ოთახის მანანა (ერიკა)

მანანა ტრადიციულად მხოლოდ ბაღის მცენარედ მიიჩნევა და ოთახის კულტურად ჩვენში პრაქტიკულად უცნობია. მიეკუთვნება მანანასებრთა ოჯახს, ყვავილედს შესანიშნავი წითელი პალიტრა, ფოთლებს კი საინტერესო ტექსტურა აქვს. მას ზამთრის სეზონურ მცენარედ ზრდიან და ყვავილობის დასრულების მერე აგდებენ, მაგრამ სეზონზე, ამ პატარა ბუჩქს გამუდმებით გამოაქვს ახალი ყვავილები და ცოცხალ თაიგულს ქმნის და მაშინ მასზე უკეთესი მცენარე არ არსებობს.
მანანა სკანდინავიის და ბრიტანეთის პეიზაჟის უცვლელ სამკაულს წარმოადგენს და დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. გვარში 500მდე სახეობაა, უმეტესობა ველური მცენარეა, მაგრამ მათში ყველაზე ცნობილი - ბაღის კულტურებია, მაინც არის მათ შორის რამდენიმე, რომელთა გაზრდაც ოთახშია შესაძლებელი. ნამდვილ მანანასაც ზრდიან სახლში, თუმცა მას რამდენადმე სპეციფიური მოვლა და წლის უმეტეს დროს გარეთ ყოფნა სჭირდება, სახლის პირობებში სულ 2 სახეობას ზრდიან - ბალახისებრ  და მოხდენილ მანანას. პირველს უამრავი მრავალფერადი ყვავილებიანი ჯიშები აქვს, მეორე კი ნაკლებპრეტენზიული და ასევე ეფექტურია, როგორც პირველი. ორივეს ყვავილობის მსგავსი ტიპი, ერთნაირი ზომები და ბუჩქის მსგავსი აგებულება აქვს. დღეს ბაზარზე არსებული ჯიშების უმეტესობა ჰიბრიდულია და წარმოშობის დადგენა ჭირს. ხშირად სახეობებიც ერევათ ერთმანეთში და სხვისი სახელით ყიდიან სხვას. ,მაგრამ ამ ორ ოთახის სახეობას შორის სხვაობა მაინც არის: პირველის ყვავილი ვარდისფერი ან წითელია მხოლოდ, მეორეს კი ვარდისფერ-მოიისფრო-მეწამული ფერები აქვს. სხვა სახეობებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ცდილობენ ოთახის კულტურების გამრავალფეროვნებას, თუმცა ჯერჯერობით არაფერი იცვლება. ბაზარზე დღესდღეობით გვხვდება ვილმორის მანანა გრძელი, 2სმ მდე სიგრძის ზანზალაკისებრი ყვავილებით და გაბერილი მანანა -  სფეროსებური ბუჩქი, მაგრამ ეს სახეობები ჯრ იშვიათად გვხვდება. თუ ბაღში მანანას სხვადასხვა სახეობა გაქვთ, შესაძლებელია სცადოთ მათი გაზრდა ოთახის მცენარედ - დააფესვიანეთ ტოტი, მაგრამ მერე არ გადაიტანოთ გრუნტში, არამედ დატოვეთ სახლში, ქოთანში და ეცადეთ მის ადაპტაციას სახლში. ეს საკმაოდ საინტერესო მცენარეა ექსპერიმენტისთვის.
ოთახის მანანა დაბალი, კომპაქტური მარადმწვანე მცენარეა - 40-50სმ, დიამეტრი კი უფრო მეტია სიმაღლეზე- 60სმ ან მეტი. მას მრავალწლიან მცენარედ ზრდიან, მცენარე განში მუდმივად იზრდება და სულ უფრო დიდი კონტეინერი სჭირდება. მას სწორმდგომი და უხვად დატოტვილი ღერები აქვს, ამიტომ ხშირ ვარჯს ივითარებს.  ფოთლები ყველა სახეობას წვრილი, ღია ან მუქი მწვანე აქვს, ნემსისებური და ხშირი. ყვავილები ერთადაა შეკრული, სფერული ფორმის, მინიატურული და მკვეთრი ფერის , მცენარე საოცრად ბევრ ყვავილედს ივითარებს, ყვავილობა იწყება ზამთრის დასაწყისში და გაზაფხულამდე გრძელდება. ინტერიერში ეს მცენარე სხვადასხვა ფერის ყვავილებით, ისეთი ფერის, რომელიც სხვა მცენარეებში არ გვხვდება, ულმაზესი სანახაობაა. მას სახლში წარმატებით გაზრდისთვის სიგრილე სჭირდება და არა მხოლოდ ეს. მანანა არც ისე მარტივი მცენარეა და მისი სახლში გაზრდა მხოლოდ გამოცდილ მეყვავილეებს შეუძლიათ, დღეს ეს ზამთრის სეზონური მცენარე ყველაზე პერსპექტიულ  და მოდურ მცენარედ ითვლება, მაგრამ იგი არც ის ხშირადაა მაღაზიებში. ყვავილობის მერე ნუ გადააგდებთ მცენარეს. გადარგეთ იგი ღია გრუნტში და პირველ ზამთარში დააფარეთ ან დატოვეთ სახლში და გაზარდეთ, როგორც ოთახის მრავალწლიანი მცენარე, ოღონდ ზაფხულში ყურადღება მიაქციეთ და ზამთარში შეურჩიეთ გრილი ადგილი.

განათება: მას სჭირდება კარგად განათებული ადგილი, მაგრამ შუადღეზე პირდაპირი მზის სხივებიგან დაცვა. თუ იგი აივანზე  ან ლოჯიაშია, სჯობს ნახევარჩრდილში დადოთ.
ტემპერატურა:  ეს ყველაზე რთული პუნქტია, ყვავილობისთვის მას ზამთარში 15 გრ სჭირდება, მაგრამ ასევე კარგად გრძნობს თავს თბილ ოთხშიც სუფთა ჰაერზე და კარგ განთებაზე. ყველაზე ხანგრძლივი ყვავილობა 7-8 გრ ზეა, აივანზე ან ლოჯიაში, 15 გრ ზე მისი ყვავილობის ხანგრძლივობა რამდენიმე კვირით მცირდება. ზაფხულში მოსვენების პერიოდში იგი თავს კარგად გრძნობს ნებისმიერ ტემპერატურაზე, თუმცა, უკეთესია,  თუ იგი გარეთ იქნება. შემოდგომის ბოლოს მას ცოტა ხნით ისევ გრილად დებენ - 5-10გრ ზე, ეს სჭირდება ყვავილობის სტიმულაციისთვის. მისთვის მნიშვნელოვანია ჰაერის კარგი ცირკულაცია ვარჯში. სხვა მცენარეებთან მას იშვიათად დებენ, სჯობს მისი ყოფნა სუფთა ჰაერზე მთელი თბილი პერიოდის განმავლობაში.
მორწყვა და ჰაერის ტენიანობა: მას უხვად რწყავენ. მორწყვებს შორის მიწის ზედა ფენა უნდა შეშრეს. ნიადაგი სტაბილურად ტენიანი სჭირდება. თუმცა იგი გვალვასაც უძლებს. თუ მიწა დიდხანს იყო მშრალი, სჯობს ქოთნის ჩადგმა წყლიან თასში, მანამ, სანამ ბუშტების გამოყოფა არ შეწყდება. მერე დებენ სადგამზე, რომ წყალი დაწდეს. ზედმეტ წყალს ღვრიან.  თუ იგი სიცივეშია, უფრო ფრთხილად უნდა მოირწყოს. ’რაც უფრო მეტია ტემპერატურა, მით მომთხოვნია მცენარე ჰაერის ტენიანობისადმი. 15 გრ ს ზემოთ ტენიანობა 60% მდე უნდა იყოს. მცენარეს დებენ სველ კერამზიტიან სადგამზე, ან მასთან ახლოს დებენ წყლიან ჭურჭელს. ყვავილობისას არასასურველია მისი შესხურება. ვერ იტანს ფოთლის წმენდას, შხაპს, დაბანას, თუნდაც მავნებელი შეესიოს.
კვება: ყვავილობისას  სჭირდება სტანდარტული სიხშირით, 2-3 კვირაში ერთხელ თხევადი კომპლექსური სასუქი როდოდენდრონებისთვის ან იმ მცენარეებისთვის, რომლებსაც მჟავე ნიადაგი მოსწონთ.

გასხვლა: მას ფორმირება არ სჭირდება, ბუნებაშიც იგი კომპაქტურია, თუმცა განში იზრდება და ზოგჯერ გამოხშირვა უნდა, სასურველია მოყვავილებული ნაწილების მოცილება. ყვავილობის მერე კარგია მისი გადაჭრა საყვავილე ღერის დონეზე. უნდა მოშორდეს დაზიანებული, გამხმარი ტოტებიც.
გადარგვა: თუ მას მრავალწლიან მცენარედ გაზრდით სახლში, დასჭირდება გადარგვაც. ყვავილობის მერე შეიძლება გარეთ ეზოში ჩარგათ ან გადარგათ ახალ ქოთანში. კარგია გადარგვა გასხვლის მერე, ან გაზაფხულის დასაწყისში,  მიწა სჭირდება მჟავე. ტორფნარევი ან შეიძლება სუფთა ტორფის გამოყენებაც. კარგად იზრდება როდოდენდრონის მიწაში- წიწვოვანი, ტორფიანი მიწის, ნეშომპალის და ქვიშის ნარევში. სჯობს მცენარის მიწიანად გადატანა. ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟის თხელ ფენას.გადარგვის მერე მიწას კარგად უტკეპნიან.

დაავადებები: სახლის პირობებში თუ იგი გაუნიავებელ ოთახშია, ხშირად ზიანდება მავნებლებით - აბლაბუდა ტკიპა და ფარიანა ხშირად სტუმრობს. მას დაბანა არ უყვარს, ამიტომ მავნებლებს პირდაპირ ინსექტიციდებით ებრძვიან.
გავრცელებული პრობლემები მანანას მოვლაში: მიწის გაშრობისას ფოთოლცვენა; სიცხეში ტოტების ხმობა; სითბოში ყვავილობის შეწყვეტა.
გამრავლება: ეს ლამაზი მცენარე ვეგეტატიურად მრავლდება - ტოტებით ან გადაწვენით. გადასაწვენად არჩევენ ძლიერ ტოტს და მიწაზე ამაგრებენ. დაფესვიანების მერე აჭრიან დედა მცენარეს. ეს პროცედურა კარგია გაზაფხულზე ჩატარდეს:   უყვავილო ტოტებს   ზაფხულის ბოლოს აჭრიან წვერებს 7- 10სმ სიგრძის ნაწილებს. ავლებენ ზრდის სტიმულატორში და  დებენ ტორფნარევ ქვიშაში. ათავსებენ სიგრილეში 5-15 გრ ზე და მუდმივ ტენიანობას ინარჩუნებენ მიწაში. დაფარება საჭირო არაა.
კიდევ ერთი მარტივი გზაც არსებობს - ბუჩქის დაყოფა 2-3 ნაწილად გადარგვისას.  შეიძლება მისი გამრავლება თესლითაც, მას თესავენ ტორფიან სუბსტრატში ზედაპირულად, აფარებენ და ზრდიან სითბოში, მაგრამ ნათესის ამოსვლის მერე კონტეინერები გადააქვთ  სიგრილეში.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

17 May 0 6 894
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно