გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ლაქები ორქიდეის ფოთლებზე

ზოგჯერ მცენარეებიც ავადმყოფობენ და მათ შველა  სჭირდებათ, მაგრამ მანამდე უნდა დადგინდეს მიზეზები.  ორქიდეის დაავადების პირველი ნიშნები ფოთლებს ეტყობათ.
ლაქების წარმოქმნის მიზეზები: პირველ რიგში ეს არასწორი მოვლის შედეგია, კერძოდ:
-მზის პირდაპირი სხივების მოხვედრა ფოთოლზე. ეცადეთ სწორი ადგილი შეურჩიოთ მცენარეს.
-ჭარბი მორწყვა. ყურადღება მიაქციეთ, რომ  წყალი არ ჩაგუბდეს ქოთანში.
-არასაკმარისი ვენტილაცია.  ქოთანს რამდენიმე ნახვრეტი უნდა ჰქონდეს დაახლოებით 1 სმ დიამეტრის და არა მარტო ძირში, არამედ პერიმეტრზეც.
-დახუთული ჰაერი ოთახში. ხშირად გაანიავეთ  ოთახი, სადაც ორქიდეაა, მხოლოდ  მცენარე  მოარიდეთ ორპირს
-ქოთნის არასათანადო ზომა. შეარჩიეთ ქოთანი მცენარის ფესვის მიხედვით და პერიოდულად გადარგეთ  ცოტა უფრო დიდში, ვიდრე წინა ჯერზე იყო ჩარგული.
-არასწორი მორწყვის რეჟიმი. ზოგ სახეობას ზემოდან არ რწყავენ ფოთლის თავისებურებიდან გამომდინარე - წყალი გროვდება მის ძირში და ლპობას იწვევს.
-უხარისხო სუბსტრატი. იგი უნდა იყოს ფხვიერი, კოშტების გარეშე, რომელშიც წყალი კარგად გაივლის და მორწყვის მერე არ დაიკოშტება.მას კარგი დრენაჟი და მორწყვის მერე სასიამოვნო სუნი უნდა ჰქონდეს.
-სასუქის მეტ-ნაკლებობა. გასათვალისწინებელია არა მარტო შემადგენელი კომპონენტების თანაფარდობა. უნდა გათვალოთ სასუქის მიცემის ვადები, რაოდენობა, პერიოდულობა, რაც მცენარის სახეობაზეა დამოკიდებული.
დაავადების გამომწვევები: ერთი ან რამდენიმე ზემოჩამოთვლილი მიზეზი იწვევს შემდეგ დაზიანებებს:
-სოკოვანი ინფექცია, ზიანდება ღერო და ფოთლები. მიზეზი მაღალი ტენიანობა და დაბალი ტემპერატურაა.
-ბაქტერიები, ზიანდება მცენარის ფოთლის ქსოვილები ღრმად, მიზეზი ტრამვაა ან წყლის დაგუბებაა მიწაში.
-ვირუსული დაავადებები, მიზეზი მცენარის ფიზიოლოგიური თავისებურებებია.
ფალენოპსისის დაავადებები: ფოთლებზე ლაქები რამდენიმე მიზეზით ჩნდება:

         
ჭინჭრის ცხელება - დეფექტი ფოთლებზე სწრაფად ვითარდება, მუქი მრგვალი, 3მმ  დიამეტრის ლაქების სახით, მერე თანდათან მთელს მცენარეზე ვრცელდება. მიზეზი დაბალი ტემპერატურაა, მაღალი ტენიანობა ან ცუდი ვენტილაცია.
Bacillus Cypriped: საკმაოდ საშიში დაავადებაა, გამომწვევია პათოგენური ჩხირი, რომლის გავრცელებისთვის საჭიროა მაღალი ტემპერატურა, ტენიანობა. წარმოიქმნება პატარა ღია ფერის სწრაფად მზარდი ლაქები, მერე ეს დაზიანებული ადგილი რბილდება, მუქდება და ცუსი სუნი ასდის, მიზეზი არასწორი მოვლა ან დანამვაა.
მშრალი ლაქები: ფოთოლზე ჩნდება ყავისფერი ლაქები, რომლებიც თანდათან მთელს მცენარეს აზიანებს. ეს სოკოვანი დაავადება ჰაერის მაღალი ტენიანობის გამო ვითარდება.
ფიტოფტოროზი: დაავადებას იწვევს სოკო Phytophtora cactorum.. ფოთლებზე ჩნდება იისფერი დაზიანება, რაც მერე შავდება და მცენარე შეიძლება მოკვდეს. მიზეზია ძალიან მკვრივი სუბსტრატი ან უხვი მორწყვა.
 Mesophyll collapse: ფოთლებზე ჩნდება ყვითელი არასწორი ფორმის ლაქები, რომლებიც თითქოს ჩაზნექილია. მიზეზი - ცივი წყლით მორწყვა და დანამვაა.

ბაქტერიული ლაქოვნება: ამ დაავადებას სოკო Cercospor იწვევს, ფოთლის ზედა მხარე იფარება ყვითელი 5-10მმ ზომის არათანაბარი ლაქებით. ქვედა მხარე კი - ობით. ამას იწვევს მაღალი ტემპერატურა და ცუდი ვენტილაცია.
Phyllostictina Pyriformis-სოკოვანი დაავადებაა, ვითარდება ყვითელი ან შავი ლაქები, რომლებიც რამდენიმე თვის  განმავლობაში უცვლელად რჩება, თუმცა ღრმად ქსოვილებში პროცესი მიდის და საბოლოოდ ფოთოლი კვდება.
ქლოროზი: ქლორის მოქმედებით ფოთოლს უჩნდება პატარა შავი დეფექტები, ფოთოლი ეხვევა და კვდება.
Burkholderia gladioli ბაქტერიული დაავადებაა, ფოთლებს უჩნდება მუქი ლაქები, რომელსაც მოყინვად თვლიან.
მკურნალობა: ბაქტერიული ინფექციის დროს უნდა მოიჭრას დაზიანებული ადგილები სტერილური ინსტრუმენტით და გადანაჭერიც უნდა დეზინფიცირდეს ბრილიანტის მწვანით, ხის ნახშირით ან ფუნგიციდით. მცენარეს დებენ თბილ, ნათელ უმზეო ადგილზე სადაც კარგი ვენტილაციაა და რამდენიმე დღე არ რწყავენ. მაგრამ არსებობს დაავადებები, რომლის დროსაც ორქიდეა კვდება - ქლოროზი, ფიტოფტოროზი. ამიტომ ხშირად მიმართავენ პროფილაქტიკურ ზომებსაც.
პირველ რიგში უნდა დაიცვათ სწორი მოვლის წესები. უნდა იცოდეთ მცენარის დასახელება, სახეობა, თავისებურებები, მისი წარმოშობის ადგილი, ბუნებრივი კლიმატური პირობები და უნდა ეცადოთ სახლშიც მაქსიმალურად მსგავსი პირობები შეუქმნათ მას, ააცილეთ მცენარეს თავიდან დაზიანება, ჭრილობა, გადატეხვა, ასე დაზიანებული მცენარე  ადვილად ავადდება ბაქტერიებით.
ვინაიდან დაავადების პირველი სიმპტომები ფოთლებზე ჩნდება ლაქების სახით, შესაძლებელია სწრაფად დაადგინოთ მიზეზი და ადეკვატური ზომების საშუალებით  დაეხმაროთ მცენარეს.  სწორი მოვლით მცენარე სწრაფად გამოჯანმრთელდება.

https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/185-meqanikuri-dazianeba-da-mzit-damwvroba.html
11 May 0 11 621

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно