რატომ უყვითლდება ნემსიწვერას ფოთლები

ბევრ უყვარს ოთახის ყვავილები და ბევრგან ნახავთ სახლებში სხვადასხვა გემოვნებით შეძენილ ოთახის მცენარეებს, მაგრამ განსაკუთრებით პოპულარულია ნემსიწვერა მისი უპრეტენზიობის, ადვილი მოვლის და რა თქმა უნდა, სილამაზის გამო, მას დადებითი ენერგეტიკა შეაქვს სახლში, კარგი ანტიდეპრესანტია  . მაგრამ ზოგჯერ ისიც ჰკარგავს სილამაზეს. ერთერთი გავრცელებული პრობლემა ფოთლის გაყვითლებაა. მიზეზი  საკმაოდ ბევრია. ძირითადად კი შემდეგი განაპირობებს ფოთლის გაყვითლებას: შეუსაბამო ქოთანი, არასწორი მორწყვის რეჟიმი, არასწორად შერჩეული ნიადაგი და სასუქი, არასწორი მოვლა ზამთარში, დაავადებები.
შეუსაბამო ქოთანი: ქოთნის ზომას განაპირობებს ფესვების სიდიდე. ზოგს მიაჩნია, რომ რაც უფრო დიდ ქოთანში ჩარგავს მცენარეს, მით კომფორტულად იგრძნობს თავს იგი, მაგრამ ეს შეცდომაა, რაც საბოლოოდ ფოთლის გაყვითლებას იწვევს. იდეალური ვარიანტია 12-14სმ დიამეტრის და 10-15 სმ სიმაღლის ქოთანია.
არასწორი მორწყვის რეჟიმი: თუ ხედავთ, რომ მცენარე მოწყენილია და ალაგ-ალაგ ლპობა ეპარება, ეს მიუთითებს გადაჭარბებულ მორწყვაზე. ესეც გაყვითლებული ფოთლის ერთერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. იგი უფრო ადვილად იტანს სიმშრალეს, თუმცა არც ზედმეტად გამოშრობა ივარგებს, რადგან ასეთ შემთხვევაში ფოთოლი კიდეებიდან დაიწყებს გაყვითლებას ცენტრის მიმართულებით, მერე კი დასცვივდება. ამიტომ უნდა მოუსინჯოთ მიწა - როდესაც ზედა ფენა გაშრება, შეიძლება მორწყვა. პერიოდულად მიწა უნდა გააფხვიეროთ. რომ ფესვებს ჰაერიც მიეწოდოს.

არასწორად შერჩეული ნიადაგი: უაღრესად მნნიშვნელოვანი პუნქტია. მზა მიწა უნდა შეიძინოთ სპეციალურად მათთვის ან თავად მოამზადოთ. მიწა უნდა იყოს ნოყიერი. მას მოსწონს ტორფის და ბაღის მიწის ნარევი. ქოთნის ძირში კი საჭიროა დრენაჟიც. იგი ხელს უშლის ფესვების ლპობას, რაც ასევე იცავს შემდგომში ფოთოლს გაყვითლებისგან.
სასუქი: არც ამ პუნქტის იგნორირება შეიძლება, მას უყვარს სხვადასხვაგვარი ორგანული და მინერალური ნივთიერებები. მაგრამ აქაც ზომიერებაა საჭირო. გადაჭარბებული სასუქი, კერძოდ, აზოტშემცველი, იწვევს ფოთლის გაყვითლებას. კარგია უფრო ფოსფორ-კალიუმიანი სასუქი. ზოგჯერ მას იოდანი წყლითაც რწყავენ, რაც დადებითად აისახება მცენარეზე.  
ზამთარი: სეზონზე არასწორი მოვლაც ხშირად განაპირობებს ფოთლის სიყვითლეს. ზამთარში მორწყვას ამცირებენ კვირაში 1- 2 მდე. სასუქიც არასასურველია ამ პერიოდში. მას შედარებით ჩრდილში დებენ გამათბობლების და ორპირისგან მოშორებით. ტემპერატურა სასურველია 12 გრ ს ქვევით არ იყოს. ზამთარში მისი გადარგვა-გამრავლება არასასურველია. ეს კარგია მარტიდან, როცა მცენარე იღვიძებს. მას აცლიან გამხმარ ფოთლებს, ტოტებს და აძლევენ სასურველ ფორმას. თუ ზამთარი კარგად გამოიარა და წესების დაცვით დაისვენა, მომდევნო წელს უხვი და ხანგრძლივი ყვავილობით გაგახარებთ.

დაავადებები: კიდევ დაავადებებიც ხშირად იწვევს ფოთლის გაყვითლებას. ნემსიწვერას გავრცელებული დაავადებებია: - ბაქტერიული - ფოთლებზე ჩნდება სხვადასხვა ზომის ლაქები, ძირითადად ყავისფერი და ასეთი ლაქები ქვემოდან ზემოთ ვრცელდება. ასეთ დაზიანებულ ფოთლებს სწრაფად აშორებენ. არეგულირებენ მორწყვას და ქოთანში დრენაჟს უყრიან.
 - ფოთლის ჟანგი - მას წარმოქმნის სხვადასხვა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები. ფოთლებზე ჩნდება ყვითელი ლაქები და სპორების ბალიშები, დაავადება იწყება ძირიდან და თუ ყურადღების გარეშე დარჩება, მალე მთელ მცენარეს დააზიანებს და მოსპობს. მიწა მუდამ უნდა გასუფთავდეს სარეველა ბალახისგან და კარგად უნდა გაფხვიერდეს - ფოთლის ლაქოვნება - ესეც სოკოვანი დაავადებაა, იგი ვითარდება ფოთლის ქვედა მხარეს პატარა ლაქა- ბუშტულას სახით. მცენარე უნდა დამუშავდეს ფუნგიციდით,მაგრამ  თუ არ ეშველა, სჯობს ასეთი მცენარის მოშორება, რომ დაავადება სხვა მცენარეებსაც არ გადაედოს.ასევე გაეცანით ხალხურ საშუალებებს წითლად მოცემულ ბმულზე: https://yvavilebismovla.ge/movla/142-xalxuri-sashualebebi-mcenareebistvis.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის

09 May 0 4 755
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно