ქლოროზი და ბრძოლა მცენარეში რკინის ნაკლებობასთან
ქლოროზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა მცენარეებში და ვლინდება ფოთოლში ქლოროფილის წარმოქმნის მექანიზმის დარღვევით. ფოთოლი ყვითლდება, მაგრამ ძარღვები მწვანედ რჩება. ეს დაავადება თავს მაშინ იჩენს, როდესაც მცენარეში კატასტროფულად მცირდება რკინის შემცველობა - თუ იგი მიწაშიც არაა, ან მცენარეში რაიმე ცვლილება მოხდა, რაც იწვევს მცენარის მიერ რკინის ათვისების უნარის დაკარგვას. ამის გამოსწორება შესაძლებელია რკინის შემცველი პრეპარატების გამოყენებით.
ქლოროზის ნიშნები: ახალგაზრდა ფოთლების სიყვითლე: ფოთლის ზომების შემცირება; ფოთლის კიდის დახვევა: ფოთოლცვენა: ყვავილის და კოკრების ფორმის შეცვლა და ცვენა: ფესვთა სისტემის ზრდის შეფერხება ან კვდომა; ტოტების წვერების და ზედა ტოტების ხმობა.
მცენარეები, რომელთაც ხშირად ემართებათ ქლოროზი: იას პრქატიკულად არ ემართება ეს დაავადება. ქლოროზი არჩევით აზიანებს მცენარეებს, ყველაზე ხშირად ეს დაავადება ემართება: გარდენიას აზალიას, ჰორტენზიას, კლეროდენდრუმს, ლიმონს. ასე, რომ თუ რომელიმე მათგანი გაქვთ სახლში, მზად უნდა იყოთ პერიოდულად ამ დაავადების შემოტევისთვის და მის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. თუმცა ბრძოლას პროფილაქტიკა სჯობს.
ქლოროზის პროფილაქტიკა: სწორად შეარჩიეთ სუბსტრატი -გრუნტი უნდა იყოს მსუბუქი, ტენგამტარი. გატუტიანებული მიწა, რაც ქლოროზს იწვევს, წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც მიწა მკვრივდება წყლის შეგუბების გამო.
- ყურადღება მიაქციეთ მიწის რეაქციას - ქლოროზისკნ მიდრეკილ მცენარეებს ძალიან მოსწონთ მჟავე ნიადაგი. რეაქციის ტუტისკენ გადახრა ქლოროზის რისკს ზრდის.
- პერიოდულად მორწყეთ მცენარე შემჟავებული წყლით -ასეც შეიძლება მიწის მჟავე რეაქციის შენარჩუნება. ონკანის წყალში უმეტესად PH = 7 ის ტოლია, მაგრამ იგი უნდა შემციირდეს 5-5,5 მდე. ამისთვის 1ლ წყალში ხსნიან რამდენიმე კრისტალ ლიმონმჟავას და კვირაში ერთხელ რწყავენ ასეთი წყლით მცენარეებს.
მკურნალობა რკინის პრეპარატებით: თუ მცენარეს უკვე დაემართა ქლოროზი, პროფილაქტიკური ზომები აღარ გამოდგება. ზოგადად, კარგი იქნება მიწის გამოცვლა და მორწყვა შემჟავებული წყლით, გარდა ამისა, დასჭირდება რკინის პრეპარატებიც, რომლებიც ქელატურ ფორმაში იქნებიან - შედარებით ადვილი ასათვისებელი მცენარისთვის.მათი შესხურება და მიწაში შეტანა სწრაფად აჯანსაღებს მცენარეს:
ფეროვიტი, ფერილენი, ბრექსილ - Fe, აგრიკოლა, ანტიქლოროზი, მიკრო - Fe. ქელატები უკეთ შეიწოვება ფოთლიდან, ამიტომ უკეთ მოქმედებენ შესხურებით. ფოთლიდან ერთ დღეში უკვე ქსოვილებში აღწევს, ფესვებიდან კი მხოლოდ 3 დღის მერე.
რკინის ქელატი სახლის პირობებში: მისი მომზადება სახლშიც შეიძლება:
- 1ლ ანადუღარ ცივ წყალში ხსნიან 4 გრ ლიმონმჟავას, (0,5 ჩ.კ. ) მერე ამატებენ 2,5 გრ რკინის სულფატს. მიიღება ნარინჯისფერი სითხე. მასში ორვალენტიანი რკინის კომპლექსური მარილია 0,5 გრ /ლ .ამ ხსნარს იყენებენ სარწყავადაც და შესასხურებლადაც.
- 1ლ წყალში ხსნიან 10გრ რკინის სულფატს და ამატებენ 20გრ ასკორბინის მჟავას, მიღებული ხსნარით რწყავენ მცენარეს. ასე სახლში მომზადებული ხსნარი ინახება 2 კვირა.
არატრადიციული მეთოდი - ჟანგიანი რკინები ქოთანში: დაავადებას ყოველმხრივ უტევენ, ამიტომ ბევრი მოყვარული ვისაც გარდენია ან ჰორტენზია აქვს, ყველა მეთოდს ერთად კომპლექსურად იყენებს. საინტერესო და არატრადიციულია ჟანგიანი ლურსმნების ჩარჭობა მიწაში. ზოგ შემთხვევაში ეს უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე სხვა რომელიმე. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/316-bagis-mavneblebis-winaaagmdeg-nayenis-da-naxarshis-xalxuri-receptebi.html
თარგმანი თ. სუპატაშვილის