ადენიუმი ცენტრალური ფესვის გადაჭრა

ამ სტატიაში მოგითხრობთ ადენიუმის ფესვთა სისტემის ფორმირების შესახებ,რომელსაც დიდი ხანია იყენებენ ტაილანდელები.

დავიწყოთ იქიდან,რომ ბევრი ჩვენთაგანი მოხიბლულა გამოფენებზე თუ სხვაგან ფესვებჩახვეული ადენიუმების ხილვით და უოცნებია რაიმე მსგავსი ეცადა.ბევრი ალბათ ფიქრობს,რომ ასეთი ჩახვეულ-ჩასუქებული ფორმები თავისით ყალიბდება.ეს ნაწილობრივ სიმართლეა,თუმცა საჭიროა გარკვეული მანუპულაციების ჩატარება,რომ მხოლოდ ცენტრალური ფესვი არ დამსხვილდეს და თქვენი ადენიუმი ‘’სტაფილოს’’ არ დაემსგავსოს. ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში(რამოდენიმე თვის) ადენიუმს ფორმირებისათვის ერთდროულად უნდა მოეჭრას ცენტრალური ფესვიც და კენწეროც.  

საერთო კონტეინერში დათესილი ადენიუმები ცალ-ცალკე ირგვება 2-3 თვის ასაკში.მეორე გადარგვა ხდება დაახლოებით 6 თვის ასაკის მიღწევისას(ოდნავ მოზრდილ ქოთანში).მესამე გადარგვა ერთი წლის ასაკის პერიოდში(დამოკიდებულია კაუდექსის სიდიდეზე).

ცენტრალური ფესვის და კენწეროს მოჭრა მეორე გადარგვისას ერთდროულად უნდა მოხდეს.შესაძლოა გადაჭრის შემდეგ კენწეროს ზრდა შეჩერდეს,მაგრამ ამ დროს ხდება ფესვთა სისტემის განვითარებს და გამსხვილება.

შემდეგი გადარგვისას ნერგს შეატყობთ რომ გვერდითი ფესვები განუვითარდა.ისრით მითითებულია ცენტრალური ფესვის გადაჭრის ადგილი.

იჭრება კონკრეტულად ცენტრალური ფესვი,გვერდითი წვრილი ფესვები ხელუხლებლად დატოვეთ.ზოგჯერ ნერგი ძალიან სუსტია და ფესვის გადაჭრას ვერ გადაიტანს.ამიტომ კარგად დაუკვირდით მცენარის ფესვთა სისტემას და საერთო მდგომარეობას.

შეხედეთ ფოტოზე მოცემულ მიმდევრობას ფესვის გადაჭრიდან გადარგვამდე.

ამოიღეთ ნერგი გრუნტიდან,დაუთვალიერეთ ფესვები (1)გადაჭერთ ცენტრალური ფესვი(2)მოაჭერით კენწერო (3)ჭრილობებზე წაუსვით სპეციალური პასტა ‘’ РанНет ‘’ ან სხვა რაიმე სადეზინფექციო საშუალება, საბოლოოდ მიღებული ნერგი (4)გააჩერეთ 5-10 წუთი რომ მალამო შეშრეს და ჩარგეთ ნიადაგში.

ცენტრალური ფესვის გადაჭრიდან ორი თვის შემდეგ ადენიუმი გადარგეთ.თქვენ დაახლოებით ასეთი შედეგი უნა მიიღოთ:

ისრებით მინიშნებულია გადაჭრის ადგილები.უკვე კარგად შეიმჩნევა  რამდენიმე შესქელებული ფესვი.ახლა შესაძლებელია ჩაიხლართოს ერთმანეთში ან თქვენთვის სასურველი ფორმა მიეცეს.ნახევარი წლის შემდეგ უფრო საინტერესო სურათს მიიღებთ.შესაძლებელი იქნება წვრილი ფესვების მოცილება და დარჩენილი ფესვებიდან კვლავ სასურველი ფორმის მიღება.შეგიძლიათ ნებისმიერი უცნაური ფორმა მიაღებინოთ.იმედია ეს რჩევები გამოგადგებათ ადენიუმის ფორმირებისთვის.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

24 April 0 0

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно