ასპიდისტრა
მიეკუთვნება შროშანისებრთა ოჯახს, მოიცავს 6-8სახეობას,მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე , ბუნებაში ცხოვრობს აღ. და ს. აზიაში, იაპონიაში, აქეთ აქვთ ორანჟერეებში, სახლში სუბტროპიკულ სარტყელში კი ღია გრუნტშიც .სახელი ნიშნავს „გველების მაჩვენებელს“, და ასეცაა, მისი ფოთლები შრიალებს, როცა მცენარის სიახლოვეს ქვეწარმავალი მისრიალებს, რითაც ატყობინებს ადამიანს საშიშროების შესახებ. მისი ყველა ნაწილი სამკურნალოდ გამოიყენება, კერძოდ -დიარეის, კრუნჩხვების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. იგი საკმაოდ უპრეტენზიო და ჩრდილისამტანია, იგი ცუდად იტანს ზედმეტ წყალს და დაბალ ტემპერატურას,მაგრამ კარგად უძლებს ორპირს, ცუდ ნიადაგს, ტენის და სინათლის ნაკლებობას,მერყევ ტემპერატურას.
განათება - მცენარეს არ სჭირდება მზის პირდაპირი სხივები, ამიტომ კარგად იზრდება ჩრ. მხარეს ფანჯრის რაფაზე, ასევე კარგად გაიზრდება ლუმინესცენტური ნათურის ქვეშ, რომელიც ჩართულია დღეში 16 სთ,. ჭრელფოთოლა მცენარე უფრო მეტ სინათლეს საჭიროებს, რადგან მისი ნაკლებობით ფოთოლი ერთფეროვანი ხდება.
ტემპერატურა - კარგადაა ოთახის ტემპერატურაზე. შემოდგომა-ზამთარში ოპტიმალურია 16გრ.
მორწყვა - რწყავენ რბილი ნადგამი წყლით. ზაფხულ-შემოდგომაზე მას შემდეგ რწყავენ, რაც მიწის ზედა ფენა შეშრება,.სხვა სეზონზე კი რამდენიმე დღის შემდეგ, რაც სუბსტრატის ზედა ფენა გაშრება.
შესხურება - კვირაში ორჯერ კარგია მცენარისთვის ფოთლის გაწმენდა სველი ღრუბლით.
კვება - გაზაფხულ-ზაფხულში თვეში 2ჯერ აძლევენ ორგანულ და მინერალურ სასუქს, ორჯერ მეტი განზავებით, ვიდრე საჭიროა სხვებისთვის.შემოდგომა-ზამთარში კვება საჭირო არაა. ჭრელფოთლიან მცენარეს სასუქს არ აძლევენ, რადგან ასე ფოთლის სიჭრელე იკარგება.
გადარგვა - მოზრდილ მცენარეს რგავენ 2 წელიწადში ერთხელ მარტის დასაწყისში. ქოთანი შედარებით თავისუფალი უნდა იყოს, სუბსტრატის შემადგენლობა ასეთია 3 -3 წილი ფოთლოვანი და კორდის მიწა და 1წილი ქვიშა, ან 2-2წილი კორდის, ფოთლოვანი და ნეშომპალიანი მიწა და 1წილი ქვიშა, მიწა ჯობს იყოს აზოტშემცველი.
გამრავლება გაყოფით - სახლის პირობებში ამრავლებენ ფესვის დაყოფით,რომელსაც ჭრიან ბასრი დანით, გადანაჭერს აყრიან ნახშირს. მერე კი რგავენ ცალ-ცალკე, ტემპერატურა არ უნდა იყოს 18გრ ზე ნაკლები. საჭიროა მორწყვის კონტროლიც, რომ ახალგაზრდა მცენარეები არ დალპეს.
დაავადებები -ფოთლებზე ლაქები - თუ მცენარე მზის პირდაპირი სხივების ქვეშაა, ხშირად ეწვება ფოთლები.
მცენარე ყვითლდება - ასე ემართება დაბერებულ მცენარეს, ან როცა ფესვები ლპება. ასეთ დროს იღებენ მიწიდან ,ამუშავებენ ფუნგიციდით, ნიადაგს კი რწყავენ ბაცი ფერის მარგანცოვკით,
მავნებლებიდან მცენარეს აზიანებს ფარიანა და აბლაბუდა ტკიპა.
სახეობები - მაღალი ასპიდისტრა,. ბუნებაში გვხვდება იაპონიასა დაა ჩინეთში. მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ფოთლები ჰგავს შროშანასას, ოღონდ უფრო დიდია, სიგრძით 50სმ, განი კი - 15სმ, მუქი მწვანე და ოვალური ან ლანცეტისებრია. ფოთლები იზრდება პირდაპირ ფესვებიდან.ყვავილი ჟოლოსფერი ან მურა მოყვითალოა, ჰგავს ზანზალაკს ფორმით აქვს 8 ჯამის ფოთოლაკი,იზრდება მიწასთან ახლოს. ნაყოფი კენკრაა ერთი თესლით.

08 February
0
15 170