გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

აზალიას მოვლა ყვავილობის შემდეგ

თუ ერთხელ მაინც შესწრებიხართ აზალიას ყვავილობას, დაგვეთანხმებით, რომ საოცრად ლამაზი სანახაობაა. მოყვავილე აზალიას სახლში ზაფხულის თბილი ფერები მოაქვს მაშინ, როცა სხვა მცენარეები ზამთრის ძილს მისცემიან. ადრე მოყვავილე ჯიშები დეკემბრიდან იწყებენ ყვავილობას. გვიან მოყვავილეები კი თებერვლიდან აპრილამდე ყვავიან. მაგრამ მცენარე არაა ხანგრძლივმოყვავილე და მალე დგება მომენტი, როცა მცენარე იხდის თავის ფერად სამოსს. ჩნდება შეკითხვა - რა ვუყოთ აზალიას ახლა, როგორ მოვუაროთ ყვავილობის მერე.
პირველ რიგში, მას უნდა მოსცილდეს მოყვავილებული ნაწილები, ასევე გამუქებული ფოთლები. ამის მერე ტოტებზე ახალი ფოთლების ამოსვლა იწყება და საჭირო ხდება ტოტებზე თავის წაწყვეტა. ეს მზარდ ტოტებზე ზრდის წერტილის მოშორებაა, რაც აუცილებელი პროცედურაა აზალიასთვის. ასე მისი ყვავილობის ინტენსივობა იზრდება. წელიწადში 3ჯერ ხდება ამ პროცედურის ჩატარება საჭირო. დაწყებული მაისიდან ივლისის ბოლომდე. ახალი კოკრების წარმოქმნა ახალი ტოტების ბოლოებზე იწყება, ამიტომ თქვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ახალი ტოტის მიღება. მათ დიდზე გაზრდის საშუალებას არ აძლევენ, ასე მეტად დაიბუჩქება. ამ პროცედურის გრეშე მიიღებთ ბუჩქს, რომელიც არაესთეთიკურად გამოიყურება და იშვიათად და ცოტა ყვავილებს ისხამს. მომდევნო ეტაპი გასხვლაა.
გასხვლა - ესეც აუცილებელი პროცედურაა. დროულ გასხვლაზეა დამოკიდებული მისი ყვავილობის ინტენსივობა. ბევრი მწვანე მასა კოკრების წარმოქმნას უშლის ხელს. ამიტომ მცენარე უნდა გაისხლას ყოველ გაზაფხულზე ყვავილობის შემდეგ.
ბასრი დანა ან სეკატორი უნდა გაიწმინდოს სპირტით. ჯერ აჭრიან გრძელ ტოტებს, შემდეგ გამოხშირავენ. თუ წვრილი და სუსტი ტოტებიცაა, მათაც აშორებენ. რაც მეტ ტოტს მოაჭრით, მით უხვად დაიტოტება და მეტ მწვანე მასას გაივითარებს. მაგრამ არც ეს უნდა მოგივიდეთ ზედმეტი.
მერე საჭიროა გადანაჭრის დეზინფექცია „რანნეტ“-ის პასტით. რამდენიმე კვირაში ახალი ფოთლები გაეზრდება. გასხვლით მცენარის ვარჯის ფორმირებაც შეიძლება. მას უხდება სფეროსებრი ვარჯი, ქვემოთ გაშიშვლებული ღეროთი. თუ ყველაფერი კარგად გაკეთდება, მცენარე დაემსგავსება მინიატურულ ხეს. გასხვლის მერე ასვენებენ  აზალიას გადარგვამდე (თუ ეს სჭირდება). თუ მცენარე ახალგაზრდაა, უკეთესია მისი ფორმირება. ახლა კი იწყება  ყველაზე რთული პროცედურა - მცენარის გადარგვა ყვავილობის შემდეგ.
გადარგვა - ეს საკმაოდ რთული საქმეა.  თუ ერთხელ მაინც გინახავთ მისი ფესვები, გეცოდინებათ, რასთან გაქვთ საქმე. პირველ რიგში, საჭიროა მოთმინება. მისი გადარგვა არ შეიძლება ზამთარში, შეიძლება მცენარე დაჰკარგოთ. მას მერე, რაც მოიყვავილებს, უკვე დროა მის გადარგვის ან მიწიანად გადატანის.
პირველ რიგში, უნდა შეირჩეს მიწა. იგი იყიდება მაღაზიებში, სპეციალურად აზალიებისთვის. ან შეიძლება თავადაც მოამზადოთ: ფოთლოვანი, წიწვოვანი, ტორფნარევი მიწა თანაფარდობით - 1:2:1. გასაფხვიერებლად კარგია წვრილმარცვლოვანი მდინარის ქვიშა. თუ პირველად რგავთ მცენარეს, სჯობს მაღაზიის მიწა გამოიყენოთ.
ამის შემდეგ საჭიროა ქოთნის შერჩევა - რაიმე სპეც.მოთხოვნები მის მიმართ არ არის, შეიძლება ნებისმიერი მასალის ქოთანი შეიძინოთ, სჯობს არაღრმა და განიერი, ოდნავ მეტი მოცულობით, ვიდრე წინა ქოთანი იყო.
შემდეგ, გადარგვისთვის დაგჭირდებათ:
ოთახის ტემპრატურიან წყლიანი თასი, სეკატორი, მიწა, კერამზიტი.
ქოთნს ძირში იყრება 2-3 სმ მდე დრენაჟი. ძველი ქოთნიდან ფრთხილად ამოგაქვთ მცენარე და ასე თავად ნახავთ მის ფესვთა სისტემას, რაზეც სტატიის თავში ვწერდით. მცენარე მიწიანად იდება წყლიან თასში 30 წთ-ით, მერე  ნახავთ, რამდენად მოსცილდა მიწა ფესვებს და ისევ ვდებთ წყალში, მანამდე, სანამ არ ჩამოირეცხება მიწის მესამედი. ბოლო ჯერზე წყალს ცვლით და მცენარეს კვლავ სუფთა წყალში დებთ. მესამედი მიწის მოცილების მერე ათვალიერებთ ფესვებს - ხომ არაა მომპალი, დაზიანებული. თუ ასეთს ნახავთ, უნდა მოცილდეს.
ამის მერე მცენარეს დებთ ახალ ქოთანში, აყრით მიწას ფრთხილად იმ დონემდე, როგორც წინა ქოთანში. თუ თვლით, რომ მიწა არაა დასნებოვნებული სოკოთი, ობით ან სხვა დაავადებების გამომწვევით, შეგიძლიათ მცენარე მიწიანად გადაიტანოთ. ეს ნაკლებ მტკივნეული პროცედურაა და მცენარე ნაკლებ სტრესს განიცდის. ახალბედებისთვის სჯობს მიწიანად გადატანა, მერე კი, როცა გამოცდილებას შეიძენთ და თქვენი მცენარეების ხასიაათს გაეცნობით უკეთ, გადარგვაც არ გაგიჭირდებათ.
გადარგვის მერე მორწყეთ აზალია ცირკონით - ეს დაეხმარება მცენარეს ფესვების სწრაფ ზრდაში. ამის შემდეგ  მას დებენ თბილ ადგილზე, მაგრამ არ პირდაპირი მზის სხივების ქვეშ. მორწყვა შეიძლება მესამე დღიდან, წყალს ისევ უმატებენ ცირკონს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, უბრუნდებიან მასზე ზრუნვის ჩვეულ გრაფიკს. ამ პროცედურის შემდეგ მას 2 თვე სასუქი არ სჭირდება.
ასეთი პროცედურები ესაჭიროება აზალიას ყვავილობის შემდეგ. როცა იგი განმეორებით იყვავილებს, გაოცებული დარჩებით მისი ყვავილობის სიუხვით და ხანგრძლივობით.

თაგმანი თ. სუპატაშვილის

04 March 0 28 675

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно