გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ოთახის ვარდის მოვლა

  • სახლში ძირითადად რემონტატული, ჰიბრიდული, პოლიანტური და პერნეციანური ვარდები გამოჰყავთ.  გარეგნულად ისინი ოდნავ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ყველას აქვს 5 ფურცლიანი ფოთლები, საკმაოდ დიდი ყვავილები, სასიამოვნო სურნელი. სახლში სჯობს გაზარდოთ საკუთარ ფესვებზე მზარდი მცენარე, ანუ კალმით გახარებული, ვინაიდან ასკილზე დამყნილი ვარდის შენარჩუნება სახლში რთულია.მცენარეს დეკორატიულობა უნარჩუნდება 6 წლის განმავლობაში და შეიძლება მისი  ბევრჯერ გამრავლებაც.
    ვარდებს მოსწონთ: სამხ. და სამხ-აღ. მხარის ფანჯრის რაფაზე; ნოყიერი მიწა; სუფთა ჰაერი წლის თბილ დროს; უხვი მორწყვა აქტიური ზრდის დროს; კვება კვირაში ერთხელ ზრდის და ყვავილობის დროს; საჭიროებისას შედარებით დიდ ქოთანში გადატანა.
    ვარდებს არ მოსწონთ: ცივი წყლით მორწყვა, სიცხე, მოყვავილებული ყვავილების დატოვება მცენარეზე, გადატანისას მიწის კოშტის დაშლა და ფესვების ტრავმირება, დაავადებები და მავნებლები, თბილი ზამთარი.
    ნუ იჩქარებთ ახალნაყიდი მცენარის უცებ გადარგვას, დადეთ იგი აღ. ფანჯარაზე და დააცადეთ, შეეგუოს ახალ გარემოს. მას რწყავენ, როცა მიწა შეშრება, თბილი ნადგამი წყლით. მას დანამვაც მოსწონს. ეს უკეთესია საღამოს, ცივი ანადუღარი წყლით ან სპეციალური სასუქიანი ხსნარით, მაგრამ ყოველდღე ამ პროცედურას არ ატარებენ ცხელ ზაფხულშიც კი.
    როცა მთვარე ზრდას დაიწყებს, უკვე შესაძლებელი ხდება მისი გადატანა კონტეინერიდან ქოთანში ისე, რომ მიწის კოშტი არ დაირღვეს. ხშირად ფესვებზე სასუქის  თეთრი ან ნაცრისფერი გრანულებიცაა, მათ არ აშორებენ. გადარგვისას მიწის ზედა ფენას აცლიან და ახლით ცვლიან. კარგი ზრდისთვის მას სჭირდება კარგი ნოყიერი მიწა: 4წილი კორდის, 4წილი ნეშომპალის  მიწის და 1წილი ქვიშისგან. მიწას ურევენ კომპლექსური სასუქის  გრანულებსაც.
    ქოთანი უფრო დიდი უნდა იყოს, ვიდრე კონტეინერი მინიმუმ 4სმ ით მეტი დიამეტრში და 5-7 სმ ით - სიმაღლეში. უფრო დიდი ქოთანი არ ივარგებს - მცენარის მიწისზედა ნაწილის თანაფარდობა ქოთნის მოცულობასთან 1:1 უნდა იყოს. თუ ქოთანი კერამიკისაა და ახალი, ჩარგვამდე მას ალბობენ თბილ წყალში 2 სთ ით, თუ მასში ადრე რამე იზრდებოდა, უბრალოდ, კარგად რეცხავენ თბილ წყალში უხეში ჯაგრისით, უსაპნოდ. ქოთნის ძირში ყრიან დრენაჟს დაახლოებთ 1 სმ სისქეზე. თუ ქოთანს ნახვრეტი არ აქვს, მაშინ  - 3 სმ ს სიმაღლეზე. ზემოდან სასუქარეულ მიწას აყრიან, თავზე კი თხელ ფენას უსასუქოდ. გადარგვის წინ კონტეინერში ვარდს კარგად რწყავენ. 20 წთ ის მერე მას ატრიალებენ, მცენარეს ერთი ხელით იჭერენ და რბილად ექაჩებიან,  რომ ამოიღონ კონტეინერიდან. მცენარე ფესვებზე მიწის კოშტით ადვილად უნდა ამოვიდეს მისგან. მას დებენ ახალ ქოთანში და მიწით ავსებენ. გადატანილ მცენარეს აღარ რწყავენ. უბრალოდ ფოთლებს უნამავენ და დებენ ჩრდილში ან ჩრ. მხარეს. ერთი დღის მერე კი უკვე გადააქვთ მზიან რაფაზე ან სამხ - აღ, აივანზე. მაგრამ ვარდი არ უნდა გადახურდეს მზეზე. სიცხეში ზოგჯერ დღეში 2ჯერაც სჭირდება მორწყვა დილით და საღამოს. რწყავენ ფესვთან  ახლოს, რომ წყალი არ მოხვდეს ფოთლებს.
    გადარგვიდან ერთი თვის მერე, თუ ვარდი აქტიურად იზრდება, შესაძლებელია მისცეთ სასუქი. ზოგადად მას 2კვირაში ერთხელ კვებავენ სრული მინერალური სასუქით ან ნაკელით. არ შეიძლ;ება ახალგადარგული ან დაავადებული მცენარისთვის სასუქის მიცემა. სასუქსაც საღამოს მორწყვის მერე აძლევენ, მაგრამ სიცივეში და წვიმიან ამინდში არარეკომენდებულია.
    ზაფხულში ვარდს სჭირდება მორწყვა, დანამვა, სასუქი, მოყვავილებული ნაწილების ,მოცლა, (მჭრელი დანით აჭრიან საყვავილე ღეროს პირველ ფოთლამდე). ყურადღებას აქცევენ, რომ იგი არ გადახურდეს, არ დაავადდეს და არ დაესიოს მავნებლები, თუ იგი სწრაფად იზრდება და აღარ ეტევა ქოთანში, დაელოდეთ მზარდ მთვარეს და მერე გადაიტანეთ ქოთანში. თუ იგი რაფაზე დევს და მზე ერთი მხრიდან უყურებს, მცენარე სინათლისკენ იხრება და ცალგვერდა გაიზრდება. ასე რომ არ მოხდეს, პერიოდულად უნდა შეატრიალოთ ქოთანი.
    შემოდგომაზე ტემპერატურა ეცემა 15-12 გრ მდე, ვარდი აივნიდან სახლში შეაქვთ და  დებენ სამხ. ფანჯრის რაფაზე. როცა იგი ყვავილობას დაასრულებს, მერე იწყება ზამთრისთვის მზადება. იშვიათად რწყავენ, არ კვებავენ.  მას გრილ ოთახში დებენ 15-17 გრ ზე.  ყოველ შემთხვევაში, მის გვერდით არ უნდა იყოს გამათბობელი და ელექტრომოწყობილობები - კომპიუტერი, ტელევიზორი. ზამთრამდე მას სხლავენ და თითო ტოტზე ტოვებენ 5 ფოთოლს. იგი ისხვლება მზარდი მთვარის ფაზაში. თუ მას შემოდგომაზე არ გასხლავთ, გაზაფხულზე იგი მოგვიანებით იყვავილებს შედარებით ნაკლები ყვავილებით და მცენარეც ნაკლებდეკორატიული შესახედი იქნება, მაგრამ თუ ამ დროითვის ვერ ახერხებთ მის გასხვლას, არაფერია სანერვიულო - მისი გასხვლა  გაზაფხულზეც შეიძლება.  გადანაჭერ ტოტებს კალმებად იყენებენ. სეკატრით მათ ჭრიან 15 სმ სიგრძის ნაწილებად 3 -4 ცოცხალი კვირტით თითოზე და  დებენ ოთხის ტემპერატურის წყალში. ერთ- ორ კვირაში მას ფესვები გამოუვა. მაგრამ მიწაში რგავენ მას მერე, რაც ფესვები კარგად დაიტოტება. მზარდი მთვარის ფაზაში მათ რგავენ საშუალო ზომის კონტეინერში. შემოდგომის კალმები მომდევნო გაზაფხულზე უკვე იყვავილებენ.
    ზამთარში ვარდი არ იზრდება და არ ყვავილობს, იგი იცვენს დარჩენილ ფოთლებს. ამ დროს მას კიდევ უფრო იშვიათად რწყავენ. თუ გათბობაა ოთახში, მცენარეს დებენ  სველ კერამზიტიან სადგამზე, რომ დაიცვან იგი ზედმეტად მშრალი ჰაერისგან.
    აზაფხულზე ვარდს ახალი ფოთლები და ტოტები ამოაქვს, მას შედარებით მეტად რწყავენ. ზრდის დაწყებისას აძლევენ სასუქს ან ნაკელს - 1/3 ნაკელს უმატებენ 2/3 წყალს ჭურჭელში და დებენ 3-4 დღე, ხანდახან ურევენ, იგი დადუღდება, ფერს შეიცვლის. მზა ხსნარს კიდევ აზავებენ 1:15 და საკვებიც მზადაა.  ზოგჯერ იყენებენ ფრინველის სკინტლსაც - 1წილი 200წილ ცხელ წყალზე, აყენებენ 2 დღე. მიღებულ ხსნარს კიდევ აზავებენ 1:25 და მერე ამ ხსნარით რწყავენ.
    სასუქი შეაქვთ მორწყვის მერე. როცა კოკრების გამოტანას დაიწყებს, იმისთვის, რომ დიდი ყვავილები ჰქონდეს, კვირაში ერთხელ შეაქვთ სასუქი. ამ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდება წყალიც, სინათლეც და საკვებიც. საღამოობით ნამავენ კიდეც ანადუღარი გრილი წყლით. თუ მცენარემ ზომით გადააჭარბა ქოთანს, გადააქვთ ახალ ქოთანში მიწიანად. სეზონს მნიშვნელობა არ აქვს, საყურადღებო მხოლოდ მთვარის მზარდი ფაზაა. გაზაფხულზე, როცა ყინვები გადაივლის, შესაძლებელია მისი გატანა აივანზე ან ბაღში. პირველი კვირა ნელნელა აჩევენ მზეს და ჰაერს. ჯერ დებენ ჩრდილში 2-3 კვირით და შედარებით მცრე ხნით, მერე თანდათან უმატებენ მზეზე ყოფნის დროს.
    ზოგჯერ ვარდს მავნებლები ესევა, კერძოდ - ცრუფარიანა. ეს არც ისე საშიშია. მცენარეს ბანენ სოდიანი წყლით - 2ჩ. კ სოდა 1ლ წყალზე ან შეაფრქვევენ გოგირდს. თუ მკურნალობას ატარებენ სოდით, დამუშავებამდე მცენარის ქოთანს ათავსებენ პოლიეთილენის პარკში ისე, რომ მიწა დაფარული იყოს. მერე დიდ ჯამში ასხამენ სოდიან წყალს და მთელ მცენრეს ჩაჰყოფენ შიგ, თუ შედარებით პატარაა ბუჩქი, ან ზემოდან ასხამენ ხსნარს, ასე სჭირდება დამუშავება რამდეჯერმე 2 კვირიანი შუალედებით ნადების გაქრობამდე. თუ მცენარე ყვითლდება და ფოთლები სცვივა სოდით დამუშავების შემდეგ, ეს სანერვიულო არაა. შეჭმული ფოთლები მცენარემ უნდა მოიშოროს. უბეებში საღი კვირტებიდან უკვე ახალი ჯანმრთელი ფოთლები გაეზრდება.
    კარგ შედეგს იძლევა გოგირდის შეფრქვევაც. ეს პროცედრა საჭიროა 18გრ ზე განხორციელდეს. დიდი მცენარეები შეაქვთ სათბურებში, ქოთნის მიწაზე და მათ შორის დებენ სველ ტილოებს, მცენარეებს კარგად რწყავენ და ნამავენ. მერე დაფხვნლი გოგირდს აყრიან მცენარეს, ტილოებს და სათბურის ჩარჩოებს. 10 დღის მერე პროცედურას იმეორებენ. ჩვეულებრივ, საკმარისია 2 პროცედურის ჩატარება შედეგის მისაღებად. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/86-otaxis-vardebis-adaptacia.html
  • თარგმანი თ. სუპატაშვილის
13 May 0 42 159

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно