გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

აიხრიზონი _ სიყვარულის ხე

აიხრიზონს მეორენაირად " სიყვარულისა და ბედნიერების ხეს" უწოდებენ.იგი მსუქანისებრთა ოჯახის წარმომადგენელია,იზრდება პატარა ბუჩქის სახით,სიმაღლეში 30 სანტიმეტრს აღწევს,დიამეტრი 20-30 სანტიმეტრია.იზრდება კლდის ნაპრალებში,გავრცელებულია კანარისა და აზორის კუნძულებზე,ასევე კუნძულ მადეირაზე.თითო სახეობა მაროკოსა და პორტუგალიაშიც გვხვდება.სულ თხუთმეტამდე სახეობაა ცნობილი.

აიხრიზონის განმასხვავებელი თვისებაა მისი ფოთლების ფორმა და სახე,ისინი სუკულენტურია,ხორციანი,მუქი მწვანე ფერის და დაფარულია ბუსუსებით.ფოთლების ფორმა გულის მსგავსია,ამიტომ ხალხში "სიყვარულის ხე" შეარქვეს.

აიხრიზონის სწორი ან ოდნავ მოხრილი ღეროები ფაქტიურად არ განიცდის გახევებას,ძლიერად იტოტება გასხვლის გარეშეც.მცირე ზომის მომრგვალო-კვერცხისებური ფოთლები შეკრებილია როზეტებად.ფოთლების შეფერილობა ყველანაირი  მწვანე შეიძლება იყოს,ასევე გვხვდება სხვადასხვა ფერის ლაქებიანი სახეობებიც.დაზიანებული ფოთლის ფირფიტები უსიამოვნო სუნს გამოყოფს.სწორი მოვლის პირობებში აიხრიზონი ყვავილობს აპრილში ან მაისში.ყვავილები წვრილია,ვარსკვლავის მსგავსი ყვითელი,წითელი ან კრემისფერი.ყვავილობის დამთავრების შემდეგ როზეტი რომელმაც ყვავილი მოგვცა,კვდება.

აიხრიზონის ჯიშები და სახეობები

აიხრიზონის (Aichryson) გვარი თხუთმეტამდე ერთწლიან და მრავალწლიან სუკულენტს ითვლის.ჩვეს სახლებში ამათგან რამდენიმე სახეობაა გავრცელებული.

  • აიხრიზონი სახლის  (Aichryson x domesticum) - დაბალი ბუჩქოვანი მცენარეა,სიმაღლით 30 სანტიმეტრი და დაახლოებით ამდენივე სანტიმეტრი დიამეტრის.აქვს წვრილი,როზეტად შეკრული და ბუსუსიანი ფოთლები.კარგ პირობებში ყოფნისას ხანგრძლივი ყვავილობა ახასიათებს,დაახლოებით ექვსი თვე.საყვავილე ღერო 10-15 სანტიმეტრია,ყვავილები ყვითელია და სურნელოვანი.
  • აიხრიზონი სედიფოლიუმი (Aichryson sedifolium) საკმაოდ ხშირი,ნახევრადბუჩქოვანი სუკულენტური მცენარეა.ტოტები სწორია 15 -40 სანტიმეტრამდე სიგრძით.ფოთლები წებოვანი აქვს,შეკრულია როზეტებად,მოყვითალო - მწვანე ან მოწითალო - მომწვანო ფერის.2 -7 სმ. სიგრძის ყვავილედები მორთულია ოქროსფერ -ყვითელი ყვავილებით.ამ სახეობის აიხრიზონს არ უყვარს ნიადაგის ზედმეტი ტენიანობა.მას ახასიათებს ნაწილობრივი ფოთოლცვენა მოსვენების პერიოდში.
  • აიხრიზონი ლაქსუმი (Aichryson laxum).მომცრო სუკულენტური,ბუჩქოვანი მცენარეა.სიმაღლით 40 სანტიმეტრამდე.ფოთლები დაფარულია მოკლე თეთრი ბუსუსებით და შეკრებილია როზეტად.ნახევარწლიანი ყვავილობის პერიოდი ეწყება გაზაფხულზე.ყვავილედი ფუნჯა ფორმისაა,ოქროსფერ-ყვითელი ყვავილებით.აიხრიზონ ლაქსუმს მისვენების პერიოდში ახასიათებს ფოთოლცვენა,თვითონ მცენარე არ კვდება,გაზაფხულზე ახლიდან გამოაქვს ფოთლები.
  • აიხრიზონი  ტორტუოსუმი (Aichryson tortuosum).მცირე ზომის დეკორატიული ბუჩქოვანი მცენარეა.15 -30 სამტიმეტრამდე.ღია მწვანე რომბის ფორმის ბუსუსიან ფოთლებს მოკლე ყუნწები აქვს.უპირატესად ყვავილობს გაზაფხულზე.ყვავილობა შეიძლება ნახევარი წელი გაგრძელდეს სწორი მოვლის პირობებში.
  • აიხრიზონი წერტილოვანი (Aichryson punctatum). ბალახოვანი სუკულენტია,სიმაღლით 40 სანტიმეტრამდე.მომწვანო - ყავისფერი ტოტები შებუსუსებულია უფრო მეტად ვიდრე ფოთლები. ღია მწვანე ფოთლის ფირფიტები როზეტადაა შეკრული.ყვავილედი ფარისებურია,მკვეთრი ყვითელი ფერის თხელი ყვავილებით.

აიხრიზონის მოვლა - აიხრიზონი:იმისათვის რომ დავტკბეთ მისი ყვავილობით საჭიროა დავიცვათ მისი მოვლის გარკვეული პირობები.

განათება.აიხრიზონს უყვარს კაშკაშა,გაფანტული სინათლე დაუზრუნველყოფს არა პირდაპირი მზის სხივები.ამის მითწევა შესაძლებელია ფანჯარაზე თხელი ფარდი ჩამოფარებით.მისღვის საუკეთესო ადგილია აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯარა.სამხრეთის ფანჯარაზე მოთავსების შემთხვევაში აუცილებელია მოჩრდილვა.მცანარის თანაბრად სა სიმეტრიულად განვითარებისათვის საჭიროა პერიოდულად ქოთნის შემოტრიალება.

ტემპერატურა.ამ გარეგანი ფაქტორის მიმართ აიხრიზონი არა არის მომთხოვნი.გაზაფხულ - ზაფხულის პერიოდში მისთვის საკმარისია 20 -25 °C. შემოდგომა - ზამთრის სეზონზე მისთვის სასურველია სიგრილე 8 - 10° C. უფრო თბილ პირობებში ფოთლებს დაყრის და აიწოწება სიმაღლეში.ამიტომ მცენარე გამათბობელი მოწყობილობებიდან შორს უნდა დავდგათ.

მორწყვა.მორწყვის საჭიროებაზე შეიძლება ვიმსჯელოთ მცენარის ტურგორიდან გამომდინარე.თუ ღერო მოშვებული და მორბილებულია მაშინ საჭიროა მცენარის მორწყვა.თუ ხელის დაჭერით ფოთლები და ღეროები მკვრივია,მაშინ მორწყას არ საჭიროებს.ზედმეტი წყალი იწვევს ფესვების ლპობას.ამიტომ მცენარე უნდა მოირწყას მცირე პორციებად.მოშვებული და მოჭმუჭნული ფოთლები მიგვანიშნებს რომ მას წყალი სჭირდება.

ტენიანობა. პრინციპში ტენიანობა არ თამაშობს დიდ როლს ამ მცენარისათვის.აიხრიზონი შესანიშნავად იტანს მშრალ ჰაერს.თბილ სეზონზე კარგი იქნება ნელთბილი წყლით დაბანა.ეს პროცედურა კატეგორიულად აკრძალულია მცენარის მოსვენების პერიოდში.

კვება. გაზაფხულსა და ზაფხულში,სავარაუდო ყვავილობის პერიოდში აიხრიზონს ორ კვირაში ერთხელ მიეწოდება სასუქი.სასურველია გამოყენებული იქნას კომპლექსური კვება სუკულენტებისათვის,აზოტის დაბალი შემცველობით.

გასხვლა. არსებობს აიხრიზონის გაზრდის ორი მეთოდი.პირველი _ მისი ბუჩქის სახით გაზრდა და მეორე შტამბოვანი ჯუჯა ხის მსგავსად გასხვლა და ფორმირება.დაბლითა ტოტები უნდა აეჭრას,ასევე სუსტი და წვრილი ყლორტებიც.გასხვლა საჭიროა ვეგეტატიური პერიოდის განმავლობაში,როდესაც მცენარე აქტიურად იზრდება.თბილად გამოზამთრების პირობებში მცენარე კარგავს ფორმას და იწოწება.ამიტომ დეფორმირებული ტოტები უნდა შეეჭრას.

ყვავილობა. ორი -სამი წლის მცენარე ყვავილობას იწყებს იმ შემთხვევაში თუ მან გრილად გამოიზამთრა,იშვიათად ირწყვებოდა და ჩარგულია პატარა,ვიწრო ქოთანში.ყვავილობის პერიოდში,რომელიც შეიძლება ნახევარი წელი გაგრძელდეს,მცენარე კარგავს ფოთლების 80% -ს.ყვავილობის დამთავრების შემდეგ საჭიროა შეეჭრას ყველა საყვავილე ღერო და შედარებით მეტად მოირწყას.უფრო ძლიერი ფოთოლცვენისას ყველა ძველი ყლორტი უნდა მოაჭრათ.

გადარგვა. თუ აიხრიზონის ქოთანი ძალიან გაივსება ფესვებით,მაშინ საჭიროა მისი გადარგვა.მისი ფესვები ზედაპირთან ახლოს არის განლაგებული ამიტომ ქოთანი ღრმა არ სჭირდება.მისთვის გამოსადეგია ნებისმიერი სუბსტრატი,რომელიც სუკულენტებისთვისაა განკუთვნილი.სუბსტრატი შეგვიძლია მოვამზადოთ თვითონაც კორდის მიწის,ფოთლოვანი ტყის მიწის,ნეშომპალისა და ქვიშისაგან,ასეთი პროპორციით 4:1:1:1.მასში შგვიძლია დავამატოთ ხის ნახშირის ნატეხები,თიხის ნამტვრევები ან კერამზიტი.ქოთნის ძირში აუცილებელია კარგი დრენაჟი.გადარგული მცენარე უნდა მოირწყას 4 -5 დღის შემდეგ დიდი სიფრთხილით და პატარა პორციებით.აიხრიზონისათვის კარგია თიხის ქოთანი.

აიხრიზონის ყვავილობა დამოკიდებულია მის სახეობაზე, შენახვის პირობებზე,ქოთნის ზომაზე და გრილად გამოზამთრებაზე.

ზედმეტი მორწყვისაგან აიხრიზონის ფოთლები იჭმუჭნება და ყვითლდება,ფესვთა სისტემა კი შეიძლება დალპეს.თუ მას სწორ პირობებს შეუქმნით იგი ხანგრძლივად გაგახარებთ ყვავილობით.კარგი განათებით და ზომიერი მორწყვით კი იგი დიდხანს ინარჩუნებს ხასხასა ფოთლებს.როგორც ამბობენ რაც მეტი ფოთოლი აქვს "სიყვარულის ხეს" მით მეტია სახლში ბედნიერება და სიყვარული.

აიხრიზონის გამრავლება სახლის პირობებში

აიხრიზონი ადვილად მრავლდება კალმით,ისინი ადვილად ფესვიანდება მსუბუქ სუბსტრატში.დასაფესვიანებლად მოჭრილი კალმები რამდენიმე საათით უნდა გააჩეროთ ბნელ და მშრალ ადგილზე.შემდეგ უნდა ჩარგათ ნესტიანი ქვიშის კონტეინერში.დაფესვიანების შემდეგ კალმები ცალ-ცალკე ირგვება პატარა ზომის ჭურჭელში.

აიხრიზონის მოვლასთან დაკავშირებული სიძნელეები

  • ზედმეტად გაშიშვლებული,უფოთლო ღეროები.ამისო მიზეზია თბილ ოთახში გამოზამთრება.მცენარის გასაახალგაზრდავებლად ლარგია მისი გასხვლა,მოჭრილი ტოტები შეგიძლიათ დააფესვიანოთ.
  • მოჭმუჭნული ფოთლები მიგვანიშნებს რომ მცენარეს აკლია წყალი.ზამთარში გრილ ოთახში მყოფ აიხრიზონს იშვიათად,მაგრამ მაინც ესაჭიროება მორწყვა.
  • აწოწილი,ზემოთ მიმართული ტოტები პირდაპირი მინიშნებაა იმისა,რომ მცენარეს არ ყოფნის სინათლე.ამის გამო იგი საერთოდ კარგავს დეკორატიულ შეხედულებას.

ფოთლების დაცვენა.ეს მოვლენა რამდემიმე მიზეზის გამო შეიძლება მოხდეს,მაგალითად:მიწის ზედმეტად გამოშრობით,პირდაპირი მზის სხივების ქვეშ მოხვედრით,ზედმეტად სველი სუბსტრატით.შემოდგომაზე დაწყებული ფოთოლცვენის მთავარი მიზეზი ოთახში არსებული მაღალი ტემპერატურაა.ასეთ დროს მცენარე გადააქვთ გრილ ადგილზე სადაც ტემპერატურა 10° C მაღალი არაა.ფესვთა სისტემის ლპობის თავიდან ასაცილებლად მორწყვებს შორის მიწას უნდა ვაცადოთ ქოთნის ნახევრამდე შეშრობა.ყვავილობის დამთავრების შემდეგ ფოთლების დაცვენა ნორმალური მოვლენაა და სულაც არ ნიშნავს მცენარის დაღუპვას.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

20 May 0 28 405

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно