გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

მონსტერა

მიეკუთვნება ნიუკასებრთა ოჯახს და აერთიანებს 50მდე სახეობას.გავრცელებულია სამხ. და ცენტრ.ამერიკაში. სახელი ეწოდა მისი დიდი ზომის და საშიში შესახედაობის გამო- მონსტრი- ურჩხული.მარადმწვანე ბუჩქი ან ლიანაა სქელი ტოტებით,ხშირად აქვს საჰაერო ფესვები.ტოტები მხოხავია.ფოთლები დიდი ზომის გრძელ ყუნწზე, ტყავისებურია, დაჭრილი სხვადასხვა ზომით და ფორმით, მუქი მწვანე.ყვავილედი ტაროა, სქელი ცილინდრული ფორმის. ზედა ყვავილები ორსქესიანია, ქვევით კი - სტერილური. კარგად გავრცელებული ოთახის მცენარეა მისი უპრეტენზიოობის და ადვილი მოვლის გამო.იგი ჰაერის იონიზაციას ახდენს, რაც კიდევ ერთ პლიუსს წარმოადგენს .


     


ანათება - ესაჭიროება გაბნეული, მაგრამ მკვეთრი სინაათლე, ოპტიმალური ადგილია დას. ან აღ. მხარე. ჩრ. მხარეზე განათება არ ეყოფა, ს. მხარეს კი - დასჭირდება შუადღეზე ჩამოფარება. კარგი განათების პირობებში საკმაოდ დიდი იზრდება ,ლამაზად დაჭრილი ფოთლებით. არასაკმარისი განათებით კი სუსტი  და წვრილი საჰაერო ფესვები და პატარა ახალი ფოთლები ექნება. სხვა ადგილზე მისი გადადგმა უმიზეზოდ არ შეიძლება.
ტემპერატურა - რაც მაღალი იქნება ოთახში ტემპერატურა, მით აქტიურად გაიზრდება მცენარე, ოპტიმალურია 20-25გრ. ზამთარში არ უნდა ჩამოვიდეს 10 გრ ზე დაბლა, კარგადაა 16-18გრ ზე. განსაკუთრებით საშიშია ზამთარში და შემოდგომაზე ორპირი.
მორწყვა  - გაზაფხულ - ზაფხულში უხვად რწყავენ მას მერე, რაც მიწის ზედა ფენა შეშრება რბილი, ნადგამი წყლით. საშემოდგომოდ ამცირებენ , ზამთარში კი 2-3 დღეში ერთხელ  მიწის ზედა ფენის გაშრობის მერე. არ შეიძლება არც ზედმეტი - ფესვები ლპობას იწყებს, ფოთლები კი ულაქავდება.
შესხურება - მცენარე დადებითად რეაგირებს შესხურებაზე. ნამავენ თბილი ნადგამი წყლით, ხანდახან უწმენდენ ფოთლებს სველი ღრუბლით.
კვება - მოზრდილი მცენარე ორგანულ და მინერალურ სასუქს საჭიროებს თვეში 2ჯერ გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე. ახალგაზრდა მცენარე არაა აუცილებელი კვებოთ.
გასხვლა - თუ მცენარე ზრდას შეანელებს, მას თავს აჭრიან, რაც ასტიმულირებს გვერდითა ტოტების განვითარებას.
საჰაერო ფესვები -  ყველა ფოთლიდან მცენარეს ეზრდება საჰაერო ფესვი. მას არ აჭრიან. დებენ ქოთანში მცენარესთან ან დამატებით ქოთანში, სადაც ნოყიერი სუბსტრატია, იგი აუმჯობესებს მცენარის კვებას. თუ ის ცუდად ვითარდება და მიწამდე ვერ აღწევს, მაშინ დებენ წყლიან ბოთლში, ან ახვევენ სველ სფაგნუმში. წვიმის წინ მოღრუბლულ ამინდში ან ზამთარში გამოთბობამდე ფოთლის ბოლოებზე გროვდება წყლის წვეთები.
ვავილობა -  ბუნებაში მცენარე ყოველ წელს ყვავის. სახლის პირობებში ეს იშვიათად ხდება.  კარგი კვებით 2 წლის შემდეგ შეიძლება ამოუვიდეს დიდი ყვავილედი ორსქესიანი ყვავილებით, რომლებიც შეკრულია ტარო ყვავილედად კრემისფერი ყვავილსაფარით. თუ ნაყოფიც დამწიფდა, ყვავილსაფარი ხევდება და ვარდება, იისფერი თანანაყოფი 20 სმ ია სიგრძით, ჰგავს სიმინდის ტაროს. ნაყოფი წვრილი , წვნიანი და ერთად მიტყუპებულია, მოტკბო გემო და ანანასის და მარწყვის არომატი აქვს.
გადარგვა - ახალგაზრდა მცენარეს ყოველ წელს რგავენ მოზრდილს თავიდან 2წელიწადში, მერე კი 4 -5 წელიწადში ერთხელ.ახალგაზრდას რგავენ ნეიტრალურ ან სუსტად მჟავე სუბსტრატში ქვიშის, ტორფის, კორდის და ნეშომპალა ნიადაგის ნარევში 1-1-1-2 პროპორციით. მოზრდილებს კი - კორდის, ტორფის, ფოთლოვან , ნეშომპალა მიწასა და ქვიშის ნარევში 3-1-1-1-1 პროპორციით. . ქოთანი დიდი უნდა იყოს, ძირში დრენაჟით.
დათესვა - ითესება სითბოში, კარგი განათების ქვეშ. ერთ თვეში უნდა ამოვიდეს. პირველ ფოთლებს ჭრილი არ აქვთ. ეს იუვენილური ფოთლებია. მე5-8 თვეს ამოდის ნამდვილი ფოთოლი. 2 წელიწადში მცენარეს ექნება დაახლოებით 5 იუვენილური და 4 ნამდვილი ფოთოლი.
გამრავლება ტოტებით - გაზაფხულის დასაწყისში ზაფხულის დასაწყისამდე შეიძლება მცენარის გვერდითა ტოტების ან წვეროს მოჭრა ერთი-ორი ფოთლით. გადანაჭერრს აყრიან დაფხვნილ ნახშირს. რგავენ ცალკე ქოთნებში, აფარებენ მინას.ძირში იყრება დაფხვნილი აგური, 2სმ მდე ნეშომპალას ან ტორფიანი მიწა, მერე 2-3 სმ - ქვიშა. რწყავენ დილა-საღამოს, დებენ სითბოში - 20-25გრ ზე. დაფესვიანების მერე ირგვება შუალედურ ქოთანში, 3-4 წლის მერე მოზრდილ მცენარეს რგავენ დიდ ქოთანში. თუ დასაფესვიანებელ ტოტს საჰაერო ფესვიც აქვს, უფრო სწრაფად დაფესვიანდება.
გამრავლება ტოტის წვეროთი -  დიდ მცენარეს ქვედა ფოთლები სცვივა და უშნოვდება, ამიტომ ზედა საჰაერო ფესვებს ახვევენ სველ ხავსს და ამაგრებენ მცენარის ტანზე, როცა იგი ფესვებს გამოუშვებს, ღეროს ნაწილს 1-2 ფოთლით აჭრიან და რგავენ ცალკე, ასე მიიღება ახალი მცენარე, ძველი კი  გვერდითა ტოტებს გამოიღებს და უფრო დაიტოტება.
შხამიანობა  მისი წვენი აღიზიანებს კანს და ლორწოვანის ანთებას იწვევს. მკვახე ნაყოფის წვენი- კი კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენას და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებას.
დაავადებები - ფოთლის ცვენა და ზრდის შეჩერება - არასაკმარისი განათების შედეგია.
ფოთლებზე ლაქებია - წითელი აბლაბუდა ტკიპაა ამის მიზეზი,-ფოთლის ქვედა მხარეს ყავისფერი ლაქები წარმოიქმნება.
მცენარე ყვითლდება - არასაკმარისი კვების შედეგად
ფოთლები ყვითლდება და ლპება - ზედმეტი მორწყვის გამო.
ახალი ფოთლები მკრთალია და ზედ ყვითელი ლაქებია -  მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების შედეგად ხდება ასე.
მცენარე იწელება , ტოტები იხვევა, და ახალი ფოთლები პატარა იზრდება განათების ნაკლებობის შედეგად
მცენარე „ტირის“ - ფოთლის წვეროებში გროვდება წყლის წვეთები - ზედმეტი მორწყვის გამო
ფოთლები დაუჭრელია - საკვების ან განათების ნაკლებობის შედეგად
ფოთლები ხმება და ცვივა - ასაკის მატებისას ჯანმრთელი ფოთლის ცვენა ნორმალურია, თუ ყავისფერდება , ხმება და ვარდება - ჰაერი ძალიან მშრალია მისთვის.
მავნებლები - მცენარეს ემტერება ფარიანა, ბუგრი, აბლაბუდა ტკიპა.
სახეობები - 1. ადანსონის მონსტერა - გავრცელებულია ბრაზილიასა და კოსტა-რიკაში. ლიანაა, 8მ მდე სიგრძის, თხელი კვერცხისებრი 55სმ მდე სიგრძის უხვად დაჭრილი ფოთლებით. სახლის პირობებში იშვიათად ყვავის ღია ყვითელი ტარო ყვავილედით მოკლე ყუნწზე.2. მიმზიდველი მონსტერა - სამშობლო ცენტრ. ამერიკის ტროპიკული მთის და წვიმიანი ტყეებია. ლიანა იზრდება ზღვის დონიდან 1კმ ზე. ფოთლებს გულის ფორმა აქვთ, ნაპირი მთლიანი. მოზრდილი ფოთლები ტყავისებურია, გულის ფორმის,   6 0სმ სიგრძეში, კარგად დაჭრილი, ტარო ყვავილედი 25სმ სიგრძეში, აფარია თეთრი ყვავილსაფარი. ნაყოფის რბილობი იჭმევა. აქვს ანანასის და მარწყვის გემო. ორანჟერეებში იზრდება 12მ მდე, ოთახში - 3მ მდე. სწორი მოვლის პირობებში იგი ყოველ წელს იყვავილებს. მისი ერთი ნაირსახეობა  - variegate - ჭრელფოთოლაა , აქვს ჭრელ- თეთრი ფოთლები, მეტად მომთხოვნია პირობებისადმი, და შედარებით ნელა იზრდება4. ნამგლისებური მონსტერა  - ამ ხვიარა ლიანას სამშობლო  გვიანას და ბრაზილიის ტროპიკული ტყეებია. ფოთლები მთლიანი, ლანცეტისებრი, ან ელიფსის ფორმისაა. ძირში არასიმეტრიული, სიგრძით 20სმ მდე. ყუნწი 13სმ, ყვავილედი ემაგრება 8სმ იან ყუნწს. ტარო ყვავილედი მცირე რაოდენობის ყვავილს შეიცავს , სულ 4სმ ია სიგრძეში.

 თარგმანი თ. სუპატაშვილის 

19 February 0 64 300

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно