აბლაბუდა ტკიპას საწინააღმდეგო საშუალებები

სამწუხაროდ, ჯერ არ მოუგონიათ წამალი, რომელიც ყველა ტკიპას გაანადგურებდა და თანაც ერთბაშად. ტკიპებს მრავალჯერადი შეწამვლა სჭირდება და მათ წინააღმდეგ ყველაზე უკეთესი პრეპარატები უნდა მოინახოს სახეობიდან გამომდინარე.
ხალხური საშუალებები: თუ მცენარეზე არც ისე ბევრია ეს მავნებელი, გამოგადგებათ ხალხური მეთოდები:
- სამედიცინო სპირტი-საკმაოდ ეფექტურად აცლის ტკიპას მცენარეს. მასში დასველებული ბამბით ფოთლებს წმენდენ და ტკიპას აშორებენ, თუმცა ეს მეთოდი კვერცხებს არ აცლის. სპირტი სწრაფად ქროლდება და ფოთოლი დაზიანებას მისგან ვერ ასწრებს. მაგრამ ასეთ ცდებს ნუ ჩაატარებთ თხელფოთოლა მცენარეებზე - ფუქსიასა და პეტუნიაზე. სხვა „სქელკანიანები“ კი - ფიკუსი, ჰიბისკუსი, პალმა, დიფენბახია ვერც კი იგრძნობენ სპირტის მიკარებას.
- საპონი, სჯობს სარეცხი, -  მავნებლიანი მცენარე გააქვთ სააბაზანოში და დასაპნული აქაფებული ღრუბლით კარგად წმენდენ მცენარის ყველა ფოთოლს, ქოთანს და სადგამს, მიწაზეც ცოტა საპნიან წყალს ასხურებენ ზედაპირულად, რომ ფესვებამდე ვერ ჩააღწიოს საპონმა და ფესვი არ დაუზიანოს.

ხშირად აწყდებიან რჩევას - ფოთლის გაწმენდის ნაცვლად მცენარეზე საპნიანი წყლით  შესხურების შესახებ. ზოგჯერ ეს მეთოდიც ამართლებს, განსაკუთრებით წვრილფოთოლა მცენარეებზე - საკმაოდ რთული და შრომატევადია ყველა ფოთლის სათითაოდ წმენდა. ზოგადად, იმავე მიზნისთვის „ფეირის’გამოყენებაც შესაძლებელია.
 - ნივრის ნაყენი - 2 თავ ნიორს აქუცმაცებენ. ყრიან ქილაში და ასხამენ 1ლ წყალს, ახურავენ თავს და დებენ 5 დღე. მიღებულ ნაყენს აზავებენ 1:1 პროპორციით და მცენარეს ასხურებენ.

- ხახვის ნაფცქვენების ნაყენი - 100გრ ნაფცქვენებს ასხამენ 5ლ წყალს და აყენებენ 4-5 დღე, მერე წურავენ და ასხურებენ მცენარეს.
ქიმიური მეთოდები: აბლაბუდა ტკიპა ობობასმაგვარი მწერია და მის წინააღმდეგ ინსექტიციდების გამოუყენება უშედეგოა. უკეთ მოქმედებს აკარიციდები და ინსექტოაკარიციდები.
 -აქტელიკი - ინსექტოაკარიციდია, ტკიპებს სწრაფად უმკლავდება, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ იგი ძლიერ ტოქსიკურია და ამის გამო მცენარეს წამლავენ ღია ჰაერზე, შენობის გარეთ ან კარგი ვენტილაციის პირობებში.

- ფიტოვერმი - ესეც ინსექტოაკარიციდია, ადვილად უმკლავდება ტკიპას და სხვა მწერებს. იგი ნაკლებ ტოქსიკურია და შეიძლება მისი გამოყენება მაგ, სააბაზანოში, მუშაობის შემდეგ ხელ-პირის დაბანა აუცილებელია.
 - ნეორონი - აკარიციდია ოვიციდური მოქმედებით - ანუ იგი ზემოქმედებს კვერცხებზეც, თუმცა ბოლომდე შესაძლოა, ვერ გაანადგუროს და დასჭირდეს განმეორებით შესხურება. ზოგადად, საკმარისია 2 დამუშავება ტკიპის მთელი პოპულაციის გასანადგურებლად.
 - სხვა პრეპარატები - ასევე წარმატებით შესაძლებელია სხვა წამლების გამოყენება ტკიპას საწინააღმდეგოდ - აკროფიტი, აკარინი, აპოლო, ვერმიტეკი, ფუფანონი.  ზოგი ურჩევს აკარიციდ აქტარას გამოყენებას ტკიპასთან საბრძოლველად. ბევრი იღებს ამ რჩევას და წარმატებასაც აღწევს.
ბიოლოგიური მეთოდი: ეს კიდევ ერთი  მეთოდია ტკიპას წინააღმდეგ, სრულიად უსაფრთხოა ადამიანისთვის და შინაური ცხოველებისთვის და თანაც არც შრომატევადი - არ სჭირდება მომზადება, შესხურება, პაკეტქვეშ მცენარის გაჩერება და ა.შ. ამ მეთოდით ტკიპას ბუნებრივ მტერს  - ფიტოსეიულუსს და ამბლისეიუსს იყენებენ, ესენიც ტკიპებია, ოღონდ მტაცებელი და ანადგურებენ სხვა სახეობებს. მისი ქოთანში გაშვების მერე იგი სწრაფად იწყებს ნადირობას - ეძებს აბლაბუდა ტკიპებს და ანადგურებს. ერთი მტაცებელი დღეში 5 აბლაბუდა ტკიპას ან 10 კვერცხს ჭამს . რაც მეტ მტაცებელს შეიძენთ, მით სწრაფი და ეფექტური იქნება ეს მეთოდი. მაგრამ მათი სრული განადგურების შემდეგ მტაცებელიც კვდება - შიმშილობის შედეგად. ასე, რომ მისი შენახვა აბლაბუდა ტკიპას მომდევნო შემოსევამდე არ გამოვა.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

Loading the player...
17 May 0 7 912
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно