ერთწლიანი მცენარეები კალათში

ყვავილების მოყვარულები ევროპაში მოგზაურობისას ტკბებიან ქოთნებით ჩამოკიდებული ყვავილებით, რომლებიც ბაღს ალამაზებენ. ბოლო დროს ისინი ჩვენთანაც გაჩნდა და პოპულარულიც გახდა.იზიდავს არა მარტო სილამაზე, არამედ  შესაძლებლობაც გააფორმონ ბაღის კუთხეები სხვადასხვა მცენარეებით. ფერადი ბურთები შეიძლება დავკიდოთ ხეებზე, განათების ბოძებზე, აივანზე, ტერასაზე, გაზაფხულის ბოლოს უკვე იყიდება მზა ქოთნებიც ყვავილებით. მაგრამ მათი დამზადება საკუთარი ხელითაც შეიძლება.
ვირჩევთ ქოთანს:  ბევრი ამპელურ მცენარეებს პლასმასის ქოთნებში რგავს. ეს ლამაზია, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი არაა. კარგ კალათში მცენარე გარეთ უნდა გამოდიოდეს , კედლებიდან. მაშინ ცოტა ხნის შემდეგ მიიღებთ ბურთს. კალათა მზადდება რკინის კარკასისგან, რომელსაც მსხვილი უჯრები აქვს. შიგ აფენენ დაპრესილ ტორფს, ან ქოქოსის ბოჭკოებს, შეიძლება სფაგნუმის ამოფენაც 2სმ იანი ფენით. შეიძლება ასევე პლასმასის ჩამოსაკიდებელი ნახვრეტებიანი ქოთნის გამოყენებაც. მისი წონა მორწყვის შემდეგ 5-8კგ ს აღწევს.
ნიადაგი : ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი, ნოყიერი, წყალს კარგად უნდა ატარებდეს კიდეც და იჭერდეს კიდეც. მას ამზადებენ ტორფის, ქვიშის, ნეშომპალისგან პროპორციით 3-1-1. შეიძლება ჰიდროგელის დამატებაც მორწყვის შესამცირებლად და ნელი მოქმედების სასუქიც, რომ ყოველკვირეულად არ მოუწიოთ სასუქის მიცემა.. ზოგჯერ ყიდულობენ მზა ტორფის ნარევს ერთწლიანებისთვის და ამატებენ სასუქს.
მოვლა - ერთ ქოთანში რგავენ 7-15 მცენარეს. იმისთვის, რომ მათ კარგად იგრძნონ თავი ასე პატარა სივრცეში, სჭირდებათ მუდმივი მოვლა. ადგილმდებარეობის და ამინდის მიხედვით რწყავენ 1-2ჯერ  დღეში. წვიმაშიც უნდა შემოწმდეს ქოთანში ნიადაგი. წვიმის დროს წვეთები ხშირად ფოთლებს მიჰყვება და შეიძლება მიწას არც მოხვდეს მორწყვის გარდა სჭირდებათ კომპლექსური სასუქით ხშირი კვება, ზავდება 1გ 1 ლ ზე, უსხამენ ფესვთან.თუ ხსნარი მოხვდა ფოთოლს, მას სუფთა წყლით აშორებენ. კარგია ფოთლებზე სასუქის ხსნარის შესხურებაც, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტად გაზავებაა საჭირო  - 3-5გრ 10ლ წყალზე. პერიოდულად აცლიან დამჭკნარ ფოთლებს, ყვავილებს, ასევე აწყვეტენ ტოტებს თავებს. ასე მცენარე ლამაზი და მოვლილი შესახედავი იქნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ვირჩევთ მცენარეებს: ჩამოკიდებული კალათისთვის ირჩევენ მცენარეებს, რომლებიც კარგად  იზრდებიან პატარა მოცულობაში და ადვილად ეგუებიან მეზობლებს. მნიშვნელოვნია ასევე, რომ  მათი ღეროები არ შიშვლდებოდეს.
კედლების გასწვრივ: ამპელური პეტუნია, ლობელია, ფუქსია, სანვიტალია, ჰიბრიდული ვერბენა, დიასცია, ანგელონია, გულისებრი ბაკოპა, სუროსფოთოლა ბაბიფოთოლა, სურნლოვანი ბარდა, მხოხავი გიფსოფილა, ტორენია, კალიბრახოა, პლექტრანტუსი, ქლოროფიტუმი, ვერცხლისფერი დიქონდრა, სურო, ტრადესკანცია,
შუაში : ჯუჯა ერთწლიანები- ხავერდა, ზონალური ბალბიფოთოლა, ბეგონია, ციცინო, დევისპირა, უკადრისა, ჰიბრიდული ვერბენა, ლობელია, ლობულარია, ნემეზია, ბრაქიკომა, ოსტეოსპერმუმი, პეტუნია, ჯინჭარა ყვავილი, ცინერარია
ჩარგვა: 1.შიგნიდან ჩაფენილ შიგთავსს აფენთ  პოლიეთილენს,ისე, რომ მისი კიდე  დაბლა იყოს კალათის კიდეზე. 
2. ძირში დებთ თეფშს წყლის შესაკავებლად და შესანარჩუნებლად, 
3.კალათს ნახევრამდე ავსებთ ნამიანი მიწით და ტკეპნით, 
4. გარედან კალათში ამოფენილ მასალას 3-5 ადგილზე ხვრეტთ. 
5. ნახვრეტებში ფრთხილად ათავსებთ მცენარეებს ისე, რომ ფესვები მიწის ზემოთ იდოს მცენარე კი გარეთ იყურებოდეს. ფესვი რომ არ დაზიანდეს, შეიძლება მცენარე გაახვიოთ ცელოფანში. 

6. კალათს ავსებთ მიწით ისე, რომ დარჩეს 1-2 სმ კალათის კიდემდე. ისევ ტკეპნით ოდნავ მიწას , მერე კი რგავთ დანარჩენ მცენარეებს. ცენტრში  - სწორადმდგარს, კიდეებზე - ამპელურს.
დარგვის მერე კარგად რწყავენ , კალათს რამდენიმე დღე ტოვებენ აივანზე, ან სათბურში, და როცა მცენარეები კარგად შეეგუებიან კალათს, მერე გააქვთ ბაღში.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

05 March 0 5 821
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно