ნეორეგელია

ბრომელიასებრთა ოჯახის მცენარე,მისი სამშობლოა ბრაზილია.ეს ეპიფიტური მცენარეა,ითვლიან 40-დან 80-მდე სახეობას.ნეორეგელიას არ გააჩნია ღერო,წარმოქმნის ფოთლების ფართო როზეტს.ფოთლები ფართო-ქამრისებურია,ნაპირებში დაკბილული.ყვავილობის დროს კენწეროს ფოთლები,რომლებიც გარს ერტყმიან ყვავილედს,იღებენ მკვეთრ შეფერილობას,წითელს,მოიისფროს ან ნარინჯისფერს.ყვავილედი მტევნისებურია,მრავალრიცხოვანი ყვავილებით,რომლებიც შეზრდილია მილისებურად,ბოლოებში სამი მოხრილი ფურცელი აქვს.
ეს მცენარე საკმაოდ გავრცელებულია,მას ფოთლების სილამაზის გამო აფასებენ.იგი სიგანეში იზრდება,ამიტომ დიდ ადგილს იკავებს,ყველაზე უკეთესია მისი მოთავსება სადგამზე,ფანჯარასთან ახლოს.
განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა კაროლინის ნეორეგელია Neoregelia carolinae, მისი ფოთლები სიგრძეში 40 სანტიმეტრს არწევს,სიგანეში კი 5 სანტიმეტრს.ფოთლებს ნაპირებზე ღია ყვითელი ფერის ზოლები დაყვება,როზეტის ცენტრი კარმინისფერ-წითელია,ყვავილები კი ცისფერი.როზეტის შუაგული აყვავების წინ წითლდება.აღსანიშნავია რომ ნეორეგელია საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა,კარგად ეგუება ოთახის პირობებს და ადვილად იტანს მშრალ  ჰაერს.ნეორეგელია - მოვლა
ტემპერატურა: ზაფხულში ჩვეულებრივი ოთახის ტემპერატურა ესაჭიროება,დაახლოებით +22-25 რადუსი,ზამთარში სიგრილე - +16-20 გრადუსამდე,ზამთრის მინიმალური ტემპერეტურაა +13 გრადუსი.
განათება: ნეორეგელია სინათლისმოყვარულია,მას კარგი განათება ესეჭიროება,ზაფხულის ცხელ დღეებში დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისაგან.მისთვის საუკეთესო ადგილია სამხრეთის ფანჯრის ახლოს მოთავსება,ან აღმოსავლეთის ან დასავლეთის ფანჯრის რაფა.ზამთარში განსაკუთრებით მოითხოვს ნათელ ადგილს.ნეორეგელია ხშირად ფანჯრის რაფაზე არ თავსდება,ამიტომ მას დგამენ პატარა მაგიდაზე ან სადგამზე ფანჯრის სიახლოვეს,ბუნებრივი სინათლისაგან მოშორებით,ამიტომ საჭირო ხდება დამატებითი განათება.
მორწყვა და ჰაერის ტენიანობა: როგორც ყველა ბრომელიასებრს,ნეორეგელიას რწყავენ როზეტში წყლის ჩასხმის საშუალებით.წყალი აუცილებლად ნადგამი უნდა იყოს,ოთახის ტემპერატურის.გაზაფხულზე და ზაფხულში როზეტში წყალი მუდამ უნდა იდგეს,რომელიც თვეში ერთხელ ახალი წყლით უნდა შეიცვალოს.
ზამთარში +17 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე ყოფნისას უმჯობესია წყალი ნიადაგიდან დაასხათ და არა როზეტში,დაბალი ტემპერატურის გამო შესაძლოა განვითარდეს სოკოვანი ან ბაქტერიული ინფექციები.
ნეორეგელიებს უყვართ რეგულარული შესხურება,რომელიც აუცილებელია თუ მცენარე ძალიან თბილ ოთახში იმყოფება (ცენტრალური გათბობა)
სასუქი: მაისიდან აგვიტოს ჩათვლით საჭიროა თვეში ერთხელ მიეწოდოს კვება.სასუქი ზავდება მოსარწყავ წყალში და ისხმება როზეტში.გამოიყენება ბრომელიებისათვის ან ორქიდეებისათვის განკუთვნილი სასუქები.შესაძლებელია სხვა ოთახის მცენარეების სასუქიც გამოიყენოთ,მაგრამ სამჯერ ნაკლები დოზირებით,ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში.
გადარგვა: ყვავილობის შემდეგ დედა მცენარე კვდება და ტოვებს შვილეულ ამონაყარებს,რომლებიც ასეთ ნიადაგში უნდა დაირგას - 1 წილი მსუბუქი,კორდის მიწა,1 წილი ფოთლოვანი ტყის მიწა,1 წილი ტორფი და 1 წილი ქვიშანარევი ნეშომპალა.შეიძლება გამოიყენოთ შეძენილი მიწის მზა ნარევი ორწიდეებისათვის.ჩასარგავი ქოთანი ზედმეტად ღრმა არ უნდა იყოს,უკეთესია ფართო,განიერი ქოთნების გამოყენება.
გამრავლება: მრავლდება გვერდითი ამონაყარებით,რომლებსაც მაშინ  აჭრიან როდესაც ფესვები განუვითარდებათ.ასევე მრავლდება თესლით,რომელიც ფხვიერ ნიადაგში უნდა დაითესოს (ქვიშის და ფოთლოვანი ტყის ნიადაგის თანაბარი ნარევი).
საჭირო ინფორმაცია: ნეოროგელია,როგორც სხვა ბრომელიასებრნი,შესაძლოა გამრავლდეს თესლით,რომელიც ითესება ფოთლოვანი მიწის და სფაგნუმის ნაზავში (ან ქვიშის).ნიადაგი წინასწარ უნდა გასტერილდეს მიკროტალღურ ღუმელში ან კალიუმპერმანგანატის ძლიერი ხსნარის გამოყენებით.ნათესი უნდა მოთავსდეს თბილ ადგილზე +24-25 გრადუსზე.სუბსტრატი პერიოდულად დანამეთ და აუცილებლად გაანიავეთ,რათა თავიდან აიცილოთ ლპობა.
ნერგები 2-3 კვირაში უნდა ამოვიდეს,როდესაც ისინი საკმაოდ წამოიზრდება,ისინი უნდა გადაირგას მომცრო ქოთნებში,კორდის მიწისა და ფოთლოვანი მიწის (ან ტორფის) ნარევში,გამაფხვიერებლის დამატებით (ვერმიკულიტი,ქვიშა,ფივის ქერქები ან ქოქოსის ბოჭკო).ყვავილობას უნდა ელოდეთ როდესაც მცენარე 3-4 წლის ასაკს მიარწევს.
მავნებლები: ბრომელიის ფარიანა - ღია ყავისფერია ბრტყელი ფორმისაა.ნაკლებად მოძრავი მავნებლებს ყავისფერი ფარი აქვთ და ეკრობიან ფოთლის ზედაპირს,წუწნიან უჯრედის წვენს.დაზიანებული ფოთლები ყვითლდება და ხმება.
ბრძოლის მეთოდები: დასაწყისში ეცადეთ გაწმინდოთ ფოთლები სამედიცინოს სპირტში ან საპნიან ხსნარში დასველებული ღრუბლით.თუ ეს არ უშველის გამოიყენეთ აქტარა.
ფქვილისებრი ცრუფარიანა - წააგავს თეთრ ბამბის ბურთულებს,სახლდება ფოთლის ძირებზე,ზოგჯერ პირდაპირ საყვავილეზე.აზიანებს ფოთლებს,მის გამონაყოფზე კისახლდება ჭვარტლის სოკო.მზენარე ჩამორჩება ზრდაში,ფოთლები უყვითლდება,თუ ზომებს არ მიიღებთ მცენარე შესაძლოა დაიღუპოს.
ბრძოლის მეთოდები: საპნიან ხსნარში ან სპირტში დასველებული ღრუბლით  გაწმინდეთ ფოთლები ორივე მხრიდან.მავნებლები მოაცილეთ სპირტში დასველებული ბამბიანი ჩხირით.ძლიარი დაზიანების დროს დაამუშავეთ ინსექტიციდით (აქტელიკი,აკტარა,კონფიდორი).
აბლაბუდიანი ტკიპა - ფოთლებზე ჩნდებაარასწორი ფორმის მკრთალი ლაქები,ზოგჯერ წერტილოვანი დაზიანებები,რომლებიც სინათლეზე გახედვისას მოჩანს.დაზიანებული ფოთლები ყვითლდება და კვდება.
ბრძოლის მეთოდები: მცენარის ირგვლივ მოუმატეთ ჰაერის ტენიანობას,დაბანეთ ფოთლები ქაფიანი  ღრუბლით(ზოოშამპუნი ან სარეცხის საპონი), გააჩერეთ ფოთლებზე ქაფი 5 წუთის განმავლობაში,შემდეგ კი ჩამობანეთ თბილი წყლით.ძლიერი დაზიანებისას დაამუშავეთ აკარაციდით. https://yvavilebismovla.ge/metodebi/149-rogori-naturebi-shevarciot-ganatebistvis.html
თარგმანი: ლ ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
11 May 0 2 131
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно