გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ვარდების დარგვა შემოდგომაზე

რბილი ზამთრის რეგიონში ვარდებს შემოდგომაზე რგავენ, უფრო ცივი კლიმაის ადგილებში უპირატესად გაზაფხულზე. თუ ვარდები მოსაჭრელად უნდათ, მათ საშემოდგომოდ რგავენ ადრეული ყვავილობისთვის, რომ ყვავილობის ორი ტალღა მოესწროს.შტამბურ ვარდებს კი გაზაფხულზე რგავენ. შუა სარტყელში ვარდს რგავენ გრუნტში შემოდგომით - სექტემბერ-ოქტომბერში, უფრო ადრე დარგვა ცუდად აისახება ვარდის ნარგავებზე, თბილი ამინდი ხელს უწყობს კვირტების ნაადრევად გაღვიძებას. უფრო გვიანაც არ ვარგა დარგვა, - იგი ვერ ასწრებს დაფესვიანებას და ყინვა აფუჭებს მცენარეს.
ვარდს მოსწონს მზე და სითბო, ღია სივრცე. ამიტომ მისთვის ირჩევენ სამხრეთ მიმართულების მხარეს, რომელიც დაცულია ცივი ქარისგან, სადაც გრუნტის წყლები 1მ ზე მეტ სიღრმეშია. თუ ადგილი  ზედმეტად ნესტიანია, აწყობენ კარგ დრენაჟს, სავარდე ადგილი ოდნავ შემაღლებულზე უნდა შეირჩეს, სხვა მცენარეების და შენობის კედლებისგან მოშორებით.  მათ რგავენ ნოყიერ, ორგანული სასუქით კარგად გაჯერებულ, ზომიერად ტენიან ნიადაგში.უმეტესად ეს საშუალოდ მძიმე თიხანარევქვიშიანი ნიადაგია, სუსტად მჟავე რეაქციის. თუ მიწა ღარიბია, მაშინ თავად ამზადებენ ასეთი შემადგენლობით - თიხნარი, კომპოსტი, ნეშომპალა, დამწვარი ნაკელი, მინერალური სასუქი. მიწა უნდა მომზადდეს დარგვამდე რამდენიმე კვირით ადრე. შეიძლება ნაცრის და ძვლის ფქვილის მიმატებაც. ვარდის დასარგავად თხრიან 40სმ დიამეტრის და 50-70სმ სიღრმის ორმოს. თუ ადგილი ქვიშიანია, ორმოს ფსკერზე ყრიან თიხას 7სმ სისქეზე. თუ მიწა მძიმეა და თიხიანი, პირიქით, ფსკერზე ყრიან ხრეშისმაგვარ ქვიშას. ვარდს დებენ ორმოში და ავსებენ მომზადებული მიწით.
ხარისხიან ნერგებს კარგად გავითარებული ფესვები უნდა ჰქონდეს  და არანაკლებ სამი საკმაოდ ძლიერი ტოტი. ნერგებს ღია ფესვებით დარგვამდე ერთი დღით დებენ წყალში. დარგვის წინ მას აშორებენ ფოთლებს და სეკატორით აჭრიან დაზიანებულ ტოტებს. მიწისზედა ნაწილს ამოკლებენ 30-35 სმ მდე, ასევე ფესვებსაც 25-30სმ მდე. თუ კვირტები განლაგებულია დამყნობის ადგილზე დაბლა, მათაც აცლიან. რადგან იმ კვირტებიდან ველური ნაზარდი ამოდის. ნერგებს დეზინფიცირებაც სჭირდება 3 % შაბიამნით. ფესვებს ავლებენ არაჟნის კონსისტენციის თიხანარევ ნაკელში. სხვადასხვა ვარდს განსხვავებული დაცილება  სჭირდებათ ერთმანეთისგან -  პარკის ვარდებს 75*100სმ, ჩაის ჰიბრიდებს - 40*60, პოლიანტურ მსხვილყვავილას და ფლლორიბუნდას -30*50 , პოლიანტურ წვრილყვავილას - 30*40, რემონტატულს - 40*70. ხვიარა ვარდებს შორის კი მანძილი უნდა იყოს 50-100სმ.
ცივ რეგიონებში ვარდებს უფრო მეჩხერად რგავენ სოკოვანი დაავადებების ასაცილებლად და კარგი აერაციისთვის. მოსაჭრელი ვარდებისთვის პლანტაციას რგავენ შემოდგომაზე ორმაგი რიგებით. ბუჩქებს შორის მანძილი 25სმ, ორმაგ რიგებს შორის - 30სმ, რიგებს შორის კი 50სმ უნდა იყოს. ასეთი ეკონომიური განთავსებით ადვილი ხდება ვარდების მოვლა. საყვავილე ღერები საკმაოდ გრძელი ხდება, ბუჩქი სწრაფად მიდის სიმაღლეში, შემოდგომაზე აჩერებენ ბუჩქის ზრდას და  ტოტები ზამთრისთვის უკვე კარგად მომძლავრებული და გახევებულია. დამყნილ ვარდებს დამყნილი ადგილი სამხრეთით უნდა ჰქონდეს მიმართული და 3სმ ით დაბლა მიწის ზედაპირიდან უკეთ დაფესვიანებისთვის და ზამთარში ფესვების დასაცავად მოყინვისგან.
შემოდგომაზე ვარდებს უფრო ღრმად რგავენ, ვიდრე სანერგეში. ხვიარა ვარდებსაც ასევე ღრმად რგავენ დამატებითი ფესვების გავითარებისთვის. ფესვებს თანაბრად შლიან ნიადაგზე და ნოყიერ მიწას აყრიან ზემოდან, მერე კარგად უტკეპნიან, რომ ჰაერი არ დარჩეს  დაბლა,კარგად რწყავენ -1-2 სათლი წყალი ერთ ბუჩქზე. როცა მიწა წყალს შეიწოვს, ზემოდან აყრიან კიდევ მშრალ მიწას და ბუჩქის გარშემო აკეთებენ სარწყავ წრიულ არხებს - ორმოებს. ნერგები რომ არ მოიყინოს, 20 სმ სიმაღლეზე უყრიან მულჩას -ტორფს, ქვიშანარევ მიწას. მინუს ტემპერატურაზე კი მცენარეებს დაფარება სჭირდება.
თუ მცენარე უკვე შეიძინეს და დარგვის ვადები იწურება, ამინდი კი გაფუჭდა, მათ არ რგავენ, ინახავენ სარდაფში, მიწაში ჩაფლულს გაზაფხულამდე. ღია გრუნტში ნერგებს აწყობენ ერთიანად ამოთხრილ თხრილში 40სმ სიღრმეზე ოდნავ დახრილ მდგომარეობაში. ფესვის ყელზე აყრიან ქვიშას, მერე კი თხრილს ავსებენ მიწით და კარგად ტკეპნიან, ყინვების დადგომისას ვარდებს აფარებენ, ზემოდან აყრიან ტორფს და მერე თოვლს.https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/244-burito.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის 

14 May 0 13 748

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно