ოთახის მცენარეების ადაპტაცია შეძენის შემდეგ

მაღაზიაში ნაყიდი ოთახის მცენარე,რომელიც ყიდვისას დიდებული შესახედია,ყოველთვის არ ამართლებს მოლოდინს.ასეთი შემთხვევა ერთხელ მაინც ჰქონია ნებისმიერ ყვავილების მოყვარულს.პრობლემები ხშირად წარმოიშვება ეგზოტიკურ,პრეტენზიულ,ზრდასრულ და მოყვავილე მცენარეებში.ხშირედ დეკორატიულფოთლიანი მცენარეების შენარჩუნებაც ძნელდება.მცენარის დაღუპვის ან დეკორეტიული სახის დაკარგვის მიზეზი  მთლიანად ან ნაწილობრივ დაკავშირებულია საწყის სტადიაზე არასწორ მოვლასთან (შეძენის შემდეგ).შეძენილ მცენარეს ესაჭირეობა თანდათანობითი ადაპტაცია ახალ პირობებთან და თუ შეცდომები იქნება დაშვებული,კოლექციის შევსების შანსი საგრძნობლად მცირდება.

დეკორატიული მცენარეების შერჩევა მაღაზიაში.

ფაქტორები ,რომლებიც გავლენას ახდენენ არა მარტო მცენარის სილამაზეზე,ყვავილობის გაგრძელებაზე და ფოთლების შენარჩუნებაზე ახალ პირობებში,არამედ უბრალოდ გადარჩენისა, არ არის მცირე.მათ უმრავლესობას მეყვავილე არ აკონტროლებს.ზოგიერთი საყვავილე ცენტრი მცენარეებს ამუშავებს ზრდის ინჰიბიტორებით,იყენებს სასუქების და სტიმულატორების კომბინაციას.ასევე ამუშავებს მცენარეებს ფუნგიციდებით და ფიტოჰორმონებით,ზრდის მათ განსაკუთრებულ პირობებში,რაც მცენარეს აძლევს საშუალებას შეინარჩუნოს დეკორატიულობა და ‘’სასაქონლო სახე’’.ასე იქცევა ბევრი ყვავილების გამყიდველი მაღაზია - იქაც აქვთ თავისი საიდუმლოებები მცენარის სიახლის და სილამაზის შესანარჩუნებლად,ეს ყველაფერი კი სახლში მოტანისთანავე კარგავს ეფექტს.თუნდაც გამყიდველი ფირმა კეთილსინდისიერი იყოს და არ გააჩნდეს არავითარი საიდუმლოება,მაინც იქ სპეციფიური და განსხვავებული გარემოა.მცენარეები იქ თავს ფაქტიურად ისე გრძნობენ როგორც ორანჟერეაში,შეჩვეულები არიან სტაბილურ,ხშირად ხელოვნურ განათებას,ჰაერის მაღალ ტენიანობას და ხშირ კვებას.სუპერმარკეტში  ოთახის მცენარეები ვერ იღებენ სათანადო მოვლას,ბაზრობებზე იტანჯებიან ამინდის ცვალებადობით და ყოველთვის,როცა მცენარე ხვდება ჩვენს სახლებში - გამოვლინდება მისი რეალური მდგომარეობა.მითები იმის შესახებ,რომ ასეთი მცნარის გადარჩენა შეუძლებელია,უფრო მეტია ვიდრე შეძენილი მცენარის რეალური ნაკლოვანებები.

არ შეგეშინდეთ მცენარის შეძენა.ოთახის მცენარეების უმეტესობა,რომელიც გამოიყენება ინტერიერში,შეძენილია და არა სახლში გამოზრდილი.ამიტომ თქვენი საყვარენლი მცენარის გადარჩენა და შენარჩუნება არც ისე შეუძლებელია.

პირველ რიგში უნდა გახსოვდეთ,რომ თქვენ მცენარე კი არ უნდა გადაარჩინოთ, არამედ უნდა დაეხმაროთ მას შეეგუოს გარემოს ცვლილებას.საშიში არაა თუ მცენარე დამუშავებულია ინჰიბიტორებით და სტიმულატორებით,ან ის იმყოფება დროებით სუბსტრატში,რომელშიც თითქოსდა არაა საკვები ნივთიერებები.არც გარემოს მკვეთრი ცვლილებების არ უნდა გეშინოდეთ,დასუსტებული ან სასუქებით ‘’გაჭყეპილი’’ მცენარეც გადარჩება სწორი ადაპტაციის დროს,მის გარეშე კი იღუპება.ამიტომ არ დაარღვიოთ პირველადი მოვლის წესები შეძენის შემდეგ და დაიცავით ისინი.

შეძენილი მცენარის ადაპტაციისათვის დაიცავით სამი ძირითადი წესი:

სწორი ტრანსპორტირება და დათვალიერების ყველა წესის დაცვა ყიდვისას.

იზოლირება პირველადი ადაპტაციის დროს.

სისტემური საბაზო მოვლის დაწყება.შეძენილი ოთახის მცენარეების ადაპტაცია.


შეძენა და ტრანსპორტირება - პირველი ნაბიჯი

წარმატების საუკეთესო გარანტიაა სწორი,რაციონალური და გათვლილი შენაძენი.რა თქმა უნდა ოთახის მცენარეს პირველ რიგში მოწონებით ირჩევენ,მაგრამ არჩევანი პრაქტიკული უნდა იყოს.სილამაზე კარგია მაშინ,როდესაც შეგიძლიათ მცენარეს შესთავაზოთ შესაბამისი პირობები და მოვლა.წინასწარ სწორად დაგეგმეთ რომელ ადგილზე მოათავსებთ,შეესაბამება თუ არა სტილს და ზომებს,შეერწყმება თუ არა თქვენს კოლექციას,საკმარისი განათება და სწორი ტემპერატურა ექნება თუ არა.გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა ფაქტორი და ნიუანსი.

სახლამდე მცენარის მიტანა შეძენის პროცესის ნაწილად მიიჩნევა,თუმცა სწორედ ტრანსპორტირებისას იწყება მისი ადაპტაცია.გაითვალისწინებთ თუ არა მის სწორ შეფუთვას და ყველა ფაქტორს მგზავრობისას,დამოკიდებულია მცენარისათვის მიყენებულ ზიანზე.თუნდაც ავტომობილით მგზავრობისას,მცენარე მაინც ღებულობს სტრესს.მეყვავილის ამოცანაა ეს სტრესი მინიმუმამდე დაიყვანოს.სიფრთხილე,სწორი ორგანიზება და აჩქარების გარეშე მოქმედება - საუკეთესო დამხმარეები არიან.

აუცილებელია განმეორებითი დათვალიერება. როდესაც შეძენილ მცენარეს სახლში მიიტანთ,ნუ იჩქარებთ მის მოთავსებას განკუთვნილ ადგილზე.ვიდრე შეურჩევთ განათებას,ლამაზ რაკურსს და შეაფასებთ როგორ გამოიყურება ის ოთახში,საჭიროა შეამოწმოთ რამდენად დაზარალდა მცენარე ტრანსპორტირებისას,მაგრამ დათვალიერებაც მაშინვე არ უნდა მოხდეს.

სახლში შეტანილ მცენარეს მაშინვე ნუ ამოიღებთ შეფუთვიდან.დააცადათ შეეგუოს ტემპერატურას.უბრალოდ დადგით შეფუთული მცენარე 30-40 წუთით ან მეტით,სახლის ყველაზე გრილ ადგილზე.ამ დროის გასვლის შემდეგ შეფუთვის მოხსნისას მცენარე აღარ მიიღებს დამატებით შოკს.თუ მცენარე მგრძნობიარეა ადგილის ცვლისა და ორპირი ქარისადმი,ის ამ დროის განმავლობაში ‘’დაწყნარდება’’ და მზად იქნება დათვალიერებისათვის.

შემდგომი დათვალიერება არც ისეთი საგულდაგულოა,როგორც შეძენისას: უბრალოდ დაათვალიერეთ ტრანსპორტირების დროს მიღებული დაზიანებები.შეფუთვა ფრთხილად მოაცალეთ,დაუთვალიერეთ ყლორტები,ფოთლები და ყვავილები.თუ შეამჩნევთ დაზიანებულ ნაწილს,უკეთესია მაშინვე მოაცალოთ ის.მოტეხილი და დაზიანებული ნაწილი აღარ აღდგება,სტრესში მყოფი მცენარე კი დამატებით ძალებს დახარჯავს მასზე.ყველა ჭრილობა და გადანაჭერი ადგილი დაამუშავეთ სპეციალური ბალზამით ან მოაყარეთ დანაყილი ნახშირი.

შეფუთვის მოხსნის შემდეგ ნუ იჩქარებთ მორწყვას.უკეთესია თუ არ მორწყავთ 2-3 დღე,ვიდრე მცენარე არ შეეგუება ახალ ტემპერატურას და განათების რეჟიმს.ერთადერთი გამონაკლისია უკიდურესად გამომშრალი სუბსტრატი.გახსნის შემდეგ შეამოწმეთ ნიადაგის ტენიანობა შუა ფენამდე.თუ მხოლოდ ზედა ფენაა შემშრალი,ნუ მორწყავთ 1-2 დღე.თუ ნიადაგი ტენიანია მორწყვა რამოდენიმე დღით გადადეთ.შეძენილი მცენარეების მოვლა.

რბილი ადაპტაციის პერიოდი. შეძენიდან რამოდენიმე კვირა განკუთვნილია მცენარის შეგუებისთვის, ამ პერიოდს  კარანიტინის სტადიას უწოდებენ, რაც ზუსტად შეეფერება.შეძენილი მცენარე მხოლოდ შეგუებას არ მოითხოვს,მას სხვა მცენარეებისაგან მოშორებით ათავსებენ,რადგან დაავადება ან მავნებლები ყოველთვის არა არის შესამჩნევი,დათვალიერებისას დაშვებული შეცდომა კი შეიძლება მთელი კოლექციის დაავადებით დასრულდეს.სხვა მცენარეებისაგან მოშორებით მოთავსებულ ახალ მცენარეს ყურადღებით აკვირდებიან,იკვლევენ პრობლემებს ფოთლებზე,ყლორტებზე ან კვირტებზე.იმის გარკვევა,რომ დაავადებულია თუ არა მცენარე - ამ პერიოდის მხოლოდ ერთი მხარეა,მთავარი ისაა რომ ადვილად მოხდეს მცენარისათვის უცხო გარემოს შეგუება.

იმისათვის რომ მცენარე უმტკივნეულოდ შეეგუოს ახალ გარემოს,მას უნდა შევუქმნათ შუალედური პირობები როგორც განათების,ასევე ტემპერატურის.უკეთესია თავიდან მცენარე გრილ ადგილას მოათავსოთ - არაუმეტეს +18-20 გრადუსზე,ან უფრო გრილადაც კი თუ მცენარე სიგრილის მოყვარულია.მცენარე მოარიდეთ გამათბობელ ხელსაწყოებს და მაქსიმალურად დაიცავით ორპირი ქარისაგან,მათთვის განკუთვნილი გარემო მაქსიმალურად სტაბილური უნდა იყოს.

განათებისთვისას უნდა შეირჩეს მაქსიმალურად ‘’რბილი’’ ვარიანტი.შეისწავლეთ მცენარის მოთხოვნები და შეარჩიეთ განათების მინიმალური ინტენსივობა.თუ მცენარე უპირატესობას ანიჭებს კაშკაშა სინათლეს,ის ნათელ ადგილას უნდა დაიდგას,სადაც გაბნეული სინათლეა.თუ მცენარე თანაბრად კარგად გრძნობს თავს სინათლეზეც და ნახევრად ჩრდილშიც,მაშინ მას  ნახევრად ჩრდილში დგამენ.ჩრდილის ამტანი მცენარეები კი სინათლეში კი არა ჩრდილში უნდა დაიდგას.პირდაპირი მზის სხივები დაუშვებელია ნებისმიერი კულტურისათვის,რომელიც ეს-ესაა თქვენს სახლში მოხვდა.

მესამე პარამეტრი,რომელსაც აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადრება -ესაა ჰაერის ტენიანობა.თუ თქვენ უდაბნოს ბინადარი არ შეგიძენიათ,მაშინ მოგიწევთ ტენიანობის მომატება ურფრო რბილი ადაპტაციისათვის.მშრალი და მითუმეტეს ექსტრემალურად მშრალი ჰაერი შესაძლოა ფოთლების დაკარგვის სერიოზულ ფაქტორად იქცეს.ასევე გარდაუვალია ფოთლის წვერების ხმობა,დაავადების და მავნებლების გავრცელება.მცენარეების უმეტესობა შეძენამდე იმყოფებოდა თითქმის ორანჟერიის პირობებში,ამიტომ მომატებული ტენიანობა საშუალებას მისცემს მცენარეს ადვილად გადაიტანოს ადაპტაციის პერიოდი.ხშირი შესხურება და ტენიანობის ასამაღლებელი მოწყობილობების დაყენება გააადვილებს შეგუების პროცესს.ყველაზე ტენის მოყვარული მცენარეები კი შეგიძლიათ მოათავსოთ თალფაქის ქვეშ,ჩასვით ისინი მინი სათბურში 2-3 დღით.

შეეცადეთ არ შეაწუხოთ ადაპტაციის პერიოდში მყოფი მცენარე.ნუ გადაადგილებთ მას, არ შეატრიალოთ ქოთანი,არ დაბანოთ ფოთლები,ნუ ჩაუტარებთ სხვადასხვე მანიპულაციას და შეეცადეთ არ შეეხოთ.ყურადღება მიაქციეთ ნიადაგის ტენიანობას,შეინარჩუნეთ ზომიერად ტენიანი ნიადაგი.ნუ შეშინდებით თუ მცენარე იჭირვეულებს,გამოავლენს სტესის ნიშნებს,მიეცით მას დრო და თვითონ გაუმკლავდება პრობლემებს.მცენარის განვითარება მხოლოდ მაშინ ჩათვალეთ დარღვეულად თუ ადაპტაციის პერიოდის დამთავრების შემდეგ კიდევ ვლინდება დარღვევები ზრდასა და განვითარებაში.

ადაპტაპტაციის პერიოდი გრძელდება ზრდის ნიშნების გამოვლენამდე.ოპტიმალურია 2-3 კვირა.

დეკორატიული მცენარეები ოთახის ინტერიერში 

სრულფასოვანი მოვლის დასაწყისი. ადაპტაციის პერიოდის დამთავრების შემდეგ მცენარეს ათავსებენ მუდმივ ადგილზე.მაგრამ საბოლოო წარმატება,რამდენი ხანით გაგახარებთ თქვენი მცენარე შემდგომში,დამოკიდებულია მოვლის ხარისხზე.შეცდომები შეძენილ მცენარეებთან უფრო სახიფათოა,ვიდრე თქვენს მიერ გამოზრდილებთან.ფაქტიურად,ადაპტაცია არ სრულდება კიდევ მრავალი თვის განმავლობაში.

პირველადი ადაპტაციის შემდეგ საჭიროა მუდმივი მონიტორინგი,რეგულარული დათვალიერება,პრობლემის დროულად აღმოჩენა.მორწყვა,ჰაერის ტენიანობის მაჩვენებელი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს მცენარის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებს.შეძენიდან 1-2 თვის განმავლობაში მცენარე არ საჭიროებს კვებას (გამონაკლისია უხვადმოყვავილე მცენარეები,რომლებიც კარანტინის შემდეგ მაშინვე გადადის მისთვის ოპტიმალურ გრაფიკზე).მცენარეთა უმეტესობა შეჩვეულია ფესვისგარეთა კვებას,ამიტომ მათი გამოყენება ადაპტაციას გააუმჯობესებს.

ყველაზე სახიფათოა გადარგვა.თუ თქვენ გსურთ ქოთნის გამოცვლა ესთეტიური მიზნით,უბრალოდ ჩადგით ის სხვა ქოთანში ან შენიღბეთ სხავ მეთოდით.მცენარე კი მხოლოდ მისთვის ოპტიმალურ დროს გადარგეთ: ადრე გაზაფხულზე,ან მაშინ როდესაც მცენარე გადარგვეს საჭიროებს (თუ მცენარე ადვილად ტრავმირებადია,ფრთხილად გადასვით ის ყველა წესის დაცვით).

გადარგვა - ყველაზე სერიოზულად ტრავმირებადი ფაქტორია.თუ თქვენი ახალი მცენარე გადარგვას საჭიროებს,გადაიტანეთ ეს პროცესი 2-3 კვირით.ნებისმიერ შემთხვევაში არ გადარგათ მცენარე კარანტინის დამთავრებამდე.არასოდეს,არცერთ შემთხვევაში (გარდა ძლიერად დასნებოვნებული ნიადაგისა) არ შემოაცალოთ მთელი სუბსტრატი და მითუმეტეს არ გაურეცხოთ ფესვები.მცენარის გადარგვა ასევე არ შეიძლება მოსვენების,ბუტონიზაციის და ყვავილობის პერიოდში: მცენარეთა უმეტესობის გადარგვა შესაძლებელია მხოლოდ მათთვის ოპტიმალურ დროს,ხშირად მხოლოდ მომდევნო წელს (თუ ქოთანი ფართოა და მცენარეს ჯერ კიდევ არ შეუვსია ის,გადარგვა უნდა გადაიდოს 2-3 წლით,მანამდე შეცვალეთ მხოლოდ ზედა ფენა).

არის სიტუაციები როდესაც მცენარეს ესაჭიროება ექსტრმალური გადარგვა (დაობებული,სველი გრუნტი,ბოლომდე თვისებული მიწის გუნდა,სუბსტრატის დაბალი ხარისხი).თუ თქვენ საგულდაგულოდ დაათვალიერებთ მცენარეს ყიდვისას,უზრუნველყობთ სათანადო მოვლით,აკონტროლებთ სუბსტრატის ტენიანობას მორწყვებს შორის და არ მორწყავთ მას ‘’როგორც ყველას’’,ყველაფერი რიგზე იქნება.

არსებობს მრავალი მოსაზრება რომ ჰოლანდიური (და არა მარტო) სელექციები გამოუსადეგარ,მიწის არ შემცველ სუბსტრატშია ჩარგული,ისინი მშვენიერი ჰაერ და წყალგამტარი სუბსტრატებია და შესანიშნავია თქვენი მცენარისათვის.გადასატანი,დროებითი სუბსტრატი მცენარისათვის არ არსებობს.მცენარე ითესება და იზრდება, ან ხდება მისი დაკალმება იმავე ტიპის სუბსტრატში რომელშიც თქვენ შეიძინეთ.გამონაკლისია მოზრდილი მცენარეები და პალმები,რომლებსაც გადატანისას რგავენ მსუბუქ სუბსტრატში,მაგრამ მათი გადარგვის შესახებ აფრთხილებენ მყიდველს.სხვა მცენარეებისათვის კი ტორფი,ქოქოსის ბოჭკო და სხვა ნიადაგის არშემცველი ნაზავები - კომფორტული და ჩვეულია.მცენარისათვის უფრო მეტ სტრესად ითვლება მისთვის უცხო სუბსტრატი.საკვები ნივთიერებების არარსებობა იმ სუბსტრატში რაშიც იყიდება მცენარეები - არის მითი.უბრალოდ ასეთ სუბსტრატში მორწყვის რეჟიმის დარღვევა მეტად თვალსაჩინო და სახიფათოა: ზედმეტი მორწყვა ამჟავებს და აობებს სუბსტრატს,არასაკმარისი ან არათანაბარი მორწყვა კი გრუნტის სტაბილური მახასიათებლების დარღვევას იწვევს.საკვები ნივთიერებების შევსება კი ხდება ორგანიკის და მინერალური სასუქების ხარჯზე.ასეთ სუბსტრატში სასუქების მიწოდების დარღვევა ასევე მკვეთრად აისახება.

შეძენილ მცენარეზე სხვლა სასურველია ჩატარდეს ყიდვიდან  რამოდენიმე თვის შემდეგ.ეს დასაშვებია მხოლოდ იმ მცენარეებისათვის რომლებსაც არ შეუძლიათ ნორმალური განვითარება გასხვლის გარეშე.

უკეთესი ადაპტაციისათვის არ ღირს კვირტების და ყვავილების მოცლა: განვითარების ფაზის უეცარი წყვეტა უფრო გააღრმავებს მცენარის სტრესს.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

 

05 April 0 12 574
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно