გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ტიტას მოვლის შესახებ

აღწერა:ტიტა ერთერთი ყველაზე პოპულარული ბოლქვიანი მცენარეა. გაზაფხულზე ულამაზესი ყავილებიამოდის მისი ბოლქვებიდან. კულტივირებულია ათასწლეულის წინ. პოპულარობის პიკს მიაღწიამე 17 ს ს პირველ ნახევარში ჰოლანდიაში, და ტიტამანიაშიც კი გადაიზარდა. მერე კი ფულისფუნქციაც აიღო და გარკვეული პერიოდი გაცვლის საგნადაც იქცა. იგი კარგად ყვავის ცივკლიმატურ რეგიონში, ასევე ზამთარში სახლის პირობებში. სამხრეთ რეგიონში კი საუკეთესოშედეგის მისაღებად მას ყიდულობენ შემოდგომით და რამდენიმე კვირა ინახავენ 4-5 გრ ზედარგვამდე.
მოვლა: ბოლქვიან მცენარეებს შორის იგიყველაზე იოლი მოსავლელია. ირგვება გარეთ, ეზოში, ზრდის ტემპი - საშუალო, განათება სჭირდებაკარგი და მზიანი, თუმცა ცხელ დღეებში სჯობს, ჩრდილქვეშ იყოს. მიწა, სადაც იგი ირგვება, უნდა იყოს ნოყიერი, კარგად დრენირებული,მორწყვა უნდა ზომიერად ისე, რომ მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს . სასუქი აუცილებელია- სჯობს კარგად გახრწნილი კომპოსტი, ვიდრე ნაკელი, კიდევ უფრო უკეთეს შედეგს მიიღებენძვლის ფქვილით - 50-60გრ 1კვ.მ ზე. მერე მიწა კარგად უნდა ჩაიფარცხოს.
ტიტები 2 ძირითად ჯგუფად იყოფა: ადრემოყვავილე, რომლებიც აპრილიდან იწყებენ ყვავილობას, და გვიან - მაისში მოყვავილეები. ისინიკიდევ 16 ქვეჯგუფად არიან დაყოფილი, ტიტა ზოგადად მრავალწლიანი მცენარეა, თუმცა მებაღეებიერთწლიანად ზრდიან. პირველად იგი თურქეთში აღმოაჩინეს და სახელიც თურქული აქვს - თარგმანშიჩალმას ნიშნავს. ითვლება, რომ გარეგნულად მართლაც ჩალმას ჰგავს, ბევრს მის სამშობლოდჰოლანდია მიაჩნია, თუმცა ეს სინამდვლეს არ შეეფერება. იქ იგი სპარსეთიდან მოხვდა.
სახეობის მიხედვით სხვადასხვა სიმაღლის, ფერის და ფორმის ყვავილი აქვს, უმეტეს სახეობებსერთ საყვავილე ღერზე ერთი ყვავილი აქვს, თუმცა გვხვდება ერთ ღერზე რამდენიმე ყვავილიანისახეობებიც. რეიტინგში მას მესამე ადგილი უჭირავს ვარდის და ქრიზანთემის შემდეგ.
სამშობლო -  როგორც ზემოთ ითქვა, თურქეთია, და იქაურ კულტურასადა ხელოვნებაში საკმაოდ დიდი როლიც შეასრულა. სულთან აჰმედ მესამის მმართველობის  დროს 1718-1730წლებში, პერიოდს „ტიტების ერა“ ეწოდა,სიმშვიდის და აყვავების ხანა.მას ხშირად გამოსახავენ თურქულ ქსოვილებზე.
გამრავლება: დედა ბოლქვი ივითარებს პატარაშვილეულ ბოლქვებს, რომლებსაც აცლიან და ცალკე რგავენ. მისი გამრავლება შეიძლება თესლითაც,რომელსაც თესავენ ნამიან ქვიშანარევ მიწაში. მაგრამ ახალი ნერგები რამდენიმე წელი არიყვავილებენ ,სანამ ბოლქვი კარგად არ მოძლიერდება. მთავარი მისთვის შესაფერისი კლიმატიდა მიწაა.
დარგვა: ბოლქვები ირგვება ოქტმბერ-ნოემბერში,სიღრმე  ბოლქვის დიამეტრის სამმაგი უნდა  იყოს. მას სხვა მოყვავილე მცენარეებთან ერთადაცრგავენ, ოღონდ მათ შემდეგ, რომ ბარით არ დაზიანდეს ბოლქვები. პატარა ტერიტორიაზე ბევრიბოლქვის დარგვა არ ივარგებს: მაშინ ბოლქვები უნდა ამოიღოთ მას შემდეგ , რაც ფოთოლიგაყვითლდება, მოაშოროთ შვილეული ბოლქვები და ცალკე ჩარგათ ისიინი. 
დაავადებები: 
ტიტა ერთერთი  ყველაზე გამძლეყვავილია.-  მოვლაში ადვილი და დაავადებებიიოლად არ აზიანებს მას, თუმცა ხანდახან ემართება „ტიტას ცეცხლი“ -ღერო და ფოთლები აჩერებსზრდას, მათ ავადმყოფური შესახედაობა აქვთ, მათზე წარმოიქმნება ყავისფერი ლაქები. ასეთიმცენარე უნდა განადგურდეს.
ყვავილობის მერე საყვავილე ღეროს აჭრიან, ფოთლები კი თავისით ჩახმება.
მას უმეტესად ლარნაკში ჩასაწყობად იყენებენ . იგი მოჭილ მდგმარეობაში დაახლოებით ერთკვირას სძლებს, ზოგჯერ წყალს უმატებენ შაქარს, მისი ყვავილობის გახანგრძლივებისთვის.  
შრენკის ტიტა:  წითელი ,ყვითელი,ვარდისფერი ან ჭრელი ერთეულყვავილიანი მცენარეა, სწორმდგომ ღეროზე, რომელსაც რამდენიმე ღია მწვანე ფოთოლიც აქვს.იგი კარგად იზრდება მშრალი ზაფხულის და ცივი ზამთრის პირობებში. ზრდიან კონტეინერებშიან ქვიან ნიადაგზე ეზოში
ბიბერშტეინის ტიტა: ერთეული მკვეთრი ყვითელიყვავილები აქვს მოყავისფრო მომწვანო ელფერით სწორმდგომ ღერზე, რამდენიმე ფოთოლთან ერთად.ძალიან პოპულარულია მოსაჭრელად ლარნაკისთვის.
გრეიგის ტიტა: ძალიან ლამაზია, მუქი წითელიფერის ყვავილი აქვს  შიგა მხრიდან , გარედანკი ჭიაფერისაა. ფუძე შავი აქვს, იზრდება 25-30სმ ღერზე.
17 March 0 48 380

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно