სახლის ვარდები ბაღში
კოლექციის შევსება ახალი მცენარით მნიშვნელოვანი მოვლენაა კოლექციონერისთვის.მით უფრო, თუ ცივი ზამთარი აფუჭებს რამდენიმე მცენარეს და საჭირო ხდება მათი გამრავალფეროვნება ახალი ყვავილებით.ვარდებს სინათლე სჭირდებათ, მაგრამ ზოგ სახლში არასაკმარისი განათებაა მათი ზრდისთვის და ეს მცენარის გაფუჭებას იწვევს ყვავილობის შემდეგ. საინტერესოა, ივარგებს თუ არა სახლის ვარდები ბაღში, შეიძლება მათი გადატანა გრუნტში? ივარგებს, კარგად შეეგუება, გაიზრდება და იყვავილებს კიდეც მთელი სეზონი.ეზოს ვარდებთან ერთად ასე გადარგულ ვარდებსაც სჭირდებათ კვება სეზონზე რამდენჯერმე, სასუქი უნდა იყოს სპეციალურად ვარდებისთვის. ზამთარში ყველა ვარდს აფარებენ წინასწარ გასხვლის შემდეგ.
ქოთნის ვარდები და მათი გამრავლება ეზოში ბუჩქის დაყოფით: მათი გაზრდა არც ისე ადვილია. სახლის პირობებში ვარდს ხშირად აზიანებს მავნე მწერები - აბლაბუდა ტკიპა, ბუგრი.
ზამთარში მცენარეს დასვენება სჭირდება, თუმცა ბევრ მოყვარულს ზამთარშიც უნდა აყვავებული ვარდის ხილვა ოთახში და ამიტომ მოსვენების ნაცვლად ცდილობს მისი ყვავილობის გახანგრძლივებას. ეს კი მცენარეს ასუსტებს. მოსვენების პერიოდის არარსებობა, არასაკმარისი განათება და სხვა არახელსაყრელი ფაქტორები იწვევს მცენარის დეკორატიულობის დაკარგვას, ვარდი იწელება, ჰკარგავს ფოთლებს, ნაკლები კოკორი გამოაქვს, ცოტას ყვავილობს, ეკარგება ჯიშის დამახასიათებელი შეფერილობა, არც ხუჭუჭა ფორმას ინარჩუნებს. მოვლაში დაშვებული შეცდომების შედეგად ლამაზად მოყვავლე ბუჩქის ნაცვლად სუსტ, გაწელილ უშნო მცენარეს ღებულობენ.ოთახი ვარდები კარგად ეგუება ღია გრუნტს და მშვენივრად გრძნობს თავს გარეთაც. მოძლიერებული ბუჩქები კი დაფარების გარეშეც იტანენ ზამთარს. პირველ ზამთარში აუცილებლად დასჭირდებათ საფარი. გაზაფხულზე ისინი ყვავილობასაც დაიწყებენ.ამის მერე მათ გამრავლებაზე შეიძლება ფიქრი. ეს ხდება ბუჩქის დაყოფით. გასამრავლებლად შერჩეულ ბუჩქს შედარებით ღრმად რგავენ, ასე იგი დამატებით ფესვებს ივითარებს ფესვახლო ტოტებიდან და უკვე მზა რამდენიმე მცენარეს იღებენ საკუთარი ფესვებით. ერთი წლის მერე შესაძლებელია მცენარის დაყოფა ანუ ამ დაფესვიანებული ტოტები მოშორება და მათი ცალკ-ცალკე თავიდან დარგვა ასევე ღრმად.
სხვადასხვა ჯიშის ვარდი ერთ და იმვე პირობებში და ერთნაირი მოვლის რეჟიმში სხვადასხვა შედეგს იძლევა. კერძოდ. ოთახის მცენარე წითელი ვარდი, ყველაზე უკეთ შეეგუა გარე პირობებს, კარგადაც გაიზარდა და დაყოფითაც მშვენივრად გამრავლდა,
ასე, რომ თამამად შეიძლება ოთახის ვარდების ღია გრუნტში გაზრდაც და გამრავლებაც. ასევე სტატია ოთახის ვარდების ადაპტაცია https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/86-otaxis-vardebis-adaptacia.html
თარგმანი თ. სუპატაშვილის