გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ჩითილების გამოყვანა პლასმასის ბოთლებსა და ტუალეტის ქაღალდში

ჩითილების გამოყვანის უამრავი მეთოდი არსებობს. ათასგვარ ხერხს მიმართავენ  ამა თუ იმ კულტურის გასაზრდელად,მაგრამ ბევრმა არ იცის ერთი უნიკალური მეთოდის შესახებ, რის გამოყენებითაც  ჩითილის ხარისხიც კარგია და ზრდის ტემპიც.
ამისთვის დაგჭირდებათ პოლიეთილენი, წყალი, პლასმასის ბოთლი და ტუალეტის ქაღალდი.არსებობს რამდენიმე გზა:
1. გაჭერით ბოთლი სიგრძეზე 2 თანაბარ ნაწილად, ჩააფინეთ რამდენიმე ფენად ტუალეტის ქაღალდი, დანამეთ, დააწყვეთ ზემოდან თესლი,მერე დაახვიეთ ქაღალდი რულონად  პოლიეთილენის პაკეტში, ასე შეიძლება პეტუნიას დათესვა სახლის პირობებში. 2. პოლიეთილენი დაჭერით ზოლებად 10 სმ სიგანით, სიგრძე - ნებისმიერი. ზემოდან დააფარეთ ტუალეტის ქაღალდი იმავე სიგანის, ჯობს 2 ფენად, დანამეთ, მოათავსეთ ზედ თესლი,ერთმანეთისგან 2-3 სმ დაშორებით. ზემოდანაც დააფარეთ 2 ფენა ქაღალდი,ისიც დანამეთ, სულ ბოლოს მეორე პოლიეთილენის ზოლი დააფარეთ და გადაახვიეთ რულონად ფრთხილად, რომ ქაღალდი არ გაიხას. ბოთლს მოაჭერით თავი ისე, რომ დარჩეს 2/3. მოათავსეთ რულონი ბოთლში, მერე ჩაასხით წყალი დაახლოებით 3სმ სიმააღლეზე.
გასათვალისწინებელია, რომ ბოთლი უნდა იყოს გამჭირვალე, რომ მზის სხივები ხვდებოდეს კარგად.. ასეთ  ბოთლებს აწყობენ რაფაზე. როცა ბოთლში წყალი აორთქლდება, ან შეიწოვება, ისევ ამატებენ.  

როგორ მოვუაროთ ჩითილებს ტუალეტის ქაღალდზე? პრაქტიკულად მათ არც არაფერი სჭირდებათ, პატარაზე რომ წამოიზრდებიან, მცირე დოზით აძლევენ-თხევად სასუქს, რომელიც შეიცავს გუმინმჟავას, ფოთლის ამოსვლის მერე კიდევ ერთხელ უსხამენ ასე გაზავებულ სასუქს. 2 ფოთლის ამოსვლის მერე ფრთხილად ხსნიან რულონს, აცლიან ცელოფანის ზედა ფენას, ჩითილებიან ქაღალდს კი დებენ მიწიან ქოთნებში
მეთოდის პლიუსები - ასე მიწასთან შეხება არ აქვთ, თუ არ ამოვა, კონსტრუქციას აგდებენ, რადგან მასზე მინიმალური ფინანსებია დახარჯული, ნათესი არ ავადდება „შავი ფეხით“, დროის და ფულის ეკონომიაა.ასე შეიძლება პომიდვრის, კიტრის, ბადრიჯნის, ბულგარულის, ხახვის, კომბოსტოს და ბევრი ყვავილის დაათესვა. მეთოდი ბევრჯერ გამოიცადა და ყოველთვის დადებითი გამოხმაურება ჰქონდა. მაგ. ერთი წერს, რომ ასე თესავს უკვე მეორე წელია, პრაქტიკულად ყველაფერს, სწრაფად ამოდის, და ამოსულის რაოდენობა გაცილებით მეტია ჩვეულებრივ მეთოდთან შედარებით ასე ადგილის ეკონომიაც კეთდება, არაა საჭირო უამრავი ქოთანი, ჭურჭელი. ეს ძალიან კომპაქტური მეთოდია  ნერგები უფრო გამძლეა და მოსავალიც უკეთესია.ასე, რომ ეს მეთოდი საკმაოდ მარტივი,გამოცდილი და უხვმოსავლიანია. 
იხილეთ ფოტოს ქვევით ვიდეო
 


Loading the player...
19 February 0 66 889

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно