გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ნერინე

მიეკუთვნება ამარილისისებრთა ოჯახს, აერთიანებს 30 მდე სახეობას. ბოლქვიანი მრავალწლიანი დეკორატიული მცენარე ბუნებაში იზრდება ს. აფრიკაში, ცივ ქვეყნებში მას ზრდიან სახლში, ტერასაზე, თბილ ადგილებში კი გარეთ მშვენივრად იზრდება მთელი წლის განმავლობაში. ყვავის შემოდგომაზე, ფოთოლი და საყვავილე ღერო ერთად ამოსდის. ღერო გრძელია, 50 სმ მდე, ფოთლები წვრილი და გრძელი, მუქი მწვანე. ქოლგისებური ყვავილედი შედგება რამდენიმე ძაბრისებრი ყვავილისგან, რომლებიც წითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი ან თეთრი ფერისაა.
განათება - შემოდგომიდან გაზაფხულამდე სჭირდება კარგი გაბნეული სინათლე, რადგან ამ დროს ჯერ კიდევ ეზრდება ფოთლები.
ტემპერატურა -  ზაფხულში ბოლქვებს ინახავენ სახლში 23-25გრ ზე, ყვავილობის დასრულების მერე გაზაფხულამდე იგი აქვთ 8-10გრ ზე, უფრო მაღალი ტემპერატურის პირობებში იგი მომდევნო წელს არ იყვავილებს.
მორწყვა - ყვავილობის დასრულების მერე მორწყვას ამცირებენ, გაზაფხულიდან საერთოდ წყვეტენ, ბოლქვის  მომდევნო გამოღვიძებამდე.
კვება  - სასუქი სჭირდება თხევადი, კვირაში ერთხელ ყვავილობისას, თვეში ორჯერ ყვავილობის დასრულების მერე და  გაზაფხულამდე. მაისიდან მომავალ ყვავილობამდე მას არ კვებავენ.
გადარგვა - მოსვენების პერიოდი მაისიდან აგვისტომდეა, ამ დროს მას სასუქს არ აძლევენ, ბოლქვი აქვთ 25 გრ ზე, აგვისტოდან იღვიძებს, როცა ბოლქვზე ჩნდება ბრინჯაოსფერი ნადები, ეს ნიშნავს, რომ ბოლქვი იღვიძებს, მას ახალ მიწაში რგავენ და მორწყვას იწყებენ. სუბსტრატის ოპტიმალური შემადგენლობა ასეთია - თანაბარი რაოდენობით ქვიშა, თიხა, ნეშომპალა მიწა და ძვლის ფქვილი. 10ლ ასეთ ნარევს ამატებენ კიდევ ცოტა ცარცს, რაც მჟავეობას აქვეითებს, 25გრ სუპერფოსფატს , 8გრ კალიუმის სულფატს.
დარგვა - ბოლქვებს რგავენ სათითაოდ ან 2-2 ერთ ქოთანში, ზომით  - 13სმ დიამეტრი. ბოლქვის ზედა ნაწილი მიწის ზემოთ უნდა იყოს. თუ დარგვა სწორად მოხდა,ერთ თვეში საყვავილე ღერო და კოკრები გამოჩნდება. თუ არასწორად ჩაირგა, კოკრები არ გაიშლება.
დათესვა - მომწიფებისთანავე თესავენ თესლს ქვიშიან ვერმიკულიტში, დებენ 21-23 გრ ზე. 

2 კვირაში ამოდის, ხდება მათი პიკირება, ზემოთ აღწერილ მიწის ნარევში, დებენ 16-18გრ ზე, გაბნეულ სინათლეზე. 3.წლის მანძილზე მას მოსვენების პერიოდის გარეშე ზრდიან.
შხამიანობა - მცენარე შხამიანია, მასთან მუშაობის მერე ხელებს კარგად იბანენ.
დაავადებები - მცენარე ლპება - მოსვენების პერიოდის მერე მას ფრთხილად რწყავენ, რომ ბოლქვი არ დალპეს.
მავნებლები - იშვიათად აზიანებს ბუგრი.
სახეობები - 1. ბოუდენის ნერინე - სამშობლო ს. აფრიკაა, ბოლქვი 5 სმ სიგრძისაა, ნახევარზე მეტი მიწის ზემოთაა, გარე ქერცლები პრიალაა, ღია ყავისფერი, მშრალი, ფოთლის ღრმა უბიდან იქმნება 5სმ ცრუ ღერო,ფოთლები ხაზოვანი, 30სმ სიგრძის, პრიალა, ყვავილედი ქოლგისებრია, იზრდება 45სმ იან ღერზე. ყვავილედთან თანაყვავილედის ფოთოლი იზრდება, რომელიც დროთა განმავლობაში ვარდისფერდება. ყვავილედში 12 მდე ყვავილია, ყვავის შემოდგომაზე.
2. მოხრილფოთლიანი ნერინე - ფოთლები ხაზოვან-ლანცეტისებრია, მაქსიმალურ სიგრძეს აღწევენ ყვავილობის დასრულების შემდეგ. საყვავილე ღერო იზრდება 40სმ მდე. ქოლგისებრ ყვავილედში ერთიანდება 12 მდე ყვავილი,  ,რომლებიც ჰგავს შროშანს - გვირგვინის ფურცლები - პრიალა, წითელი, მტვრიანები კი გრძელია.

თარგმანი - თ. სუპატაშვილის

26 February 0 5 045

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно