ქვატეხია,ფხიჯა

ფხიჯასებრთა ოჯახის ბალახოვანი მცენარეა.გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიის მარალმთიან რაიონებში.იზრდება ქვებში,კლდის ნაპრალებში.საკმაოდ ცნობილი და არაპრეტენზიული მცენარეა,რომელსაც ხშირად ამპელურად ზრდიან.

Saxifraga stoionifera - ბალახოვანი მცენარეა,ფესვთანური მომრგვალო ფორმის  ფოთლებით,რომელთა დიამეტრი 5-7 სანტიმეტრია,კიდეები დაკბილული აქვს,ფოთლების ფერი მუქი მწვანე შეფერილობისაა ღია ფერის ძარღვებით,ფოთლის ქვედა მხარე შედარებით ღია ფერისაა მოწითალო ლაქებით.ქვატეხია ინვითარებს გრძელ ულვაშებს,რომლის ბოლოებზეც შვილეული როზეტები იზრდება.ყვავილედი საგველაა,შედგება წვრილი მოვარდისფრო-თეთრი ყვავილებისაგან.ყვავის ზაფხულში 2-3 წლის ასაკში.

ქვატეხიას მოვლა. ტემპერატურა: ზაფხულში ზომიერი,სასურველია +26 გრადუსამდე,ამიტომ მისთვის ჩრდილოეთის ან აღმოსავლეთის ნაკლებად მცხუნვარე ფანჯარაა შესაფერისი.ზამთარში დადგით სიგრილეში დაახლოებით +12-14 გრადუსამდე.ზამთრის მინიმალური ტემპერატურაა +6 გრადუსი.შეგიძლიათ ქვატეხია ოთახის ჩვეულებრივ ტემპერატურაზე ამყოფოთ,მაგრამ ზამთარში ის იწოწება და ფოთლები უწვრილდება.ამიტომ გაზაფხულზე შეგიძლიათ თავიდან დააფესვიანოთ.

განათება: ქვატეხია საკმაოდ სინათლის მოყვარულია,თუმცა ბევრი მეყვავილე მას ჩრდილის ამტან მცენარედ თვლის.მაინც შეარჩიეთ მისთვის ნათელი ადგილი,ზაფხულში პირდაპირი მზისგან დაიცავით.ნოემბრიდან თებერვლამდე მოჩრდლვა არ ესაჭიროება.

მორწყვა: გაზახულიდან  შემოდგომამდე უხვი მორწყვა ესაჭიროება - ნიადაგი სიღრმეში ნესტიანი უნდა იყოს,მაგრამ მორწყვებს შორის ზედა ფენა უნდა შეშრეს.ზამთარში ზომიერი ან შეზღუდული მორწყვა სჭირდება - დამოკიდებულია ტემპერატურაზე.

კვება: მარტიდან სექტემბრის ჩათვლით ქვატეხიას კვებავენ დეკორატულფოთლოვანი მცენარეებისათვის განკუთვნილი სასუქით,ყოველ ორ კვირაში ერთხელ.

ჰაერის ტენიანობა: ქვატეხიას ფოთლები სასურველია პერიოდულად დაინამოს,როგორც ჰიგიენური მიზნით ასევე დასატენიანებლად თუ შენობაში ზამთარში სითბოა ტენიანობა კი 50%-ზე ნაკლები,მაშინ შესხურება ყოველდღიურად არის საჭირო.

გადარგვა: გადარგვა ხდება ყოველ წელს,გაზაფხულზე,ახალ ნიადაგში,რომელიც შედგება: 1 წილი კორდის მიწის,1 წილი ფოთლოვანი ტყის მიწის,1 წილი ნეშომპალას და 1 წილი წვრილი კენჭებისაგან.ასევე აუცილებლად დაუმატეთ ერთი პეშვი ვერმიკულიტი.შეგიძლიათ ქვატეხია შეძენილ გრუნტში ჩარგათ,მაგრამ მას უნდა დაუმატოთ ვერმიკულიტი,დაახლოებით ქოთნის მეოთხედი ოდენობის.დრენაჟი იმ შემთხვევაშია საჭირო თუ სადრენაჟე ხვრელები ვიწროა ან მცირე რაოდენობითაა.ნიადაგის მჟავიანობა 5,5-6,5.

გამრავლება: მრავლდება შვილეული როზეტებით,კალმებით და თესლით.ქვატეხიას ვეგეტატიური გამრავლება პრაქტიკულად წელიწადის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.მისი თესლი უმჯობესია მინისათბურში დაითესოს,ვერმიკულიტისა და ტორფიანი სუბსტრატის თანაბარ ნარევში.ტემპერატურა +18-23გრადუსი,ჩითილი ამოდის 15-20 დღეში.დათესვა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.თესლი წვრილია,ზემოდან სუბსტრატის მოყრას არ საჭიროებს,ისინი მხოლოდ პულვერიზატორიდან უნდა დანამოთ,გაღივების შემდეგ თვითონ ჩაიზრდებიან ნიადაგში.პიკირება ხდება ორი წყვილი ნამდვილი ფოთლების განვითარების შემდეგ.ბაღის ქვატეხიას თესლი ითესება გაზაფხულზე,ყინვების დამთავრების შემდეგ.

პრობლემები: ფოთლები უფერულდება,ეშვება - თუ ზედმეტად სიბნელეა ან სიცხეა.

ფოთლები მოშვებულია,ყვითლდება,ღეროები ლპება - ზედმეტი სინესტეა,ნიადაგი მორწყვებს შორის უნდა შეშრეს.ზამთარში მორწყვასთან დაკავშირებით გამოიჩინეთ სიფრთხილე.

ყავისფერი მშრალი ლაქები ფოთლებზე - მზის დამწვრობის ბრალია.ფოთლებზე ლაქები მორწყვის რეჟიმის დარღვევაზე მიგვანიშნებს.

უნდა იცოდეთ ,რომ ბუნებაში ქვატეხია მთიან რაიონებში იზრდება,სადაც გრილი კლიმატია (ზომიერი სარტყლები),ზამთარში მათ თოვლი ფარავს,ამიტომ უმჯობესია სახლის პირობებში გრილად გამოაზამთროთ.ჩვეულებრივ თბილ ოთახში გამოზამთრებისას ქვატეხია სუსტდება,იფიტება.გამოაზამთრეთ ის გაუთბობელ ოთახში ან ლოჯიაში.თუ არ გაქვთ ასეთი ადგილი,მაშინ მაქსიმალურად მოარიდეთ გამათბობელ ხელსაწყოებს ან რადიატორებს.საჭიროების შემთხვევაში მოატავსეთ დამატებითი განათების ქვეშ.

ქვატეხიები პირველ რიგში ღია გრუნტის,ბაღის მცენარეები არიან.მათი ენერგიული ზრდის გამო ისინი გამოიყენება ბორდიურების,სახლების კედლების,გასაფორმებლად,რგავენ დასაკიდ ქოთნებში,ზამთრის ბაღებში.

მავნებლები: ქვატეხია საკმაოდ მდგრადია მავნებლების მიმართ,მაგრამ ხანდახან მაინც შეიძლება დაავადდეს აბლაბუდიანი ტკიპით,ტრიპსებით.თუ მას მოულოდნელად დაეწყო ფოთლების გაყვითლება დაუთვალიერეთ ისინი  ყურადღებით,ორივე მხრიდან.თუ აღმოაჩენთ შავ მბრწყინავ წერტილებს(ტრიპსი),ან გამჭვირვალე წებოვან წვეთებს(ფარიანები),ნახვრეტებს და ხაზებს(ტკიპა,ტრიფსი) - მიიღეთ ზომები მათ მოსაშორებლად. https://yvavilebismovla.ge/mavneblebi/

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

16 May 0 4 128
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно