გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

როგორ იქცა ერთი ჩვეულებრივი სოფლის ეზო დეკორატიულ ბაღად

თელავი. სოფელი შალაური, - გაუზვიადებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ სოფელში ჩვენი ქვეყნის მეყვავილეთა პირველი დინასტია ცხოვრობს. "დინასტია" შემთხვევით არ მიხსენებია, - როცა ერთი ოჯახის სამ სხვადასხვა თაობას ერთი და იგივე საქმე თავდავიწყებით უყვარს და ავითარებს, სხვანაირად ვერც დაარქმევ. ისინი დედა-შვილი ეთერ და ეკა მამალაშვილები და ეკას შვილები - თამარი, მარიამი და ნიკოლოზი არიან. ყვავილების სიყვარული და მათი მოვლის ნიჭი მემკვიდრეობით ერგო მშობლებისგან. მამას ხეხილის დარგვა და მოვლა უყვარს, დედას - ყვავილების, დღედაღამ ბაღში იყვნენ. ეკაც გვერდიდან არ შორდებოდა. ვერც დაოჯახებამ და ვერც შვილებმა ყვავილებს ვერ დააშორა. პირიქით, ბავშვებიც თავის ბაღნარში მიიჩვია - როგორც ერთ დროს კალთაზე ხელჩავლებული თავად დაჰყვებოდა დედას ბაღში, ასევე დაჰყვებოდნენ თავისი პატარებიც. ამის დანახვაზე ხან კარგ ხასიათზე დგებოდა, ხანაც შიშობდა - ყვავილები არ გადამითელონო. მაგრამ ახლა ყველაფერი სხვაგვარად არის, - როცა თავად სამსახურშია (ერთ-ერთი ღვინის ქარხნის მთავარი დეკორატორი გახდა ცოტა ხნის წინ), ყვავილებს მისი შვილები უვლიან. 


ეკა მამალაშვილი: 
- ყვავილებზე ლაპარაკი ისე მიჭირს, როგორც საკუთარ თავზე. რადგან ისინიც ისევე იზრდებოდნენ და მკვიდრდებოდნენ ჩემს ცნობიერებაში, როგორც თავად მე ცხოვრებაში. ახლა უბრალოდ ერთ რამეს ვხვდები, - ყვავილების სილამაზეს ადამიანის გადარჩენა შეუძლია ჩვენი არცთუ მარტივი ყოფიდან; თუმცა სილამაზეს ყველა როდი ამჩნევს, მისი აღქმა ბავშვობიდან უნდა ასწავლო ადამიანს. მე ამას მასწავლიდნენ. უფრო სწორად, ჩემი მშობლები უსიტყვოდ ჰფენდნენ სილამაზეს ყველაფერს, რაც გარშემო გვქონდა და მე ამას ვუცქერდი. ადრე სოფელ წინანდალში ვცხოვრობდით, მაშინდელი ბაღის წითელი ტიტების ბრიალი ახლაც თან დამყვება. ძალიან პატარა სახლი გვედგა და ძალიან დიდი ეზო გვქონდა. ტიტები დედამ დარგო და ცხოვრება გაგვილამაზა. მამა ბაღში მუდამ ხეხილს რგავდა და უვლიდა, დედა - ტიტებსა და სხვა ყვავილებს, და როცა ჩვენი პატარა სახლის ფანჯარას გავაღებდი, მახსოვს, ბაღიდან ატმების ბრდღვიალი მეგებებოდა, ეზოდან კი - წითელი ტიტების. 

09 February 0 7 373

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно