ვრიეზია

მიეკუთვნება ბრომელიასებრთა ოჯახს,სახლის პირობებში შეიძლება 150 სახეობის გაზრდა. მას სახელი ნიდერლანდელი ბოტანიკოსის ვრიეზის პატივსაცემად დაერქვა. მცენარეები ამ გვარიდან ან ეპიფიტები არიან, ან მიწისზედა მცენარეებს ეკუთვნიან. ღერო არ აქვს,ფოთოლი ერთფეროვანია ან ზოლიანი მუქ და ღია მწვანე ფერებში. ფოთლები როზეტებადაა შეკრული, ყვავილი ყვითელი ან თეთრია, მაგრამ არა აქვს დეკორატიული მნიშვნელობა. საინტერესოა მისი ყვავილსაფარი. მცენარე საკმაოდ უპრეტენზიოა, სჭირდება ჰაერის მაღალი ტენიანობა ,სუფთა ჰაერი, მაგრამ ორპირში მისი დადება მცენარეს დაღუპავს..თუ იგი არ ყვავის, ხელოვნურად შეიძლება ყვავილობის სტიმულირება ეთილენის დახმარებით.
განათება - მცენარე კარგად იზრდება აღ. ან დას. მხარის ფანჯრებზე, კარგი მოვლით კი ჩრ. მხარესაც. თუ ფანჯრები ს. მხარეს გადის, მაშინ მცენარეს მოშორებით დებენ ან თხელ ფარდას უფარებენ. მკვეთრ სინათლეზე ფერადი ფოთლების ნახატი უფერულდება.
ტემპერატურა - მას სხვა ბრომელიებისგან განსხვავებით მოსწონს მაღალი ტემპერატურა, თუმცა ცუდად იტანს მის მკვეთრ ცვლილებას.ვეგეტაციის პერიოდში სჭირდება 24-26გრ, შემოდგომა-ზამთარში კი 20.
მორწყვა - წყალი უნდა იყოს თბილი, რბილი, ნადგამი. ზაფხულობით, მისი როზეტის გულში ასხამენ ცოტა წყალს, მაგრამ უყურებენ , რომ შეშრეს მალე,ან მერე უნდა გადააქციონ.წყალი შიგ სუფთა უნდა იყოს -მიწის ან სხვა მინარევების გარეშე, თორემ მცენარე გაფუჭდება. მიწას რწყავენ გაშრობის მერე.ზამთარში გულში არ უსხამენ წყალს ,მიწას კი ზედა ფენის შეშრობის მერე რწყავენ.
შესხურება - მას სჭირდება ჰაერის მაღალი ტენიანობა. ამიტომ შესხურების გარდა რაც დღეში ერთხელ მაინც უნდა მოხდეს, კარგია ქოთნის გვერდით წყლიანი ჭურჭლის დადგმაც. წყალს ასხურებენ მხოლოდ ფოთლებზე.კვირაში ერთხელ კი წმენდენ სველი ღრუბლით.
კვება - გაზაფხულ-ზაფხულში 2კვირაში ერთხელ ბრომელიებისთვის განკუთვნილ სასუქს აძლევენ, თუ სხვას გამოიყენებთ, ყურადღება მიაქციეთ, რომ არ შეიცავდეს კალციუმს, აზოტი კი მინიმალური ოდენობით იყოს. სასუქი უნდა მიეცეს მორწყვის შემდეგ.
ადარგვა -  მას რგავენ აუცილებლობის შემთხვევაში. მთავარია ამ დროს არ დაზიანდეს ფესვები. იგი საკმაოდ სუსტი აქვს ვრიეზიას. როზეტს მიწაში ღრმად არ დებენ, რადგან შეიძლება მცენარის ყელის ლპობის მიზეზი გახდეს. ქოთანი ჯობს თიხის. ძირში ყრიან დაფხვნილ აგურს ან კერამზიტს, სუბსტრატი კი შედგება კორდის და ფოთლოვანი მიწის, ტორფის და ქვიშისგან პროპორციით 2-1-1-1/3.ან უფრო რთული ,მაგრამ მეტად მისაღები მისთვის -4-4წილი კორდის და ფოთლოვანი მიწა,და ტორფი, და თითო-თითო წილი ხავსი სფაგნუმი, ქვიშა და ფიჭვის ქერქი.
დათესვა -  თესლს წინასწარ რეცხავენ ბაც მარგანცოვკაში, მერე აშრობენ და თესავენ ტორფნარევ ქვიშაში ან ხავსში. ზემოდან აფარებენ მინას, პერიოდულად ანიავებენ,დებენ 22გრ ზე, 3კვირაში ამოდის,მერე ხდება პიკირება სუბსტრატში, რომელიც შედგება 4წილი ტორფის, 1წილი კორდის, 2წილი ფოთლოვანი მიწისგან.ნახევარი წლის მერე რგავენ ცალ-ცალკე.ყვავილობას იწყებს 3-4წლის მერე.
გამრავლება ამონაყრით -  ყვავილობის მერე მცენარე კვდება ,მაგრამ ძირში ახალი ამონაყრები ჩნდება.მათ რამდენიმე ფოთოლი და პატარა ფესვები აქვთ, ამიტომ ცალკე გადარგავენ ხოლმე 3წილ ფოთლოვან მიწასა და 1-1წილ ფიჭვის ქერქსა და ქვიშაში. მათაც ასათბურებენ 26-28გრ ზე. მოიზრდებიან,მერე კი უვლიან,როგორც ზრდასრულ მცენარეებს.
დაავადებები - მცენარე არ იზრდება - მიზეზი რამდენიმეა - ჰაერის სიმშრალე, სიცივე, ზედმეტი წყალი  მიწაში.
ფოთლებზე ღია ყავისფერი ლაქები - პირდაპირი მზის სხივების ქვეშ დგომის შედეგია.ხისტი წყალი და მისი დაუსხმელობა როზეტის გულში ფოთლის წვერებს აყავისფერებს.
მცენარე მოკვდა - ყვავილობის შემდეგ ნორმალურია და დაელოდეთ ამონაყრებს.თუ არ უყვავილია, ზედმეტი მორწყვის ბრალია.
მავნებლები -მცენარეს აზიანებს ფარიანა და ცრუფარიანა.
სახეობები - 1.ულამაზესი ვრიეზია -  სამშობლო ვენესუელა. ფოთლები შეკრული როზეტად, ქამრისებური ფორმის, 25-40სმ სიგრძით.ორივე მხრიდან დაფარულია ქერცლით. იისფერი ზოლები დაჰყვება მთელ სიგრძეზე. როოზეტის ცენტრიდან ამოდის 1მ მდე საყვავილე ღერო თავთავისებრი ყვავილედით.ყვავილობის პეროდი მისი გაზრდის პირობებზეა დამოკიდებული. ყვავილი ყვითელია, მორიგეობით იშლება,მ აგრამ სწრაფად ჭკნება.ნარინჯისფერ-წითელი ყვავილსაფარი კი 2თვემდე ძლებს.2. გიგანტური ვრიეზია - ბრაზილიიდანაა, ზემოდან ფოთოლი მუქი მწვანეა,ყვითელი ლაქებით. ქვემოდან -იასამნისფერ-წითელი, სახლის პირობებში არ ყვავის. 3.თუთიყუშისებრი ვრიეზია - მწვანე ხაზოვანი ფოთლები ბოლოში წაწვეტებულია.საყვავილე ღერო წითელია. ყვავილი ყვითელი მწვანე კანტით. ყვავილსაფარი კი ყვითელ-ნარინჯისფერი ზედა ნაწილში, წითელი -ძირში.4.სანდერსის ვრიეზია - ცხოვრობს ბრაზილიაში. ფოთოლი 30სმ სიგრძისაა, ქვედა ნაწილი ყავისფერლაქებიანი და წერტილებიანია, ზემოდან კი ფერფლისფერი ქერცლები აქვს. საყვავილე ღერო მთავრდება საგველასებრი ყვავილედით.
08 February 0 5 610
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно