გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

საგაზაფხულო კლუმბი აივანზე - როგორ დავრგათ ტიტები ქოთანში

 თუ გეცოდინებათ როგორ დარგათ ტიტები ქოთანში ან კონტეინერში,ადვილად შეძლებთ ამ  გაზაფხულის მშვენიერი ყვავილებით თქვენი აივნის დამშვენებას.უბრალოდ წარმოიდგინეთ რა სასიამოვნო იქნება მათი ნაზი არომატის შესუნთქვა და დახვეწილი ყვავილებით დატკბობა,იმ დროს როცა ჯერ კიდევ არ დატრიალებულა ნამდვილი გაზაფხულის სითბო.

შეარჩიეთ შესაფერისი ქოთნები

იმისათვის რომ ტიტები ადრე გაზაფხულზე აყვავდეს,ამისათვის  შემოდგომაზე უნდა ვიზრუნოთ.მთელი ზამთრის განმავლობაში ქოთანში ჩარგული ტიტები სიბნელეში და სიგრილეში უნდა იმყოფებოდეს.დაბალ ტემპერატურაზე ბოლქვები არ გაღვივდება,მაგრამ როდესაც დრო დადგება ქოთნები აივანზე გადაიტანეთ,ისინი სწრაფად დაიწყებენ ზრდას და ერთდროულად აყვავდებიან.

სტატიიდან შეიტყობთ რომელი ქოთნების შერჩევაა უკეთესი ბოლქვიანი მცენარეების გასაზრდელად,როგორი ნიადაგია საჭირო და როგორ უნდა დარგათ სწორად,რომ ისინი გამოზამთრების შემდეგ აყვავდეს.

სახლის პირობებში ბოლქვიანი ყვავილების გამოსაყვანად რეკომენდებულია დაბალკედლებიანი ქოთნები,თუმცა აივანზე ტიტები დაბალ კონტეინერში თავს არაკომფორტულად იგრძნობენ და ზამთრის პირობების მიმართ გამძლეობა დაუქვეითდებათ.ტიტებისათვის საჭირო ქოთნების საკმარისი სიმაღლე 30 სმ-ია მსხვილი ბოლქვებისათვის და 20 სმ. მომცროებისთვის.20 სანტიმეტრი დიამეტრის მქონე ქოთანში შეიძლება დაირგას დაახლოებით 5 მოზრდილი ტიტის ბოლქვი.

თუ ვერ გადაწყვიტეთ თიხის ქოთანი გამოიყენოთ თუ პლასტმასის,გირჩევთ თიხის ქოთანზე შეაჩეროთ არჩევანი.კერამიკა უკეთ ატარებს ჰაერს,რაც ფესვების ნორმალური ფორმირებისათვის აუცილებელია.თუმცა პლასტმასის ქოთნები გაცილებით იაფია,ისინი მზეზე უფრო მეტად ხურდება და ვერ უზრუნველყოფს ფესვებისათვის საკმარისი რაოდენობის ჟანგბადის მიწოდებას. 

თუ ვერ გადაწყვიტეთ კერამიკული ქოთანი გამოიყენოთ თუ პლასტმასის,გირჩევთ პირველ ვარიანტზე შეაჩეროთ არჩევანი.)

ქოთნებსა და კონტეინერებში აუცილებელია სადრენაჟე ხვრელები,ნიადაგიდან ზედმეტი წყლის გამოსასვლელად.თუ ჭურჭელს ასეთი ნასვრეტები არ გააჩნია,თქვენ თვითონ გახვრიტეთ ისინი.

სუბსტრატის მომზადება ტიტებისათვის

იმის მიუხედავად სად არის ჩარგული ტიტები ბაღში თუ ქოთანში,არ იცვლება მათი მოთხოვნა ნიადაგის შემადგენლობისადმი.ამიტომ სუბსტრატის შერევის პრინციპი იგივე რჩება: ერთი წილ თიხნარ ნიადაგს ემატება ორი წილი ტორფი და ამდენივე მდინარის ქვიშა.აივანზე გამოზრდის დროს ასევე კარგად გამოიყენება ასეთი ნარევი: თანაბარი რაოდენობის ფოთლოვანი ტყის მიწას,ბოსტნის მიწას,ნეშომპალას დაუმატეთ ტორფი და ქვიშა.ნიადაგი უნდა იყოს ნეიტრალური ან სუსტად ტუტე რეაქციის.თუ დამოუკიდებლად არ გსურთ სუბსტრეტის შერევა,შეიძინეთ მზა ნარევი ყვავილების მაღაზიაში.

(აივანზე ტიტების გაზრდა,ასევე კარგად შეიძლება სუბსტრატის გამოყენებითაც)

ინსტრუქცია,როგორ გავზარდოთ ტიტები ქოთანში

ისევე როგორც ღია გრუნტში დარგვის დროს,აივნის ქოთნებშიც ტიტების დარგვა სექტემბერ-ოქტომბერში ხდება.დარგვის პროცესი საკმაოდ ადვილია:ქოთნის ან ყუთის ფსკერზე დაყარეთ  დრენაჟი კენჭების ან თიხის ნამტვრევების გამოყენებით,რომ სადრენაჟე ნასვრეტები არ დაიხშოს.ქოთნის კიდიდან  მონიშნეთ საჭირო სიღრმე ბოლქვების ჩასარგავად,მონიშნულ ადგილამდე ჩაყარეთ სუბსტრატი.გაანაწილეთ ბოლქვები გრუნტზე - განლაგება უფრო მჭიდრო უნდა იყოს ვიდრე ღია გრუნტში.

დააყარეთ სუბსტრატი ქოთნის პირამდე. აკურატულად მორწყეთ ნიადაგი ნასვრეტებიანი სარწყავით.მთელი ზამთრის განმავლობაში ბოლქვებიანი კონტეინერი უნდა მოთავსდეს ცივ სათავსოში.თუ თქვენ გაუთბობელი აივნის გარდა არ გაქვთ სხავ ადგილი მათთვის,მაშინ აივანზე დადგმული ქოთნები და კონტეინერები ყოველი მხრიდან კარგად შეფუთეთ ძველი გადასაფარებლებით და გამოუსადეგარი თბილი ნივთებით.შეიძლება ამისათვის ნახერხიანი ყუთების გამოყენებაც.ასე შეფუთულ ბოლქვებს მკაცრი ყინვაც კი ვერაფერს დააკლებს,მაგრამ დროდადრო არ დაივიწყოთ ნიადაგის შემოწმება,იგი სუსტად უნდა მოირწყას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოშრეს.მარტში უნდა გადახადოთ კონტეინერებს და დაიწყოთ რეგულარული მორწყვა.მალე მწვანე ნაზარდებიც გამოჩნდება და თქვენს აივანს დაამშვენებს ულამაზესი ტიტები.(ისევე როგორც ღია გრუნტში დარგვის დროს,აივნის ქოთნებშიც ტიტების დარგვა სექტემბერ-ოქტომბერში ხდება)

აივანზე შექმნილი გაზაფხულის ზღაპარი

იმისათვის რომ თქვენი აივანი დაუფარავი აღტაცების ობიექტი გახდეს,ჩაინიშნეთ რამდენიმე რეკომენდაცია:

აივანზე გასაზრდელად გამოიყენება მარტივი და ხუჭუჭა ფოსტერის და კაუფმანის სახეობის ტიტები,ისინი ყველაზე ადრე იწყებენ ყვავილობას ქოთნებში ეფექტურად გამოიყურება ‘’პრესტანს ფუზილიეს’’ სახეობის ტიტები,რომლებსაც საყვავილე ღეროზე 8-მდე ყვავილი ეშლება. დაბალტანიანი სახეობები უფრო ჰარმონიულად გამოიყურება აივნის მცირე ფართობზე.

ქოთნებში ტიტების შეხამების უამრავი ვარიანტი არსებობს,შეგიძლიათ შეახამოთ კონტრასტული ტონები,მიახლოებული ფერები,გამოიყენოთ ერთი ფერის სხვადასხვა ჯიშები,მიურგათ ტიტებს პატარა ზომის ყვავილები(ვიოლები,კესანე,სუმბული,ზიზილა),დაუმატოთ სიმწვანე და სხვა.შეიძლება ყუთში ერთი სახეობის ტიტები ჩაირგას,დაყვავილების შემდეგ კი სხავ მოყვავილე სახეობით შეიცვალოს,შეათავსეთ სხვადასხვა პერიოდში მოყვავილე სახეობები,ისე რომ ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდეს.(დაყვავილებული ტიტები ქოთნებში დატოვეთ და გააგრძელეთ მათი მორწყვა)

თუ თქვენ გადაწყვიტეთ სხავდასხვა დროს მოყვავილე ტიტების შეთავსება,გამოიყენეთ ფენებად დარგვის მეთოდი.ამისათვის დრენაჟის ფენის შემდეგ დაამატეთ დაახლოებით 10 სანტიმეტრის სისქის გრუნტი და მასზე გაანაწილეთ ბოლქვები.დააყარეთ გრუნტი და კიდევ დაალაგეთ ბოლქვების შემდეგი ფენა.ასე მოიქეცით სასურველ რაოდენობამდე.ბოლო ფენას დააყარეთ გრუნტი და კარგად მორწყეთ,გარკვეული დროის შემდეგ ზედმეტი წყალი დრენაჟიდან გამოვა,მოათავსეთ ქოთანი ადგილზე.

აივანზე ტიტების მოშენება რომ წარმატებული იყოს დასარგავად აუცილებლად შეარჩიეთ ყველაზე ხარისხიანი,მკვრივი და მსხვილი ბოლქვები,დაზიანებების გარეშე.მოსარწყავად გამოიყენეთ თბილი წყალი.შეძლებისდაგვარად შეუქმენით მაღალი ტენიანობა.პერიოდულად მიაწოდეთ კომპლექსური სასუქები.შეეცადეთ ქოთნები არ იდგას მცხუნვარე მზეზე,თორემ ნიადაგი მალე გაშრება და მცენარეები დაიღუპებიან. გამოცდილი მეყვავილეები აივნის პერიმეტრზე ყვავილის ქოთნებისათვის სპეციალურ სტელაჟებს დგამენ,რომლებსაც რამდენიმე იარუსი აქვთ,აივნის მოაჯირების ქვეშ კი თავისებურ ‘’რაფებს’’ ამაგრებენ,რომლებიც მზისგან დაცულია.

დაყვავილების შემდეგ ტიტები დატოვეთ ქოთნებში და განაგრძეთ მათი მორწყვა კიდევ ერთი თვის განმავლობაში,რომ ბოლქვებმა ძალა მოიკრიბონ და ზომაში მოიმატონ.მორწყვას წყვეტენ მაშინ როდესაც ფოთლები ბოლომდე გახმება.მიწა შეუშრება თუ არა,შეიძლება ბოლქვების ამოღება,გასუფთავება ქერქებისაგან,დახარისხება მომდევნო დარგვისთვის და შემოდგომამდე საიმედოდ შენახვა.

08 February 0 13 586

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно