ადენიუმი

ტემპერატურა,მორწყვა და სინათლე

ადენიუმის თესლს ამოსასვლელად სინათლე არ ესაჭიროება,მისთვის საკმარისია საჭირო ტემპერატურა და ტენიანი გარემო.მაგრამ ზუსტად იმ მომენტიდან,როდესაც თესლი ჩითილად იქცევა,ტემპერატურა,სინათლე და მორწყვა სამუდამოდ ერთიანდება.ერთ-ერთი ამ ფაქტორის ცვლილება,დანარჩენი ორის ცვლილების გარეშეც,ნეგატიურად აისახება მცენარეზე.

დაიმახსოვრეთ ეს კანონზომიერება და მის შესაბმისად მართეთ თქვენი ნარგავების მოვლა,რადგან ეს მხოლოდ ადენიუმებს კი არ უკავშირდება,არამედ საერთოდ მეყვავილეობას.

განვიხილოთ ტემპერატურის,სინათლის და მორწყვის ურთიერთქმედება.

ტემპერატურა.  თვითოეულ მცენარეს აქვს თავისი არსებობის ტემპერატურული დიაპაზონი.ადენიუმებისთვის კომფორტულ ტემპერატურად ითვლება +25-დან +35 გრადუსამდე.რაც არ უნდა საოცარი იყოს, ტემპერატურის ხანგრძლივ აწევას ან დაწევას თქვენი ადენიუმი ერთნაირი რეაქციით შეხვდება - ზრდას შეანელებს (სტაგნაცია)+15 გრადუს ტემპერატურაზე ქვემოთ კი,ადენიუმების უმრავლეცობა ფოთლებს დაყრის.

როგორ აისახება ადენიუმზე სხვა ფაქტორების უცვლელად დარჩენა?

სინათლესთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია,იგი არასოდეს არაა ჭარბად ოთახის პირობებში.მაგრამ თუ მორწყვის რეჟმს უცვლელად დატოვებთ,ეს ყველაფერი ფესვების ლპობით და მცენარის დაღუპვით დამთავრდება.ეს ზამთრის ერთ-ერთი შეცდომაა - ტემპერატურამ დაიწია,მორწყვის რეჟიმი კი იგივე დარჩა.

მიზეზები: სტაგნაციისას მცენარის ნითიერებათა ცვლის ყველა პროცესი ნელდება,მათ შორის ფესვების მიერ წყლის შთანთქმა.თუ მორწყვა არ შემცირდება,ნიადაგი გაშრობას ვერ მოასწრებს მომდევნო მორწყვამდე და მუდმივად სველი იქნება,რაც ფესვების დაავადებამდე მიგვიყვანს.
 სამთა წესი: ტემპერატურის დაწევის დროს შეამცირეთ მორწყვა.რაც ნაკლები ტენია სუბსტრატში,მით მეტადაა შესაძლებელი ტემპერატურის დაწევა მცენარისათვის ზიანის მიყენების გარეშე.

 2.მორწყვა. როგორც აღინიშნა,ზაფხულში ადენიუმს ზომიერი მორწყვა ესაჭიროება სუბსტრატი უნდა შეშრეს მორწყვიდან 2-3 დღის შემდეგ.ზამთარში კი მინიმალური,მცენარის მდგომარეობის მიხედვით.

თუ თქვენ შეამცირებთ მორწყვას,სინათლე და ტემპერატურა კი იგივე დარჩება,მაშინ საუკეთესო შემთხვევაში მცენარე შეაჩერებს განვითარებას,უარესში კი გახმება.

ხანდახან აუცილებელი ხდება მორწყვის დროებით შეწყვეტა,მაგალითად,შვებულებაში წასვლისას,შვებულება კი როგორც წესი მცენარის ვეგეტატიურ პერიოდს ემთხვევა.ამ შემთხვევაში ადენიუმი უნდა მოვაცილოთ პირდაპირი მზის სხივებს და დავდგათ გაფანტულ სინათლეზე.ოდნავი მოჩრდილვა მცენარის ტემპერატურას რამოდენიმე გრადუსით დასწევს,რაც ოდნავ შეანელებს ადენიუმის ზრდას და შეამცირებს წყლის მოხმარებას და აორთქლებას.

თუკი პირიქით,მეტად მორწყავთ და ტემპერატურა უცვლელი დარჩება,წყალი ვერ მოასწრებს აორთქლებას და მცენარის მიერ შეთვისებას,რაც ლპობას გამოიწვევს.

სინათლის უკმარისობის დროს ჭარბი მორწყვა კი გამოიწვევს წვრილი,გაწელილი ყლორტების ზრდას.

სამთა წესი:  

 - თუ დროებით წყვეტთ მორწყვას,გადაიტანეთ მცენარე უფრო გრილ ადგილზე,სადაც არ ხვდება პირდაპირი მზის სხივები.

არ მოუმატოთ მორწყვა თუ არ არის საკმარისი სინათლე სრულფასოვანიყლორტების ჩამოსაყალიბებლად,ტემპერატურა კი - ფესვთა სისტემის ინტენსიური ფუნქციონირებისათვის.

3.სინათლე. სინათლის მომატება,როგორც წესი,პირდაპირი მზის სხივების ინტენსივობის მატებაა (ან ნათურების სიმძლავრის),ესე ეიგი ტემპერატურის მატებისაც.ასე რომ,ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ფაქტორის შეცვლა არ გამოდის,ამიტომ ამ სიტუაციას არ განვიხილავთ.

სინათლის შემცირება მორწყვისა და ტემპერატურის იგივე რეჟიმის დროს,მცენარის ზრდას არ შეაჩერებს,ახალი ყლორტები წვრილი და გაწელილი იქნება.სწორედ ამიტომ ადენიუმს ზამთარში მოსვენების პერიოდს უწყობენ.თვითონ მცენარე მოსვენებას არ საჭიროებს.თუ ზამთრის პერიოდს თავს ვერ აარიდებთ,არაუშავს,ეს ადვილად გამოსწორდება გაზაფხულზე - გასხვლის დროს.

სამთა წესი: თუ სინათლის რაოდენობა იკლებს,საჭიროა ტემპერატურის დაწევა და მორწყვის შემცირება.

შევაჯამოთ: ტემპერატურა,სინათლე და მორწყვა ურთიერთდაკავშირებული ფაქტორებია.ყველაზე დამოკიდებული მათ შორის - მორწყვაა.სინათლის და ტემპერატურის დაწევისას მორწყვა მცირდება და პირიქით მატულობს მათი გაზრდისას.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის
22 April 0 11 180
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно