ადენიუმი მომზადება და დათესვა

პირველ რიგში გვინდა გავფანტოთ მითი იმის შესახებ,რომ ადენიუმის თესლი სწრაფად კარგავს ამოსვლის უნარს.ყველაფერი დამოკიდებულია თესლის აღების და შენახვის სწორ მეთოდზე.ეს წესი მოქმედებს ყველა მცენარეზე.გოგრის თესლიც კი,თუ მას ძალიან გამოვაშრობთ გახმება და თუ ვერ გავაშრობთ დაობდება,რის გამოც ის აღარ ამოვა.

საეჭვო გამყიდველთან შეძენილი ახალი თესლიც კი შეიძლება ამოსვლის უუნარო იყოს.სანდო  პირთან შეძენილი თესლი მაღალი პროცენტით ამოდის და რამოდენიმე წელი ინარჩუნებს ამოსვლის უნარს.

თუ თქვენ რამოდენიმე თვით მოისურვეთ თესლის შენახვა,არაფერი განსაკუთრებულის გაკეთება არ მოგიწევთ,უბრალოთ მოათავსეთ ისინი მშრალ და ბნელ ადგილას.გამოცდილია რომ ყინვები თესლს არ აზიანებს,ყინვაგადატანილი მასალა ჩვეულებრივად ამოდის.

ადენიუმის დათესვისთვის ასუკეთესო დროა: შემოდგომა-ზამთარი.ახალგაზრდა ნერგებისათვის ზამთარი რთული გადასატანია,ამიტომ გაზაფხულზე ამოსული ნერგი ზამთრისთვის უკვე მოღონიერებული იქნება და ადვილად გამოიზამთრებს.ასევე კარგია ზამთარში და გაზაფხულზე დათესილი ადენიუმები,წამოზრდილი ნერგები უკვე შეიძლება ფანჯრის რაფაზე მოათავსოთ სადაც მზე კარგად აშუქებს.

თუმცა სხვა სეზონზე დათესილი ადენიუმიც შესანიშნავად გაიზრდება,სეზონს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.მთავარია შეუქმნათ ნერგებს სათანადო პირობები: სწორი ტემპერატურა და სუბსტრატი.
     

წინასწარი მომზადება. თქვენ ხელში ჩაგივარდათ ნანატრი ადენიუმის თესლი. დგება საკითხი: საჭიროა თუ არა მისი წინასწარ დალბობა? ინტერნეტში მრავალი მასალა მოიპოვება,ზოგიერთი გვირჩევს წინასწარ დალბობას, ზოგს კი მიაჩნია რომ ეს ფუჭად დროის კარგვაა.როგორ უნდა მოიქცეთ? მთავარია სწორად შეარჩიოთ სუბსტრატი და მორწყვის რეჟიმი.თუ თქვენ სუბსტრატის სახით შეარჩევთ დიდი რაოდენობით სითხის შეწოვის მქონე სუბსტრატს (მაგ.პერლიტი),რომელიც კარგად იქნება დატენიანებული,მაშინ თესლის წინასწარი ჩალბობა აუცილებელი არ არის.თუ თესლი წინასწარ დაალბეთ,მაშინ აუცილებელი არაა შემდგომში სუბსტრატის მორწყვა,ის ოდნავ უნდა დაინამოს პულვერიზატორის საშუალებით.ორივე ვარიანტი დადებით შედეგს იძლევა,არჩევანი თქვენზეა დამოკიდებული.

თესლი წინასწარი დალბობის გარეშეც კარგად ამოდის,მაგრამ მისი სიცოცხლე ხომ გრძელდება ნერგის სახით,წინასწარ ზრდის სტიმულატორში  და ფუნგიციდში (ან კალიუმის პერმანგანატის ხსნარში) ჩალბობილი თესლი უფრო ღონიერ და სიცოცხლიუნარიან და დაავადების მიმართ მდგრად ნერგს გვაძლევს.

თუ თქვენ გადაწყვეტთ თესლის წინასწარ ჩალბობას ჯერ 30 წუთის განმავლობაში ჩაალბეთ ფუნგიციდში(ან ღია ფერის კალიუმპერმანგანატის ხსნარში),შემდეგ კი 2 საათის განმავლობაში  ზრდის სტიმულატორში.

სათბურის მომზადება. დასათესი კონტეინერის შერჩევა დამოკიდებულია თესლის რაოდენობაზე და დათესვის მეთოდზე.პირობითად შეიძლება ორი მეთოდის გამოყენება: ჯგუფურად დათესვა და სათითაოდ დათესვა.ამ მეთოდების დადებითი და უარყოფითი მხარეები შეგიძლიათ შეაფასოთ ცხრილის მეშვეობით:

სათითაოდ დათესვა

+/-

ჯგუფურად დათესვა

+/-

იკავებს დიდ ადგილს,რაც განსაკუთრებით აქტუალურია დამატებითი განათების შემთხვევაში

 -

კომპაქტურ ადგილს იკავებს.დამატებითი განათების გამოყენებისას ნაკლებ ნათურებს საჭიროებს

+

ჩითილები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელია,წამოზრდის შემთხვევაში შესაძლებელია ნათელ ადგილას გადატანა,დაგვიანებული ჩითილის მოცდის გარეშე.

+

ჩითილები ერთმანეთზე დამოკიდებულია.ადრე წამოზრდილი ჩითილი უნდა დააყოვნოთ რომ მოგვიანებით ამოსულები წამოეწივნენ.თუმცა შეიძლება კონტეინერი თავიდანვე სინათლეზე დადგათ.

-

თუ ნოყიერ სუბსტრატს გამოიყენებთ,ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადარგვა არ დასჭირდება

+

2-4 თვის შემდეგ ,ნერგებს ადგილი ემჭიდროვებათ და შესაბამისად გადარგვა ესაჭიროებათ

-

ჭარბი წყლის დაგროვების დიდი რისკია,პატარა ნერგი ვერ აითვისებს ზედმეტ წყალს და შესაძლოა დალპეს

-

საგრძნობლად მცირდება ჭარბი სითხის დაგროვების საშიშროება,რადგან ყველა ნერგი ერთად შეითვისებს ტენს და სუბსტრატი სწრაფად შრება

+

რეკომენდებულია ჯგუფურად დათესვა,რადგან თუ შემთხვევით მორწყვა ჭარბად მოგივათ,ნერგები სწრაფად შეიწოვენ სითხეს და არ დაზარალდებიან.ერთად დათესილი ნერგებისთვის უფრო ადვილად არის შესაძლებელი დამატებითი განათების მოწყობა და უფრო კომპაქტურადაა შესაძლებელი მათი მოთავსება.

ჯგუფურად დათესვის შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ ჯიშების მონიშვნა.

თუ თქვენ შეარჩიეთ სათითაოდ დათესვის მეთოდი,გამოიყენეთ მცირე დიამეტრის მქონე ქოთნები.რაც უფრო მოზრდილი იქნება ქოთანი,მით მეტი პრობლემა წარმოიქმნება მორწყვასთან დაკავშირებით.

ქოთნის დიამერტრი 5 სმ. უნდა იყოს,მაგრამ ასეთი ქოთნები შესაძლოა ყოველთვის ვერ შეიძინოთ,ამიტომ გამოიყენეთ პატარა ზომის პლასტმასის ჭიქები ან ჩითილისთვის განკუთვნილი კასეტები.

დასათესად განკუთვნილ კონტეინერს აუცილებლად უნდა ქონდეს სადრენაჟე ნასვრეტები.თუ არ აქვს აუცილებლად გაუკეთეთ,რომ ზედმეტ წყალს გამოსვლის საშუალება ქონდეს. 

სათბურის ეფექტის შესაქმნელად გამოიყენება ნებისმიერი გამჭვირვალე მასალა: პოლიეთილენის პაკეტი,მინა,ან საკვებისათვის განკუთვნილი პოლიეთილენი.

თესლებს შორის მანძილი დაახლოებით 3 სმ. უნდა იყოს.ნუ შეეცდები გაარკვიოთ რომელია თესლის თავი ან ბოლო,ეს ფუჭი მოქმედებაა.უბრალოდ დადეთ თესლები გვერდულად და ის თვითონ ‘’გაერკვევა’’ ყველაფერში.

ჩათესვა. როგორც წესი თესლს ფარავენ 1 სანტიმეტრიანი სუბსტრატის ფენით,არის მოსაზრება რომ ეს აუმჯობესებს ამოსვლის %-ს.მაგრამ პირველ რიგში ეს იმიტომ კეთდება რომ თესლის გარსი,სუბსტრატიდან ამოზრდისას თავისით მოსცილდეს.თუმცა ხშირად არასაკმარისი სიღრმის დროს ჩითილი გარსთან ერთად ამოდის,თუ ის რამოდენიმე დღის შემდეგ თავისით არ მოშორდება იგი ხელით უნდა მოაცილოთ.ამისათვის დაასველეთ გარსი პულვერიზატორით,5 წუთის შემდეგ ფრთხილად,პინცეტის მეშვეობით შეეცადეთ მოაძროთ ქერქი,თუ ის არასაკმარისად დასველდა და არ სცილდება,კვლავ დაასველეთ და გაიმეორეთ ცდა.

შეეცადეთ არ მოაძროთ ლებნები და არ დააზიანოთ ზრდის წერტილი.ქერქი ქუცილებლად უნდა მოსცილდეს,წინააღმდეგ შემთხვევაში ჩითილი შასაძლოა დაიღუპოს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ მშვიდად ელოდოთ ვიდრე ნერგები მიწის ზემოთ გამოჩნდება,ყოველდღე ხდით ნათესს და ამოწმებთ ამოდის თუ არა,მაშინ გირჩევთ არ მოაყაროთ სუბსტრატი თესლს,ოდნავ ჩაფალით ის ნიადაგში და აღარ მოგიწევთ ყოველდღე ‘’გათხრების ჩატარება’’. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/293-adeniumi-centraluri-fesvis-gadawra.html

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

28 April 0 13 589
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно