შეფლერა - ქოლგის ხე,შეფლერას სახეობები

შეფლერა - ტანდაბალი ხე ან ბუჩქი,მიეკუთვნება არალიასებრთა ოჯახს.შეფლერას აქვს ლამაზი როზეტული,ძალიან დასამახსოვრებელი ფოთლები აქვს.ზოგიერთს  მისი ფოთოლი გაშლილი ხელის მტევანს აგონებს,ზოგს კი - გაშლილ ქოლგას.აქედანაა მისი მეორე სახელიც - ქოლგის ხე.ოთახის კულტურაში გავრცელებულია შეფლერას რამდენიმე სახეობა.

თითისებრი შეფლერა (Schefflera digitata) - მცირე ზომის ტოტებგაშლილი ხეა,8 მეტრამდე სიმაღლის,ცნობილია ასევე ‘’შვიდი თითის’’ სახელით.ის ენდემური მცენარეა,ანუ დედამიწაზე მხოლოდ ერთ ადგილას შეხვდებით - ახალი ზელანდიის ტროპიკულ და სუბტროპიკულ განედებზე.იგი ძირითადად იზრდება დაჩრდილულ ტენიან ტყეებში,ნაკადულის ნაპირებზე,მთის ხეობებში და დაბლობებში,სადაც სიმაღლე ზღვის დონიდან 1200 მეტრს არ აღემატება.

თითისებურ შეფლერას შვიდი ფოთოლი აქვს რომლებიც ერთ როზეტადაა შეკრული.ფოთლის ფირფიტები ხელის შეხებით თხელი და რბილია,მკვეთრად დაკბილული ნაპირებით.ყვავილედი საგველაა 35 სმ-მდე დიამეტრით,ქოლგისებური ყვავილედებით.თვითოეულ  ქოლგაზე 10-მდე ყვავილი იშლება.შეფლერას მწიფე ნაყოფი მუქი იისფერია,მრგვალი,წვნიანი და საკვებად ვარგისი.მათ სიამოვნებით მიირთმევენ ჩიტები,მწერები,წვრილი ძუძუმწოვრები.

საინტერესო ფაქტი: ძველად თითისებრი შეფლერას მერქანი  ცეცხლის ხახუნით მოსაპოვებლად გამოიყენებოდა.თითისებრი შეფლერა სასარგებლო მცენარედ იღვლება.მისი წვენი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამოიყენება კანის წყლულებისა და მკრეჭავი სირსველის სამკურნალოდ.

თითისებრი შეფლერა მხოლოდ ახალ ზელანდიაში იზრდება,თუმცა ადგილობრივებში ის დიდი პოპულარობით არ სარგებლობს მისი თხელი ფოთლების გამო.ამჟამად ეს მცენარე გადაშენების პირასაა,რომელიც პირველ რიგში ბრაკონიერების მიერ ტურისტებისთვის სუვენირის სახით მიყიდვით თითქმის გაქრობის პირასაა.

   

სხივფოთლება შეფლერა

სხივფოთლება ,ანუ ვარსკვლავფოთლება შეფლერას (Schefflera actinophylla) სამშობლოა ავსტრალიის ტროპიკული ტყეები.იგი ხშირად იზრდება როგორც ეპიფიტი,სხვა ხეებზე.

სხივფოთლება შეფლერა მცირე ზომის მარადმწვანე ხეა,სიმაღლით 12 მეტრამდე,ერთი ან რამდენიმე ღეროთი,რომლებიც საჰაერო ფესვებიდან უნვითარდება.ქერქის ფერი მონაცრისფრო-ყავისფერი ან მონაცრისფრო-მწვანეა.გრძელყუნწიანი ფოთლები განლაგებული აქვს მონაცვლეობით,ყუნწების სიგრძე 60 სანტიმეტრამდე აღწევს.თითისებურად წაგრძელებული,პრიალა ღია მწვანე ფერის,უკულანცეტისებური  ფოთლების სიგრძე 30 სანტიმეტრამდეა.ფოთოლი შედგება 7-16 ცალკეული ფოთლის ფირფიტისაგან.

ყვავილები წვრილი აქვს,წითელი ფერის,განლაგებული მჭიდროდ შეკრებილ ყვავილედად,ტოტების კენწეროებში.ნაყოფი მოშავო იისფერია,მრგვალი,ხორციანი,კურკა 7 მილიმეტრამდე.ყვავილებიც და ნაყოფიც იზიდავს და საკვებად გამოიყენება მწერების,ფრინველების,ძუძუმწოვრაბის მიერ.რითაც ისინი  თესლის მთავარი გამავრცელებლები ხდებიან.

სხივფოთლება შეფლერას გაზრდა შესაძლებელია რბილი,თბილი კლიმატის მქონე ადგილებში დეკორატიული ხის სახით, ბაღებში.მას მინიჭებული აქვს განსაკუთრებული პრემია დიდი ბრიტანეთის სამეფო მებაღეობის საზოგადოების მიერ,თავისი დეკორატიულობს გამო.სილამაზით გამოირჩევა მისი არა მხოლოდ ფოთლები,არამედ ყვავილედიც,რომელიც ზაფხულის დასასრულს ან შემოდგომის დასაწყისში იშლება.

სხივფოთლება შეფლერა მრავლდება თესლით,კალმებით ან ტოტების გადაწვენით.თუმცა ეს მცენარე აგრესიულ მცენარეებს მიეკუთვნება,რადგან მისი ფესვთა სისტემა სწრაფად იზრდება.მაგალითად ფლორიდაში (აშშ) შეფლერა ინვაზიური სარეველაა და ბაღებში არ რგავენ.

ცნობისათვის: ინვაზიური ნიშნავს - რომ ის გავრცელდა და ჩაინერგა ადამიანის მიერ.იგი ისე სწრაფად იზრდება რომ თრგუნავს სხვა მცენარეების განვითარებას და საფრთეს უქმნის მათ პოპულაციას.

ზომიერ განედებში სადაც ზამთრობით ტემპერატურა ნულს ქვემოთ ჩამოდის,შეფლერა გვხვდება ოთახის მცენარის სახით.

რვაფოთოლა შეფლერა (Schefflra octophylla) ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში,იზრდება ტიბეტშიც 100-დან 2100 მეტრამდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან.ის ასევე გვხვდება იაპონიაში,ვიეტნამსა და ინდოეთში.

ბუნებაში რვაფოთოლა შეფლერა 2-დან 15 მეტრამდე სიმაღლის ხე ან ბუჩქნარია.მისი ყლორტები მსხვილია,ახალგაზრდა ასაკში ისინი დაშვებულია,რაც ასაკთან ერთად უქრება,ქერქი კი უნაოჭდება.

რვაფოთოლა შეფლერას ძალიან ლამაზი ფოთლები აქვს.ფოთლის ყუნწები კრემისფერია,სიგრძით 15-დამ 30 სანტიმეტრამდე,ყუნწი ბოლოვდება ფოთლის ფირფიტების როზეტით.ფოთოლი შედგება ძირითადად 8 ფოთლის ფირფიტისაგან,თუმცა შეიძლება 6-9-მდეც იყოს.ფოთლის ფირფიტები პრიალაა,ტყავისებური,თითქმის ქაღალდივით სიფრიფანა,ოვალური ან ელიპსის ფორმის,სიგრძით 9-17 სანტიმეტრი,სიგანით 3-5 სმ. ღია მწვანე ფერის.

ახალგაზრდა ფოთლებს ნაკლებად დაკბილული ფორმა აქვთ და ზეთისხილისფერი შეფერილობა.ფოთლის ქვედა მხარე არაპრიალაა.

რვაფოთოლა შეფლერას ყვავილედი სიგრძით 30 სანტიმეტრამდეა,თერიფერის ყვავილებით.შეფლერა ყვავილობს შემოდგომით - ნოემბერ-დეკემბერში,ნაყოფი დამწიფებას იწყებს დეკემბრის ბოლოს.

შეფლერას რბილი მერქანი გამოიყენება ასანთის წარმოებაში.ხალხურ მედიცინაში მისი ფოთლების  და ფესვის ქერქის ნაყენი გამოიყენება გაციების სამკურნალოდ,ასევე ნაკაწრებისა და ტრავმებისათვის.

 

ხისმაგვარი შეფლერა (Schefflera arboricola) - მოყვავილე მცენარეა,რომლის სამშობლოა ტაივანი და კუნძული ხაინანი.

ხისმაგვარი შეფლერა მარადმწვანე ბუჩქია,სიმაღლით 3-4 მეტრი,სუსტი ტოტებით.ფოთლები რთული აქვს რომელიც 7-9 ფირფიტისაგან შედგება,თითოეული ფოთლის ფირფიტის სიგრძე 9-20 სანტიმეტრია,სიგანე 4-10,თუმცა ხშირად უფრო მომცრო ზომისაც გვხვდება.

ყვავილები შეკრაბილია 20 სმ. ძლიერად დატოტვილ საგველა ყვავილედად.ხისმაგვარ შეფლერას ჩვეულებრივ ზრდიან ოთახის მცენარედ,რომელმაც სახელი გაითქვა თავისი არაპრეტენზიულობით ცუდი პირობების დროსაც კი.შეფლერას ბევრი ჭრელფოთოლა სახეობა აქვს,სხვადასხვა სიჭრელის ვარიაციებით და ნახატებით,ფოთლის კიდეებზე ან შუა ნაწილში,კრემისფერ-თეთრიდან ყვითლამდე.გამოყვანილია შეფლერას ჯუჯა ჯიშებიც,რომლებიც კომპაქტურობით გამოირჩევიან.

ხისმაგვარი შეფლერა ხშირად გამოიყენება ბონსაის ხელოვნებაში,თავისი არაპრეტენზიულობით ერთ-ერთი გამორჩეული მარადმწვანე მცენარეა.ხალსაყრელი პირობების დროს შეფლერა იზრდის საჰაერო ფესვებს,რომლებიც მიწამდე გაზრდის შემდეგ შიგ ჩაიზრდება და ფუნქციონირებს როგორც ჩვეულებრივი ფესვები.ისინი მცენარეს საინტერესო და უჩვეულო შეხედულებას აძლევს.საჰაერო ფესვების განვითარებისათვის საჭიროა მუდმივი,ძალიან მაღალი ჰაერის ტენიანობა,ძირითადი ფესვების არასაკმარისი განვითარება მცენარის მიწისზედა ნაწილის სწრაფი ზრდის დროს.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

02 April 0 7 743
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно