ზამიოკულკასი

ნიუკასებრთა ოჯახიდანაა, გვარი აერთიანებს 1-4 სახეობას, ბალახოვანი მცენარეა საშუალო სიმაღლის.ფესურა ბოლქვისებრია, ფესვები სქელი, ხორციანი.ფოთლები ტყავისებრი და პრიალაა, იზრდება 1მ მდე. გვალვაში იცვენს ფოთოლს ფოთლების ზედა ნაწილში, ასე მცირდება წყლის აორთქლება. ქვევით  წყლი უგროვდება და ინახება ბოლქვში, მიწის ქვეშ. ასევე სქელ ტოტის ქვედა ნაწილში. თუ კარგ პირობებში იზრდება, იყვავილებს კიდეც. ფოთლის ძირიდან სქელი მოკლე საყვავილე ღერო ამოდის თავზე ღია კრემისფერი ტარო ყვავილედით.
განათება - კარგად იტანს მზის პირდაპირ სხივებს, ამიტომ დებენ ს. ფანჯარაზე თუმცა ზაფხულში სუფთა ჰაერის უკმარისობისას თხელ ფარდას უფარებენ. კარგად იზრდება აღ. ან დას. მხარეზეც, მზეს კი თანდათან აჩვევენ , რომ ფოთლები არ დაეწვას.
ტემპერატურა - გაზაფხულ-ზაფხულში 22-25 გრ სჭირდება, ზამთარში - 16 მდე. პერიოდულად ოთახს ანიავებენ.
მორწყვა - გაზაფხულ-ზაფხულ-შემოდგომით მიწის ზედა ნახევარი ფენის გაშრობის მერე რწყავენ, ზამთარში კი თანდათან ინტერვალს ზრდიან. თუ ტემპერატურა დაბალია რეკომენდებულთან შედარებით, მაშინ რწყავენ მიწის სრული გაშრობის მერე. წყალი უნდა იყოს რბილი, ნადგამი. მთელი წლის განმმავლობაში წყალი ქოთანში არ უნდა ჩადგეს.
შესხურება - მცენარე იტანს ჰაერის სიმშრალეს, შესხურება არაა საჭირო, მაგრამ სიცხეში ფოთლებს სველი ღრუბლით წმენდენ.
ყვავილობა - კარგი მოვლის პირობებში ყვავილი ამოაქვს მოკლე ღეროზე -მომწვანო ფერის ტარო ყვავილედი.
კვება - გაზაფხულის შუიდან შემოდგომის დასაწყისამდე აძლევენ სუკულენტებისთვის განკუთვნილ სასუქს თვეში 2ჯერ. სხვა დროს სასუქი არ სჭირდება.
საყრდენი - როცა მცენარე გაიზრდება,ამაგრებენ  რგოლებიან საყრდენზე, წინაააღმდეგ შემთხვევაში მცენარე დაწვება ,
გადარგვა - ზაფხულ გაზაფხულზე 2-4 წელიწადში  ერთხელ გადარგავენ.უფრო იშვიათი გადარგვისას ზრდას ანელებს. რგავენ მაღალ თიხის ქოთნებში.განიერ ქოთანში ფესვები ეზრდება  პირველად და არა მიწისზედა ნაწილი. გადარგვისას საჭიროა საბოსტნე , ბაღის, ტყის მიწა და ქვიშა აურიოთ ერთად.-2-2-2-5. ამატებენ ხის ნახშირსაც, ესაჭიროება კარგი დრენაჟიც, ქოთნის მეოთხედს ავსებენ დრენაჟით,
გამრავლება - მრავლდება დაყოფით ან ფოთლის დაფესვიანებით. აფესვიანებენ სათბურში 20 გრ ზე, ტორფნარევ ქვიშაში. დაცვენილ ფოთლებსაც შეიძლება განუვითარდეს ბოლქვი,მასაც იყენებენ დასაფესვიანებლად. პირველი ტოტი ამოსდის 6 თვეში.
 დაავადებები -მცენარეს ფოთლები უკვდება - ასე ხდება მექანიკური დაზიანებისას.
მცენარე იწელება - განათების ნაკლებობის შედეგად.
ქვედა ფოთლები ცვივა - ეს ნორმაა.
ფოთლებზე მუქი ლაქები - ზედმეტი მორწყვის, ორპირის ან ცივი სიცივის გამოა.
მცენარე ლპება - დაბალ ტემპერატურაზე ან როცა წყალი ქოთნიდან ცუდად გადის.
მავნებლები -  ზოგჯერ ემტერება ბუგრი ან ფარიანა, ისე შედარებით მედეგია მავნებლებისადმი.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

10 February 0 5 920
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно