დენდრობიუმი

ერთერთი ყველაზე დიდი გვარია ორქიდეისებრთა ოჯახიდან.ბუნებაში იზრდება, როგორც ეპიფიტი, მისი სახელი ბერძნულიდან ნიშნავს - ხეზე მცხოვრებს. ზოგი სახეობა კლდეზე ხარობს - ლითოფიტი, ზოგიც - მიწაზე. სულ გვარი მოიცავს 1 200 სახეობას, გავრცელებულია ჰიმალაებში, ჩინეთში, ვიეტნამსა და ინდონეზიაში.
იგი საშულო სიმაღლის, 40-90 სმ მცენარეა. ღერო შედგება ცილინდრული ფესვდობულბებისგან. ფოთლები ლანცეტისებრი, 5-10 სმ ზომის, მორიგეობითაა განლაგებული. მათი უბეებიდან ამოდის საყვავილე ღერო, რომელზეც 1-4 სურნელოვანი, 6-8 სმ დიმეტრის თეთრი, ნარინჯისფერი, ყვითელი, იასამნისფერი ან 2-3 ფერა ყვავილებია განლაგებული. სახლის პირობებს კარგად ეგუება ჰიბრიდი - ნობილეს დენდრობიუმი.
სხვა პოპულარული სახეობებიც არსებობენ: დენდრობიუმი - ფალენოპსისი - მცენარე მსხვილი 9სმ დიამეტრის მქონე იისფერ-იასამნისფერი ყვავილით. ყვავილობს ზამთარში 5-6 კვირის განმავლობაში. სამშობლო - ავსტრალია, ახალი გვინეა.
უხვადმოყვავილე დენდრობიუმი - მცენარე ბევრი სურნელოვანი თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი,  მტევნად შეკრული ყვავილებით, რომელიც ყურძნის მტევანს ჰგავს და მასში 50-80 ყვავილია ერთად 3-5 სმ დიამეტრის. ყვავილობს გაზაფხულზე.
მშვენიერი დენდრობიუმი -  პატარა მცენარე ს - აღ. აზიიდან. იგი ერთადერთი ორქიდეაა, რომელიც იზრდება ბუნებაში წიწვოვან ხეებზე. აქვს თეთრი, ყვითელი 2-3 სმ იანი  ძალიან სურნელოვანი ყვავილები.
მოვლა: იგი საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მოსწონს განათებული ადგილი და ჰაერის მაღალი ტენიანობა. ღამით ტემპერატურა 5-7 გრ ით დაბალი უნდა იყოს დღისაზე, ზამთარში რომ იყვავილოს, სჭირდება მოსვენების პერიოდი ნოემბრიდან დეკემბრამდე.
განათება: ორქიდეას მოსწონს აღ. ს.-აღ. ან ს.-დას. მხარეს ფანჯარა. იმის გათვალისწინებით, რომ იგი ცუდად იტანს 27 გრ ზე მეტს, სამხრეთ  მხარეს მას დებენ მხოლოდ ზამთარ-შემოდგომაზე. თუ იგი ჩრ. მხარეს დევს, ამ პერიოდში დამატებითი განათება სჭირდება - 4 სთ ნათურის ქვეშ. ფოთლების მიხედვით შესაძლებელია იმის გარკვევა, საკმარისია თუ არა მისთვის განათება. თუ ფოთლები მწვანეა - განათება კარგია, თუ სალათისფერი და ალაგ-ალაგ  დამწვრობის ლაქებია - ზედმეტი განათების ქვეშაა. თუ მუქი მწვანეა - აკლია განათება. თუ ყვითელი - ძალიან ცოტა სინათლე ხვდება.
ტემპერატურა: იგი კარგად გრძნობს თავს ზომიერ ტემპერატურაზე. აქტიური ზრდის დროს დღისით საჭიროა 20-26გრ, ღამით - 15-20გრ. ასეთ დროს კარგია მისი გატანა გარეთ - აივანზე,სადაც  ბუნებრივად ტემპერტურული ცვლილება ეხმარება მას  აქტიურ ზრდაში და კოკრების ჩამოყალიბებაში, რომ ზამთარში უხვად იყვავილოს.
შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ზრდა ჩერდება, დღის ტემპერატურა ჩამოდის 12-17გრ ზე, ღამის - 10-13გრ ზე. მაგრამ ამ პერიოდშიც საჭიროა კარგი განათება, მორწყვას წყვეტენ,მხოლოდ ასე იყვავილებს კარგად იგი ზამთარში. თუ ძალიან ცხელა - 33 გრ ზე მეტია, მისი ფესვები ვეღარ იწოვენ წყალს, მაგრამ ფოთლები აგრძელებენ ორთქლებას, ასე მცენარე შეიძლება გახმეს.
ჰაერის ტენიანობა: იგი ტროპიკული ტყების მცენარეა, სადაც ტენიანობა 55-65 %ია, ამიტომ ასეთივე პირობები სჭირდება სახლშიც, თუ შენობაში სიმშრალეა, მას რბილი წყლით ნამავენ ყოველდღე ან დებენ სველ კერამზიტიან სადგამთან ახლოს, ან კიდევ კაშპოში დებენ ხავსს - სფაგნუმს, რომელსაც პერიოდულად ნამავენ. თუ ცხელა და მშრალია ჰაერი, ფოთლები დაბრეცილი ან დაჭმუჭნილი იზრდება, ამ დროს საჭიროა გარკვეული ზომების მიღება.
მორწყვა: გაზაფხულ-ზაფხულის პერიოდში ვეგეტაციის დროს მას რწყავენ 3-4 დღეში ერთხელ, შემოდგომაზე - კვირაში ერთხელ, ზამთარში თუ იგი მოსვენების ფაზაშია - თვეში ერთხელ. მომდევნო მორწყვის წინ ფესვები და სუბსტრატი მშრალი უნდა იყოს, ქოთანს დებენ თბილწყლიან თასში 10-15 წთ, მერე დებენ სადგამზე, რომ წყალი დაიწუროს. მორწყვისას წყალი არ უნდა მოხვდეს ფოთლის უბეებში ან ახალგაზრდა ბულბებზე, - ისინი შეიძლება დალპეს.
კვება: სჭირდება ზრდის პერიოდში - აპრილიდან  სექტემბრამდე თვეში 2-4 ჯერ. სასუქს სარწყავ წყალს ამატებენ ხოლმე. საკვებად იყენებენ ორქიდეისთვის სპეციალურ სასუქს ან კომპლექსურ მინერალურ სასუქს, რომლის კონცენტრაცია 2-3 ჯერ ნაკლები უნდა იყოს მითითებულზე.
გადარგვა: ხშირი გადარგვა არ სჭირდება, მას რგავენ გაზაფხულზე, ყვავილობის მერე, როცა ზრდის ეტაპია. გადარგვა სჭირდება მაშინ, როცა ფესვები აღარ ეტევა ქოთანში ან სუბსტრატი ამჟავდა. სუბსტრატად გამოდგება მაღაზიის გრუნტი ორქიდეისთვის, რომლის შემადგენლობაშია ქერქები, პენოპლასტის ბურთულები, ხავსი. მისი ფესვები ადვილად ზიანდება, ამიტომ გადარგვისას სიფრთხილეა საჭირო. ქოთანი უნდა იყოს გაუმჭირვალე, მის ძირში ყრიან ქერქის შედარებით მსხვილ ნატეხებს, ზემოდან ხავსს დამატებითი ტენიანობისთვის. რწყავენ გადარგვიდან 7-10  დღის მერე.
გასხვლა: არ სჭირდება.
ყვავილობა: ეს პერიოდი ზამთარ-აზაფხულზე უწევს  იანვარ-აპრილში. ყვავილობამდე მას სრული ციკლი აქვს გავლილი - ზრდის და მოსვენების ეტაპები. თუ საშემოდგომოდ არ დაისვენებს, ყვავილის ნაცვლად შვილეული ნაზარდი წამოვა იმ ფსევდობულბებიდან, რომლებიდანაც უნდა იყვავილოს. ყვავილის ფერი სხვადასხვაა: იასამნისფერი ყვითელი გულით, იისფერი, თეთრი ვარდისფერი წვეროებით, ჟოლოსფერი ან სრულიად თეთრი. ყვავილი სურნელოვანია, ყვავილობს 2-4 კვირას. ყვავილობის წინ აღარ რწყავენ, მცენარეს ყველაზე განათებულ ადგილას დებენ. თუ იანვარში ყვავილი არ გამოიტანა, კვებავენ ფოსფორიანი სასუქით სტიმულაციისთვის, 2-3 ჯერ თბილი წყლით უწყობენ შხაპს. ყვავილობის მერე ფოთლები უყვითლდება და ცვივა. მერე ახალი ციკლი იწყება.
გამრავლება: ორქიდეა ორგვარად მრავლდება - ბუჩქის დაყოფით ან „შვილებით“. შვილები - პატარა დენდრობიუმებია ღერზე წანაზარდების სახით. ზოგჯერ ისინი ბულბებიდან ამოდიან ყვავილების ნაცვლად. როცა მათი სიგრძე 4-5 სმ გახდება, ფესვებისა კი 3-4 სმ, მათ აშორებენ დედა მცენარეს ღეროს ნაწილთან ერთად და ცალკე რგავენ. სუბსტრატად იყენებენ წვრილად დაფხვნილ  - დატეხილ ქერქს, რასაც ერთ დღეს ალბობენ წყალში, რომ შვილების ფესვების ტრავმირება არ მოხდეს. იმავე მიზნით შვილეული მცნარეების ფესვებსაც დებენ 10 წთ თბილ წყალში. შემდეგ მათ ცალკ- ცალე რგავენ პატარა ქოთნებში.
ბუჩქის დაყოფისას უნდა გაითვალისწინონ, რომ თითო მხარეს მოხვდეს 2-3 მოზრდილი ფსევდობულბა და ფესვების ნაწილიც.
დაავადებები: მცენარეს ხშირად აზიანებს აბლაბუდა ტკიპა, ბუგრი, ტრიპსები. უნდა გაზარდოთ ჰაერის ტენიანობა, დაბანოთ 2 კვირაში ერთხელ საპნიანი წყლით, თუ არ შეველის - უნდა შეწამლოთ აქტელიკით.
დენდრიბიუმი ზამთარში: ზამთარ-გაზაფხულის ყვავილობის წინ იგი ისვენებს, მოსვენების ოპერიოდი იწყება ნოემბერში და 2 თვე გრძელდება. ოქტომბრიდან უმცირებენ მორწყვას, გადააქვთ ნათელ მშრალ გრილ ადგილზე, სადაც დღისით 15-16 გრ ია, ღამით 8-10. ან მუდმივად 10-12 გრ. უფრო მაღალ ტემპერატურაზე და ტენიანობაზე იგი არ იყვავილებს. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/210-dendrobiumis-movla-saxlis-pirobebshi.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის

12 May 0 5 242
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно