ბალზამინი , უკადრისა

იგივე პატარძალა,ციცინათელა ,ბალზამინი. მისი სამშობლოა ზანზიბარი,საიდანაც იყო შესანიშნავი მომღერალი,- ფრედი მერკური.ევროპაში შემოვიდა 5 საუკუნის წინ.ლეგენდა მასზეც არსებობს: დიდი ხნის წინ ერთ ქვეყანაში,.გოგონამ შეყვარებული გააცილა ომში, ბიჭი დაბრუნებას შეჰპირდა და გოგონას სთხოვა ფანჯარაში სანთელი დაედგა საღამოობით,რომელიც მიიპატიჟებდა დაღლილ მეომარს სატრფოსთან,მაგრამ ვერ დაბრუნდა ბიჭი ომიდან,ვერ უშველა გოგონას წითლად მოკიაფე სანთელმა,.გოგონა ისე გარდაიცვალა,ვერ ნახა შეყვარებული,ყოველ ღამე ენთო მის ფანჯარაში სანთელი წლების განმავლობაში,.გოგონას სიკვდილის შემდეგ ეს სანთელი ლამაზ წითელყვავილებინ მცენარედ გადაიქცა, ბიჭს სახელად ბალზი ერქვა, გოგონას - მინა, შესაბამისად, ყვავილს ბალზამინი დაარქვეს. ცნობილია მისი 600_მდე სახეობა. მისი სახელი ქართულად ითარგმნება, როგორც „უკადრისა“, რადგან მისი სათესლე კოლოფი ხელის შეხებისას იხსნება და თესლი ცვივა. ყვავილები სხვადასხვა ფერისაა - თეთრი, ვარდისფერი, წითელი, იისფერი.მათ ბევრი მსგავსი თვისება აქვთ, კერძოდ -უყვართ წყალი.შეიძლება გადაამეტოთ კიდეც, მცენარე არ დაზარალდება.,იგი კარგად ყვავის პატარა ქოთანში. თუ დიდ ჭურჭელში ჩარგავთ, იგი ძალას დახარჯავს გაზრდაზე, დაბუჩქვაზე და ყვავილობის ლოდინი დიდხანს მოგიწევთ.მრავალწლიანი 30_50 სმ სიმაღლის მცენარეა სწორად მდგომი წვნიანი ღეროთი,ყვავილები სხვადასხვა ფერისაა,ცალფურცელა,ხუჭუჭა,სადა ან ხავერდოვანი.ის სითბო-სინათლის მოყვარულია,ზამთარში 15_20 გრ.დასაშვებია,გაზაფხულზე შეიძლება მისი აივანზე გაყვანა. თუმცა შუადღის მზეს უნდა მოარიდოთ,ან ჩამოუფაროთ. მცენარე ადვილად მრავლდება ტოტით, თესლით. მცენარე ადვილად ავადდება, ამიტომ მისი გულდასმით დათვალიერებაა საჭირო, თორემ ერთი გაფუჭებული ტოტის გამო მთელი მცენარე შეიძლება დაკარგოთ. მცენარეს კარგი ზრდისთვის ტენი და ნახევარჩრდილი სჭირდება,თუმცა მზესაც იტანს, ჯობს მისი დადება აღ. ან დას. მხარეს ფანჯარაზე.
მორწყვა - ნუ დაიშურებთ მისთვის წყალს. ზაფხულში დღეგამოშვებით,ზამთარში კი კვირაში 2ჯერ რწყავენ უხვად, ისე, რომ წყალი ძირს გამოუვიდეს ,მაგრამ მას არ ღვრიან, მცენარე წყალს იშრობს და მეორე დღეს სადგამი მშრალი აქვს. თუ მცენარემ მოიწყინა, მორწყეთ უხვად, რამდენიმე საათში იგი გამოსწორდება. ნიადაგი მუდამ ნამიანი უნდა ჰქონდეს.მაგრამ არც იმდენად, რომ მერე მასზე მწერები -სციარიდები გაჩნდნენ.გაზაფხულ-შემოდგომაზე მიწა სულ ტენიანი უნდა ქონდეს,ზამთარში კი უნდა მოირწყას ,მას მერე ,რაც მიწის ზედა ფენა შეუშრება.მას არ უყვარს მშრალი ჰაერი,ამიტომ ხშირად ნამავენ, თუმცა არა ყვავილობის დროს.
ნიადაგი და კვება - უკადრისას სჭირდება მსუბუქი ნიადაგი. მძიმე და უხვსასუქიანი მიწა მცენარეს კი გაზრდის და ფოთლოვანი მასაც ბევრი ექნება, მაგრამ არ იყვავილებს. არც ბოლომდე უნდა გაავსოთ მიწით ქოთანი. ესეც ხელს უშლის მის ყვავილობას, სანამ ფესვები მთლიანად არ აითვისებს მას.დიდი ქოთანი ბევრი მიწით გაზრდის დიდ ბუჩქს, ნაკლები ყვავილებით.ამიტომ ჯობს ჩარგოთ შედარებით პატარა ქოთანში, რომ ფესვები ავსებდეს მას.შეიძლება ერთ ქოთანში 2 სხვადასხვა ფერის უკადრისაც ჩაირგოს.სასუქს აძლევენ თვეში 2ჯერ.
ადარგვა - წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა გადაირგას -გაზაფხულზე. გადარგვის მერე ამოაქვს ახალი ტოტები და უკეთ ყვავის. ახალმოტანილი მცენარეც ასევე უნდა გადაირგას ახალ ქოთანში.
გამრავლება - ჯანმრთელ ტოტებს ჭრიან ,დებენ წყალში ღრმად  და აფესვიანებენ. შეიძლება გამრავლება დათესვითაც ტენიან მიწაში, ზემოდან კი აფარებენ  და ასათბურებენ ტენის შესანარჩუნებლად.
დაავადებები -  თუ განათება არასაკმარისია,ან ქოთანი უჭერს,ან საკვები ნივ-ბი აღარაა ნიადაგში,.- ტოტები იწელება,ფოთლები უწვრილდება,
თუ სიცივე და ნესტია,.-ღეროები უყავისფერდება და ლპება,ფოთლები ეჭმუჭნება და სცვივა,
თუ ცხელა და სიმშრალეა ან ზამთარში ახლოს დევს გათბობასთან, - ფოთლები უხმება,
თუ აზოტიანი სასუქის სიჭარბეა ან არასაკმარისი განათება,- არ ყვავილობს,
თუ უცებ შეიცვალა ტემპერატურა,დიდ ქოთანში გადაირგო არასათანადო დროს,ან მორწყვა დააკლდა, - ცვივა კოკრები და გაშლილი ყვავილები.მას ადვილად უჩნდება პარაზიტები,რასაც ებრძვიან საპნიანი წყლით,ან მერე ინსექტიციდებით.
სხვა ოთახის მცენარეების მსგავსად ისიც ავადდება . მშრალი ჰაერი იწვევს აბლაბუდა ტკიპის გაჩენას, ამიტომ ჰაერის დატენიანება აუცილებელია კომპლექსურ მკურნალობასთან ერთად.
სციარიდების გაჩენისას იგი ახალ მიწაში უნდა გადარგოთ, მერე კი მორწყვის დარეგულირებაა საჭირო.ზოგჯერ მცენარეს  ეხვვევა, უხმება და სცვივა ფოთოლი სითბოს და განათების ნაკლებობისას, ან როდესაც ქოთანში ვეღარ ეტევა. საჭიროა ამ მონაცემების კორექტირება, და მისი გადარგვა ცოტა დიდ ქოთანში.


თარგმანი: თამარ სუპატაშვილის


Loading the player...
07 February 0 25 994
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно