ჰიბისკუსი ჩინური ვარდი
მიეკუთვნება ბალბისებრთა ოჯახს. ცნობილია მისი 300მდე სახეობა,თუმცა სახლის პირობებში ყველას არ ზრდიანსახეობის მიხედვით არის ბუჩქოვანი, ბალახოვანი იზრდება ხის სახითაც,ზოგი ფოთოლმცვენია, ზოგი -მარადმწვანე,აქვს დიდი ყვავილები თეთრი ,ვარდისფერი,წითელი, ფერადი, ზოლებიანი ან ლაქებიანი. ჩინური ვარდი დადებითად მოქმედებს ადამიანზე და ასევე სხვა ახლომდებარე მცენარეებზეც. იგი საკმაოდ უპრეტენზიოა, მოვლის ძირითადი პირობა სწორი გასხვლაა შესაფერის დროს,რაც ხელს უწყობს მცენარის აქტიურ ზრდას.
განათება - ესაჭიროება კაშკაშა სინათლე, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივები, ისინი ფოთოლს უწვავს.ამიტომ მისთვის კარგი ადგილია დას. ან აღ. მხარის ფანჯარა.ს მხარეს ჯობს ოთახის სიღრმეში დადოთ.ზაფხულში გარეთ გააქვთ, მაგრამ ორპირისგან და მზისგან დაცულ ადგილზე.ზამთარში ჯობს დამატებითი განათების დაყენება, თუ სინათლე არასაკმაო ექნება, მცენარე არ იყვავილებს.
ტემპერატურა - აქტიური ზრდის დროს ესაჭიროება 20გრ, ზამთარში კი 16გრ მდე, 10გრ ზე დაბლა ფოთლები სცვივა.
მორწყვა - წყალი უნდა იყოს ნადგამი,რბილი და თბილი.გაზაფხულ-ზაფხულში უხვად ირწყვება, მას მერე, რაც ზედა ფენა შეშრება, სექტემბრიდან მცირდება და 2 დღეში ერთხელ რწყავენ, თუ სადგამზე გამოვა წყალი, მას ნახევარი სთ ის მერე ღვრიან.
შესხურება - ჰაერის ტენიანობა მასზე არ მოქმედებს,მაგრამ ზაფხულში სასარგებლოა მისი ზრდისთვის.შემოდგომა-ზამთარში უფრო იშვიათად ნამავენ.
კვება - სასუქს აძლევენ მორწყვის მერე, რომ ფესვები არ დაეწვას. უხვი ყვავილობისთვის გაზაფხულ-ზაფხულში აზოტიან სასუქს აძლევენ,საშემოდგომოდ აზოტს ამცირებენ და კალიუმს და ფოსფორს ამატებენ, მაგრამ ნახევარი დოზით, ვიდრე რეკომენდებულია. სასუქი სჭირდება თვეში ერთხელ.
გასხვლა - იგი ისხვლება სამი მიზეზით -მოსვენების პერიოდის წინ, ვარჯის ფორმირებისთვის და გასაახალგაზრდავებლად. გასხვლა იწვევს ახალი ტოტების ფორმირებას, და მათზე ყალიბდება ყვავილები, წინა წლის ტოტებზე ასე არ ხდება. ტოტებს ისე ჭრიან, რომ მცენარეზე დარჩეს 15სმ მდე, სხლავენ გადარგვამდე. თუ გაზაფხულის ბოლოს გაისხვლება, მერე კი ივლისში, ყვავილობა მოუწევს შემოდგომა -ზამთრის პერიოდში.ზაფხულში ზომიერად ირწყვება, რომ სექტემბრამდე მოსვენების პერიოდში იყოს, მოჭრილ ტოტებს აფესვიანებენ.
მოსვენების პერიოდი - მის დაწყებამდე მორწყვას თანდათან ამცირებენ, ელოდებიან ფოთლების დაცვენას, სხლავენ და ტოვებენ ტოტების 8სმ მონაკვეთებს მცენარეზე, ქოთანს დებენ სიგრილეში და იშვიათად რწყავენ, რომ მიწა არ გახმეს ბოლომდე, რამდენიმე თვეში ახალი ტოტების გამოტანას დაიწყებს, მას მერე ქოთანს აბრუნებენ ნათელ და თბილ ადგილზე და ისევ უმატებენ მორწყვას, პერიოდულად ტოტებს თავს აწყვეტენ მცენარის დასაბუჩქად.
გადარგვა - მოზრდილი მცენარე მიწიანად გადააქვთ ახალ ქოთანში 3 წელიწადში ერთხელ.ახალგაზრდები კი წელიწადში ერთხელ ირგვება. ქოთნის ძირში ყრიან კერამზიტს, ნიადაგი კი შედგება ნეშომპალის ფოთლოვანი, კორდის მიწისა და ქვიშისგან თანაფარდობით 1-3-4-1. შეიძლება ხის ნახშირის დამატებაც.
დათესვა - მცენარე თესლით ადვილად მრავლდება. სუბსტრატი ასეთია -თანაბარი პროპორციით ქვიშა და ტორფი. თესლს ნახევარი დღით ალბობენ ეპინის ხსნარი. ითესება ზამთრის ბოლოს. აფარებენ მინას და დებენ 25 გრ ზე. პერიოდულად ანიავებენ და რწყავენ. როცა ნათესს 2-4 ფოთოლი ექნება, ხდება პიკირება ქოთნებში,3 წლის მერე მცენარე იყვავილებს.
გამრავლება ტოტით - გასხვლისას დარჩენილი ტოტებითაც შეიძლება მისი გამრავლება. ტოტს 3 კვანძი მაინც უნდა ჰქონდეს, დასაფესვიანებლად დებენ წყალში ან ტორფნარევ ქვიშაში, საჭიროა 25გრ ამ დროს. ტოტს წინასწარ ავლებენ ფესვის სტიმულატორში. ერთ თვეში ფესვები გამოუვა, მერე რგავენ ქოთნებში ქვიშიანი კორდის,ნეშომპალის და ფოთლოვანი მიწის ნარევში 1-1-1-2.
დაავადებები - ფესვები ხმება - როცა მიწა ცივია.
ფოთლებზე მუქი ვარდისფერი ლაქებია - ზედმეტი სასუქის და სინაათლის უკმარისობის გამო.
კოკრები ცვივა - არასაკმარისი მორწყვის, სასუქის ნაკლებობის და დაბალი ტემპერატურის შედეგად.
ფოთლის ქლოროზი -ამას რკინის ნაკლებობა იწვევს, როცა ქლორია ჭარბად, ამიტომ წყალი აუცილებლად ნადგამი სჭირდება მოსარწყავად, მასში ამატებენ რკინის სულფატს.
ფოთოლი ბევრია, მაგრამ არ ყვავის - უნდა შემცირდეს აზოტიანი სასუქი ,სხვა მიზეზია გაზაფხულზე წყლის ,სინათლის ნაკლებობა, მაღალი ტემპერატურა მოსვენების პერიოდში.
ფოთლების გაყვითლება - მიზეზი რამდენიმეა -მეტი ან ნაკლები მორწყვა, სასუქის უკმარისობა, მაღალი ან დაბალი ტემპერატურა.
მავნებლები - აზიანებს ძირითადად ტრიპსები, ბუგრი, ზოგჯერ აბლაბუდა ტკიპა და ფრთათეთრა.
სახეობები -1. ჰიბრიდული ჰიბისკუსი -მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ლამაზი და დიდი ყვავილებით, თბილ რეგიონებში იზრდება ეზოშიც, მიღებულია მისი სამი სახეობის შეჯვარებით.2. ჩინური ვარდი-მარადმწვანე ბუჩქი ბუნებაში 3მ სიმაღლისა. ოვალური ან მოგრძო ფოთლებით, დაკბილული კიდეებით, მუქი მწვანე ფერის. ყვავილი ჯიშის მიხედვით საკმაოდ მრავალფეროვანია, ყვავის 8-9 თვე მარტის მერე, არის მარტივი, ხუჭუჭა ფორმები, ზომით 15სმ მდე დიამეტრის. ძალიან დეკორატიულია. 3.სირიული ჰიბისკუსი - გავრცელებულია ინდოეთში, ჩინეთში, ყვავის ვარდისფერი ან წითელი ყვავილებით.


