ნისორანი

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრეპარატი ტკიპის წინააღმდეგ.მოქმედებს ყველა სახის ტკიპაზე,როგორც აბლაბუდიანზე,ისე ბრტყელ ტკიპებზე.დაშვებულია დახურულ შენობაში გამოსაყენებლად.არ აქვს სუნი.წარმოებულია იაპონიაში.

შემადგენლობა: ჰექსიტიაზოკსი

თვისებები: აქვს საშიშროების დაბალი დონე,შესაძლებელია გამოყენებული იქნეს დახურულ შენობაში.მოქმედებს ტკიპის კვერცხებზე,ლარვებზე და ნიმფებზე.ახასიათებს ფართო სპექტრის აკარიციდული მოქმედება მაღალი ეფექტურობით ტკიპების საწინააღმდეგოდ,მათი განვითარების სხვადასხვა ფაზაში (კვერცხი - ლარვა - ნიმფა) არ ხასიათდება ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა აკარაციდებთან ,აქვს აკარაციდული მოქმედების ხანგრძლივი ვადა (50 დღეღამემდე). პრეპარატი არ მოქმედებს ტკიპის ზრდასრულ ფორმაზე,მისი გმოყენების შემდეგ იღუპება კვერცხები,ლარვები და ნიმფები,ზრდასრული ინდივიდები კი იხოცებიან ბუნებრივად 7-10 დღის განმავლობაში.პრეპარატის მოქმედების ვიზუალური ეფექტი შესამჩნევია გამოყენებიდან 10 დღეში.არ ახდენს ზემოქმედებას სასარგებლო მწერებზე და ტკიპის ბუნებრივ მტრებზე.

გამოყენების წესი: ოთახის მოყვავილე მცენარეებისათვის პრეპარატის 1 გრ. გახსენით 1 ლიტრ წყალში.მაქსიმალური ეფექტის მისაღებად რეკომენდებულია მცენარე კარგად დამუშავდეს ხსნარით,შეასხურეთ ფოთლებს ორივე მხრიდან,ეცადეთ ხსნარი ყველა ადგილზე მოხვდეს.

ეცადეთ შესხურება მოახდინოთ დასნებოვნების ნიშნების შემჩნევისთანავე,ძლიერი დასნებოვნების შემთხვევაში ნისორანი შესაძლებელია გამოიყენოთ სხვა აკარაციდთან კომბინაციაში(მაგ.სანმაიტი) რათა მოხდეს ზრდასრული ინდივიდების განადგურებაც.

თარგმანი: ლ.ჯერენაშვილი-სალთხუციშვილის

05 April 0 1 825
loading...
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно