გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

გლიოკლადინი

მიკრობიოლოგიური პრეპარატი სახლის და ეზოს მცენარეების, ბოსტნეულის, ხეხილის და კენკროვანი ბუჩქების სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ. მოქმედი ნივთიერება - სოკოს კულტურა - Trichoderma harzianum ვიზრ - 18. ქიმიური კლასი - ბაქტერიული ფუნგიციდები და ბიოლოგიური პესტიციდები. მოქმედების სისწრაფე, მოცდის პერიოდი - 3-7 დღე გარე პირობების მიხედვით. გამოშვების ფორმა - აბები ფლაკონებში 100ც, ან მუყაოს ბლისტერებში 50ც.(სოკოს გამომშრალი ჰიფები).
მოქმედების მექანიზმი - პრეპარატის სოკო აღწევს ფიტოპათოგენური სოკოს სკლეროციებში და შიგნიდან ნელნელა შლის უჯრედებს ან ჰიფებით გარს შემოეხვევა პათოგენური სოკოს კოლონიებს და მის მომდევნო ქმედებას ბლოკავს. ეს სოკო ცხოვრობს და ვითარდება მიწაში მანამ, სანამ მასში ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლებია, იგი არ შედის სიმბიოზში მცენარის ფესვებთან.
გამოყენება: პროფილაქტიკის მიზნით ან სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ ბაღის და ოთახის მცენარეებისთვის იყენებენ ამ პრეპარატს, უფრო ეფექტურად იგი  მოქმედებს: ალტერნარიოზზე, ვერტიცილოზზე, ფუზარიოზზე, ფიტოფტოროზზე, რიზოქტონიოზზე, პიტიოზზე.
ინსტრუქცია: გამოიყენება გრუნტის მისამზადებლად დათესვამდე და ჩარგვამდე ან გადარგვამდე. მას არ იყენებენ შესასხურებლად, პრეპარატი აქტიურია მიწის ზედა ფენაში, სადაც აერობული პირობებია, დაახლოებთ 8 სმ  სიღრმემდე . ჰიფები კარგად ვითარდება მიწაში 60-80 % ტენიანობასა და 20-25 გრ ტემპერატურაზე, მჟავეობის მაჩვენებელი 4,5 – 6. 7 ზე ზემოთ სოკო გავითარებას წყვეტს.
მისი აბები არ იხსნება წყალში.
ნორმები: 1 აბი მოქმედებს 300მლ გრუნტის მოცულობაზე. ქოთანში, რომლის დიამეტრი 15-17 სმ ია, გადარგვისას დებენ 3 აბს. მათ ფრთხილად არჭობენ მიწაში უშუალოდ მცენარის ფესვებთან  მიწისზედაპირთან ახლოს. 20-24 სმ დიამეტრიან ქოთანში 4 აბია საჭირო, მათ ანაწილებენ თანაბარი დაშორებით ერთმანეთისგან, ფესვების სხვადასხვა მხარეს. ბოსტნეულის დარგვისას ორმოში დებენ 3-4 აბს ფესვებთან რაც შეიძლება ახლოს. დათესვისას ან ყვავილების და ბოსტნეულის პიკირებისას  ფესვის ლპობის პროფილაქტიკისთვის 1 აბს დებენ მიწაში 1 სმ სღრმეზე.
გლიოკლადინის შესახებ: მეცნიერები აგრძელებენ კვლევებს. გამოცდილი მეყვავილეების აზრით, შორწასული დაავადებების დროს ბიოფუნგიციდები არ გამოდგება სამკურნალოდ, არც ძლიერი სტრესის დროს აქვს ეფექტი. მაგ მცენარის გადაციებისას შეიძლება ლპობის პროვოცირება მოხდეს. და რამდენიმე აბი ამ საქმეს ვერ უშველის. იმისთვის, რომ პრეპარატის სოკო გავითარდეს, რომელსაც შეეძლება წინ აღუდგეს დაავადების გამომწვევს, რამდენიმე დღეა საჭირო, მაშინ როცა დაავადება უკვე სრული ტემპით ვითარება მიწაში, და თუ აბებს ეფექტი არ აქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ დააგვიანეთ და არა იმას, რომ პრეპარატი  უეფექტოა.
შეცდომა იქნება, თუ დარგვისას ერთ აბს ჩადებთ ქოთანში ან ორმოში, სჯობს რამდენიმე აბი დადოთ რაც შეიძლება ახლოს ფესვებთან. დაახლოებით 5 – 7 სმ სიღრმეზე. აბები წყალში არ იხსნება და ისინი ეფექტურია მხოლოდ  საშუალო ზომის მცენარეების ჩარგვა- გადარგვისას და არ გამოდგება დიდ ხეებზე. თუ საშუალო ზომის მცენარეა ავად, სჯობს სხვა, თხევადი პრეპარატის გამოყენება (ფიტოსპორინი, ტრიქოფიტი)
თავსებადობა სხვა პრეპარატებთან : იგი არათავსებადია სხვა პესტიციდებთან, მაგრამ შეიძლება  გამოიყენოთ პლანრიზთან ერთად, რომელიც შეიცავს Pseudomonas fluorescens.  მას მეტი ბაქტერიციდული ეფექტი აქვს, რომელიც ბაქტერიულ ლპობას თრგუნავს. არ შეიძლება გლიოკლადინის აბების ჩადების  შემდეგ გრუნტის მორწყვა ქიმიური პესტიციდებით 2 კვირის განმავლობაში, რადგან მაგ. ფუნდაზოლი აფერხებს ტრიქოდერმის მოქმედებას მის სრულ განადგურებამდეც კი.
ტოქსიკურობა: პრეპარატი მცირედ ტოქსიკურია და მინიჭებული აქვს 4 კლასი. არაფიტოტოქსიკურია, ფუტკრებისთვის მე 3 კლასს ანიჭებენ. შესაძლოა მისი გამოყენება სათევზე მეურნეობის სიახლოვეს.
უსაფრთხოების ზომები: თუ აბი შემთხვევით გადაყლაპეთ, მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, ალერგია, ანაფილაქსიური შოკი, ნეიროტოქსიური რეაქციები. საჭიროა:  კუჭის ამორეცხვა და ექიმის კონსულტაცია. პრეპარატს ინახავენ მშრალად, 5-15 გრ ზე, საკვების და მედიკამენტებისგან ცალკე, ბავშვებისგან და შინაური ცხოველებისგან  მოშორებით. შენახვის ვადა 2 წელია. https://yvavilebismovla.ge/preparatebi/page/2/

თარგმანი თ. სუპატაშვილის

07 May 0 6 172

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно