გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ლობულარიას ჩითილების გამოყვანის მასტერ-კლასი

 ამ მცენარეს თესავენ მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე იმის მიხედვით, როდისთვის უნდათ მცენარის აყვავება. 
1. ამოსვლისუნარიანობის გასაზრდელად თესლს ალბობენ 8სთ ის განმავლობაში ზრდის სტიმულატორში - ეპინში ან ცირკონში. 

2. მერე აშრობენ  ფხვიერ მდგომარეობამდე 

3. დასათეს ყუთს ავსებენ ზომიერად ნოყიერი ფხვიერი ნეიტრალური მჟავეობის მიწით,  ზემოდან მიწას ასხურებენ ფუნგიციდს, რადგან ლობულარიის ნათესი ადვილად ავადდება „შავი ფეხით“. მერე მიწას ტკეპნიან პატარა ფიცრის ნაჭრით 
4. ერთმანეთისგან 2-3 სმ დაშორებით მიწაში ავლებენ კვლებს 
5. კვლებში ყრიან თესლს ზომიერი თანაბარი ოდენობით,  ფრთხილად ასწორებენ კვლებს და მსუბუქად აყრიან ზემოდან მიწას თესლებს. 
6. ყუთში დებენ მარკერს, რომელზეც  დათესვის თარიღი და მცენარის სახელი აწერია
7. ფრთხილად რწყავენ ან ნამავენ მიწას.
8. ყუთს ზემოდან აფარებენ ქაღალდს, ან ცელოფნის ნაჭერს ნათესის ამოსვლამდე. პერიოდულად ამოწმებენ მიწის ზედაპირის ტენიანობას. 
9. დათესვიდან 4-8 დღეში ამოდის მცენარე 
10. პირველი 2 ნამდვილი ფოთლის ამოსვლის მერე ხდება მათი პიკირება 6-8სმ იან ქოთნებში, 2-3 ერთად. 
11. ჩითილების მოვლა: ზომიერად რწყავენ, როცა მიწის ზედაპირი შეშრება, აფხვიერებენ მიწას, კვებავენ კომპლექსური წყალში ხსნადი სასუქით 7-10 დღეში ერთხელ. 
როგორ მოვიქცეთ, თუ:
 - ნათესი დაავადდა „შავი ფეხით“- უნდა მოაშოროთ დაავადებული მცენარეები, მიწის ზედაპირზე დაყაროთ მშრალი ნაცარი ან გამომწვარი ქვიშა, მორწყეთ ყუთის კედლის გაყოლებით, რომ მიწის ზედაპირი არ დასველდეს, და რაც შეიძლება სწრაფად გადაიტანეთ ნათესი ახალ მიწაში.
 - მცენარე დაავადდა ფესვის ლპობით - უნდა გაუფხვიეროთ მიწა, დაამუშავოთ ფესვის ლპობის საწინააღმდეგო პრეპარატებით.
 - მიწაში დარგულ ახალგაზრდა მცენარეს დაეხვა ბუგრი, ლოქორა ან ჯვარედინყვავილა რწყილი - დროულად უნდა მოხდეს მავნებლის გამოცნობა და მერე შეიწამლოს მცენარე შესაბამისი ინსექტიციდით.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

26 March 0 4 972

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно