გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

აზოტოვანი სასუქები

ვიდრე დავიწყებთ ამ სტატიაში აზოტოვანი სასუქების შესახებ საუბარს, ჯერ შევეცადოთ ვუპასუხოთ სამ შეკითხვას,რომლებზეც ცოტას თუ ექნება სწორი პასუხები.პირველი შეკითხვა მიეკუთვნება სასკოლო მასალას: "რატომ არ შეიცავს ჩალა აზოტს?" - იმიტომ რომ იგი შედგება უჯრედისისგან,რომლის შემადგენლობაშიც აზოტის ატომები არ შედის.მეორე შეკითხვა შედარებით რთულია და გაკვირვებას იწვევს იმ ადამიანებში,ვინც სტერეოტიპულად აზროვნებას არის შეჩვეული: "რატომ განიცდის ტორფში ჩარგული მცენარე აზოტის ნაკლებობას?" - ტორფის სუბსტრატი შეიცავს რთულად დაშლად აზოტის ნაერთებს,რომელსაც მცენარე ვერ ითვისებს. ჭაობიანი ნიადაგის მოხვნის და დამუშავების დროს მასში დამატებით შეაქვთ ნაკელი,რათა ხელი შეუწყონ ბიოლოგიური ნივთიერებების დაშლის პროცესს.თუ მცენარეს,რომელიც აზოტიან ნიადაგშია დარგული,არ მივაწვდით დამატებით კვებას,მაშინ აზოტი ვეგეტატიუური პერიოდის დაწყებისთანავე გამოილევა.ბევრი ყვავილის მწარმოებელი და მეყვავილე,რომლებისთვისაც ცნობილია ეს ფაქტი,შეცდომაში შედის და ფიქრობს,რომ აზოტის მიწოდება მცენარის ტორფში დარგვის დროს საჭირო არაა. 

და ბოლოს მესამე შეკითხვა: "რატომ შეიცავს ნაკელი აზოტის მცირე რაოდენობას?" ეს შეკითხვა სრულ დაბნეულობას იწვევს მეყვავილეებს შორის,რადგან ნაკელი ითვლება კარგ აზოტოვან სასუქად.თურმე საქმე სულაც არააა ასე,იმიტომ რომ ახალი ნაკელი აზოტის რთულად დაშლად ცილოვან ნაერთებს შეიცავს და მცენარის მიერ პრაქტიკულად ვერ შეითვისება. ნაკელის შეტანისას აზოტოვანი კვების გაუმჯობესება ხდება ნიადაგში არსებული აზოტის ხარჯზე,რომელიც იწყებს ნაკელში არსებული ბაქტერიების გააქტიურებას.უფრო მეტიც,აზოტის ჭარბი მიწოდების შემთხვევაში მცენარე იწყებს აზოტოვან შიმშილს,რადგან მთელ წარმოქმნილ აზოტს თვითონ ბაქტერიები ითვისებენ.ნიადაგში დამატებით შეტანილი ორგანული მასაც(ნახერხი,ჩალა,მცენარის ნარჩენები) კი არ აუმჯობესებს,პირიქით აუარესებს მდგომარეობას.

ტორფი და შავმიწა ნიადაგი მდიდარია აზოტით,ისინი ამ ელემენტის 2-4 %შეიცავენ ორგანული ნივთიერებების სახით.მაგრამ აქედან მხოლოდ 1-2 % -ია  მცენარისათვის ადვილად ათვისებადი ფორმის სახით.

  ატმოსფეროში აზოტი ინერტულ მდგომარეობაშია.ვულკანურ ქანებში აზოტი თითქმის არაა,ის დანალექ ქანებში წარმოიქმნება ცოცხალი ორგანიზმების მოქმედების შედეგად.აზოტის მარილები ადვილად ხსნადია(ნირტატები,ნიტრიტები,ამონიუმის ნაერთები).ამასთან ნიტრიტები განიცდიან ჰაერიდან ჟანგვას ნიტრატის წარმოქმნით და მცენარის კვებაში არსებით როლს არ თამაშობენ.ნიტრატი ადვილად გამოირეცხება ნიადაგიდან.ამონიუმის იონი ადვილად ქრება,მაგრამ შეუძლია ნიადაგის მინერალებში შეწოვა(მაგ.ვერმიკულიტში).რადგან აზოტის ნაერთები ადვილად ხსნადია,მათი დამატებით ადვილად შეიძლება გამოვიწვიოთ ფესვების დამწვრობა.ისევე როგორც კალიუმიანი სასუქების შემთხვევაში,აუცილებელია მცირე რაოდენობით ამონიუმის არსებობა ნიადაგის ხსნარებში.ამისი მიღწევა შესაძლებელია მარილების მცირე კონცენტრაციით,ან ნიადაგში ორგანული ნივთიერებების დამშლელი ბაქტერიების არსებობით.ამისათვის სრულიად გამოდგება გაყიდვაში არსებული თხევადი სასუქების უმრავლესობა (რომლებიც მინიმალური კონცენტრაციით უნდა გამოვიყენოთ) და გადამწვარი ნაკელი(სასურველი არაა ღორის ნაკელი).ასევე შესაძლებელია კალიუმის გუმატის გამოყენება.

მცენარეულ ორგანიზმში აზოტის ფუნქცია განსხვავდება ფოსფორის ფუნქციისაგან.აზოტი ეხმარება მცენარეს ფოთლოვანი მასის წარმოქმნაში,თუმცა ამცირებს მის გამძლეობას უარყოფითი ფაქტორების მიმართ.მაგრამ მცენარის ყვავილობისათვის აზოტი  აუცილებელია გარკვეული რაოდენობით.აზოტოვანი შიმშილი მართალია აჩქარებს ყვავილობას,მაგრამ ამასთანავე კვირტები მცირე რაოდენობითაა,ყვავილები წვრილია და წარმოქმნილი ნაყოფი ცვენას იწყებს.აზოტი მონაწილეობს ცილის და ნუკლეინის მჟავების სინთეზში.გოგირდის,მოლიბდენის,თუთიის დეფიციტი არღვევს მცენარის ნივთიერებათა ცვლას და მას ფოთლები უყვითლდება. აზოტოვანი სასუქებით კვება ასეთ დროს აუარესებს მცენარის მდგომარეობას.აზოტის სიჭარბეს მივყავართ მრავალი მიკროელემენტის ნაკლებობამდე.მცენარე აზოტს მხოლოდ ამონიუმის სახით შეიცავს.ნიადაგიდან ნიტრატების შეწოვისას მცენარემ დამატებითი ძალები უნდა დახარჯოს,რომ აზოტის იონები ამონიუმის იონებად გარდაქმნას.გარდა ამისა,ჭარბი ნიტრატები გროვდება მცენარეში და იწვევს ისეთი ელემენტების დეფიციტს როგორიცაა:სპილენძი,თუთია და სხვა.ასეთ დროს თუნდაც დამატებითი კვების შეტანა ამონიუმის და შარდოვანა მარილების სახით,პრობლემას არ ჭრის:შარდოვანა ტოქსიკურია,ამონიუმის იონი კი ნორჩი მცენარეებისათვის საზიანოა. ასევე ამონიუმის მარილების რეგულარული შეტანა ნუადაგს მჟავიანობას უმატებს.აზოტის სიჭარბის დროს მცენარეს დიდი რაოდენობით მწვანე მასა აქვს,მისი ნაკლებობის დროს კი პირიქით - ფერხდება მცენარის ზრდა. ხანგრძლივი აზოტოვანი შიმშილი იწვევს ფოთლების მასიურ სიყვითლეს ან სიწითლეს,მათში ქლოროფილის დაშლის გამო. აღსანიშნავია რომ,აზოტის ნაკლებობაზე მცენარის რაქცია სხვადასხვა სახეობაზე განსხვავებულია.ეს ადვილი შესამჩნევია იის განსხვავებულ ჯიშებში.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

10 March 0 16 705

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно