ორქიდეებზე ვირუსული ინფექცია

Orchid fleck virus ბევრი სახეობის ორქიდეაზე გვხვდება და სხვადასხვაგვარად ვლინდება:

დენდრობიუმზე ღია ფერის რგოლების, ორმაგი რომბების ან ოვალის სახით, გარეგნულად ვირუსის და სოკოს გარჩევა თავიდან თვალით ძნელია. თუ სოკოა, ბოლობოლო გაჩნდება სპორები, კონიდიები, რაც ვირუსს არ ახასიათებს.თუმცა შეიძლება დავირუსებულ ლაქაზე მერე სოკოც დასახლდეს, ეს მცენარის ქსოვილის ფერს ცვლის, ხდება შავი და ბოლოს, იქაც სპორები ვითარდება.

ციმბიდიუმზე დაავადება ვლინდება ზოლების სახით, რომლებიც შედგება პატარა ოთხკუთხედებისგან, კვადრატებისგან ფერი ხდება მუქი, თითქმის შავი ან ძალიან სწრაფად - 20 დღეში, ან ნელა -იწელება თვეები, ზოგჯერ მთელი წელიც.

ფალენოპსისზე  ლაქები თავიდან ყვითელია,მერე თეთრდება. ორქიდეა შეიძლება დიდხანს იყოს ვირუსის მატარებელი, მაგრამ არ გამოვლინდეს, სანამ მისთვის ხელსაყრელი პირობები არ შეიქმნება.ძირითადად ეს ხდება ზამთარში, როდესავ განათების ხანგრძლივობა მცირდება. ლაქები ჯერ ძველ, დაბლა მდებარე ფოთლებს აზიანებს, მაგრამ დიდხანს არ გადადის ახალ ფოთლებზე,

განაპირა ფოთლებს აზიანებს თავიდან და მოგვიანებით გადადის ახალ ფოთლებზე , მცენარის შუაგულისკენ, ამით განსხვავდება სხვა ვირუსებისგან და სოკოსგან, რომლებიც ახალ ფოთლებს ირჩევენ

ყველაფერი იწყება წერტილებით, რომლებიც მოგვიანებით ერთდება და ქმნის ოვალს, რგოლს, უმეტესად კი ზოლებს.

ფოთლის შიგა მხარეს ლაქები არ ჩანს.

ლაქა თავიდან ყვითელია, 2-3 თვის მერე ქსოვილი თანდათან იჩუტება.მერე კი ლაქა შავდება ან ყავისფერდება, რაც მიუთითებს სოკოს არსებობაზე.

კატლეაზ ლაქა ჩანს ზოლებად ან დიდ ყვითელ ლაქებად, მოგვიანებით სურათი ემსგავსება ტრიპსებით ან ტკიპებით გამოწვეულ დაზიანებას, როგორც წესი ,დაავადება იწყება ფსევდობულბაზე, ახალ ამონაყარს კი ეტყობა ყვავილობისას, თუმცა ზოლები სტრუქტურულად არ იცვლება ,ყვავილები დეფორმირდება, ან ატიპური შეფერილობა აქვთ. 
 
                 


ციმბიდიუმი  

ფალენოპსისი  

ზუსტი დიაგნოსტირება მხოლოდ ლაბორატორიული ანალიზით შეიძლება.

დღემდე ეფექტური პრეპარატი არ არსებობს, დაავადება პროგრესირებს, ლაქები იმატებს და მთელ ორქიდეას აზიანებს, ფოტოსინთეზი შეუძლებელი ხდება, მცენარე სუსტდება და ადრე თუ გვიან კვდება.}


Dendrobiummosaic virus  გარეგნულად  მსგავსია  სხვა ვირუსებით გამოწვეული დაზიანების, აქ არსებობს რგოლები, ორმაგი რომბები ან ოვალური ლაქები, გვხვდება უმეტესად ბუნებრივ სახეობებზე, ჰიბრიდებში არაა შემჩნეული

მკურნალობას არ ექვემდებარება. დაზიანებული მცენარე ნადგურდება, მის დატოვებას კოლექციაში იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ვირუსი მხოლოდ გარკვეული პირობების დროს ვლინდება. მაგ. მხოლოდ 25გრ -ზე ან ჰაერში 80% ტენიანობისას , სხვა დროს კი მისი აღმოჩენა ძნელდება. დაავადებულ ორქიდეას აცალკევებენ სხვებისგან, დამოუკიდებელ სადგამზე აქვთ მორწყვისას, მასთან მუშაობის მერე კი ინსტრუმენტების აუცილებელი დეზინფიცირებაა საჭირო,

-Tomato spotted wilt virus  
                                 
- თუ სუბსტრატში ჟანგბადის უკმარისობაა და ორქიდეა „იხრჩობა“ - ორქიდეის ფესვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო სუფთა ჰაერი, ამიტომ სუბსტრატი, რაშიც  ორქიდეაა, კარგი ჰაერგამტარი უნდა იყოს. ხავსი, წყალმცენარე  ავსებს ფესვთა შორის მანძილს, რაც აძნელებს ფესვების სუნთქვას, ეს კი იწვევს მცენარის დასუსტებას და მის ნაწილობრივ გაყვითლებას,

მკურნალობისთვის საჭიროა მისი გადარგვა ახალ სუბსტრატში, 10-15 წთ ამყოფებენ ფუნგიციდის სუსტ ხსნარში, მერე კი კვებავენ მას რკინაშემცველი სასუქით. მაგ. „რკინის ჰელატით“.

რაც შეეხება ორქიდეის გადარგვას - სხვადასხვა ორქიდეის გადარგვა გარკვეული ნიუანსებით განსხვავდება ერთმანეთისგან.
 -ვირუსული ინფექციები 

Capsicum chlorosis virus  ანუ  “Taiwan – virus”, გამოიხატება უცნაური რგოლისებრი ლაქებით, (პატარა რგოლი დიდში), ამით მისი  თვალით იდენტიფიცირება ადვილია. ზოგჯერ დაზიანება კვამლისებურ ღრუბელს წააგავს.

მკურნალობის მეთოდი,რომელიც სრულად გააჯანსაღებს ორქიდეას, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ დაავადების ადრე ამოცნობის შემთხვევაში მხოლოდ ერთ ფოთოლზე, შეიძლება მისი მოჭრა და  ვირუსის ასე  ლიკვიდაცია,ცნობილია შემთხვევები, როცა ასეთი პროცედურის შემდეგ დაავადება არ დაბრუნებულა 5-7 წლის მერეც კი.

05 March 0 3 107
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно