გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

სასმელი სოდის გამოყენების 10 ხერხი აგარაკზე

 სოდის გამოყენება სხვადასხვაგვარად შეიძლება ბაღ-ბოსტანში. იგი მცენარეებისთვის უსაფრთხოა, არც სასარგებლო მწერებს აყენებს ზიანს  და ზედმეტი თუ მოგივათ, არც მოსავლის ხარისხზე იმოქმედებს. მისი ხსნარის მოსამზადებლად ნუ გამოიყენებთ ლითონის ჭურჭელს. ნუ გააცხელებთ ხსნარს 55 გრ ზე მეტად. ასეთ შემთხვევებში იგი სასარგებლო თვისებებს ჰკარგავს.
1. სასმელი სოდა ნაცარა სოკოს წინააღმდეგ: ეს სოკო ბევრ მცენარეს აზიანებს, სწრაფად ვრცელდება მეზობელ მცენარეებზე და შეიძლება მთელი ნარგავები გააფუჭოს. მათ დასაცავად იყენებენ გამოცდილ რეცეპტებს სასმელი სოდის გამოყენებით:
 - 1ლ წყალში ხსნიან 1ს.კ სოდას, ამატებენ  1ს.კ. მცენარეულ ზეთს და 1 ჭ თხევად ჭურჭლის სარეცხ საშუალებას. კარგად ურევენ და მერე მშრალ ამინდში ასხურებენ მცენარეებზე.
 - 5ლ წყალში ხსნიან 20გრ თხევად საპონს, 2ს.კ სოდას. კარგად ურევენ  და იყენებენ. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად სასურველია არანაკლებ 5 შესხურებისა - პირველად ყვავილობის წინ, მერე კი ყოველკვირეულად.
2. ვარდების გაახალგაზრდავება: 5ლ წყალში იხსნება 1ჩ,კ სოდა, ½ ჩ.კ ნიშადური და 1 ჩ,კ  მაგნიუმის სულფატი. ამ ხსნარს ასხურებენ ბუჩქებს. იგი ხელს უწყობს ახალი ყლორტების გამოტანას.
3. სარეველების წინააღმდეგ: მოსაბეზრებელია რეგულარულად ბაღის წმენდა სარეველა ბალახისგან, რაც ბილიკის ფილებს შორის იზრდება. 1 ლ წყალში ხსნიან 2-4 ს,კ სოდას და ამ ხსნარს ასხამენ ფილებს შორის. რაც მეტი კონცენტრაციის იქნება ხსნარი, მით უკეთესი. 4. კომბოსტოს მავნებლების წინააღმდეგ: კომბოსტოს ახალ ფურცლებს სიამოვნებით მიირთმევენ მუხლუხოები, მათ ებრძვიან თანაბარი პროპორციით არეული სოდის  და ფქვილის მოყრით მიწასა და თავად მცენარეზე.
5.პომიდვრის საკვებად: იმისთვის, რომ ნაყოფი ტკბილი და გემრიელი იყოს, მის მწვანე მასას ასხურებენ სოდის 0,5 % ხსნარს ან რწყავენ 3,5 % ხსნარით.
6. ბუგრის წინააღმდეგ: დეკორატიული მცენარეების ყვავილობის და ხილ-ბოსტნეულის მოსავლის აღებისას არარეკომენდებულია ქიმიური პრეპარატების გამოყენება, თუ ამ პერიოდში მათ ბუგრი შეესევათ. ამიტომ იყენებენ სოდიან ხსნარს - 12-15გრ 0,5 ლ წყალზე.
7.ნიადაგის მჟავეობის დასარეგულირებლად: სოდა ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფუძე (ტუტე) ნივთიერებაა. თუ ნაკვეთში მიწა მჟავეა, 100გრ სოდას ხსნიან 1ლ წყალში და ამ ხსნარს ასხამენ ახალგადაბარულ ნიადაგზე. მერე კი ფარცხავენ.
8. აუცილებელი ნივთიერება ვაზისთვის: ნაყოფის მომწიფებისას შეასხურეთ  მცენარეს სოდის  5 % ხსნარი. იგი გაზრდის ნაყოფის სიტკბოს და დაიცავს მას ნაცრისფერი ლპობისგან.
9. ხელის დასაბანად: თუ თქვენ მარგლავთ ხელთათმანის გარეშე, მერე გაგიჭირდებათ ჩამჯდარი ჭუჭყის მოშორება ხელიდან ჩვეულებრივი საპნით და წყლით. დაიყარეთ სველ  დასაპნულ ხელზე ცოტა სოდა და წაუსვთ ხელები ერთმანეთს რამდენიმე წთ, მერე კი გადაიბანეთ. სოდა აღწევს ეპიდერმისში და ხსნის იქ არსებულ ბაღის ჭუჭყს.
10. ცუდი სუნის მოსაშორებლად:  კომპოსტს გახრწნისას  საკმაოდ ცუდი სუნი აქვს. მის მოსაშორებლად კომპოსტის ყუთში ყრიან სოდასაც. https://yvavilebismovla.ge/movla/141-safuari-soda-da-mdogvi-saswrafo-daxmareba-mebostneebs.html

თარგმანი თ. სუპატაშვილის

09 May 0 28 423

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно