წყალიკრეფია

ბევრ მეყვავილეს ძალიან მოსწონს ეს ლამაზი მცენარე და მას ხშირად იყენებს ლანდშაფტურ დიზაინში, რის გამოც იგი ხშირად გვხვდება  ქალაქის პარკებსა და ბაღებში. ჩრდილოეთში მას „ელფების ყვავილს“ ეძახიან. შუა საუკუნეებში მას თილისმად მიიჩნევდნენ და ჯადოს წინააღმდეგ ატარებდნენ.
ბაღში და თაიგულში:  მისი უამრავი სახეობა არსებობს და ყველა განსხვავებული, საოცარი ფორმის ყვავილით გამოირჩევა, რასაც დიდად აფასებენ მებაღეები. ფოთოლიც ძალიან საინტერესო ფორმის აქვს, სამმაგი, მომწვანო - მტრედისფერი, რომელიც საკმაოდ ფუშფუშა ბუჩქს ქმნის. მცენარე დეკორატიულობას გვიან შემოდგომამდე ინარჩუნებს. იგი კარგად ხარობს ხეებქვეშ, გუბურების ახლოს. სახეობების მრავალფეროვნების გამო სიმაღლის მიხედვით იგი იყოფა დაბალ, საშუალო და მაღალ ჯგუფებად.
დაბალ მცენარეებს იყენებენ ალპინარიუმების და როკარიუმებისთვის, ასევე ქოთნის მცენარედ, დანარჩენ ორს კი - სხვადდასხვაგვარ ყვავილნარში. სახეობის, ადგილმდებარეობის და მოვლის პირობების მიხედვით იგი ყვავილობს გაზაფხულზე ან ზაფხულში სხვადასხვა თვეში.
მას  მრავალყვავილიანი საგველა ყვავილედი აქვს, ჯიშის მიხედვით - ხუჭუჭა, ნახევრადხუჭუჭა ან მარტივი. მარტივი ძალიან საინტერესო აგებულებისაა: ჯამი ქმნის გვირგვინის იმიტაციას. 5 გვირგვნის ფურცელი დახვეულია და გადადის მოხრილ დეზში. ჯამის ფოთოლაკი ან ყვავილის ფერია  ან განსხვავდება მისგან ფერით. დეზები სახეობის მიხედვით სხვადასხვა ზომისაა, გვხვდება უდეზო ყვავილებითაც. თითოეული ყვავილი დაახლოებით ერთ კვირას ინარჩუნებს დეკორატიულ შესახედაობას. მთელი მცენარე კი თითქმის ერთ თვეს ყვავილობს. სხვადასხვა ვადით მოყვავილე წყალიკრეფიებს თუ დარგავთ, დიდხანს დატკბებით ამ მცენარის სილამაზით. იგი ასევე ძალიან ლამაზია თაიგულად  რამდენიმე საყვავილე ღეროთი  და აჟურული ფოთლებით.
სახეობები: გვარი აერთიანებს 100მდე სახეობას. იგი მრავალწლიანი მცენარეა, უმეტესად გავრცეებული ჩრ, ნახევარსფეროში. მე 17 ს დან მისი გაკულტურება დაიწყეს ყოველგვარი სელექციის გარეშე.
 ჩრ. ამერიკაში გვხვდება ცისფერი წყალიკრეფია, წვრილი გრძელი დეზებიანი მოცისფრო-მოიასამნისფრო ყვავილით.
ლამაზია ოლიმპიური წყალიკრეფიაც, იგი კავკასიაშია გავრცელებული ალპურ ზონაში. მას დიდი ეფექტური მოცისფრო-თეთრი ყვავილი აქვს 30-60სმ სიმაღლის საყვავილე ღერზე,
ცნობილია დაბალი  ალპური მცენარეც - ბერტოლონის წყალიკრეფია ცისფერი ყვავილით და მოკლე დეზით, რომელიც ყვავილობს აპრილ-მაისში.
ორფერა წყალიკრეფიაც არსებობს. იგი მინიატურული ზომისაა, სულ 15 სმ, გავრცელებულია პირინეის ნახევარკუნძულზე. აქვს ღია ცისფერი გვირგვინი და კრემისფერი ჯამის ფოთოლაკები. იგი ყვავის მაის-ივნისში.
ასევე საინტერესო მცენარეებია კანადური,  მარაოსებრი,მუქი, ჯირკვლოვანი, ჰიბრიდული და სხვ.
გაზრდა: კარგად ხარობს დრენირებულ ნიადაგზე, ნახევრადჩრდილში ნ მზიან ადგილზე შუადღეზე ჩამოფარების აუცილებლობით.  ზოგი სახეობა ვერ იტანს სიცხეს და სიმშრალეს - ყვავილი უწვრილდება და ყვავილობის ხანგრძლივობაც მცირდება.  ამიტომ უმჯობესია მათი დარგვა ხეებქვეშ, სადაც ნახევრადჩრდილია. ველურად მზარდი მცენარეები უკეთ ეგუებიან კლიმატურ პირობებს - გვალვას, სიცხეს. მაგრამ იგი უკეთ გამოიყურება საკმაო რაოდენობით ტენი თუ აქვს  ნიადაგში. გაზაფხულზე ბუჩქთან ახალ  ნოყიერ ნიადაგს ამატებენ. ყვავილობის მერე მის ტოტებს ამოკლებენ მესამედამდე. ხელსაყრელ პირობებში იგი განმეორებითაც იყვავილებს. ძველი ბუჩქები შედარებით ნაკლებ ყვავილს იკეთებენ, ზამთარში უკვე ვეღარ უძლებენ ყინვას და იყინებიან.  ამიტომ ესაჭიროებათ  განახლება.
გამრავლება: ხელსაყრელ პირბებში იგი თვითდათესვით კარგად მრავლდება. ნაყოფი წვრილი პარკია, რომელშიც უამრავი პატარა შავი თესლია. მომწიფებული ნაყოფი იხსნება და თესლი მიწაზე იყრება. სხვადასხვა სახეობას  ჯვარედინად დამტვერვა ახასიათებს ერთმანეთში, ამიტომ საინტერესო ჯიშებს და სახეობებს ბუჩქის დაყოფოთ ამრავლებენ ან ტოტით, რომელიც ფესვთან ახლოს იზრდება, მაგრამ მისი ფესვები სუსტია, ადვილად ზიანდება, ამიტომ ვეგეტატიურ გამრავლება ცოტა უჭირს ზრდასრულ ასაკში.  თესლი უმჯობესია იყოს ახალაღებული, თუმცა ამოსვლის  უნარს ინარჩუნებს 2-3 წელი, მშრალად შენახვისას -  5 წლამდეც კი.
თესავენ ღია გრუნტში აპრილში, ამოდის 4 კვირაში, ზოგჯერ თესავენ ზამთარშიც, კარგია, თუ თესლი სტრატიფიკაციას გაივლის - ცივ დამუშავებას (მაცივარში 5-7 გრ ზე ერთი თვის განმავლობაში) დათესილ ქოთანს ნამავენ პულვერიზატორით, ზემოდან აფარებენ ცელოფანს  და დებენ ნათელ ადგილზე 12-20 გრ ზე, მიწას პერიოდულად ნამავენ. ამოდის დაახლოებით 2-3 კვირაში. 2-2 ნამდვილი ფოთლის  ამოსვლის მერე ხდება მცენარის პიკირება. გარეთ მას მოგვიანებით თესავენ. მიწაზე აყრინ თესლს, ოდნავ ტკეპნიან ხელის გულით. ზემოდან ადებენ უძირო ყუთს და მას აფარებენ უქსოვ ნაჭერს. ასე აზამთრებენ დათესილს. გაზაფხულზე ჩახედავენ ყუთს, როცა ნათესი ამოვა და 2-3 ფოთოლს გაიკეთებს, გადააქვთ მუდმივ ადგილზე. მათ შორის მანძილი 20 -25 სმ.დან 30-40 სმ მდეა სახეობის სიდიდის მიხედვვით.
დათესილი წყალიკრეფია იყვავლებს მომდევნო წელს.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

15 May 0 4 196
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно