ჭინჭარი სასუქად
ხშირად საჭიროა მოსავლის რაოდენობის გაზრდა დიდი დანახარჯის გარეშე ორგანული სასუქის დახმარებით. აქ დიდ დახმარებას უწევს მებაღეებს მცენარეებისგან დამზადებული სასუქი, კერძოდ კი - ჭინჭარი. იგი ყველაზე ადვილად საშოვი და იაფი მეთოდია. სასარგებლო ნივთიერებებით კვებავს მცენარეებს და ხელს უწყობს მათ ზრდას.
რა სარგებლობა მოაქვს ასეთ „კანიბალიზმს“ მცენარეებს შორის? ჭინჭარი ბევრ სასარგებლო ქიმიურ ელემენტს შეიცავს: კალიუმი - 34 %,, კალციუმი - 37 %, მაგნიუმი - 6 %, და სხვა მიკროელემენტები. პირველი სამეული აქტიურად შეითვისება მცენარეების მიერ, განსაკუთრებით სასარგებლოა ისინი პომიდვრისთვის.
ჭინჭრის ფოთლები შეიცავს ვიტამინ K1-ს, რომელიც აუცილებელია ფოტოსინთეზისთვის და მცენარეზე გამაჯანსაღებელ გავლენას ახდენს. მისგან სასუქის მომზადება საკმაოდ ადვილია და სწრაფად კეთდება, იგი ბევრგან სარეველად იზრდება ასე, რომ მასალა უხვადაა. სასარგებლო საკვებად რომ იქცეს, საჭიროა გარკვეული წესების დაცვა:
- მცენარეს იღებენ თესლის წარმოქმნამდე.
- იგი უნდა იყოს ჯანმრთელი,
- ნაყენს ურევენ კვირაში 2-3 ჯერ.
- ხსნარს დებენ მზეზე, რომ სწრაფად დადუღდეს.
- პროცესის დასაჩქარებლად უმატებენ კატალიზატორს - საფუარს ან „ბაიკალს“
- გამოიყენება 2 კვირაში ერთხელ, მისი შეტანის მერე მცენარე კარგად უნდა მოირწყას.
- ხსნარს საკმაოდ ცუდი სუნი აქვს. მის მოსაშორებლად უმატებენ კატაბალახას ფესვებს.
ჭინჭრის სასუქის ბევრი რეცეპტი არსებობს იმის მიხედვით, თუ რას უმატებენ კიდევ კონკრეტული მცენარეების საჭიროებიდან გამომდინარე.
ჭინჭრის და პურის სასუქი - მისი მომზადება ჰგავს ბურახის კეთებას. საჭიროა ჭინჭრის ფოთლები, ღერები, პურის ნარჩენები, ბურახი, ნატურალური საფუარი, ესენი ირევა და აყენებენ 3-5 დღე. ჭურჭელს ¾ ით ავსებენ მწვანე მასით, იმავე ნიშნულამდე ასხამენ წყალს, რომელშიც გახსნილია საფუარი, დოზის დაცვა აუცილებელია, თორემ დუღილის მერე ჭურჭლიდან გადმოვა. მიღებულ ხსნარს წურავენ, აზავებენ 1:10 პროპორციით, შეიძლება დაამატონ სუპერფოსფატი, კალიუმიანი აგროქიმიკატები. დარჩენილ მწვანე მასას კვლებს შორის ყრიან, რომ მიწაში ჩალპეს.
სასუქი ჭინჭრის და ბაბუაწვერასგან - მცენარეებს აშრობენ, წვრილად ჭრიან, ყრიან კასრში, 1/8 ზე, ასხამენ წყალს, რომელშიც გახსნილია გუმატი - 1ჩ.კ. 10ლ წყალზე. დებენ 4-5 დღე , ზოგჯერ ამატებენ ნაცარს ან მზა ორგანულ სასუქს. ბაბუაწვერას გარდა, შეიძლება სხვა მცენარეების გამოყენებაც - გვირილა, პომიდვრის მასა, აბზინდა, ასფურცელა. ჭანგა ,, ანუ თითქმის ყველა საბოსტნე სარეველის გამოყენებაა შესაძლებელი, მაგრამ არ გამოდგება მინდვრის სურო, - იგი შხამიანია და დაშლისას გამოჰყოფს შხამიან ნივთიერებებს, არც მარცვლეული გამოდგება, რომელთა გახრწნის შედეგად წარმოიქმნება სპირტშემცველი ნაერთები, ისინი კი დამღუპველია მცენარეებისთვის.
მეთანური დუღილის მეთოდი: ზემოაღწერილი რეცეპტების სრულყოფა შეიძლება კიდევ ერთი მეთოდის დახმარებით, მისთვის საჭიროა პირობების შექმნა, რომ მაქსიმალურად წარმოიქმნას და შენარჩუნდეს სასარგებლო ნივთიერებები, მაგ. აზოტი,. ამისთვის ჭურჭელს სადაც დუღს ეს ნარევი, აფარებენ ცელოფნის ნაჭერს. გახრწნის პროცესში გამოიყოფა გაზი -მეთანი, პროცესი ჰერმეტულად დახურულ სივრცეში, ჟანგბადის გარეშე მიმდინარეობს 2 კვირის განმვლობაში და მზადაა, როცა აუვა ახალი ნაკელის სუნი. ამ გზით მიღებულ თხევად სასუქს აზავებენ პროპორციით 1:2 ფესვებზე დასასხმელად და 1:5 არაფესვური კვებისთვის.
რომელი მცენარეებისთვის გამოდგება ეს სასუქი: ჭინჭრის სასუქი წარმატებით გამოიყენება ბაღ-ბოსტანში, იგი კვებავს მიწას სასარგებლო ნივთიერებებით და აფრთხობს მავნებლებს. მას დადებითი შედეგი აქვს მარწყვზე, პომოდორზე, ბულგარულზე, კომბოსტოსა და კიტრზე. თუმცა კომბოსტოსთვის უფრო მეტ ხანს აყენებენ - 1კვირას, წინააღმდეგ შემთხვევაში სარგებლის ნაცვლად დააზიანებს.
არიან მცენარეები, რომლებსაც იგი არ უხდება - ხახვი, ნიორი, ყველა პარკოსანი.
დღეს ბევრი ცდილობს გამოიყენოს ბაღ - ბოსტანში ნატურალური სასუქი, მათგან მწვანე სასუქი ყველაზე იაფი საშუალებაა, მათი დახმარებით შეიძლება მინერალური სასუქის შემცირება, მერე კი საერთოდ უარის თქმაც.
თარგმანი თ. სუპატაშვილის