კვერცხის ცილა ოთახის მცენარეებისთვის

სახლის მცენარეები ფლორის ყველაზე სუსტი ნაწილია, ვინაიდან ისინი იზრდებიან შეზღუდულ სივრცეში, განიცდიან საკვების დანაკლისს, ქოთნის მიწაში საკვები მალე ილევა, თუნდაც მცენარე ხშირად გადარგათ ახალ, მიკროელემენტებით მდიდარ სუბსტრატში. ეფექტი დროებითია, დაახლოებით 2 თვეს თუ ეყოფა, ამის გამო მათ მუდმივად ესაჭიროებათ კვება.
სამზარეულოს ნარჩენების სარგებელი მცენარეებისთვის - ორგანული და მინერალური სასუქის დიდი არჩევანია დღეისთვის მაღააზიებში, მაგრამ ფასები ყველასთვის მისააღები არაა, ბევრი ცდილობს ნარგავებისთვის შეაგროვოს და გამოიყენოს სამზარეულოს ნარჩენები - კარტოფილის ნაფცქვენები, შაქარი, თევზის ძვლები. ბევრ ოჯახში ასეთი ნარჩენები ნაგავში იყრება. ნაგავს ატანენ კვერხის ნაჭუჭებს და ცილის ნარჩენებსაც. მაგრამ ვისაც სახლში მცენარეები აქვს, მათ იციან, რომ ამ პროდუქტებისგან მშვენიერი სასუქი გამოვა. ინტერნეტში, ფორუმებზე და სხვადასხვა გვერდზე ხშირად წერენ თითქმის მკვდარი ყვავილების გაცოცხლების შესახებ ასეთი შინაური საშუალებებით. ეს ხალხური, დაგროვილი გამოცდილებაა, რომელიც ადრე წლების განმავლობაში გადაეცემოდა ჯერ ზეპირად, მერე იწერდნენ სხვადასხვა საშუალებებით, ბოლოს კი ინტერნტის ჯერიც დადგა.
ამგვარად, თუ ფიქრობთ, რომ მცენარეს უკვე ვერაფერი გამოაკეთებს, რომ მან დაკარგა ფოთლებიც, ტოტებიც, ახალი ნაზარდიც და მით უფრო - ყვავილებიც დიდი ხანია, არ ჩანან, დროა ბოლო შანსი გამოიყენოთ.
რეცეპტი, რომელიც სიცოცხლეს უბრუნებს ყვავილებს - დაგჭირდებათ: 5-6 კვერცხის ცილა. დაასხით 1ლ თბილი წყალი, მერე დააყენეთ ერთი კვირა სიბნელე - სიგრილეში, მაგრამ არა მაცივარში , ამის მერე გააზავეთ მიღებული მასა 10ლ წყალში და ამ ხსნარით მორწყეთ მცენარე.
უნდა იცოდეთ, რომ მიღებულ ხსნარს საკმაოდ უსიამოვნო სუნი აქვს,ამიტომ ოთახს კარგი განიავება დასჭირდება ასე მორწყვის შემდეგ. თუმცა ზოგი მოყვარული პროპორციის შემცირებას ურჩევს ხოლმე პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე. 10ლ  სასუქი ოთახის მცენარეებს ხომ არ სჭირდებათ. შეგიძლიათ 1კვერცხის ცილა აიღოთ და დაასხათ 200მლ წყალი. 1კვირის შემდეგ კი გააზავოთ 2ლ წყლით. ეს რაოდენობა საკმარისია  ოთახის მცენარეებისთვის, რომლებსაც ადამიანები საკუთარი სიამოვნებისთვის ამრავლებენ ფანჯრის რაფაზე ან აივანზე.
ასეთი სასუქით მორწყვის მერე მცენარეები ახალ სიცოცხლეს იძენენ, იწყებენ სწრაფ ზრდას, ამოაქვთ ახალი ტოტები, ყვავიან კიდეც, ვინც სცადა ეს მეთოდი, ამბობს, რომ შედეგი მოლოდინს აჭარბებს.
შესაძლო უკუჩვენება -ეს სასუქი კარგად მოქმედებს ალოკაზიაზე, კალათეაზე, ქაბისჩალაზე, მაგრამ არიან ისეთი სახეობები, რომლებსაც ასე მორწყვა არ მოსწონთ. ამიტომ ვისაც სახლში მცენარეები აქვთ, ყურადღებით უნდა იყვნენ და თვალყური უნდა ადევნონ მცენარეების რეაქციას სასუქზე .თუ ეფექტი ნეგატიურია, ასეთი თერაპია სასურველია შეწყდეს, მერე კი სხვა მეთოდი უნდა მოძებნოთ, უფრო კარგი შედეგის მისაღებად.
რეცეპტის ეფექტურობის საიდუმლო - სხვადასხვა გრანულებიანი ან თხევადი სასუქი კარგ ეფექტს იძლევა  - ისინი  მცენარის ზრდას ან  მოსავლიანობის მატებას უწყობენ ხელს ქსოვილებში ვიტამინების რაოდენობის ზრდის შედეგად, მაგრამ მიწა ამის გამო არ ხდება უკეთესი. ზემოაღწერილ მეთოდს ხანგრძლივი დადებითი ეფექტი აქვს მოქმედების  ფართო სპექტრით. ასეთი ეფექტურობის საიდუმლო არ აფიშირდება. სამეცნიერო დასკვნები ამ თემაზე ადვილი  საპოვნი არაა. ამიტომ მოყვარულებს მხოლოდ ისღა რჩებათ, დაუჯერონ წინაპრების გამოცდილებას.
ზოგის აზრით, მეთოდის ეფექტურობის მიზეზი კვერცხის ცილის შემადგენლობაშია. მასში წყლის, ცილის, ნახირწყლების და ცხიმების გარდა, გლუკოზა, ვიტამინი B და ფერმენტებიც შედის. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი გლუკოზაა, რაც მეტად სჭირდება ოთახის მცენარეებს. იგი მცენარისთვის უნივერსალური სამშენებლო მასალაა, რომლისგანაც იქმნება რთული მოლეკულები ისეთი ორგანული ნივთიერებების, როგორიცაა ცელულოზა, ლიპიდები, სახამებელი, ნუკლეინის მჟავები.. გარდა ამისა, იგი ენერგიის წყაროცაა, რაც აუცილებელია ზრდის, სუნთქვის, კვების, ნაყოფის მოცემისთვის, გამრავლებისა და მცენარის სხვა სასიცოცხლო პროცესებისთვის.
სასარგებლო ნაჭუჭი - თუ მაინც გადაწყვიტეთ ცილის გამოყენება სასუქად, ნურც კვერცხის ნაჭუჭს დაივიწყებთ, მისი გადაგდებაც არ შეიძლება, რადგან მშვენიერი სასუქი მზადდება მისგან. მას იყენებენ აგარაკზე, ბაღ-ბოსტანში მცენარეების გასაზრდელად. ამიტომ იგი სახლის მცენარეებისთვისაც გამოდგება.
რადგან კვერცხი და შესაბამისად ნაჭუჭიც, ცოცხალი ორგანიზმის მიერაა შექმნილი, მასში ბევრი მიკროელემენტი და საკვები ნივთიერებაა - კალციუმის კარბონატი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი. მასში არსებული ბუნებრივი ცილაც წაადგება მცენარეებს. კვერცხის ნაჭუჭი მიწის მჟავეობას ამცირებს. ეს კარგად მოქმედებს მიწის ნაყოფიერებაზე. ამის მიღწევა ხდება ნაჭუჭში კალციუმის და მაგნიუმის არსებობის შედეგად, ამ მიზნით ხშირად ცარცს ან კირს იყენებენ. თუმცა ნაჭუჭი სჯობს, მასში სხვა მრავალი სასარგებლო ნივთიერების არსებობის გამო,
ნაჭუჭი უნდა გაირეცხოს, გათავისუფლდეს ცილისგან, თორემ ცილის ნარჩენები მალე ლაყდება და უსიამოვნო სუნს აუშვებს. შემდეგ კარგად აშრობენ და აქუცმაცებენ ნებისმიერი ხერხით - ნაყავენ, ატარებენ საკეპ მანქანაში. მერე კი ურევენ მიწას მისი ნოყიერების ასამაღლებლად.

მისგან შეიძლება თხევადი სასუქის დამზადებაც, თუმცა ზედმეტი დოზა მცენარის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება.  იმისთვის, რომ მიწის  მჟავეობა განეიტრალდეს, 1კვ.მ. ზე საჭიროა 0,5-1კგ კალციუმის კარბონატი. ნაჭუჭი 90 % ით ამ ნივთიერებისგან შედგება და იწონის დაახლოებით 10გრ ს, შეიძლება გათვლა, რამდენი კვერცხი უნდა შეჭამოთ, რომ საჭირო რაოდენობის ნაჭუჭი შეაგროვოთ.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა მცენარეს არ მოსწონს ასეთი სასუქი. თუ გიყვართ გაზაფხული, მოგწონთ მიწის სურნელი და მცენარეები, წლის ყველა დროს შეიძლება დატკბეთ მათი ცქერით, თუნდაც გარეთ თოვდეს და ყინავდეს. სახლში მუდამ სიმწვანეა , რომელსაც მხოლოდ მორწყვა არ ყოფნის, ესაჭიროება კვება. და ერთერთი ადვილად მოსამზადებელი სასუქი სწორედ კვერცხია, რომელიც მუდამაა სამზარეულოში,  ცილასთან ერთად ნაჭუჭიც სასარგებლოა მცენარისთვის, უამრავი მიკროელემენტის არსებობის გამო. მას საოცრების მოხდენა შეუძლია. მთავარია, დოზები დაიცვათ და არ გადააჭარბოთ, რომ მცენარეს დადებითი შედეგის ნაცვლად ზიანი არ მოუტანოთ.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

04 March 0 9 431
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно