როგორ მოვუაროთ ციტრუსებს

მოიწყეთ სახლში ტროპიკები - დარგეთ ოთახის ციტრუსოვანი მცენარეები.ისინი ინტერიერსაც გაგიმრავალფეროვნებენ და გემრიელი,წვნიანი ნაყოფითაც გაგახარებენ.ამ მცენარეებს განსაკუთრებული ხიბლი აქვთ.ასეთ სილამაზეს აღმოსავლეთ საქართველოში ვერ იხილავთ ეზოებში, მათ მხოლოდ ოთახის პირობებში შეიძლება გამოიზამთრონ და იქაც თავის ჭირვეულ ხასიათს ავლენენ.სწორედ ზამთრის სეზონია მათთვის ყველაზე რთული.მაინც რა ესაჭიროებათ მათ კონკრეტულად?

განათება - ამოცანა პირველი - უზრუნველყავით ციტრუსები სათანადო განათებით,ისინი საკმაოდ სინათლის მოყვარულები არიან(მხოლოდ შუადღის მცხუნვარე მზისგან დაცვას საჭიროებენ).

ყველაზე ოპტიმალურია -განათავსეთ თქვენი ეგზოტიკური მცენარეები სამხრეთ-აღმოსავლეთ ან სამხრეთ-დასავლეთ ფანჯარასთან,ზაფხულში კი ბაღში გაიტანეთ ხეების მსუბუქი ჩრდილის ქვეშ.ზამთარში სასურველია თქვენი მცენარეებისათვის დამატებითი,ინტენსიური განათების ჩართვა არანაკლებ 12 საათისა.თუ სინათლე საკმარისი არ იქნება მცენარე სამწუხაროდ სრულფასოვნად ვერ განვითარდება.ზაფხულში ციტრუსოვანი მცენარები სასურველია გაიტანოთ ბაღში ან აივანზე,განათებულ ადგილზე.

გრილი გამოზამთრება - ეგზოტიკური მცენარეების კარგი ზრდის მთავარი პირობაა ზამთარში ტემპერატურის დაწევა.+ 12-16 გრადუსამდე.სიგრილის გარეშე ციტრუსები 3-4 წელზე დიდხანს ვერ ცოცხლობენ,თანდატანობით იფიტებიან და კვდებიან.მათი დასვენება ნოემბრიდან თებერვლამდე გრძელდება,როდესაც დღე მატულობს,ციტრუსების უმრავლესობა იღვიძებს და იწყებს ზრდას.

ზამთრის ბაღი ან +3-12 გრადუსამდე გამთბარი სათბური - კალამონდინისათვის იდეალური გამოსაზამთრებელი ადგილია:

ასევე კლემანტინისთვისაც.მისი ნაყოფი მთელი ზამთარი ტოტებზე ასხია და გაზაფხულისთვის მწიფდება.
                                                             

მორწყვა თუ მცენარეს სწორი რეჟიმით არ მორწყავთ შეუძლებელია მისი ნაყოფის მიღება,ისევე როგორც მისი სწორად განვითარება და სიცოცხლე.არ უნდა დაუშვათ მორწყვებს შორის ძალიან დიდი ინტერვალი,რომლის დროსაც ციტრუსები ხან წყლის სიჭარბით და ხან უწყლოობით იტანჯებიან.მათი ‘’დარწყულება’’ ისე უნდა მოხდეს,რომ ნიადაგი არასოდეს გამოშრეს ქოთანში და ზომიერად ტენიანი იყოს ქოთნის ძირამდე.

აქტიური ზრდის პერიოდში - გაზაფხულზე და ზაფხულში,განსაკუთრებით კი მშრალ ამინდებში მორწყვა აუცილებელია ყოველდღიურად! ზამთარში ყოველ მე-2  მე-3 დღეს უნდა შემოწმდეს სუბსტრატის ტენიანობა და აუცილებლობის შემთხვევაში მოირწყას.

მავნებლებთან ბრძოლა თუ თქვენ სწორად რწყავთ მცენარეებს მაშინ ისინი სტრესს არ განიცდიან.ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია,რადგან ეს ნეგატიური ფაქტორი აქვეითებს მცენარის გამძლეობას მავნებლების შემოსევის მიმართ,როგორიცაა აბლაბუდიანი ტკიპა და ფარიანა.მათ წინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია სპეციალური დამცავი საშუალებებით,რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია საცხოვრებელ გარემოში.მოგვიანებით კი თამამად შეგიძლიათ ნაყოფის საკვებად გამოყენება,რადგან მოქმედი ნივთიერებები იშლება რამდენიმე კვირაში.მაგრამ ჯანმრთელ მცენარეს, რომელიც სწორად ირწყვება და დროულად იღებს ციტრუსებისთვის საჭირო სასუქებს,თვითონვე შეუძლია მავნებლებთან გამკლავება.

შავი ნადები - ფარიანების ცხოველქმედების კვალია.მავნებლები გამოყოფენ წებოვან სეკრეტს,რომელზეც სახლდება ჭვარტლის სოკო.თავდამსხმელების მოსაცილებლად შეასხურეთ მცენარეს ასეთი ხსნარი: 1 ლ.წყალში გახსენით 20 მლ. არაყი და თხევადი საპონი.ასევე ჩამოწმინდეთ ფოთლები რბილი ჩვრით.

(ჩამოწმინდეთ ფოთლები რბილი ჩვრით)

ერთი სასიამოვნო სიახლე: ყველა სახეობის ციტრუსისათვის მოვლის წესები მცირედით თუ განსხვავდება.თუ ერთხელ გაერკვევით შესძლებთ ყველაზე ეგზოტიკური ციტრუსის,მგალითად ციტრონის ნაყოფის მიღებასაც კი.

მრავალფეროვანი ციტრუსები

ციტრონს ანუ ცედრატას (Citrus medica) ყველაზე მსხვილი ნაყოფი აქვს ციტრუსებს შორის.მისი ქერქიდან ეთერზეთები მიიღება,რომლებსაც სასმელების არომატიზირებისათვის,კულინარიული და საკონდიტრო ნაწარმისათვის იყენებენ.

პონცირუსი,ტრიფოლიატა ანუ სამყურა ფორთოხალი (Poncirus trifoliata) - ერთ-ერთი ყველაზე ყინვაამტანი ციტრუსია: უძლებს ტემპერატურის დაცემას -20 გრადუსამდე.მისი ლამაზი მაგრამ უწვნო ნაყოფის მოკრეფა სექტემბრიდან შეიძლება.

ჩვეულებრივი ლიმონი (Citrus limon) ‘’variegata’’ - ამ მცენარის ნაყოფი ძალიან წვნიანი და სასიამოვნოდ მჟავეა. (ლიმონი ‘’ვარიეგატა’’)

ლიმონი მთელი წლის განმავლობაში მწიფდება.ამიტომ თქვენ შეგიძლიათ მისი ეკოლოგიურად სუფთა ნაყოფის მოკრეფა როცა მოგესურვებათ და ცედრასთან ერთად საკვებად გამოყენება.

ბუდას  ხელი - ასე ეწოდება ციტრონს (Citron medica) ‘’Digitata’’,რომლის ნაყოფი საოცარი ფორმისაა და ძალიან არომატული კანი აქვს.(ციტრონი ‘’ბუდას ხელი’’)

ფორთოხალი (Citrus sinensis) მაგალითად ‘Ovale Calabrese’’ გემოთი ტკბილია, თუნდაც ცივ განედებში იყოს გაზრდილი.

ფოთოხალს ‘’Vain iglia’’ განსაკუთრებით ნაზი გემო აქვს. (ფორთოხალი ‘’Vain iglia’’)
ოვალური ფორტუნელა,ანუ კუმკვატი,იგივე ოქროს ფორთოხალი (Fortunella margarita) არავის ტოვებს გულრილს: ზოგიერთს ის ძალიან მოსწონს ზოგი კი საერთოდ ვერ იტანს.

მისი წვრილი ნაყოფი მთლიანად გამოიყენება საკვებად,ანუ კანს არ აცლიან.კუმკვატის კანი ტკბილია,რბილობი კი მჟავე - ერთად ისინი შეუდარებელ გემოს ქმნიან.

ყველასთვის ხელმისაწვდომი როდია უზრუნველყოფილი არისტოკრატები უკვე XVII საუკუნდან აშენებდნენ ციტრუსებს საკუთარი მოთხოვნილებისათვის,ასევე თავისი სტუმრების უცხო ნაყოფით გასაოცებლად.სითბოსმოყვარული ეგზოტიკური მცენარეებისათვის ორანჟერეებს აშენებდნენ: შენობებს დიდი ფანჯრებით,მოგვიანებთ კი მთლიანად მინის შენობებს,რომლებსაც შეშით ათბობდნენ,რაც ძალიან ძვირი ღირდა

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მწარე ფორთოხალი (Citrus aurantium),ციტრუსების ფანატებში დღემდე ფასობს მწარე ფორთოხალი ‘’Fasciata’’ რომელსაც მკვეთრი ყვითელ-ფორთოხლისფერი ზოლიანი ნაყოფი აქვს.კლასიკური ინგლისური ფორთოხლის ჯემი სწორედ მწარე ფორთოხლის რბილობისაგან  და ცედრისაგან მზადდება.

რჩევები:

როდის უნდა გაისხლას ციტრუსები? (ფოტოზე - გასხვლა)

სეკატორის გამოყენება შეგიძლიათ მარტიდან აგვისტოს ჩათვლით,ზედმეტად წაზრდილი ტოტები უნდა გაისხლას.ნამხრევის წვერების შეჭრა ვარჯს უფრო ახშირებს და ნაყოფის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

რატომ სცვივათ ხშირად ციტრუსებს უმწიფარი ნაყოფი?

ახალგაზრდა მცენარეებს არ შეუძლიათ  ყველა ნაყოფის ‘’გამოკვება’’ სრულ დამწიფებამდე.სწორედ ამიტომ იშორებენ ‘’ზედმეტ’’ ნაყოფს.ეს სრულიად კანონზომიერი პროცესია,რადგან ხეზე დარჩენილი ნაყოფი ნორმალური ზომის და უფრო არომატული იქნება.

როგორ მივხვდეთ რომ ნაყოფი დამწიფდა?

თუ ნაყოფს ოდნავ დაატრიალებთ,დამწიფებული ადვილად მოსცილდება ტოტს.უმწიფარი ნაყოფი კი ძნელი მოსაწყვეტია.

რა უნდა მოვიმოქმედოთ თუ ციტრუსი არ ყვავის?

ყვავილების ჩამოყალიბებისათვის მცენარე ზაფხულში ბაღში უნდა გაიტანოთ და ნათელ, მზიან ადგილას დადგათ.საერთოდ ციტრუსები ყვავიან და ნაყოფს იძლევიან 4 წლის ასაკიდან.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი - სალთხუციშვილის

22 March 0 11 095
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно