ორქიდეის გამრავლება სახლის პირობებში

თუ თქვენ ორქიდეის მფლობელი გახდით, პირველ რიგში მისი მოვლის წესებს უნდა გაენოთ კარგად, და შესაძლოა, მერე მისი გამრავლებაც მოინდომოთ.
ვეგეტატიური გამრავლება: ყველაზე კარგი პერიოდი ამისთვის  ადრე გაზაფხულია, როცა მცენარე იღვიძებს. ეს გამრავლების ყველაზე გავრცელებული მეთოდია, და ცოტა განსხვავდება სიმპოდიალური და მონოპოდიალური სახეობებისთვის.
სიმპოდიალური ორქიდეის გამრავლება: ეს სახეობა უმეტესად ბუჩქის დაყოფით მრავლდება. ამ სახეობის ორქიდეებს ზრდის რამდენიმე წერტილი აქვთ, რომლებიდანაც მოგვიანებით ფსევდობულბები ვითარდება და რაც მეტი ფსევდობულბაა, მით მეტია შანსი, რომ დაყოფით გამრავლება წარმატებული იქნება. ამ პროცედურისთვის საჭიროა გასტერილებული ბაღის დანა. ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან ფრთხილად და გადაჭერით ფესვი ისე, რომ თითოეულ მხარეს 2-3 ბულბა მოექცეს. გადანაჭერს მოაყარეთ ხის დაფხვნილი ნახშირი. ეცადეთ ძალიან პატარებად არ დაჭრათ მცენარე, რადგან ასე ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი მცენარეები ვერ გაიზრდებიან. 

ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, რომ გადაჭრა ხშირად არასრულფასოვანია. ერთ მხარეს შეიძლება მოხვდეს ზრდასრული ბულბები, მეორე მხარეს კი - ახალგაზრდა. შესაბამისად, პირველი ნაწილი ნელა გაიზრდება, რადგან ახალგაზრდა ბულბა უფრო გავითარებულ კვირტებს შეიცავს და მისგან სწრაფად გაიზრდება ჯანსაღი მცენარე,  ძველი ბულბა ასეთ კვირტებს არ შეიცავს და საყვავილე ღერები ვითარდება ჯერ კიდევ მიძინებული წვრილი კვირტებიდან, ამიტომ ნაზარდი აქ სუსტი იქნება. თუ მცენარე დიდია, მას წინასწარ ამზადებენ დაყოფისთვის. ერთი წლით ადრე დანით ოდნავ ჩაუჭრიან ფესვებს მომავალი  დაყოფის ადგილებზე. ასეთი ქმედება ააქტიურებს დამატებითი კვირტების გამოტანის პროცესს, რისი წყალობითაც გადარგვის დროისთვის საკმაო რაოდენობის სრულფასოვან ნაწილებს მიიღებთ გაყოფის მერე.
მოვლა გაყოფის მერე: ახალგაზრდა ბულბებიან ნაწილს უვლიან ისე, როგორც ზრდასრულ მცენარეს - რეგულარულად ნამავენ, რადგან დაყოფილი მცენარე ფესვთა სისტემის ნაწილსაც ჰკარგავს და მას დამატებით ტენი ესაჭიროება. რაც შეეხება ძველ ბულბებიან ნაწილს, მას ისე არ რგავენ, როგორც ზრდასრულ მცენარეს. რადგან ასეთ შემთხვევაში ბევრ წყალს დაჰკარგავს და ახალი ნაზარდი სუსტი გაიზრდება. მას დებენ ტენიან მიწაში და რეგულარულად ნამავენ. თუ დანაყოფი ძალინ სუსტია, ცდილობენ,  მაქსიმალურად ტენიანი გარემო შეუქმნან- პოლიეთილენს პაკეტს ავსებენ ხავსით და მერე შიგ ათავსებენ დაყოფილ მცენარეს. ასე გამოდის ტენიანი იზოლატორი.
მას მერე, რაც ახალ ნაზარდს შენიშნავთ ფესვებზე, შეიძლება მისი დარგვა მუდმივ ადგილზე. ახალგაზდა მცენარეს დიდი ყურადღება სჭირდება. აუცილებელია მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს, რადგან არასაკმარისი მორწყვით ფოთლის როზეტები იფიტება, ქვედა ფოთლებს მცენარე სწრაფად ჰკარგავს და მერე მთელი მცენარეც შეიძლება მოკვდეს.
დაკალმება: ასეთი მეთოდით ხდება მონოპოდიალური ორქიდეების გამრავლება. მცენარეს აჭრიან წვეროს  მასზე მზარდი რამდენიმე საჰაერო ფესვით და რგავენ წინასწარ მომზადებულ მიწაში. უვლიან, როგორც სრულყოფილ მცენარეს. დარჩენილ ნაწილიან ქოთანს დებენ ტენიან ადგილზე, ცოტა ხნის მერე იგი ახალ ტოტებს გამოიტანს, და როცა მათზე ფესვებს შეამჩნევთ, თამამად შეგიძლიათ მათი მოშორება. მერე მათაც მოზრდილი მცენარეებივით უვლიან- რგავენ სპეციალურ სუბსტრატში, ნამავენ. (3)
ზოგჯერ მონოპოდიალურ მცენარეებს ფოთლის უბის კვირტებს უმუშავებენ ზრდის ჰორმონებით, კერძოდ - კინეტინით. მოაჭერით ქვედა რამდენიმე ფოთოლი და მიძინებული კვირტები დანამეთ 750მგ/ლ კინეტინის ხსნარით 5-10 დღიანი ინტერვალით 2ჯერ. ეს ხელს უწყობს მიძინებული კვირტების გამოღვიძებას და ახალი ტოტების გაზრდას, რომლებსაც შემდგომში მოაშორებენ მცენარეს. ოპტიმალური დრო ამისთვის მარტი-აპრილია.
ორქიდეის გამრავლება საყვავილე ღერითაც შეიძლება, თუმცა ეს რთულია შედარებით და მეტი გამოცდილება სჭირდება: ყვავილობის შემდეგ საყვავილე ღეროს ჭრიან ძირში, მას რამდენიმე ნაწილად ჭრიან ისე, რომ ყველა ნაწილის ცენტრში კვირტის მუხლი მოხვდეს. პლასმასის ჭურჭელში აფენენ ხავსს და შიგ ათავსებენ კალამს ჰორიზონტალურ მდგოომარეობაში ისე, რომ კვირტი სუბსტრატის ზემოთ იყოს. დებენ სითბოში და ნათელ ადგილზე. 3-4  დღეში ერთხელ ზომიერად რწყავენ. რამდენიმე თვეში კვირტებიდან ახალი მცენარე იზრდება გავითარებული ფესვთა სისტემით. მათ აშორებენ კალამს და რგავენ ცალკე. მოცილებას საკმაო სიფრთხილე სჭირდება, რომ ფესვები არ დაზიანდეს - მათ მდგომარეობაზეა დამოკიდებული მომავალი მცენარის შემდგომი ზრდა.
გამრავლება შვილეული ტოტებით: დანაწევრებულბულბებიან ორქიდეებს ხშირად უვითარდებათ გვერდითა ტოტები (დენდრობიუმი, კალანთე) - პატარა ახალი ნაწილები, რომელთა გამოყენებით მიიღება დამოუკიდებელი მცენარეები. ასე შვილეული ნაწილის გავითარებისთვის აუცილებელია მაღალი ტემპერატურა, აზოტშემცველი სასუქი. როცა გვერდითა ტოტებს ფესვები გაუვითარდება, მათ აცლიან დედა მცენარეს. შვილეული ტოტები, რომლებსაც საკუთარი ბულბები არ აქვთ, დედა მცენარის ბულბასთან ერთად ჭრიან. ასე იგი დროებით საკვებ ნივთიერებებს საკმაო რაოდენობით მაინც მიიღებს დედის ბულბის საშუალებით. (4)
თუ ფიქრობთ, რომ დედა ბულბის დაყოფით მცენარეს გარეგნობა გაუფუჭდება, შეიძლება გვერდითა ტოტები მოაშოროთ საკუთარი ბულბის ფორმნირების შემდეგ. მათ უვლიან ისე, როგორც მოზრდილ მცენარეს. სწორი მოვლით 2-3 წელში ჯანმრთელ მცენარეს მიიღებთ, რომელიც მალე ყვავილებსაც გაჩუქებთ და ახალ ნაზარდსაც.
გამრავლება თესლით: ვეგეტატიურ მეთოდს თავისი ნაკლიც აქვს, კერძოდ წარმატების დაბალი მაჩვენებელი. ერთი მცენარიდან  მაქსიმუმ 2-3 ახალი მცენარე მიიღოთ ტოტის ზედა ნაწილიდან, 1-2  - ბუჩქის დაყოფით და დაკალმებითაც  - 10მდე. მაშინ, როდესაც თესლით ორქიდეა საკმაოდ კარგად მრავლდება - ერთი დათესვით ათასამდე ახალი მცენარე ამოდის. (5) მაგრამ ეს მეთოდი საკმაოდ რთულია გამოცდილი მეყვავილეებისთვისაც კი,. ორქიდეის თესლს არ აქვს საკუთარი საკვები ქსოვილი. ამიტომ ხელოვნურად უნდა შეიქმნას საკკვები გარემო, რომ თესლი კარგად გაიზარდოს. ეს გარემო უნდა იყოს აუცილებლად გასტერილებული, რომ შიგ არ გამრავლდეს სოკო და ბაქტერია. ეს კი რთულია. საჭიროა ტემპერატურის, ტენიანობის. განათების მკაცრი კონტროლი, მცირე გადახრაც კი დამღუპველია ნათესისთვის. ამიტომ ორქიდეას თესლით ლბორატორიებში ამრავლებენ, სადაც ყველა პირობაა დაცული. სახლში ორქიდეის გამრავლება რთულია, მაგრამ ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებით და ზედმიწევნით შესრულებით კარგი შედეგის მიღებაც შესაძლებელია. ასე თქვენი საყვარელი ჯიშების მშვენიერი კოლექციის მიღებას შესძლებთ.

თარგმანი თ. სუპატაშვილის


Loading the player...
11 May 0 8 489
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно