გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

სუფთა ჰაერი მცენარეებისთვის

სუნთქვა ერთერთი მთავარი საფუძველია მცენარეთა ნივთიერებათა ცვლაში, რაც უზრუნველყოფს ქსოვილებს ჟანგბადით და ნახშირმჟავებით. ჰაერი შესდგება 4/5 აზოტის და 1/5 ჟანგბადისგან, ასევე შეიცავს წყლის ორთქლს და მტვერს, ზოგჯერ  მავნე მინარევებს - გოგირდის გაზებს, რაც ცუდია ადამიანისთვისაც და მცენარეებისთვისაც,მცენარე 45 % შედგება ნახშირბადისგან (მშრალი მასა) ნახშირბადის მასში მოხვედრის გზა კი ნახშირორჟანგია ჰაერიდან და მცირე ოდენობით ნახშირმჟავა ნიადაგიდან. მას მცენარე ითვისებს ფოტოსინთეზის პროცესში და წარმოიქმნება  რთული ორგანული ნივთიერებები - ნახშირწყლები, ცილები, ცხიმები, რომლებსაც მცენარე იყენებს ქსოვილების საშენ მასალად. ფოტოსნთეზი უპირატესად დღისით ხდება და ისიც უმეტეს მცენარეებში - ფოთლებში. 
ჟანგბადი მცენარეს სასუნთქად სჭირდება. ამ დროს ფოტოსინთეზის პროცესში წარმოქმნილი ორგანილი ნივთიერებები იშლება. სუნთქვა მუდმივი პროცესია დღე-ღამის ფაზების მიუხედავად. ამ დროს გამოიყოფა ნახშირორჟანგი,წყალი და ენერგია. სუნთქავს მთელი მცენარე, თუმცა სხვადასხვა ნაწილი - სხვადასხვა ინტენსიობით. მაგ. ყვავილი მეტად სუნთქავს, ვიდრე ფოთოლი, ფოთოლი კი მეტად, ვიდრე - ღერო. ფოტოსინთეზიც და სუნთქვაც დამოკიდებულია განათებაზე. კარგი განათების პირობებში ფოტოსინთეზი სჭარბობს, მცენარეც კარგად ვითარდება. განათების ნაკლებობისას კი სჭარბობს სუნთქვა და ამ დროს ორგანულ ნივთიერებებს კარგავს მცენარე. ასე ხდება ზამთარში - მცენარე აჩერებს ზრდას, ფოთლები უწვრილდება და მცენარე გრძელდება უშნოდ. ასეთ შემთხვევაში ამბობენ -„ მცენარე შიმშილობს“. ფესვებიდან კვება ასეთ შემთხვევაში ზიანის მომტანია მისთვის, რადგან ნახშირმჟავა ფოთლებმა უნდა აითვისოს. ამიტომ მცენარეს სინათლისკენ სწევენ ახლოს.
ჰაერი ბინებში:
პრაქტიკულად ოთახის ყველა მცენარე დადებითად რეაგირებს სუფთა ჰაერზე მიუხედავად იმისა, რომ ფოთლები თავად გამოიმუშავებენ ჟანგბადს. კაქტუსებს, მაგალითად, ჰაერის რეგულარული განიავება უხდებათ და ზაფხულში მათი გავითარების ერთერთი წარმატებული პირობაა. მცენარეები  სწრაფად რეაგირებენ მავნე ორთქლზე და მინარევებზე, მაგ შეღებვისას . სამზარეულოში არ შეიძლება მცენარის დადება გაზქურის სიახლოვეს, რადგან მას შეიძლება ცხელი ორთქლი მოხვდეს ჩაიდნიდან ან ქვაბიდან. ზოგადად, სამზარეულოს ჰაერი გაცილებთ მშრალი და ჭუჭყიანია, ვიდრე სხვა ოთახებში.
თითქმის ყველა მცენარეს ეშინია ორპირის, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების. ასეა ცივ სეზონზე. ზოგ ლიტერატურაში მითითებულია მცენარე, რომელსაც არ აწუხებს ორპირი, მაგრამ თუ იგი სულ სითბოში იზრდება და ასეთ პირობებსაა მიჩვეული, ყველაზე უპრეტენზიოც კი შეიძლება დაზარალდეს ორპირისგან. რამდენიმე წთ იანი განიავება კი არაა საშიში, მაგრამ თუ მცენარე რანდენიმე სთ დგას ცივ, ქარიან ამინდში ღია ფანჯარსასთან,მერე არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ იგი კოკრებს და ფოთლებს დაიცვენს.
სახლში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჰაერის შემადგენლობა, არამედ მისი მოძრაობაც, განსაკუთრებით მომატებული ტენიანობისას. ჟანგბადის ნაკლებობა ჰაერის ძლიერი ნაკადის პირობებში მავნე მიკროორგანიზმებს, ობს ამრავლებს. ასევე ცუდად მოქმედებს მათზე და არა მხოლოდ მათზე, არამედ ადამიანზეც - დახუთული, გაუნიავებელი ჰაერი.
სუფთა ჰაერი ზაფხულში: არსებობენ მცენარეები, რომელთა გატანა გარეთ აივანზე ან გადარგვა ღია გრუნტში ზაფხულში უმჯობესია. ასეთებია: აკაცია, ბროწეული, ჟასმინი, დაფნა, უკადრისა, ვნების ყვავილი, ციტრუსები, იუკა,, მაგრამ მათ ახალ გარემოსთან თანდათან შეჩვევა სჭირდებათ, რომ გაუძლონ განათებას, ქარს, წვიმას, დღე- ღამური ტემპერატურის ცვლილებას. სახლში დაბრუნებისას შემოდგომაზე კი უნდა შემოწმდეს გულდასმით მავნებლებზე. მცენარეებს გარედან შეიძლება  შემოჰყვეთ ლოქორები, მრავალფეხები, სხვადასხვა მავნე და არასასურველი მწერი  და ფეხსახსრიანი.
ბევრს აინტერესებს, რამდენად საშიშია მცეანრის ნახშირორჟანგი და რა რაოდენობით გამოჰყოფენ ამ გაზს ისინი. ზოგადად, მცენარის სუნთქვსას გამოყოფილი ნახშირორჟანგის ოდენობა უმნიშვნელოა იმისთვის, რომ ადამიანს ავნოს. თუ ადამიანი დღე-ღამეში გამოჰყოფს დაახლოებით 900 გრ ნახშირმჟავას, ამ აირის ასეთივე რაოდენობას გამოჰყოფს საშუალო ზომის 600 მცენარე.
მცენარეები გამოჰყოფენ წყალსაც სუნთქვის დროს. ეს დადებით როლს ასრულებს ადამიანისთვის- ბუნებრივად ხდება ჰაერის დატენიანება, თუმცა ეს უმნიშვნელოა, თუ ერთ მცენარეზე ვიანგარიშებთ.
სუფთა ჰაერი სჭირდება  არა მხოლოდ მცენარის მიწისზედა ნაწილს. ასევე სჭირდება ფესვებსაც. ბევრ მცენარეს მოსწონს მიწის გაფხვიერება. მით უფრო, თუ მასზე ქერქი წარმოიქმნება, ოღონდ მიწა უნდა გაფხვიერდეს ფრთხილად, ფესვების დაზიანების გარეშე.
საყურადღებოა, რომ გვიმრისნაირები და გესნერიასებრთა ოჯხის წარმომადგენლები ვერ იტანენ თამბაქოს კვამლს. ასევე ყურადღება  უნდა მიექცეს ფოთლებზე მტვერს. იგი უკეტავს სინთლეს გზას, ასე კი ირღვევა აირცვლის პროცესი. ამიტომ ხშირად უნდა გაუწმინდოთ ფოთლები მათ, წვრილფოთოლა მცენარეები უხვად უნდა დანამოთ, რომ წყალმა მოაშოროს მტვერი. ბუსუსებიან ფოთლებს კი, რომელზეც წყლის შესხურება არ შეიძლება, მტვერი ფრთხილად უნდა მოაშოროთ პატარა რბილი ფუნჯით.
ოთახის განიავებისას არ დაგავიწყდეთ კარის დახურვა. ასე აიცილებთ ორპირს. განსაკუთრებით მგრძნობიარე მცეარეები სჯობს, სხვა ოთხში გაიტანოთ. თუ გარეთ ცივა და ქარია, უმჯობესია, მეორე ოთახში გააღოთ ფანჯარა, სადაც არაა მცენარეები და შუა კარი დატოვოთ ღია.https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/300-haeris-tenianoba.html

12 May 0 10 050

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно