარგვის პროცესი,- ორმოს სიღრმე, ნიადაგის შედგენილობა და მორწყვა ჩვეულებრივ, სხვა ხეების მსგავსად ხდება.ხეები შეიძლება ახლო-ახლოც დაირგოს. ეს ხელს უწყობს მათ ჯვარედინ დამტვერვასაც.
საინტერესო ეფექტს იძლევა შპალერი მთლიან კედლად, სადაც ირგვება ჯუჯა ხეხილი ისეთი ინტერვალით, რომ გაზრდის მერე ხის ტოტები ერთმანეთს ეხებოდნენ. ასე იქმნება ერთიანი მწვანე ღობის ეფექტი. საკმაოდ ლამაზად გამოიყურება ცარიელი ხეებიც და მით უფრო მათზე მზარდი ხილით. კარკასის კუთხეები და ფორმა მომავალი ხისთვის თქვენს ფანტაზიაზეა მხოლოდ დამოკიდებული.

გასხვლა: ეს ყვველაზე მთავარი მომენტია,იგი აუცილებელია ხის ვარჯის ფორმირებისთვის, დაავადების პროფილაქტიკის და ტოტების ზედმეტად გაზრდის თავიდან ასაშორებლად. ახალგაზრდა ხეებს სხლავენ წელიწადში ერთხელ გაზაფხულზე. გამონაკლისი ბალი და ქლიავია, მათ სხლავენ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში.  მსხმოიარობის დასაწყისში საზაფხულო გასხვლას იწყებენ. ეს აუცილებელია, რომ ხემ ძალა არ დახარჯოს ზედმეტ აქტიურ მზარდ ტოტებზე და ფოთლებზე და მხოლოდ ხილის ფორმირებას მოახმაროს მთელი ენერგია. ეს ტოტები რაც შეიძლება მოკლეზე უნდა გადაიჭრას. გამხმარი და ავადმყოფი, სუსტი ტოტები კი მთლიანად უნდა მოშორდეს. ზოგ ხეს ზედმეტ ხილსაც აშორებენ- ასე ხეზე დარჩენილის საგემოვნო თვისებები უმჯობესდება. შპალერზე ხეხილის გაზრდა ძალიან მარტივია. ასე ადგილის ეკონომიასაც სწევთ და ბაღიც სხვანაირი შესახედი ხდება. თუ კედელთან ბალს დარგავთ და ასე, შპალერზე ააკრავთ, ბაღის ეს შეუხედავი კუთხე ძნელად საცნობი გახდება. ასევე შეილება მოიქცეთ სახლის ან ფარეხის კედლის გასალამაზებლადაც,  ან ეზოში ხეებით მწვანე კედლის ლაბირინთი შექმნათ, სადაც გაზაფხულზე ყვავილები გაიშლებიან, ბავშვები კი დილიდან საღამომდე იქ ითამაშებენ. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/313-sasmeli-sodis-gamoyenebis-10-xerxi-agarakze.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის
20 May 0 8 160

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно