რძიანა
რძიანასებრთა ოჯახის მცენარე.მისი სამშობლოა აფრიკის და ამერიკის სუბტროპიკები,კუნძული მადაგასკარი.ეს არის სუკულენტური მცენარეების ფართო ოჯახი,რომელიც 2000-მდე სახეობას აერთიანებს.ამ ოჯახის ზოგიერთი წარმომადგენელი გამოირჩევა უზარმაზარი ზომებით,ამიტომ ოთახის პირობებისათვის შეუფერებელია.ის რძიანები,რომელთა გამოზრდაც შესაძლებელია ოთახის პირობებში,დამსახურებულად სარგებლობენ თავისი მფლობელების სიყვარულით,პირველ რიგში თავისი დღეგრძელობით (ბევრი მათგანი მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს დეკორატიულობას),არაპრეტენზიულობით და მიმზიდველი,ორიგინალური გარეგნობით.ამ ოჯახის ყველა მცენარე ღეროს გადაჭრის ან მოტეხვის ადგილიდან გამოყოფს შხამიან,რძისებურ წვენს,რომელსაც ლორწოვან გარსზე მოხვედრისას შეუძლია საკმაოდ ძლიერი დამწვრობის გამოწვევა.
რძიანას სახეობები
რძიანა ულამაზესი Euphorbia pulcherrima ანუ პუანსეტია - მას ბეთლემის ვარსკვლავსაც უწოდებენ იმის გამო,რომ ყვავის კათოლიკური შობის პერიოდში.აქვს მოზრდილი,მკვეთრი მწვანე ფერის ნაზი ფოთლები.ყვავილედებთან განლაგებული ფოთლები შეიძლება იყოს წითელი,ვარდისფერი ან თეთრი.თვითონ ყვავილედი წვრილია და შეუმჩნეველი.ამ სახეობის რძიანებისათვის საჭიროა მზიანი ადგილი,მაგრამ ზაფხულში,შუადღის მზისაგან მოჩრდილვა ესაჭიროებათ.ზამთრის მინიმალური ტემპერატურა პუანსეტიასათვის არის +8 გრადუსი.ზაფხულში საჭიროებს რეგულარულ შესხურებას.გადარგვისას ის თითქმის ნახევრამდე უნდა გაისხლას.ზამთარში,გამათბობელი საშუალებებისაგან ზედმეტად გამომშრალი ჰარეის გამო ყრის ფოთლებს და კარგავს დეკორეტიულ შეხედულებას.
საერთოდ პუანსეტიას ზრდიან როგორც ერთწლიან მცენარეს და ყვავილობის შემდეგ აგდებენ,რადგან ეს რძიანა საკმაოდ რთული შესანახია სახლში ზამთარში.იგი ცუდად იტანს ასევე ორპირ ქარს და ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს.
რძიანა ფუშფუშა Euphorbia obesa - სუკულენტური მცენარე,კაქტუსისმაგვარი ბურთისებური ტანით,რომელსაც სუსტად აქვს გამოხატული წიბოები,ნაპირებზე ზოლად დაყვება ბუსუსიანი,უეკლო ნაზარდი.
თეთრძარღვოვანი რძიანა Euphorbia leuconeura - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რძიანა.ბუნებაში აღწევს 1,5 მეტრ სიმაღლეს,აქვს მკვეთრად გამოხატულ წიბოებიანი ღერო,რომლის ქვედა ნაწილში ფოთლები გაცვენილია და მხოლოდ კენწეროზეა შემორჩენილი.ამის გამო ამ რძიანას ხშირად ‘’პალმას’’ უწოდებენ.ფოთლები გრძელია ოველურ-კვერცხისებური,მუქი მწვანე ფერის,მკაფიოდ გამოხატული ძარღვებით.ყვავის წვრილი,უმნიშვნელო ყვავილებით.ნაყოფი - კოლოფია,რომლისგანაც მომწიფებული თესლები გამოიტყორცნება.როგორც ყველა რძიანა,ეს მცენარეც ვერ იტანს ნიადაგის ზედმეტ ტენიანობას,ამის გამო ფოთლები უყვითლდება და სცვივა.
რძიანა მილი Euphorbia milii - ასევე ეწოდება ეკლის გვირგვინი - ეს მცირე ზომის ეკლიანი ბუჩქია,ძლიერი მონაცრისფრო ღეროებით და ღია მწვანე,წაგრძელებული ფორმის ფოთლებით.ყვავილები მცირე ზომისა აქვს,თანაყვავილედები მკვეთრი წითელი ფერისაა და ხშირად მათ მიიჩნევენ ყვავილებად.თანაყვავილედები შეიძლება იყოს წითელი,ყვითელი,მოთეთრო-ვარდისფერი,ყვითელ-ვარდისფერი.ეს რძიანა საჭიროებს მაქსიმალურ განათებას ზაფხულში,ვარჯის ფორმირებას გასხვლის გზით და გრილად გამოზამთრებას - დაახლოებით +13 გრადუსის ფარგლებში.რძიანა მილი უნდა დაირგას უფრო ნოყიერ ნიადაგში,ვიდრე სხვა რძიანები (კომპოსტის ან კორდის მიწის დამატებით).ამ რძიანას კიდევ ერთი სახელწოდებაა - ბრწყინვალე Euphorbia splendens.
სამკუთხა რძიანა Euphorbia trigona - ბუჩქოვანი მცენარე ხორციანი ღეროებით.ბუნებაში იზრდება მაღალი,გაშლილი და ხშირი ბუჩქნარის სახით.სამკუთხა რძიანას ფესვთა სისიტემა მომცროა,თვითონ კი მაღალი იზრდება,ამიტომ სიმყარისათვის ღრმა ქოთანი ესაჭიროება დრენაჟის მაღალი ფენით,ან საყრდენი ჯოხი.
ცერეუსისებური რძიანა Euphorbia cereiformis - სუკულენტური მცენარეა,სწორმდგომი,ხორციანი და დატოტვილი ღეროებით.სიმაღლით ერთ მეტრამდე არწევს.ღეროს წიბოებზე ყავისფერი ან მონაცრისფრო ეკლები აქვს.კენწეროზე განლაგებული აქვს მცირე ზომის წაგრძელებული,ბოლოში წაწვეტებული ფოთლები.
რძიანა მსხვილრქა Euphorbia grandicornis - სუკულენტური მცენარე,სწორმდგომი დატოტვილი,ხორციანი ღეროებით.ჭრილში სამწახნაგოვანია,აქვს გამოხატული წიბოები,რომლებიც არათანაბარია.წიბოს გაყოლებაზე ერთმანეთისადმი ბლაგვი კუთხით განლაგებულია მოზრდილი მოყვითალო- ყავისფერი ან მონაცრისფრო ეკლები.ამ რძიანას ახალგაზრდა ყლორტებზე ფოთლები ამოსდის,მაგრამ ისინი მალე ცვივა.ყვავილები წვრილია,ყვითელი,შეკრულია რთულ ყვავილედად.
მრავალწახნაგა რძიანა Euphorbia polygona -ბუჩქოვანი მცენარეა,მომრგვალო წახნაგოვანი ღეროებით.წახნაგები 7-დან 20-მდე შეიძლება იყოს,ისინი მახვილი და დატალღულია,წიბოებზე მუქი ფერის,იისფერში გარდამავალი, მეჭეჭოვანი ამონაზარდები აქვს.ყვავილები წვრილია,ყვითელი,შეკრებილია რთულ ყვავილედად.
რძიანა ტირუკალი Euphorbia tirucalli - სუკულენტური,ძლიერად დაბუჩქული მცენარეა,თითქოს მრავალი ხორციანი,ფანქრის სისქის ღეროებისაგან შემდგარი.არ გააჩნია არც ფოთლები და არც ეკლები.უხვად ყვავის ყვითელი,წვრილი ყვავილებით.
რძიანა ტიტიმალოიდი Euphorbia tithymaloides - ცნობილია როგორც პედილანტუსი - სხვა რძიანებისაგან გამორჩეულია ფოთლოვანი ღეროებით.
მოვლა - ტემპერატურა: ეუფორბია ზაფხულში ჩვეულებრივ ტემპერატურაზე იზრდება,თუმცა მისთვის ოპტიმალურია +22-25 გრადუსი.როგორც სუკულენტი ადვილად იტანს მაღალ ტემპერატურებს.ზამთარში სასურველია მოსვენების პერიოდი,ტამპერატურა დაახლოებით +14 გრადუსი,მინიმუმი +10-12 გრადუსი.
განათება: საჭიროებს მკვეთრ განათებას ზამთარშიც და ზაფხულშიც.რძიანებს უყვართ ბევრი სინათლე,მაგრამ მზის სხივებს გაზაფხულზე და ზაფხულში თანდათან უნდა შეაჩვიოთ,რომ მცენარე არ დაიწვას.მისთვის საუკეთესო ადგილია სამხრეთის ან სამხრეთ-არმოსავლეთის ფანჯარა.იზრუნეთ რომ ზამთარში სინათლე საკმარისად ქონდეს,აუცილებლობის შემთხვევაში ჩაურთეთ დამატებითი განათება.ზოგიერთი სახეობა საკმაოდ დიდი იზრდება და ფანჯარაში შესაძლოა არ მოთავსდეს.ამ შემთხვევაში დადგით ფანჯარასთან ახლოს,მოჩრდილვა არ დასჭირდება,დაუმატეთ ხელოვნური განათება.რძიანას ყველა სახეობა კაქტუსებს გავს - ხორციანი ღეროებით,მათ ძალიან უყვართ სინათლე და აუცილებელია პირდაპირი მზის სხივები ეცემოდეთ.ზოგიერთი კი,მაგალითად თეთრძარღვიანი და სამკუთხა რძიანა,შედარებით ჩრდილისამტანია,მაგრამ უკეთ იზრდებიან როდესაც დილის და საღამოს მზე აშუქებთ.
მორწყვა: გაზაფხულზე და ზაფხულში ზომიერი მორწყვა,მორწყვებს შორის ნიადაგი კარგად უნდა გაშრეს,მაგრამ არა მთლიანად.ზამთარში,დაბალ ტემპერატურაზე ესაჭიროება ძალიან იშვიათი მორწყვა,ნიადაგი მომდევნო მორწყვისას მშრალი უნდა იყოს.რძიანა სიმშრალეს უკეთ იტანს ვიდრე ჭარბ ტენს.მაგრამ ფოთლოვანი რძიანები (პუანსეტია,თეთრძღვოვანი) წყლის მაღალი აორთქლების გამო,საჭიროებენ შედარებით უხვ მორწყვას,ვიდრე ფუშფუშა რძიანა და სხვები, რომლებსაც ფოთლები არ გააჩნიათ.მოსარწყავი წყალი უნდა იყოს რბილი,ოთახის ტემპერატურის.
სასუქი: ზრდის და ყვავილობის პერიოდში რძაიანას ანოყიერებენ კაქტუსებისათვის განკუთვნილი სასუქებით,ყოველ ორ კვირაში ერთხელ.ყვავილოვანი სახეობებისათვის შეიძლება დეკორატიულ-მოყვავილე მცენარეებისათვის განკუთვნილი სასუქის გამოყენება(ფერტიკა-ლუქსი),მაგრამ ასეთ შემთხვევაში დოზა უნდა განახევრდეს.სქელი,ბურთისებური ღეროს მქონე რძიანას არ უნდა მიეწოდოს აზოტის შემცველი სასუქი,ამის გამო შესაძლოა კანი დაუსკდეს.შესაფერისია აგრეთვე ორქიდეების და ბრომელიების სასუქიც.
ჰაერის ტენიანობა: რძაიანები იტანენ მშრალ ჰაერს,არ საჭიროებენ შესხურებას,თუმცა ჰიგიენური მიზნისათვის შესაძლებელია.
გადარგვა: ნიადაგი - 1 წილი ბაღის მიწა,1 წილი ფოთლოვანი ან ტორფის შემცველი მიწა,1 წილი ქვიშა,1 წილი აგურის ფხვნილი,რამოდენიმე ნატეხი არყის ხის ნახშირი.აგურის ფხვნილი შესაძლოა ჩაენაცვლოს ვერმიკულიტით.მოზრდილ რძაინებს,მაგალითად თეთრძარღვოვანს,პუანსეტიას ნიადაგში უნდა დაემატოს 1 წილი კარგად გადამწვარი კომპოსტი.
ახალგაზრდა მცენარეები ყოველ წელს უნდა გადაირგას,ზრდასრულები 2-3 წელში ერთხელ.ნიადაგი კარგად დრენირებული უნდა იყოს,წყალს მომენტალუად უნდა ატარებდეს და მალე შრებოდეს.ქოთნის ძირში აუცილებლად უნდა ჩაიყაროს დრენაჟის ფენა.
გამრავლება: მრავლდება კალმებით,რისთვისაც მათ რამოდენიმე დღე აშრობენ,დედა მცენარის ჭრილობა კი დანაყილი ნახშირით მუშავდება.ასევე მრავლდება თესლით.მათ თესავენ უნივერსალური მიწის (მაგ: ტერა ვიტა) და მსხვილი ქვიშის თანაბარ ნარევში.რძიანას თესლი მომრგვალო ფორმისაა,დიამეტრით დაახლოებით 2 მმ,არ არის მტვრისებური,როგორც კაქტუსების უმრავლესობის თესლი.თესლს სუბსტრატის თხელი ფენა უნდა წაეყაროს,დაახლოებით მისივე დიამეტრის სისქის,შემდეგ კი სუბსტრატი უნდა დაატენიანოთ პულვერიზატორის მეშვეობით და ზემოდან დააფაროთ მინა.გაანიავეთ რეგულარულად,დაუშვებელია ზედმეტი ტენიანობაც და ძლიერ გამოშრობაც,დაიცავით ზომიერება.ზოგიერთი არაპრეტენზიული რძიანა უპრობლემოდ მრავლდება თვითდათესვით ნებისმიერ ნიადაგში,მაგალითად თეთრძარღვოვანი.
შესაძლო პრობლემები: თუ ორი სიტყვით ავღწერთ რძიანას მოთხოვნილებებს,შეიძლება ითქვას: მათ ესაჭიროებათ კარგი განათება,სიგრილე ზამთარში და ზომიერი მორწყვა.ამ პირობების დარღვევის შემთხვევაში კი პრობლემები წარმოიშვება,პირველ რიგში,რძიანა - სუკულენტია,პუანსეტიას გამოკლებით (მას ჩვეულებრივი მოვლა ესაჭიროება),ეს კი იმას ნიშნავს,რომ მათ აქვსთ თვისება ღეროებში შეინახონ წყლის მარაგი.ამიტომ ჭარბი ტენი მათი ფესვთა სისტემის ლპობას და მცენარის დაღუპვას გამოიწვევს.მცენარეს ნიადაგი მთლიანად უნდა გაუშრეს და სრულიად მშრალ მდგომარეობაში 2-3 დღე უნდა იმყოფებოდეს ზაფხულში(ძლიერი სიცხის დროს 1 დღე),ზამთარში კი კვირაზე მეტიც.
კიდევ ერთი პრობლემა წარმოიქმნება სუბსტრატის არასწორად შერჩევისას,ცუდია თუ ის ძალიან მძიმეა,წყალს ძნელად ატარებს,ან პირიქით - ზედმეტად ფხვიერია,მცირე რაოდენობით მიწას შეიცავს და დიდი რაოდენობით გამაფხვიერებელ,ძნელად დასველებად კომპონენტებს.ზოგიერთი რძიანას ფესვები და ფესვის ყელი გამუდმებულად სველ ნიადაგთან კონტაქტისას წარმოქმნის ყავისფერ ქერქს.ასეთი შედეგი მიიღება ცივ პერიოდში მორწყვისას.ამის თავიდან ასაცილებლად ფესვის ყელის გარშემო მიწა კი არა წვრილი კენჭები უნდა დაიყაროს,რომლებიც სწრაფად შრება და არ აძლევს წყალს საშუალებას კონტაქტში იყოს მცენარის ღეროსთან.
როგორც ყველა სუკულენტის, ასევე რძიანების პრობლემაა ზამთარში ცუდი განათება და სითბოში ყოფნა.მოსვენების პერიოდისათვის იდეალურია +5-8 გრადუსი,რა დროსაც მცენარე არც მორწყვას და არც განათებას არ საჭიროებს.თუმცა იშვიათად ხდება ასეთი პირობების შექმნა,უკეთეს შემთხვევაში ხერხდება +12-13 გრადუსის ფარგლებში გამოზამთრება, ასეთ ტემპერატურაზე მცენარე არ იზრდება. იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა უფრო მაღალია, მცენარე აგრძელებს ზრდას,ამ დროს აუცილებელია დამატებითი განათება რომ არ მოხდეს მცენარის გაწელვა და ღეროების დამახინჯება. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/303-vrwyavt-mcenareebs-sworad.html
თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის