ჰიბისკუსის მოვლა სახლის პირობებში
ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში იცნობდნენ ჰიბისკუსს, მაგრამ ასე სხვა მცენარეს ეძახდნენ. მათი აზრით ჰიბისკუსი იყო ტუხტი, რომლის სამშობლო ხმალთაშუაზღვისპირეთია, დღეს ტუხტი ცნობილია როგორც ბალბა, ჰიბისკუსის მეორე სახელი კი დღეისთვის გავრცელებულია - მას ჩინურ ვარდს ეძახიან. მცენარეს დიდ პატივს სცემენ წყნარი ოკეანის კუნძულებზე. ადგილობრივი ქალები ამ მცენარის დიდი ყვავილებით თმებს იმკობენ. თარგმანში იგი ნიშნავს - ყვავილს მშვენიერი ქალბატონისთვის. ეს მცენარე მალაიზიის 5 ეროვნული ყვავილიდან ერთერთია. მისი ფურცლები ისლამის მცნებების სიმბოლოებია, მას პატივს სცემენ ჩინეთსა და ინდოეთში. ჩინური ვარდი აღმოსავლური გაგებით ოჯახური კერის დამცველია, მფარველობს საქმიან ადამიანებს, ამცირებს მათ დეპრესიას და ასხივებს ენერგიას. მცენარე ფართოდ გამოიყენება საღებავების, თოკის, წამლების წარმოებაში.
ზოგადი მონაცემები - მეცნიერული სახელი სირიული ჰიბისკუსია. ეს ბუჩქია, მიეკუთვნება ბალბისებრთა ოჯახს და ჰიბისკუსის გვარს. იზრდება 3მ მდე სიმაღლის, აქვს სადა ღერო, დატოტვილი, დიდი ვარჯით. ღერო ნაცრისფერია და შეიცავს ბოჭკოვან ქსოვილს, რის გამოც საკმაოდ გამძლეა. ფოთლები 10სმ სიგრძისაა, ჰგავს სამყურას ფოთოლს,
რჩევები: მორწყვა - უყვარს წყალი, განსაკუთებით სიცხეში. დაბალ ტემპერატურაზე მორწყვას ამცირებენ. ქოთანში მიწის გაშრობა დაუშვებელია, ასე იგი კვირტებს და ფოთლებს დაჰკარგავს და არ იყვავილებს.
განათება - სინათლის მოყვარულია, დებენ ნათელ რაფაზე. თუ მცენარე ქუჩაშია, მოჩრდილვა შუადღეზე არ უნდა. ზამთარში მას სჭირდება კარგი განათება.
ტემპერატურა - ოპტიმალურია 24გრ. ზაფხულში ოთახის ხშირი განიავებაა საჭირო, სადაც მცენარეა. შემოდგომა-ზამთარში კი კარგადაა 12გრ ზე.
ტენიანობა - მცენარეს მაღალი ტენიანობა სჭირდება ზამთარშიც, როცა ცენტრალური გათბობაა და ზაფხულშიც, მას ხშირად ნამავენ.
კვება - ქოთნის მცენარეს კვებავენ მარტ-სექტემბრის პერიოდში, ყოველკვირეულად. სჯობს მინერალური სასუქის და ნაკელის მონაცვლეობით მიცემა.ზამთარში მას აძლევენ კალიუმის და ფოსფორის შემცველ სასუქს თვეში ერთხელ.
გადარგვა - ირგვება ახალგაზრდა მცენარე გაზაფხულზე, სეზონი დამოკიდებულია სამომავლო შედეგზე. თუ გინდათ დაბუჩქული მცენარე გქონდეთ, სჯობს აიღოთ განიერი ქოთანი. თუ ყვავილი უფრო გაინტერესებთ, მაშინ მჭიდრო ქოთანი გამოიყენეთ. გადარგული მცენარე დააბრუნეთ ძველ ადგილზე. არ შეიძლება მისი ხელის ხლება, რომ კოკრები არ დასცვივდეს.
გამრავლება -რამდენიმე მეთოდით შეიძლება.
- თებერვალში აჭრია ნ ტოტებს მოზრდილ ბუჩქს და აფესვიანებენ ნამიან ქვიშაში. შეიძლება მათი დასათბურებაც. ასე დევს 1,5-2 თვე 22-24გრ ზე დასათბურებული.
- მოჭრილ ტოტებს დებენ წყალში დაფესვიანებამდე. მერე საკმაოდ ფრთხილი მოპყრობა სჭირდება, რადგან ახალი ფესვები ძალიან სუსტია.
დასაფესვიანებელ ტოტებს 2 მუხლთაშორისი მაინც უნდა ჰქონდეს. ახალი მცენარე ირგვება 9სმ იან ქოთნებში. სუბსტრატის შემადგენლობა ასეთია - 1წილი ფოთლოვანი მიწა, 1წილი კორდის მიწა და 1წილი ქვიშა. მარტო დაფესვიანება საკმარისი არაა, მერე მუდმივი მოვლა ესაჭიროება. ყოველ გაზაფხულზე ისხვლება. ასე ახალი ტოტები მალე ძლიერდებიან, რაც კარგ წინაპირობას ქმნის მომავალი ყვავილობისთვის. ახალი ყვავილები მას ახალ ტოტებზე გამოაქვს. გასხვლასთან ერთად აშორებენ დაზიანებულ ან დაავადებულ ტოტებს და არც იმ ტოტებს ტოვებენ, რომლებიც მთავარი ღეროს პარალელურად მდებარეობენ. განსაკუთრებით ლამაზად გამოიყურება შტამბურად გაზრდილი მცენარე. ასეთი მცენარის მისაღებად საჭიროა გვერდითა ტოტების შეჭრა სასურველ სიმაღლემდე, მერე კი გადაჭრიან ძირითადი ტოტის თავს, ასე უკვე განტოტვა ხდება.
ყვავილობა - მცენსრე ყვავის ივლის-სექტემბრის შუალედში.დიდი ყვავილები - 10სმ ზომის, ზოგჯერ კი 16სმ საც აღწევს დიამეტრში და საკმაოდ ეგზოტიკური სანახავია. იგი გრძელ ყუნწზეა, ჰგავს ძაბრს, მარტივი ან ხუჭუჭაა, მარტივ ყვავილს 5 ფურცელი აქვს, შუაში კი მილივით ერთად შეკრული გრძელი მტვრიანებია ყვითელი ფერის. ისინი გადადიან ბუტკოში. ყვავილის ფერი საკმაოდ ბევრია: თეთრიდან მეწამულამდე. უმეტესი ჯიშის ყვავილს სუნი არ აქვს. ზოგი კი ძალიან არომატულია. ყვავილი იშლება დილით ადრე, საღამოს კი ფურვცლები უკვეე სცვივა. საშუალო ზომის ბუჩქზე დღეში 20მდე ყვავილი იშლება, მოზრდილზე კი 50მდე.
დაავადებები და მავნებლები - საკმაოდ გამძლე მცენარეა, მოვლაში დაშვებული პატარა შეცდომები, თუ ხშირად არ მეორდება, შეუმჩნეველი რჩება. ყველაზე საშიში მშრალიმიწაა, მშრალი ჰაერი და ორპირი. მცენარე კარგავს კოკრებს და ფოთლებსაც, საჭიროა რეგულარული მორწყვა, დანამვა, თუ მშრალია ჰაერი, უნდა დაიცვათ ორპირისგან და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებისგან.
ბუგრი - ამ მწერს იზიდავს მცენარის ჯერ კიდევ სუსტი ქორფა ფოთლები და კოკრები, მრავლდება ელვის სისწრაფით და მალე დიდ კოლონიას ქმნის. ებრძვიან სპეციალური პრეპარატებით. აბლაბუდა ტკიპა - ძალიან მცირე ზომისაა და ჩანს მხოლოდ კარგი გადიდების ქვეშ. ცხოვრობს ფოთლების ქვედა მხარეს თხელ აბლაბუდაში ,მოსწონს ცხელი და მშრალი ჰაერი. მცენარეს რეცხავენ საპნიანი ხსნარით, მერე კი ხშირად ნამავენ, ან უწყობენ თბილ შხაპს.
ხშირად დასმული კითხვები:
რატომ არ ყვავის და როგორ ვებრძოლოთ ამას?-
1. ჰაერის ტემპერტურა არ უნდა აღემატებოდეს 15გრ ს. ასეთ დროს ემზადება მომავალი ყვავილობისთვის.
2. იშვიათად მორწყვა დაბალ ტემპერატურაზე, რადგან მიწიდან წყალი აქტიურად აღარ ორთქლდება.
3. მსუბუქი ნახევარჩრდილი. ასეთი პირობებია ოფისებში, კაბინეტებში, სადაც ისინი უხვად ყვავილობენ.
პრობლემაა სახლშიც მისი აყვავება, რადგან მისთვის კომფორტის შექმნაა ცოტა რთული. საკმარისია ზამთარში მოუწყოთ მოსვენების პერიოდი და მერე ლამაზი ყვავილები გარანტირებული გაქვთ.
თებერვალში ამოდის ახალი ფოთლები, რაც მის გაღვიძებას ნიშნავს. მერე ქოთანს დებენ ნათელ ადგილზე. თანდათან უმატებენ მორწყვას და სასუქის მიცემასაც. თუ კოკრებიან ჰიბისკუსს ადგილს შეუცვლით, კოკრებს დაყრის.
რატომ უყვითლდება და სცვივა ფოთოლი?- ერთი მიზეზი ქლოროზია, იგი ვითარდება სარწყავ წყალში მეტი ქლორის და კალციუმის გამო, რა დროსაც მცენარეს აკლდება აზოტი და რკინა. საჭიროა მორწყვამდე წყლის დაყენება და მასში რკინის სულფატის ჩამატება. სხვა მიზეზი შეიძლება იყოს ფესვების დაავადება ან ჰაერის არასაკმარისი ტენიანობა.
მოვლის ამ წესების დაცვის შედეგად რაფაზე მშვენიერ საჩუქარს ნახავთ და შესძლებთ ამ ტროპიკული მცენარის სილამაზით ტკბობას.