ორქიდეა მილტონია

ორქიდეისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. სამშობლო - ს. ამერიკა, ბუნებაში გავრცელებულია სიმპოდიალური ტიპის 7 სახეობა, რომლებიც გვხვდება 600-1 200მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
ბუნებრივი სახეობებიდან პოპულარულია შემდეგი:
 - ბრწყინვალე მილტონია - საშუალო ზომის კვერცხისებური ფორმის ფსევდობულბებით, 2 ღია მწვანე ხაზოვანი ფორმის ფოთლით. საყვავილე ღერები ბოლქვებიდან ზაფხულის ბოლოს ამოდის, რომლის სიმაღლეც 30 სმ მდეა. აქვს ერთი ან ორი სურნელოვანი ყვავილი - 7-9 სმ დიამეტრის  თეთრი, ფუძესთან მეწამული ფერის, ყვავილობს 1,5 თვემდე.
 - თეთრი მილტონია - კვერცხის ფორმის ფსევდობულბები აქვს, ლანცეტისებრი, ბოლოში წაწვეტებული 40 სმ სიგრძის ფოთლები. ერთ ბულბაზე 4 ქვედა და 2 ზედა ფოთოლია. საყვავილე ღერო 40 სმ სიგრძისაა, სწორმდგომი, 3-5 სურნელოვანი 9სმ დიამეტრიანი ყვავილებით, მოყვითალო, ყავისფერი წინწკლებით, ერთი კი თეთრია იისფერი ლაქით და ტალღოვანი კიდით.
 - კლოვესის მილტონია - მოგრძო დაბრტყელებული ფსევდობულბებით, ენისებრ -  ხაზოვანი ღია მწვანე ფოთლებით, წვრილი გრძელი - 60სმ იანი სწორმდგომი ან გადახრილი საყვავილე ღერით, რომელზეც თანმიმდევრობით იშლება 7-10 ყვავილი, 6-7 სმ დიამეტრით. ყვავილს ვარსკვლავის ფორმა აქვს, ყვითელ -ყავისფერი, ლაქებით. ძალიან სინათლისმოყვარე მცენარეა.
 - სოლისებრი მილტონია - ოდნვ სქელი ფსევდობულბებით, ორფოთლიანი, ფოთლები მახვილი, 20 სმ სიგრძის,სწორმდგომი ან დახრილი  40-60 სმ საყვავილე ღერით, რომელზეც 5-8 ყვავილია 7-7,5 სმ დიამეტრით. ისინი სუსტად სურნელოვანი და ყავისფერლაქებიანია.
ჰიბრიდული ფორმები განსხვავდებიან არა მხოლოდ ყვავილის ფერით და ფორმით, არამედ ბუჩქის კომპაქტურობითაც - ზოგს ფსევდობულბები ჯგუფურად, ახლოახლო ეზრდება, ზოგს კი შედარებით დაშორებით ერთმანეთისგან.
მოვლა: დამოკიდებულია წლის დროზე და გავითარების ფაზებზე. მას მკვეთრად გამოხატული ფაზები აქვს - ზრდის და მოსვენების. ზრდა კარგად ჩანს - ამოსდის ახალი ფოთლები, ტოტები. ამ დროს სჭირდება გეგმიური მორწყვა, კვება, განათება. შემოდგომაზე ზრდა ჩერდება, ტოტები სქელდება, გარდაიქმნება ფსევდობულბებად, ამ პერიოდში  უკვე ამცირებენ მორწყვას, არ კვებავენ. თანდათან ქვეითდება ტემპერატურა. მოსვენების ეტაპი გრძელდება 3-5 თვეს. მასზე მოქმედებენ გენეტიკური ფაქტორები, ამინდი,. მოსვენების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს ახალი ვეგეტაციის დაწყება ან საყვავილეს  გავითარება. მერე ისევ იწყებენ მის კარგად რწყვას.
მისი ყვავილობა გრძელდება 3კვირიდან 1.5 თვემდე, მერე ცოტა ხნით მცენარეს ასვენებენ, მორწყვასაც ამცირებენ. ზოგი მცენარე გაზაფხულზე ყვავილობს, ზოგი შემოდგომაზე, ამიტომ უნდა დარეგულირდეს მორწყვა და ტემპერატურა მისი მოთხოვნის შესაბამისად.
ტემპერატურა:  ზომიერად სითბოსმოყვარულია, მისი ბევრი სახეობა სიცივისმოყვარულიც კია, თუმცა ზოგადად - გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში სასურველია იყოს  ოთახის ტემპერატურაზე. შესაძლოა მისი გატანა აივანზეც. ოპტიმალური ტემპერატურა ზრდისთვის 20-22გრ, ღამით ესაჭიროება შედარებით დაბალი - 4-6 გრ-ით მინიმუმ. მილტონია კარგად გრძნობს თავს, თუ ოთახი ხშირად ნიავდება, მოსვენების ეტაპზე ტემპერატურა 16-18 გრ დღისით და 14-15 ღამით უნდა იყოს, ჰაერის ტენიანობა 60-70 %. ეს საკმარისია, რომ მცენარე არც მორწყათ და არც დანამოთ. ძირითადი ორიენტირი კი ფსევდობულბის შეჭმუხნაა. იგი წყლის შემცველი ორგანოა და თუ ძლიერ დპატარავდა, უნდა მოირწყას ტრადიციული მეთოდით - 2-3 წთ წყლიან თასში ჩადებით - თუ ბლოკშია, და თუ ქოთანშია - პულვერიზატრით ქოთნის კედლის გაყოლებაზე და არა ქერქებზე ან თავად მცენარეზე.

           
განათება:  ესაჭიროება გაბნეული კარგი განათება. გაზაფხულ-ზაფხულში იდეალურია ნათელი აღ. ან ჩრ.-დას. მხარის ფანჯარა. თუ ზამთარში ტემმპერატურა არ ქვეითდება და ამ ფანჯრებთან შედარებით ბნელა, სჭირდება დამატებითი განათება. ს. და დას. მხარეს, პირიქით, ოქტომბრიდან ზამთრის შუა პერიოდამდე მზე არ წვავს, მაგრამ კარგად ანათებს. თებერვლიდან შუადღეზე საჭიროა ჩამოფარება, რომ მზის პირდაპირმა სხივებმ არ დაუწვას ფოთლები.
მორწყვა: სჭირდება რეგულარული, მაგრამ ზომიერი  მორწყვა - ფესვები არ უნდა იყოს სისველეში. ამიტომ მორწყვის სიხშირე დამოკიდებულია 2 ფაქტორზე - დარგვის მეთოდზე და ჰაერის ტემპერატურაზე. თუ იგი ბლოკითაა და ფესვები ღიად აქვს, დასჭირდება ყოველდიური მორწყვა ჩვეულ ტემოპერატურაზე. თუ შედარებით  გრილა, რწყავენ 1-2 დღე გამოშვებით. ორიენტირს წარმოადგენს - ფესვების გაშრობის სისწრაფე. - ისინი უნდა შრებოდეს რანდენიმე საათში. ანუ დაახლოებით 5 სთ ში თუ ფესვებზე ველამენი არ გაღიავდა, მორწყვებს შორის დრო უნდა გახანგრძლივდეს. მორწყვას იწყებენ დილიდან.
თუ მცენარე ქოთანში იზრდება, მას შედარებით იშვიათად რწყავენ, ქოთნის შიგთავსის სრული გაშრობის შემდეგ, ეს დაახლოებით 1-2 დღეა. თუ ფესვები 36 სთზე მეტ ხანს შრება, ეს ნიშნავს უფრო მკვრივ სუბსტრატს, ნაკლებ ცარიელ ადგილებს, დაბალ ტემპერატურას. იმისთვის, რომ ფესვები უფრო სწრაფად გაშრეს, ქოთანს მეტი ნახვრეტი უნდა ჰქონდეს ფსკერზე და კედლებზე.
სარწყავი წყალი უნდა იყოს რბილი, თბილი - 40-42გრ. ქოთანს წყლიან თასში დებენ 10-15 წთ ით. ხისტი წყალი უნდა დარბილდეს ადუღებით ან გაყინვით.
კვება: ზრდის პერიოდში მას ორქიდეისთვის საჭირო სასუქით კვებავენ. ქოთანში ყოველ 2 კვირაში, 2ჯერ ნაკლებ გაზავებით. ბლოკში  - ყოველკვირეულად ¼ დოზით. იგი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჭარბი სასუქის მიმართ. მაკროელემენტები თანაბარი ოდენობის უნდა იყოს - 1:1:1 პროპორციით. კვება სრულდება, სანამ ახლის ზრდა შეჩერდება.
ჰაერის ტენიანობა: მილტონიას ესაჭიროება 60 % იანი ტენიანობა, რაც დამოკიდებულია ამინდზე- წვიმაში მაჩვენებელი მატულობს 70 -80 % მდე. მშრალ ამინდში, ზამთარში ისევ 60 %, დაბალ ყინვაში - 50 %, -15 გრ ზე კი უკვე 30 %. ასევე დამოკიდებულია ჰაერის ტენიანობა სახლის ვენტილაციაზე, ბატარეების რაოდენობაზე და მათი განთავსების ადგილებზე, ფანჯრის ჩარჩოებზე. თუ ტენიანობა 40 % ზე დაბლაა, მცენარიანი ჭურჭელი დადეთ სველ კერამზიტიან სადგამზე. დანამვა არასასურველია - წყალი ჩადის ფოთლის უბეებში, ტენიანობა არ იმატებს, მცენარე კი ლპება. თუ ტენიანობა 65 ზე მეტია,მერე საჭიროა ოთახის ვენტილაცია. რაც მეტია ტენიანობა, მით მეტად კარგი ჰაერის  ცირკულაციაა საჭირო ოთახში. მაგრამ ამისთვის არ უნდა გამოიყენოთ ვენტილატორი,  ასევე  მცენარე არ  უნდა მოხვდეს ორპირში.
სუბსტრატი: ქოთანში სუბსტრატი უნდა იყოს ისეთი,  როგორც ეპიფიტს სჭირდება, იმისთვის, რომ ფესვებმა ისუნთქონ. - ფიჭვის ქერქი, ღვინის ბოთლის საცობები, პენოპლასტი, აკადამა, არყის ხის ნახშირის რამდენიმე ნატეხი. სიცარიელე ქოთანში უნდა შეადგენდეს ქოთნის ¼-1/3- ს. მჟავეობა  - 5,5-6,5. სიმყარისთვის რამდენიმე მოზრდილი კენჭიც სჭირდება, ზედმეტ ხავსს ნუ გამოიყენებთ. იგი  კარგია ჰაერის ტენიანობის ასაწევად სადგამზე, ქოთნის გვერდით, მაგრამ არა სუბსტრატზე ფესვებთან. თუ მას ბლოკზე ზრდით, ყველაზე კარგია საცობის ხის გამოყენება, მაგრამ იგი რთული საშოვნელია, ამიტომ ზოომააღაზიებში ყიდულობენ აკვარიუმისთვის განკუთვნილ პატარა ხის კუნძს ან ტყეში ნახულობენ ფიჭვის ფესვის გადანაჭერს. მილტონიას ფესვებთან დებენ ხავს-სფაგნუმს, თუმცა უკეთესია ქოქოსის ბოჭკოს გამოყენება, - იგი არ სველდება და არ ლპება, ფესვების ლპობასაც უშლის ხელს.
გადარგვა: რგავენ მას შემდეგ, როცა ბულბები ქოთანში აღარ ეტევა ან როცა სუბსტრატი დაიტკეპნება ან იფშვნება. ეს იწვევს ფესვების დიდხანს გაშრობას, ასფიქსიას გრუნტის უჟანგბადო სივრცეში. ახალი ქოთანი უნდა შეირჩეს ფესვთა სისტემის ზომის მიხედვით, მაგრამ არ უნდა იყოს ძალიან დიდი. გადარგვის მერე არ რწყავენ 5-7 დღე.
გამრავლება:  სახლის პირობებში მრავლდება ბუჩქის გაყოფით, ფსევდობულბებს აცალკევებენ გადარგვისას, სჯობს შედარებით ძველი ბუჩქის დაყოფა, რომელიც საკმაოდაა გაზრდილი. თუ მას 5 - 6 ბულბა აქვს, მცენარეს არ ყოფენ, ყვავილობს მილტონია, თუ მას 3-4 ზე ნაკლები ბულბა არ აქვს.
გოფრე ფოთლებზე:  ხშირად ფოთლები  მილტონიას გარმონივით აქვს გოფრირებული, მიზეზად თვლიან წყლის უკმარისობას, ქოთანში ამატებენ ხავსს, ხშირად ნამავენ. ეს ზოგჯერ შველის, ზოგჯერ - არა. სინამდილეში მისი მიზეზი ჰაერის დაბალი ტენიანობაა, რომლის მიზეზებიც შემდეგია: სიცხე, არარეგულარული მორწყვა, არასაკმარისად ძლიერი და ჯანმრთელი ფესვები, რომლებიც ვერ ითვისებენ მიწოდებულ წყალს, რომ უზრუნველჰყონ ფოთლების ნორმალური ზრდა.
ორქიდეები გამოიმუშავებენ საცხს, რითაც იცავენ მზარდ ფოთოლს. იგი გამომუშავდება შიგნით, ქსოვილებში და ფოთლის ზედაპირზე არ ედება ნამის სახით. თუ ფესვები ვერ ითვისებენ ტენს ლპობის, დაავადების ან მაღალი ტემპერატურის  გამო, ეს მიზეზები უნდა აღმოიფხვრას სიმპტომების მკურნალობის მაგიერ - ანუ უნდა გადადოთ მცენარე ცხელი რაფიდან გრილში, ბნელი ადგილიდან ნათელში, უნდა შემოწმდეს სუბსტრატი ხშირი მორწყვის გამო ამჟავებაზე. ფესვები უნდა სუნთქავდნენ, კარგად უნდა ირწყვებოდეს, მაგრამ სუბსტრატის კარგად გამოშრობის შემდეგ.
ასე გოფრირებული ფოთლები კარგი ფესვთა სისტემის არსებობისას არაა სანერვიულო, მცენარისთვის ისინი საფრთხეს არ ქმნიან, მხოლოდ აუცილებლად უნდა დარეგულირდეს ტემმპერატურა და მორწყვა, მაშინ ნელნელა, თანდათან ფოთლები გასწორდებიან და მომდევნო ნაზარდი უკვე ნორმალური იქნება. ორქიდეების შესახებ გადადით მოცემულ ბმულზე https://yvavilebismovla.ge/o/

თარგმანი თ. სუპატაშვილის  

14 May 0 7 982

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно