შაქრით კვება მცენარეთა ზრდისა და ყვავილობისთვის

ყვავილები ცხოვრებას გვილამაზებენ, ინტერიერის მკვეთრი ელემენტი და მშვენიერი საჩუქარია. ბევრს მათ გარეშე ყოფნა ვერც წარმოუდგენია. მათზე ზრუნვა მშვენიერი დასვენება და საინტერესო ჰობია დამღლელი სამუშაოს შემდეგ. ისინი კი ზრუნვისთვის დაგაჯილდოებენ ლამაზი და  სურნელოვანი ყვავილებით. მაშინ, როცა გარეთ თოვს და ქარია, შინ ნამდვილი გაზაფხულია.
თუმცა მათი  მოვლა არც ისე ადვილი საქმეა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ვიღაც ფიქრობს, რომ საკმარისია მხოლოდ მორწყვა, მაგრამ ქოთანში მცირე მოცულობაა და საკვების დეფიციტი შეინიშნება ხშირად, მცენარის ფესვების მიერ მისი შეწოვის გამო. ამიტომ მათ დახმარება სჭირდებათ. აგარაკზე იყენებენ სასუქს, მაგრამ სახლში ხშირად ავიწყდებათ და სულ ტყუილად. თუნდაც ქოთანი დიდი იყოს, დროთა განმავლობაში ნიადაგის რესურსი იწურება, კიდევ რამდენიმე თვეში უკვე სასუქი დასჭირდება, ორგანული და მინერალური. მათი შეძენა სპეც.მაღაზიებში შეიძლება, ან თავადაც შეგიძლიათ დაამზადოთ.
ზოგს მიაჩნია, რომ მცენარეთა გადარგვა ან კვება ყოველ 6 თვეში ან ერთ წელიწადში უნდა მოხდეს. მაგრამ ისინი ცდებიან. მინერალური ნივთიერებები გაცილებით ადრე ეცლება ნიადაგს, სულ რაღაც 2 თვეში და მორიგი კვება უკვე საჭირო ხდება. განსაკუთრებით სჭირდება ვიტამინები ზრდის და ყვავილობის დროს. სითბოში კი ყვავილობა გაცილებით ხშირად ხდება, ყვავილის კოკრები და კვირტები ნებისმიერ სეზონზე შეიძლება წარმოიქმნას.  
თუ მცენარე ნელა იზრდება, სუსტია, ფოთლები კი წვრილი აქვს, უფერული, ლაქებიანი, ხმება, ან არ ყვავის, საქმე უფრო ცუდადაა, სჯობს არ მიიყვანოთ მცენარე ამ მდგომარეობამდე. მაგრამ თუ მაინც მოხდა ასე, საჭიროა, თქვენს  მწვანე მეგობრებს ტკბილით გაუმასპინძლდეთ, მაგ. შაქრით - ეს ერთერთი პოპულარული სასუქია ოთახის მცენარეებისთვის. შაქარი ხომ ყველა ოჯახშია, მისი სარგებლიანობა კი დადასტურებულია მრავალრიცხოვანი გამოკვლევებით  და ექსპერიმენტებით.
შაქრის გამოყენების ისტორია მემცენარეობაში - ვინ გამოიყენა შაქარი პირველად სახლის მცენარეების საკვებად, უცნობია, მაგრამ ოჯახები თაობებს გადასცემდნენ ამ რჩევას. მე20 ს-ში ეს ხალხური რჩევა მეცნიერულად დასაბუთდა ავტორიტეტული ბიოლოგების მიერ. 1907 წ. ლუბიმენკომ გამოიკვლია მცენარის ფესვების შესაძლებლობა, აითვისოს შაქარი გარე მიკროორგნიზმების ზემოქმედების გარეშე, საკუთარი ძალებით. მიჩურინს პირდაპირ მცენარის ქსოვილებში შეჰყავდა შაქარი, სხვები გვიმრებს და წყალმცენარეებს ზრდიდნენ საერთოდ მზის სხივების გარეშე, მხოლოდ შაქრიანი სასუქით. ასე დამტკიცდა, რომ ტკბილი ხსნარი გარკვეულწილად სინათლის კომპენსირებას ახდენს.
ტკბილის სარგებლიანობა - მიჩნეულია, რომ ზამთარში აუცილებელია მცენარეთა კვება შაქრით, რადგან მზე არც ისე ხშირად ჩანს, მცენარეებს არ ჰყოფნით ულტრაიისფერი სხივები. იგივე ხდება სიბნელეში მზარდ მცენარეებშიც, მზე აუცილებელია ფოტოსინთეზისთვის და თუ ეს პროცესი არც ისე აქტიურად მიმდინარეობს, მცენარე საკუთარი რეზერვის გამოყენებას იწყებს. ბევრი მოყვარული შაქრით კვებასთან ერთად ლუმინესცენტურ განათებასაც უდგამს მცენარეებს.
ქიმიური კანონები - სწრაფი ზრდა, ყვავილობა, მსხმოიარობა, ეს ყველაფერი აიხსნება ქიმიური რეაქციით მცენარეებში. სკოლიდანაა ცნობილი, რომ შაქარი იშლება ფრუქტოზად და გლუკოზად. პირველი მცენარისთვის უსარგებლოა, მას ვერ ითვისებს, გლუკოზა კი სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტია. უნივერსალური საშენი მასალაა ორგანული მოლეკულებისთვის. მისგან იქმნება ცელულოზა, სახამებელი, ლიპიდები, ცილები, ნუკლეინის მჟავები. იგი ენერგიის წყაროა მცენარის ცხოველმყოფელობისთვის აუცილებელ პროცესებში - სუნთქვაში, კვებაში, ქსოვილების წარმოქმნაში და ა.შ.
მაგრამ იმისთვის, რომ გლუკოზა შეითვისოს, მას ნახშირორჟანგი ესაჭიროება.
ექსპერტები მცენარის შაქრით კვებასთან ერთად რეკომენდაციას უწევენ „ბაიკალ-ემ 1“ ის გამოყენებას. იგი ბაქტერიებს შეიცავს, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიკის დაშლას. სწორედ ამ დროს გამოიყოფა ნახშირორჟანგი, შესაბამისად, უმჯობესდება შეწოვის პროცესი და შედეგიც მალეა სახეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოუყენებელი შაქარი ობის ან ლპობის წინაპირობა ხდება.
ტკბილი კოქტეილი - შეიძლება 1 ჩ.კ შაქარი მოაპნიოთ ქოთანში მიწაზე და მერე მორწყათ, ან მოამზადოთ ხსნარი - 1ს.კ.შაქარი გახსნათ 1ლ წყალში. რა სიხშირით უნდა გამოიყენოთ ასეთი ხსნარი, ჯერჯერობით ერთიანი აზრი არ არსებობს, მიმდინარეობს კვლევები, ზოგი ურჩევს მის ყოველკვირეულად გამოყენებას, ზოგი კი 2 თვეში ერთხელაც საკმარისად მიიჩნევს. ამიტომ ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რომ მიწა არ დაობდეს და ლპობა არ დაიწყოს.
გლუკოზა - შეიძლება მცენარეთა საკვებად სუფთა გლუკოზის გამოყენებაც, თუმცა სუფთა სახით იგი ყველა ოჯახში არ იქნება, უნდა შეიძინოთ აფთიაქში აბების სახით, 1-2 აბს ხსნიან 1ლ წყალში და ამ ხსნარით რწყავენ ან ნამავენ მცენარეს. შაქრით კვების სიკეთე დიდი ხანია დამტკიცებულია, თეორილულადაც და პრაქტიკაშიც. ახლა მხოლოდ ამ რეკომენდაციების შესრულებაა საჭირო. თუმცა ეფექტი სხვადასხვა ყვავილისთვის  სხვადასხვა შეიძლება ჰქონდეს. მაგ. ყველაზე მეტად ტკბილის მოყვარულები კაქტუსები და ფიკუსები არიან. მაგრამ ზედმეტი არც აქ უნდა მოგივიდეთ.
საკვებად შაქრის გამოყენებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ მორწყვას, ზედმეტი წყალი მიწიდან სასარგებლო ნივთიერებებს გამორეცხავს, მცენარის ფესვები ლპობას იწყებს და მცენარე ავადდება, სუსტდება ღერო, ფოთლები ყვითლდება ან ლაქებით იფარება. თუ ზომიერებას დაიცავთ, მცენარეები გაჩუქებენ უამრავ სურნელოვან ყვავილს. მთავარია სისტემური მიდგომა, და რეგულარული მოვლა. ერთ კოვზ შაქარს მშვენიერი შედეგის მოცემა შეუძლია, მაგრამ იგი დროებითია, ამიტომ პროცედურას რეგულარულად იმეორებენ საჭიროების მიხედვით ისე, რომ  არასასურველ შედეგს არ ელოდებიან.

თარგმანი თ. სუპატაშვილის

10 March 0 23 925
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно